ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რუმინეთი-საქართველო 5:1 - საბრალონი! [VIDEO]

რუმინეთი-საქართველო 5:1 - საბრალონი! [VIDEO]

კითხვა ფეხბურთის ფედერაციას: თქვენი აზრით, ცხადაძის გაწვრთნილი ნაკრების თამაში სჯობს თუ ვაისის?
ძალიან გვინდა, საქართველოს ნაკრებს სხვა თიკუნი მოვუძებნოთ, მაგრამ არ გამოდის. როგორ გინდა, წერო თამაშზე, რომელშიც საქართველოს პირველმა გუნდმა საკუთარ ქვეყანასა და გულშემატკივარს ძალიან დიდი შეურაცხყოფა მიაყენა...

ვლადიმირ ვაისი: ასეთი რამ პირველად მოხდა ჩემს ცხოვრებაში...

დღის კარიკატურა: საქართველოს ნაკრები, როგორც "მსხალი"

როგორც დიდოელი ლეკის ნაბადი...

...დღეს ფეხბურთს ასე აღარავინ თამაშობს, აღარავინ უშვებს ასეთ გოლებს და ეს ასე რომ არ მოხდეს, გროსმაისტერი მწვრთნელი სულაც არ არის საჭირო. საჭიროა ელემენტარული საფეხბურთო თავმოყვარეობა, რომელიც ჩვენს ნაკრებს არ გააჩნია.

დიახ, ბატონებო, დროა აღიაროთ - თქვენ მიერ განსაკუთრებით ბოლო დროს საქართველოს ნაკრებში ნაჩვენებ ფეხბურთს საერთო არაფერი აქვს პროფესიულ ფეხბურთთან. არადა, ნაკრებში მოყვარულებივით მოთამაშეები საკუთარ კლუბებში დროდადრო მაინც ახერხებთ რაღაცას. ძალიან არ მინდა, ვიფიქრო, რომ ამ ყველაფერს ფულის გამო აკეთებთ, მაგრამ სხვა გამოსავალს აღარ მიტოვებთ. ძალიან კარგად იცით - თუნდაც ერთი თამაში რომ ჩაატაროთ ასე საკუთარ კლუბებში, იქ არავინ გაგაჩერებთ!

თუ კლუბებში თამაშობთ რაღაც დონეზე მაინც, რას ერჩით საქართველოს ნაკრებს და ჩვენს ნერვებს? რატომ თელავთ ქართული ფეხბურთის ისედაც შელახულ იმიჯს დიდოელი ლეკის ნაბადივით? ნუთუ, გგონიათ, რომ ეს ქვეყანა ვალშია თქვენთან?

ცივი გონებით უნდა დავწერო - საქართველოს ნაკრების რამდენიმე ფეხბურთელის ადგილას რომ ვიყო, დღესვე საჯარო ბოდიშს მოვიხდიდი ქართველი გულშემატკივრის წინაშე და გავაკეთებდი განცხადებას ნაკრებიდან წასვლის თაობაზე. გავაკეთებდი, რადგან ჩვენი ფეხბურთელების სოლიდური ნაწილი, მომატების მაგივრად, აშკარად უკლებს თამაშს.

გაუგებარია, როგორ უნდა ითამაშო ასე ინფანტილურად მაშინ, როცა ეროვნული გუნდის მაისურა გაცვია?! როცა იცავ ქვეყნის პრესტიჟს?!. როგორ უნდა ითამაშო ისე, თითქოს უბანში, მეგობრებთან სალაღობოდ აგორებ ბურთს?!

საქართველოს ნაკრების ეს ანტიფეხბურთი ვერც ჯანო ანანიძის, გიორგი ლორიას, გიორგი ჭანტურიასა და ჯაბა კანკავას არყოფნით გამართლდება. საერთოდ, არ არსებობს არგუმენტი, რომელიც ამას გაამართლებდა...

თავის წილ პასუხისმგებლობას ვერც ვლადიმირ ვაისი ასცდება. საქართველოს ნაკრების ისტორიაში ამაზე უარესიც გვინახავს, მაგრამ ვერ წარმოვიდგენდით, თუ რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს 6 ნომინალური მცველით დავიწყებდით.

ფაქტია, არასწორად შეირჩა შემადგენლობა. ვაისი ჯერაც ვერ მიხვდა ძალიან ბევრ რამეს. მაგალითად, იმას, რომ თუ ნაკრების დაცვას გურამ კაშიას მოაშორებ, ის მარტივ მამრავლებად დაიშლება...

არ მესმის, რატომ არ ათამაშა ვაისმა ლევან ყენია, რომელმაც სლოვაკეთთან მატჩში პირადად გამოიმუშავა გოლი. ეგებ, მინდორზე მის ყოფნას რამე შეეცვალა და შეტევაში ცოტა მეტი ფხა გამოგვეჩინა... უბრალოდ, საინტერესოა, რა მოტივით მიიღო სლოვაკმა ასეთი გადაწყვეტილება?

ახლა კითხვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას: თქვენი აზრით, კახა ცხადაძის გაწვრთნილი ნაკრების თამაში სჯობს თუ ვაისის? იღებთ თუ არა პასუხისმგებლობას იმ არჩევანზე, რომელიც გააკეთეთ და იმ საქციელზე, რომელიც ამ არჩევანს უძღვოდა წინ?

