კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა Sportall.ge-სთან საუბარში კახა შენგელიას ბრალდებებს უპასუხა
საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის პრეზიდენტმა მიხეილ გაბრიჩიძემ Sportall.ge-სთან საუბარში ვიცე-პრეზიდენტ კახა შენგელიასა და გამგეობის წევრ თემურ დათიკაშვილის ბრალდებებს აბსურდი უწოდა.

შენგელია და დათიკაშვილი ფედერაციას ნორჩი კალათბურთელებისათვის გამოყოფილი მილიონობით ლარის არამიზნობრივად გახარჯვაში ადანაშაულებენ. საუბარია ესპანურ კლუბ "სასკი ბასკონიასა" და საქართველოს კალათბურთის ფედერაციას შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომელიც ახალგაზრდა ქართველი მოზარდების ესპანეთში მომზადებას ითვალისწინებს.

კახა შენგელია: კალათბურთის ფედერაცია 6,5 მლნ ლარს არამიზნობრივად ხარჯავს!

- კახა შენგელია და თემურ დათიკაშვილი მილიონობით ლარის არამიზნობრივ გახარჯვაში გდებენ ბრალს...

- ბრალდება ბრალდებაა, მაგრამ ეს ყველაფერი არის ტყუილი და, თანაც, მიზანმიმართული. ნათლად ჩანს, თუ რა მოტივაცია და სურვილები აქვს ამ ადამიანთა ჯგუფს - მათ ფედერაციის სათავეში მოსვლა სურთ.

ასევე, როგორც გამოჩნდა, აქვთ პირადი დაუკმაყოფილებელი ფინანსური თუ მორალური ინტერესები... ასე რომ, ადამიანები, რომლებიც საკუთარ და საზოგადო ჯიბეს, ხარჯს და გადარიცხულ თანხას ვერ განასხვავებენ, მათი ადგილი, მგონი, სხვაგანაა.

- ვიცე-პრეზიდენტის განცხადებით, მან კონტრაქტის დეტალები არ იცოდა. რატომ მოხდა ასე?

- კახა შენგელია ჩვენთან ერთად იმყოფებოდა იმ ადგილას, როდესაც ხელშეკრულებას ვაფორმებდით. ვისი ბრალია, თუ დეტალები არ იცოდა? მაგრამ საქმეც იმაშია, რომ იცოდა. უბრალოდ, ეს იყო სპეციალურად დაგეგმილი პიარ-აქცია საარჩევნო კამპანიის დასაწყებად.

როცა კახა შენგელია აცხადებს, რომ მან ვიცე-პრეზიდენტის პოსტი დატოვა, ესეც ტყუილია - ის ამ წუთისთვისაც ვიცე-პრეზიდენტია.

მეორე პიროვნება, ვინც არის ამ საქმეში ჩართული, არის "ვითას" პრეზიდენტი თემურ დათიკაშვილი. მოგეხსენებათ, რომ მოთხოვნა ჰქონდა ამ კლუბს ფედერაციისადმი, უკანონოდ დაგვეშვა სუპერლიგაში და, შესაბამისად, მიეღო დაფინანსება, მაგრამ უკანონოდ არავის მიღებას არ ვაპირებდით და დღესაც ვთვლი, რომ სწორად მოვიქეცი.

დიდი ხნის მოლაპარაკებების შედეგად, როგორც იქნა, ჩავრთეთ ჩვენს "ვერტიკალში", დავაწყებინეთ "ა" ლიგაში თამაში, მაგრამ, სამწუხაროდ, ვერ მოახერხეს გადმოსვლა სუპერლიგაში. ამ ადამიანის და ვიცე-პრეზიდენტ კახა შენგელიას განაწყენება გასაგებია, მაგრამ...

- ჩვენთან საუბარში, კახა შენგელიამ ნიკა დარბაიძე ახსენა. მისი თქმით, დარბაიძე ესპანეთში გატარებული ორი თვის შემდეგ სამშობლოში დაბრუნდა და იმ საშინელი პირობების გამო, რომელიც მას იქ ჰქონდა, ესპანეთისკენ გახედვა აღარ სურს...

- ნიკას მშობელს დაელაპარაკეთ და ის ყველაფერს გეტყვით. ჯერ ერთი, ნიკა საქართველოში არ იმყოფება, ის 3X3 კალათბურთში მსოფლიოს ჩემპიონატზეა ასტანაში ჩვენს 18-წლამდელთა ნაკრებთან ერთად, სადაც ორი თამაში მოვიგეთ...

როგორც ჩემთვისაა ცნობილი, მომავალი წლიდან ის ისევ ელოდება კონტრაქტს. პირობები არის ძალიან კარგი. რომელიმე სოფლის გუნდზე კი არ ვსაუბრობთ... საუბარია "ლაბორალ კუჩაზე"! ძალიან სერიოზულ, კეთილშობილ და პატიოსან ხალხთან გვაქვს საქმე. ამ პერიოდში კი ასეთი განცხადებები სწორედ იმისკენაა მიმართული, რომ დავკარგოთ ნდობა, რომელიც დიდი შრომის შედეგად მოვიპოვეთ.

პრაქტიკულად, ხარჯის გარეშე ვზრდით კალათბურთელებს. ის თანხები, რომლებიც ირიცხება, არ არის ხარჯი - ეს არის თანხა, რომელიც გარანტირებულად დაბრუნდება ფედერაციის ანგარიშზე 5 წლის განმავლობაში. თუ არა და, ხელშეკრულებაში არის პუნქტი, რომელიც ფინანსურად არის დაზღვეული...

- ანუ კონტრაქტის გაწყვეტის ვარიანტი არ არსებობს?

- არ არსებობს. ეს რისკები შესწავლილი აქვს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს სპეციალურ კომისიას, მათი თანხმობის გარეშე კი ამ პროექტს ვერ დავიწყებდით.

- დაინიშნება თუ არა ვადამდელი არჩევნები?

- აქეთკენ იყო ყველაფერი მიმართული. რა თქმა უნდა, არა! მით უმეტეს, ადამიანს, რომელიც ფედერაციის წარმომადგენელი არ არის, არ აქვს არანაირი უფლება ამის მოთხოვნის. არჩევნები მაშინ იქნება, როდესაც განსაზღვრულია - მომავალი წლის დეკემბერში. ნება იბოძონ და დაელოდონ ამ არჩევნებს!