არ თქვათ, რომ ნაკრების შედეგი მეორეხარისხოვანია და უნდა დაველოდოთ, რამდენიმე წელიწადში როგორ წამოვა ახალი თაობა. ჩვენ რომც გავიგოთ, გულშემატკივარი ამას ვერ გაგიგებთ. ნაკრები ჩვენი საფეხბურთო პირამიდის წვეროა, მისი შედეგი კი თქვენი მუშაობის მთავარი განმსაზღვრელი კრიტერიუმი იქნება. რა თქმა უნდა, ისევე, როგორც ეს ფედერაციის წინა მმართველების დროს იყო და, განა, თავადაც ამაზე არ მიუთითებდით (და სწორადაც) წინამორბედებს?..

ეს მაშინვე უნდა გექნათ...

დღეს საქართველოს ნაკრებში კატასტროფული სიტუაციაა და შანსი არ არის, ვაისმა ის შესარჩევი ციკლის დაწყებამდე დაალაგოს. ამიტომ, თუ ცხადაძის გასაშვებად გეყოთ ნება, კეთილი ინებეთ და დანიშნეთ მწვრთნელი, რომელიც მოკლე ხანში რაღაც სახეს მისცემს ნაკრების თამაშს.

თქვენც იცით, რომ არის ასეთი მწვრთნელი საქართველოში და ნაკრებში მუშაობა მას ხელს არ შეუშლის იმაში, რომ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებები აკონტროლოს. ეს მაშინვე უნდა გექნათ, როცა ნაკრებიდან ცხადაძე დაითხოვეთ, მაგრამ სჯობს გვიან, ვიდრე არასოდეს!

გააკეთეთ დღეს ის, რაც მაშინ ვერ გაბედეთ. ძვირფასი დრო დაიკარგა და კიდევ ნუღარ დავკარგავთ!

ბოლოს, სანამ მატჩის საკვანძო მომენტებს აღვწერდეთ, ალალი მადლობა ზურაბ ცისკარიძეს - საქართველოს ნაკრების ლამის ერთადერთ ფეხბურთელს, ვინც მინდორზე ბოლომდე დაიხარჯა და გარჯა საგოლე პასითაც დაუფასდა!..

თვალის ერთი გადავლებით...

თვალი გადავავლოთ მატჩის მთავარ მომენტებს. მე-2 წუთზე ლაშა დვალი როინ კვასხვაძეს უგორებს ბურთს, რომელსაც იქვე ჩასაფრებული ადრიან პოპა იხელთებს, ატყუებს მეკარეს და მშვიდად გააქვს გოლი საქართველოს ნაკრების კარში...

გადის ერთი წუთი და ვხედავთ მორიგ კოშმარს - ფლანგიდან ჩაწოდებულ ბურთს ალეკო ამისულაშვილი საკუთარ კარში გზავნის.

მერე ორჯერ ძელი გვეხმარება - ჯერ სტანკუს, ხოლო შემდეგ პოპას დარტყმების დროს...

პირველ ტაიმში საქართველოს ნაკრები ქმნის ორ მომენტს, მაგრამ ვაკო ყაზაიშვილი შანსს ვერ იყენებს, ისევე, როგორც საბა კვირკველია, რომლის თავურსაც რუმინელთა მეკარე იგერიებს...

იწყება მეორე ტაიმი და საქართველოს ნაკრები დაცვაში კიდევ ერთ უპატიებელ შეცდომაც უშვებს - სტანჩუ არ გვპატიობს.

64-ე წუთი. საქართველოს ნაკრებმა ანგარიში "დაასველა". ზურაბ ცისკარიძე საჯარიმოში ლევან მჭედლიძის მიმართულებით აწვდის ბურთს. "ემპოლის" ფორვარდი დასწრებაზე თამაშობს და ბურთი რუმინელთა კარის ახლო კუთხეში გადის.

ბოლოს ვნახავთ კიდევ ორ ბავშვურ შეცდომას და ორ გოლს ჩვენს კარში.

კოშმარი მთავრდება... მაგრამ ხვალ საქართველოს ნაკრებს ევროპის მოქმედ ჩემპიონ ესპანეთის ეროვნულ გუნდთან ელის მორიგი ამხანაგური მატჩი "ხეტაფეს" სტადიონზე. ძნელი წარმოსადგენი არ უნდა იყოს, რა მოხდება მადრიდის გარეუბანში, თუ ვისენტე დელ ბოსკეს გუნდი მთელი ძალით ითამაშებს, როგორც ეს სამხრეთ კორეასთან (6:1) გააკეთა, ხოლო საქართველოს ნაკრები ისევ ისე უთავმოყვარეოდ გააგორებს ბურთს...