gamgebi
გაბრიჩიძეს მისცეს ფული რომ ქართველ ბავშვებზე დაეხარჯა და არა სხვა ქვეყნის ბავშვებზე.სხვა დედერაციის წევრები არაფერს არ წყვიტავენ,ეს იგივეა რაც კაბელების საქმე,არა თუ მოსახსნელი დასაჭერია.დაბალ ასაკობრივ ნაკრებ ჯგუფებში მწთვრნელები ტეხნიკურად მაყუთს აკეთებენ,რაც მოვიდა გაბრიჩიძე არაფელი არ შეუცვლია.ცხრილი,სსტატისტიკა ,გრაფიკი თავის ნებაზეა მიშვებული ყველანი გასაგდებია და მსაჯების პრობლამაა.ესეიგი ვინაა დამნაშავე გაბრიჩიძე.Gაიტანეთ.
დავითი
ლაშა სად ვითა დ სად ფედერაციიდან გადარიცხული 2500000 დოლარი წელიწადში რაღაც ძაან შორს ხარ ამ ამბიდან ვითა ამ სკანდალთან არაფრ შუაშია გადაცემას უნდა უყურა, აზრი გამოიტანო გაანალიზო და კომენტარი შემდეგ უნდა დაწერო
საბა
კახა შენგელია წესიერების ერთერთი ეტალონია და ჩვენ გვჯერავს რომ კახა ტყუილად არ გადადგა მითუმეტეს არჩევნების დროს მიხეილ გაბრიჩიძის სასარგებლოდ მოხსნა კანდიდატურა
DEVI
რა ხალხი ვართ? სადაც ოდანავი წარმატება გვაქვს, ყველგან ხდება უხეში ჩარევა, წყლის ამღვრევა. რაგბიშიდაც ასეთივე სცენარის გათამაშებას აპირებენ.
giorgi
რატო უნდა დააფინანსონ ბულაშვილი გამაგებინეთ?,რა დამსახურება აქვს?,ცოტა გაუგებარია კონტრაქტის პირობები და ფედერაციამ გააკეთოს დეტალური განმარტება.
ლაშა
მიხეილ გაბრიჩიძე არის უპატიოსნესი, უწესიერეს ადამიანი. ის მაქსიმალურად ცდილობს ქართული კალათბურთი ახალ სიმაღლეზე აიყვანოს. რაც შენგელიამ და დათიკაშვილმა იკადრეს, ეს მხოლოდ მათ აკნინებს. სწორედ შენგელია-დათიკაშვილის პროექტი იყო "ვითა"-ს ვითიბი ლიგაში მონაწილეობა, რაზეც არაერთხელ გააფრთხილეს, რომ შერცხვებოდნენ. ასეც მოხდა, ყველა თამაში წააგეს, თანაც უმეტესობა სამარცხვინო სხვაობით. ახლა ცდილობენ თავიანთი შეცდომები სხვებს გადააბრალონ. მათი დევიზია: გაღმა შეედავე, გამოღმა შეგრჩება. თუმცა უნდა შეიგნონ, რომ მათ ტყუილს მოკლე ფეხი აქვს.
დუდუ დადიანის მემორიალი 26 სექტემბერს, ოლიმპიურ სასახლეში დაიწყება
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს
"ქუთაისი" ჩემპიონთა ლიგაზე, თვაური – ფიბა ევროპის თასზე
[VIDEO] კიტეიშვილი დაბრუნდა და "რეინჯერსს" გაუტანა
"ისინი უპატივცემულოდ მომექცნენ" - ანტონიმ "მანჩესტერ იუნაიტედი" გააკრიტიკა
ქოჩორაშვილი არ ათამაშეს - "სპორტინგი" "ნაპოლისთან" დამარცხდა
[VIDEO] მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა - "ვილიარეალმა" და "იუვემ" ქულები გაიყვეს
[VIDEO] თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის მეორე ეტაპზე გავიდა
[VIDEO] სადებიუტო გოლი ჩემპიონთა ლიგაზე - მიქაუტაძემ "იუვენტუსს" გაუტანა!
ეს მოხდა ბაქოში - "ყარაბაღმა" ისევ გაიმარჯვა და ჩემპიონთა ლიგის ლიდერებშია
ჩემპიონთა ლიგა: მიქაუტაძე სასტარტოშია - ქოჩორაშვილი სათადარიგოა
This Is Anfield: საბედნიეროდ "ლივერპულს" მამარდაშვილის სახით ალისონის მემკვიდრე ჰყავს - რამდენ ხანს იუქმებს ბრაზილიელი?
"რეალთან" 0:5-ის შემდეგ "კაირატის" მეკარე ავტომობილით დააჯილდოეს
ბაჩუკი ჭუმბაძე - ინგლისური გამოცდილებით ნოემბრის ტესტებისთვის
ოსიმენი: "გალათასარაი" მსოფლიოს საუკეთესო გუნდია
ბასილაშვილი ჩილიჩთან დამარცხდა და ჯოკოვიჩთან კიდევ ერთხელ დაპირისპირების შანსი დაკარგა
"იამალთან დაკავშირებით ეს არ მომწონს" - ფლიკი მედიაში გავრცელებულ სტატიებზე