ამხანაგური მატჩი

03.06. ბუქარესტი. "ნაციონალ არენა". 25 000 მაყურებელი

რუმინეთი-საქართველო 5:1

გოლები: 1:0 პოპა (2), 2:0 ამისულაშვილი (3-საკ. კარში), 3:0 სტანჩუ (49), 3:1 მჭედლიძე (68), 4:1ტორჟე (80), 5:1 კეშერუ (87)

რუმინეთი: ტეტერუშანუ - სეპუნარუ, მოცი, გრიგორე, რაცი - ჰობანი (64. პრეპელიცა), პინტილი (84. სენმარტეანი) - სტანჩუ (83. ალიბეკი), პოპა (71. კეშერუ), სტანკუ (71. ტორჟე) - ანდონე (64. კიპჩუ).

სათადარიგოები: პანტილიმონი, ლუნგი, მაცელი, გამანი, ფილიპი, კირიკეში.

მწვრთნელი: ანგელ იორდანესკუ

საქართველო: კვასხვაძე - ლობჟანიძე, კვირკველია, ამისულაშვილი, დვალი (34. მჭედლიძე), ნავალოვსკი (64. ცისკარიძე) - კაშია, აბურჯანია (65. კვეკვესკირი), ყაზაიშვილი, ოქრიაშვილი - დვალიშვილი (78. ქვილითაია).

სათადარიგოები: რევიშვილი, მაკარიძე, ჭანტურიშვილი, კობახიძე, ყენია, კაკაბაძე, ჯიღაური

მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი

გაფრთხილება: დვალიშვილი (51)

არბიტრი: სოარეშ დიაში (პორტუგალია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• Vano

კობი წადი რა დაგვანებე თავი თქვენი ექსპერიმენტებით და ეკონომ კლასის მწვრთნელებით.

• noko

gia-ს. ნუ დაიწყებთ პროფესორობას თუ ძმა ხარ, რა!!! მე ვარ რიგითი გულშემატკივარი და მინდა ვნახო ნორმალური თამაში და შემდეგ შედეგი. ანალიზი ჯიგარ, აკეთონ იქ სადაც საჭიროა და ვისაც ეს ევალება. მე მინდა ვნახო თამაში და არ გამისკდეს გული ამ ვარხანალიის ყურებით. ანალიზი არა ....

• gogi

ამ ყველაფერში ყველაზე გულსატკენი ისაა, რომ ფერერააციის არც ერთ ჩინოვნიკს თავისი აზრი არ დაუფიქსირებია. ის მაინც ხომ შეიძლება, რომ გულშემატკივარს რაღაც ფორმით მოუბოდიშო მაინც. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ კობიმ ძალიან ცუდად დაიწყო. ნუთუ არ შეიძლებოდა კომპრომისის მონახვა და ცხადაძის დატოვება? შეიძლებოდა ალბათ, მაგრამ მოხდა ის, რაც მოხდა. ასეა ჩემო კობი, როცა შენს საქმეში სხვა ყოფს ცხვირს. ის ხალხი ახლაა დამალულია, პასუხისმგებლობა კი მთლიანად შენზეა ჯიგარო.

• gigo

რატომ არ უშვებთ ჩემ კომენტარს?

• vaso

ამ ფეხბურთელებს დაჩერინე დიდი თოხები და გაუშვი მინდორში სუყველა მეტი მაინც არ გამოვა ამათგან რამე

• ქუთეისელი

ესენი სუყველა უნდა მოაშორო ნაკრებს კანკავას და კაშიას გარდა პირველ რიგში ამისულაშვილი კაცი რომელსაც მართლა ეზარება თამაში უნდა ამოკრე პანხური დაა გააგდო ნაკრებიდან,,,,გახსოვთ ქეცბაიას სიტყვები ამისულაშვლზე???ბიჯს თურმე ეკონომ კლასით არ შეუძლია ფრენა და ბიზნეს კლასი მოითხოვა ფეხებს ვერ ვშლიოო,,,,ქეცბა გადარიენ რას ამბობდა ის კაცი ტყულს ბუნძულ ბუნძულით რო გააგდეთ???არშეუძლიათ ამათ მეტიო.... თუ გინდაოოო მართალიც იყო(ქეცბას რასაც ტატკტიკა ნაკრებშI მეც არ მომწონდა ),ამისულაშვილს უნდა მიაყოლო ლობჟანიძე მაგაზე უკეთ ვაჟა ტაპატაძე ითამაშებს და უნდა დაუნიშნო ან გეგუჩაძე ან ცხადაძე და შეიძლება ოდნავ გამოსწორდეს რამე რაც ნაკლებათ მგონია,,,ამათმა მეტი არიციან ,ჭ, კლასის ფეღბურთელები არიან და რაქნან მეტი

• gia

ძალიან ბევრი კომენტარი და სტატია წავიკითხე ამ დღეების განმავლობაში მაგრამ სწორი ანალიზი ვერსად წავიკითხე შედარებით სწორი შეფასება მისცა მდაჰმა. კი ვხედავთ რა მძიმე მდგომარეობაშია დღეს ქართული ფეხბურთი, მაგრამ გამოსწორების გზებს ვერ ვხედავ და არც არის გზა ამ ეტაპზე. ყველასათვის ნათელია რომ დღეს ჩვენ არ გვყავს საშუალო ევროპული დონის ფეხბურთელიც კი, რომელზეც ააწყობ გუნდს. უფრო მეტიც საშუალო ევროპული დონის კლუბშიც კი არ თამაშობს არცერთი ქართველი ფეხბურთელი. თუ კი ვინმე თამაშობს სადმე ხშირად არ ითვლებიან ძირითად მოთამაშეებად, ხოლო კლუბის ლიდერი კი არცერთი ფეხბურთელი არ არის. აი ასეთი ფეხბურთელებით არის დაკომპლექტებული დღეს საქართველოს ნაკრები. მითხარით რისი იმედი უნდა გვქონდეს.ხსნა სად არის ეს შეკითხვა მაწუხებს დიდი ხანია.

• status quo

დააბრუნეთ ცხადაძე...

• kote

ვეთანხმები მართალს და გიორგის ფეხბურთის განვითარების ხედვაში და დაამატებდი სასარგებლო იქნებოდა საფეხბუღტო კლუბები სააქციო საზოგადოებებად გადაიქცნენ და მის მართვასა და საერთოდ გუნდის ცხოვრებაში გულშემატკივარმაც მიიღოს მონაწილეობა

• yyyyyy

ესე არ შეიძლება რა,ქართველი კაცი ხარ,ხუთ ჯვრიანი დროშის ქვეშ გადიხარ,საქართველოს სახელი გაგაქვს.უნდა იბრძოლო როგორც ომში სისხლის უკანასკნელ წვეთამდე

• Niko

ფეხბურთის თამაშს სირბილი უნდა! არც ერთს სირბილი არ შეუძლია ან ეზარება. ეზოს ფეხბურთსაც ვერ თამაშობენ. ადრე იძახდნენ ვუის ახლა ვაის. ამ Mწვრთენილის მომყვანს ტვინის ოპერაცია აქვს გასაკეთებელი. ცხადაძის გაშვება არ იყო სწორი გადაწყვეტილება არც ერთი კუთხით.ამათ უცხოლი მწვრთნელი კი არა ქურდი უნდა დაუნისნო მწვრთნელად რომ საქმე გაურჩიოს და სიდის ნამუსსზე შეაგდოს:)ფეხბურთიც მაქვს ნათამაშები და რაგბიც. ფეხბურთიდან იმიტომ წავედი რაგბში რიმ Fეხბურთი პიჟონებით იყო სავსე და თავშეყვარებული გაუნათლებელი იდიოტებით. რაგბი 14 წლისამ დავიწყე და იმწამსვე მივხვდი რა გნსხვავება იყო ადამიანობაში, მეგობრობა და თავდადებაში, ვარჯიშზე და თამასზე მთლიანდა დახარჯვაზე, ერთმანეთის გვერდის დგომაზ მოედანზე თუ მოედნის გერეთ... ფეხბურთელებს ის ურჩევნიათ ათასნაერი "პრიჩიოსკები", სვირინგები, ყველა სისულელის გადმოღება უცხოეთიდან,"პოკაზუხურად" მაჯის შიდამხარეს კოცნა, "სელფების გადაღება", პირჯვრის წერა და ცაში ყურება აბა სირბილი როგორ ეკადრებათ ან გუნდური თამაში? ამათ ჩვენი ეზოს 80-იანი წლების დასაწყისის გუნდით მოუგებდით.

• გულშემატკივარი

ლეგიონერები, სხვა გამოსავალი არ არსებობს,ესაა მსოფლიოში,სპორტის ყველა სახეობაში,აპრობირებული და გამართლებული მეთოდი...

• Ia

გაუშვით თუ თავის ნებით არ მიდიან .

• გუჯა

კადრი ფილმიდან"ფეოლა":_რა ვქნათ ფეოლა ვაგებთ!? -..რავიცი რა ვქნათ...განაგრზეთ თამაში ...მე თქვენი ძალიან კმაყოფილი ვარ" ესაა ფედერაციის პოზიციააა

• მდაჰ...