"მილანი" რობერტ ლევანდოვსკის დამატების ვარიანტს განიხილავს
[VIDEO] "ალონსოს ყაზახეთში მოულოდნელი საჩუქარი გაუკეთეს" - რა მოხდა "კაირატთან" მატჩის შემდეგ პრესკონფერენციაზე
"გარიცხეთ რუსეთის ფედერაცია UEFA-დან" - ესტონელებმა მოთხოვნა წამოაყენეს
უზბეკეთის ნაკრებში კაპაძის ნაცვლად "ოქროს ბურთის" მფლობელ მწვრთნელს ნიშნავენ
"მადლობა ჩვენი გუნდის პრეზიდენტს, მის ამ ჟესტს არასდროს დავივიწყებ" - "ბარსელონასთან" მატჩის წინ, ენრიკემ ნასერ ალ-ხელაიფის მიმართ მადლიერება გამოხატა
დღეს - ენრიკე ხვიჩას გარეშე, მიქაუტაძე "იუვენტუსის" წინააღმდეგ
არჩევნები, კორუფცია და ნაკრების შეფასება - პრეზიდენტობის კანდიდატები გადაცემა "360 გრადუსში" [VIDEO]
მომავალი თაობა: ვოვა თავაქარაშვილის მეორე ესპანური შანსი
ფიბა-ს ხელმძღვანელობამ თბილისში მშენებარე დარბაზი დაათვალიერა
ლეგენდარული თბილისის "დინამო" - 60-იანი წლები, ტრიუმფი, ქორქია და საკანდელიძე
დღეს საქართველოს კალათბურთის ფედერაციის საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება
გარიგებული მატჩების საქმეზე დაკავებულმა მწვრთნელებმა და მსაჯმა დღევანდელ პროცესზე, შესაძლოა, დანაშაული აღიარონ
საქართველოს კალათბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტი პაატა გურასპაულია
პაატა გურასპაული: ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ქართული კალათბურთი წარმატებული იყოს
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულ მწვრთნელებსა და მსაჯს სპორტის სფეროს წარმომადგენლები თავდებში უდგებიან
მიხეილ გაბრიჩიძე არჩევნების შემდეგ: პაატას გვერდში დგომა სჭირდება
გარიგებული მატჩების ბრალდებით დაკავებულ თემურ დათიკაშვილს ოპერაცია ჩაუტარდა
ნაკრების მოთამაშეები ჩვენს მხარეს არიან - შიო ხეცურიანი და კახა შენგელია გაერთიანდნენ
U18. მსოფლიოს ჩემპიონატი 3X3 კალათბურთში: ისტორიული შედეგი
ქართული კალათბურთის გზა ევრობასკეტ 2021-მდე (VI ნაწილი)
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე მსჯავრდებულებმა საპატიმრო დატოვეს
გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებული მწვრთნელი: ბოდიში ყველას, ვისაც იმედი გავუცრუე
18 წლის კალათბურთელი ნიკა დარბაიძე კარიერას ესპანურ "მურსიაში" გააგრძელებს
კალათბურთის გარიგებული მატჩების საქმეზე ბრალდებულებთან საპროცესო შეთანხმება ფორმდება
კალათბურთის ეროვნული ფედერაციის საგანგებო განცხადება
ღარიბაშვილი: ქართულ კალათბურთში 100 მილიონი ლარის ინვესტიცია ჩაიდება
"მე დავიბადე ქართული სულით და აქ ბასკონიური სული განვავითარე" - "ბასკონიამ" თორნიკე შენგელიას ფილმი მიუძღვნა [VIDEO]
ქართული კალათბურთის მიმართ განსაკუთრებული ყურადღება - დაგეგმილი ვიზიტები
ძალადობის წინააღმდეგ კამპანიის ფარგლებში, კალათბურთელი გოგონები ადვოკატებს შეხვდნენ
ახალგაზრდულ ევროპირველობებზე ჩვენი მეტოქეები გამოვლინდა
ესპანეთის ქვედა ლიგებში მოთამაშე ბევრისთვის უცნობი ქართველი კალათბურთელები
3X3 კალათბურთში საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე ჯგუფური ეტაპი დაძლია
"უნდა მიგვეცა საშუალება, გამოესწორებინათ შეცდომა, თავისუფლებაზე და არა ციხეში ყოფნის დროს"
საქართველოს კალათბურთის ფედერაციამ FIBA-ს ბორდის სხდომას უმასპინძლა
საქართველოს ნაკრების კალათბურთელი კარიერას მონტენეგროში გააგრძელებს