Guro-ს შენს მიერ გამოთქმულ არცერთ კომენტარზე არ დამიწერია, რომ სისულელეს წერ და მოგიწოდებ სხვების მიმართაც კორექტული იყო, ბილწსიტყვაობაში არე ვეჯიბრებით მგონი აქ ერთმანეთს. hm -ს ესტონეთთან გაშვებული 3 ბურთი, ბულგარეთთან - 6 და რუმინეთთან გაშვებული 6 ერთნაირი სირცხვილია ყველასათვის ვისაც ამ ქვეყანაზე გული შესტკივა. მოკლედ დავწერ ჩემს აზრს - ამ ფორმაციის ნაკრების უმთავრესი პრობლემა გუნდის მიერ აღიარებული ლიდერის (ყოჩის) არყოლაა (იგივე გორგოძის ან ფაჩულიას მსგავსი). ნაკრების მოთამაშეების ფიზიკური, მენტალური, ფსიქოლოგიური პრობლემების განხილვას აზრი აღარ აქვს, ეს ისედაც ცხადია. ძალიან დიდი ხანია ნაკრებს არ ყავს ნორმალური ცენტრალური ნახევარმცველი, რომელიც დაცვიდან ბურთს შემტევებამდე მიიტანს. იმ თამაშებში, როცა კონკრეტულ ფეხბურთელებს თამაში მისდიოდათ (ცხადაძის ფორმაციის ნაკრებში სულ 2 ასეთი თამაში იყო გერმანიასთან კვეკვესკირი და შოტლანდიასთან ანანიძე) ნაკრები ნორმალურად გამოიყურებოდა, სხვა მხრივ ქეცბაიას, ცხადაძის და ახლანდელი ვაისის ნაკრებებიც ერთნაირი ხელწერით თამაშობს, ცენტრში ბურთი გვიჩერდება, მოთამაშეები ერთმანეთს "ატენიან" და საბოლოო ჯამში ვიღებთ სამარცხვინო შედეგებს. ვაისი (და ნებისმიერი სხვა მწვრთნელი, თუნდაც ცხადაძე) ამ ეტაპზე რომ ვერაფერს გააკეთებს ამ მოთამაშეებისგან ეს ცხადზე უცხადესია და მგონი ამას არ სჭირდება დიდი მარჩიელობა. ისევ თქვენ ორს მოგიბრუნდებით - მე არც სპორტის მინისტრი ვარ და არც ფედერაციის პრეზიდენტი, ჩემს სიტყვით ნაკრების მომავალი წყდებოდეს - რაც შეეხება ქეცბაიას, ცხადაძის და ვაისის გაკრიტიკებას ისევე მაქვს უფლება როგორც ნებისმიერ გულშემატკივარს და მატ შორის თქვენ! კეთილი ვინებოთ და ხანდახან დაფიქრდით საკუთარი აზრის გამოთქმის ფორმაზე! რაც შეეხება HM-ის აზრს რომ ყველა თამაშის დეტალური ანალიზი მოხდეს, ამას ორივე ხელით მივესალმები, თუმცა საქართველოში ამის გამკეთებელი კაცი არ მეგულება (სამწუხაროდ!). მოკლედ დავწერ რა არ მომწონდა ჩვენი ბოლო სამი მწვრთნელის. ქეცბაიამ დიდი შეცდომა დაუშვა როცა საერთოდ აქ ჩამოვიდა, დაუძახეს, შესთავაზეს რაღაც თანხა და ესეც დასთანხმდა (არ მეგულება დასაქმებული, რომელიც კონტრაქტის ხელმოწერისას იტყვის მგონი ბევრს მიხდით და ბევრი მომივაო). ქეცბაიას პრობლემა თავისი ემოციურობა იყო, რის გამოც ბევრი მოძულე გაიჩინა მოედანს გარეთ და ბოლო გუნდშიც აირია სიტუაცია. მიმაჩნია, რომ ამ კონტიგენტით მეტს მაინც ვერაფერს მიაღწევდა, ისრაელთან წაგებამდე არსებული ვითარება მხოლოდ მის აქტივში შეიძება ჩაითვალოს, იმის მერე ყველაფერი უკან-უკან წავიდა. ცხადაძის დადებითი მხარე ის იყო, რომ ჟურნალისტებთან საუბარი შეუძლია, 1-2 წაგებულ თამაშზე თქვა ჩემი ბრალიაო და ამოთ საბოლოოდ მოიგო ბევრის გული. დადებითი იყო ისიც, რომ რამდენიმე ფეხბურთელს მისცა თავის გამოცენის საშუალება (კვეკვესკირი, ნავალოვსკი, დვალი, იგივე კაკაბაძე დინამოდან და ა.შ.) ძალიან დიდი შეცდომა იყო ამისულაშვილის დაბრუნება, ალეკო ვეღარ ქაჩავს ამ დონეს და ეს ბოლო თამაშებშიც აშკარად გამოჩნდა. ცხადაძემ შეძლო ფეხბურთელების კარგად განწყობა და ფსიქოლოგიური სიტუაციის ასე თუ ისე გამოსწორება, თუმცა ჯადოქარი არც ისაა და ფეხბურთელების კლასს და საქმისადმი ერთი შეხებით ვერ გამოასწორებს. ქვემოთაც დავწერე - ცხადაძეც ისევე იყო განწირული სრული კრახისათვის, როგორც ეს მის წინამორბედ მწვრთნელებს დაემართათ და რაც ვაისს მოსდის - ახალ ფეხბურთელს ის ვერ გააჩენდა და კიდევ ერთხელ უნდა გავიმეორო, მან მადლობა უნდა უთხრას ფედერაციას გაგდებისათვის - როგორც მინიმუმ ლაფში ამოსვრისაგან გადააარჩინა ფედერაციის ამ გადაწყვეტილებამ. ვაისს ტავისი კლასი უკვე დამტკიცებული აქვს და ეს მის СV-შიც ჩანს, თუმცა აქ არც მას გამოუვა არაფერი. ჩანაწერში ნანახი 10 თამაშით სცადა სიტუაციაშ გარკვევა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. ახალიც არაფერი შემოუთავაზებია, ძველი ნაცადი სქემით სცადა თამაში, მაგრამ მისი წინამორბედებისგან განსხვავებით ვერ გამოდგა საჭირო დონის ფსიქოლოგი, რომელიც ქართულ მენტალიტეტს აუღებდა ალღოს და მივიღეთ ეს სამარცხვინო შედეგი და მეტის მოლოდინი მე ზოგადად საქართველოს ნაკრებისგან არც მაქვს, გინდ მოურინიო დაუყენე ამათ და გინდ გვარდიოლა... პ.ს. თუ კიდევ ვინმეს მოუნდება ჩემს კომენტარზე აზრის გამოთქმა კორექტული ფორმები დაიცვას

• eeh

უბედურება ის კი არაა რომ დღეს ქართული ფეხბურთი ასეთ მძიმ ედღეშია, უბედურება ისაა როიმ დღევანდელი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციამ ჯერ კიდევ არ იცის დღეს ქართული ფეხბურთი რა დონეზეა, მათ ჰგონიათ რომ დღეს ქართული ფეხბურთი რაღაც დოინეზეა! დონეზე კი არა ნუყლზეა ! და დღეს ქართული ფეხბურთის განვიტარება უნდ ადაიწყოს უშუალოდ ფეხბურთის პოპულარიზაციით ბავშვებში და იმის ახსნით თუ რა ტამაშია ფეხბურთი , თავისი წესებით და აასე შემდეგ..... სხვაგვარად სანამ ვინმე ფიქრობ ს რომ დღეს ქარტUლი ფეხბურთი არაღაც დონეზე არაფერი არ ეშველება ქართულ ფეხბურთს!

• hm-s-s,

აგერ იმ გერმანიას სლოვაკეთმა როგორ მოუგო! ყველაფერი შედარებითია.. ამავე დროს გერმანიას არ შეპარვია ეჭვი რომ მოიგებდნენ და მოიგეს კიდევაც... აა გოლი გაიტანეს...ფეხბურთელების მოტივაცია, რომ თავი წარმოაჩინონ

• d.t

იმ ადამიანს რა ვუთხარი მე ვინც ხუთ ჯვრიანი დროშის ქვეშ გადის და ასე სამარცხვინოდ, უსუსურად თმობს ყველაფერს მოწინააღმდეგესთან.

• hm

აშკარა საბოტაჟტთან გვაქვს საქმე! განიხილეთ დეტალურად თამაშები

• hm-s

ეთამაშოს მაშინ ეს ნაკრები გერმანიას თანაბრად და აღარ ვინატრებთ ცხადაძეს.

• hm

ცხადაძეო...ესტონეთთან წაგებული 3:0-ი უფრო სასირცხვილოა თუ ეს თამაში?

• არჩილი

ესენი რომ მოედანზე გადიან იქ არ უნდა ჟღერდეს საქართველოს ჰიმნი! ეს ქვეყნის შეურაწყოფაა!

• zaza

აი ძმაო, პროფესიონალიზმის, კომპეტენტურობის და გნებავთ გამბედაობის მაგალითი! როგორც იქნა დაიწერა და ითქვა ის რაც უნდა დაწერილიყო და თქმულიყო ჯერ სრულიად უკანონო და არაკაცური "არჩევნების" დროს, როდესაც დაჭერებით, ჩადებებით, შანტაჟით და პირდაპირი და დაუმალავი კორუფციით გამოვლინდა "გამარჯვებლი"! პირველად დაიწერა სიმართლე იმაზე თუ რა და როგორ დამართეს ჩვენი ქვეყნის პირველ გუნდს და მის მთავარ მწვრთნელ ცხადაძეს, რომელიც ისეთივე მეთოდებით მოიშორეს როგორითაც მომშორებელმა ზემოთხსენებული არჩევნები "მოიგო"! ასეთი სტატიებით რომ შევხვედროდით ჯერ სფფ-ს პრეზიდენტის არჩევნების მიმდინარეობას და შედეგს, ხოლო შემდეგ კახა ცხადაძის მიმართ წარმოებულ კამპანიას, დღეს ასეთი შერცხვენილები არ ვიქნებოდით, სრულიად დარწმუნებული ვარ! კიდევ ერთხელ, ყოჩაღ ალეკო კაკაურიძეს!

• vaxo

ის რაც ლობჟანიძემ გააკეთა 17:38-ზე, არის საოცრება. მცველის მსგავსი მოქმედება, მე არც მინახავს და არც წამიკითხავს. გამოუცნობია რა გააკეთა.

• ტუზი

2030წელს აყვავდება საქართველო აყვავდება ფეხბურთიც ჩემი არ გჯერათ კითხეთ ბიძინას

• გულშემატკივარი

საქართველოს ჩემპიონატში მოთამაშე ვერცერთი ფეხბურთელი სანაკრებო დონეზე ვერ თამაშობს, ამიტომ აქცენტი ლეგიონერებზე უნდა გაკეთდეს. როგორ მოვთხოვოთ დღევანდელი თბილისის დინამოს (ან სხვა გუნდის) ფეხბურთელებს მეტის გაკეთება?!

• ახალციხელი

ხალხნო! ელემეტალური ბურთის მიღება-დამუშავება და პასის გაკეთება არ შეუძლიათ, შიშისგან ფეხები ეკვეთებად, გაუთავებლად უკან მეკარეზე თამაში, საერთოდ რომელ ფეხბურთზეა ლაპარაკი. გულშემატკივარი 55 წლიანი სტაჟით.

• აკოფ

დაიწყნარეთ ნერვები და შეეგუეთ იმას, რომ ქართველებმა ფეხბურთის თამაში აღარ იცით. მორჩა და გათავდა. მშვენიერი რაგბისტები, კალათბურთელები, წალალბურთელები და მოჭიდავები გყავთ. უგულშემატკივრეთ მათ და დატკბით. რა ფეხბურთი, რის ფეხბურთი. ისე სიმბოლურია, როცა ნაკრების კაპიტანს ორი გოლი საკუთარ კარში გააქვს. იმ დღეს ამისულა კაპიტნობდა თუ არ ვცდები.

• Kkk

უბედურება ის არის ფედერაცია რომ კომენტარს არ აკეთებს მითუმეტეს ამხელა ბავი ატეხა ხალხმა ყველა კომენტარშიც ჩანს

• მართალი

დღევანდელ მსოფლიო ფეხბურთში არსებული სიტუაციიდან გამომდინარე გთავაზობთ სიტუაციიდან გამოსავალს:ქართულ ფეხბურთს ეშველება, როდესაც ეროვნული ჩემპიონატის დონე ამაღლდება. ეს კი მოხდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გუნდებს დიდი ფული გაუჩნდებათ. ამისათვის კი მხოლოდ მეცენატების თუ ინვესტორების თანხები არ იკმარებს, ჩვენც ასეთმა მაგარმა "გულშემატკივრებმაც" უნდა შევიტანოთ წვლილი ამ საქმეში, უნდა ვიაროთ სტადიონზე კვირაში ერთხელ მაინც, შევიძინოთ 2 ან 3 ლარიანი ბილეთი ან კიდევ უკეთესი წლიური აბონიმენტი და ამით დავეხმაროთ ქართულ ფეხბურთს. მხოლოდ ფედერაციის ლანძღვა-გინებით შედეგს ვერ მივაღწევთ. მაგრამ, ამასთან ერთად, მოსაფიქრებელია ქართველმა გულშემატკივარმა, რის მიხედვით უნდა გამოარჩიოს ის გუნდი, რომელსაც სტადიონზე მისულმა შეიძლება რომ უქომაგოს. ანუ რას ვგულისხმობ, მაგალითად, თბილისში დაბადებულმა- გაზრდილმა, მაგრამ წარმოშობით ბოლნისელმა ქართველმა კაცმა თბილისის დინამოსა და ბოლნისის სიონის შეხვედრისას რომელი გუნდი აარჩიოს საგულშემატკივროდ ცოტა ძნელი გადასაწყვეტია

• ლევანი

მოწოდება ჟურნალისტებს: იყავით დაუნდობლები მათ მიმართ, ვინც ასე უთავმოყვარეოდ თამაშობს, ვინც ასე თელავს ქართულ დროშას, ვისაც ფეხებზე კიდია სამშობლო და ვისთვისაც სულ ერთია - ეროვნული ნაკრების ფორმა აცვია თუ პიჟამო. ასეთი პიჟონობა, რაც ბუქარესტის სტადიონზე ვნახე, კაი ხანია არ მინახავს. ლამის გასკდა გული...

• Guro

მდაჰ... აუ რა სისულელეებს ლააპარაკობ 6 მცველი დააყენა თამაშში ქეცბაიას არ გაუკეთებია ოფიციალურებში ესეთი რამე და ამ ორ თამაშში რა შემართება დაინახე ერთი ხომ უნდა ქონდეს მწვრთნელს გავლენა ფეხბურთელებზე ცხადაძეს და ამის გამოყვანილ ნაკრებს როგორ ადარებ ერთი თუ გარჩევა არ შეგიძლია ნორმალურის და უარესის)))))))))))))))

• nik

დარწმუნებული ვარ ამ ყველაფერს საბოტაჟის სუნი ასდის. რაღაც საეჭვოდ არ ითამაშა ეს თამაშები კანკავამ. მგონია რომ შეტენილი მწვრთნელის გაშვება უნდათ და გეგუჩაძIს მოყვანა. მე გიას წინააღმდეგი არ ვარ მაგრამ ამხელა სპექტაკლის დადგამს ვაჟკაცობა გამოგეჩინათ და მაშIნვე დაგენიშნათ გეგუჩაძე და კიდევ გამოვიდე ნაკრების კაპიტანა მიუხედავად იმის რომ არ უთამაშია ამ სამარცხვინო თამაშებში და გულშემატკივარს ბოდიში მოუხადოს შეურაცხოფითვის. ცისკარიძემ საგოლედ გაისროლა ერთXელა და მეორედ რომ უნდოდა იგივე მაგის მერე პასებს აღარავინ ძლევდა. კარგად დააკვირდით ამ დადგმულ სპექტაკლს. სამარცხვინოები ხართ ყველა ვინც ამ ბიჭებს თქვენს ბინძUრ თამაშში იყენებთ.

ეს ვაისის წაგება იყო და არა გუნდის, ეს ვინ ყოფილა, მაგის მწვრთვნელობას....., მე არ მესმის ექვსი მცველით როგორ უნდა ითამაშო, ჯობდა დაეყენებინა კაშია და კვერკველია ცენტრში, ცისკარიძე და ნავალოვსკი მარცხენა, მარჯვენა ფლანგზე, რა ექსვი მცველი უბრალოდ კაშია აპორნი ზონაზე დააყეა სისულელე ნამდვილი..... ან მართლაც ყენია რატო არ იყო, მითუმეტეს რომ არც კანკავა იყო და არც ანანიძე.... იმდენია კითხვებია და პასუხი.... დვალი, ამისულაშვილი და ლობჟანიძე არ არიან ნაკრების დონეზე.

• zurab

gio როგორც თქვენ წერთ, ფეხბურთელებიც ზუსტად მასეთები გვყავს!

• vasix

ალეკო კაკაურიზე მადლობა მართალი სიტყვისთვის!

• giorgi

ქეცბაიას რო აკრიტიკებდით რა დაცვიდან ათამაშებსო, ყველა დაცვაშიაო, ის კაცი ხედავდა რა შემადგენლობა და შესაძლებლობა ქონდა ჩვენს ნაკრებს და იმის მიხედვით ათამაშებდა. არც ვაისის ბრალია ეს ყველაფერი და არც ცხადაძესი იქნებოდა, ამ ნაკრებს თუ გინდა ფერგიუსონი, მაურინიო, გვარდიოლა და კლოპი დაუნიშნე ერთად არაფერი ეშველება. ფეხბურთელს თუ არ აქ უნარი მოედანზე დავალება შეასრულოს, რა მწვრთნელზეა ლაპარაკი როცა ფეხბურთელები 2 მეტრში პასს ვერ აკეთებენ?! სამწუხაროდ ესაა რეალობა დღეს! თუ მართლა გვინდა ფეხბურთში წარმატება, დინამოს, საბურთალოს და ლოკომოტივის მსგავსი საფეხბურთო აკადემიები მთელ საქართველოში, ყველა რეგიონში უნდა იყოს, კვალიფიციური მწვრთნელები უნდა მუშაობდნენ იქ და აი მაშინ ნამდვილად გვეშველება. ჩვენს ბავშვებს ნიჭი ნამდვილად აქვთ, უბრალოდ სტადიონი მათ არ აქვთ, ბურთები არ უვარგათ და + მწვრთნელებიც არაკვალიფიციურები ყავთ, ასე ვერ განვითარდება ბავშვი თავისი ნიჭი შესაბამისად! მოკლედ ნამდვილად გვჭირდება: 1) კარგი საფეხბურთო აკადემიები ყველა რეგიონში. 2)კვალიფიციური მწვრთნელები, რომლებიც ბურთის გორების ნაცვლად პროფესიონალიზმსაც ასწავლიან. ფეხბურთის მმართველები ახლანდელიც და მომავალიც, თუ ამ საქმეების გაკეთებას არ ეცდებიან, მაშინ ტყუილად ნუღარ მიიღებენ საქმიან იერებს, ვითომ რამეს ვაკეთებთო...!!!

ორ წუთში ორ ქულას ხანდახან კალათბურთში ვერ აგროვებენ:)

• Giorgi567

ლევან კობიაშვილს! ბატონო ლევან ვიცი როგორ გიყვარს საქართველო, ფეხბურთი და საქართველოს ნაკრები, ჩემი როგორც ერთერთი რიგითი გულშემატკუვრის და ფეხბურთზე უზომოდ შეყვარებული ადამიანის თხოვნა იქნება ვთხოვოთ კახი ცხადაძეს ერთხელ კიდე ჩადგეს ქართული ფეხბურთის სამსახურში, ასევე გია გეგუჩაძე ,ბრწყინვალე ადამიანი და მწვრთნელი გყავთ გვერდით, ამ ადამიანებს უფრო სწყურიათ საქართველოს ნაკრებთან ერთად წარმატება ვიდრე ვაისს!!გთხოვთ ბატონო ლევან სანამ კიდე გვიანი არარის და ერთ შესარჩევ ციკლს კიდევ ფუჭად არ ჩაუვლია

• levani

ჯურნალისტებო დაინტერესდით რა ხდება ფეხბურთის განვითარების ფონდში,,გუნდებს ფული აახიეს და ხელფასსაც კი აღარ აძლევენ ,მტელი სეზონის პრემიები გაუყინეს რეგიონლიგისა და პირველი ლიგის უმეტეს კლუბებს,არველაძეები სანატრელი გაგვიხდა,ეს დოლიძე კიდე რა ტვინმა დანიშნა ხელმძღვანელად,,,არ დაბლოკოთ კომენტარი როგორც აკეთებთ ხოლმე ,არ დაბლოკოთ

• ეხ კობი, კობი, კობი. რათა, რათა......

მე რა უთხარი იმ "გულშემატკივარს", ვინც ამ ფორმაციის ნაკრების თამაშზე სტადიონზე წავა. თუ მივიდა ხალხი, უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენ ვართ სან-მარინოსა და ანდორას დონის გუნდი, რომელთა თამაშზე მაყურებელი ყოველთვის დადის გართობის მიზნით. ბოიკოტი საქართველოს ნაკრებს. მე პირადად არ მადარდებს წაგება იმდენად, რამდენადაც თითოეული ფეხბურთელის უნიათო და რაც ყველაზე მთავარია, უჯიგრო თამაში. რატომ? ისმის კითხვა. ამაზე პასუხს კი უპირველესად ფედერაციისაგან ველოდებით. ბოიკოტი კი უნდა იყოს დროებითი ღონისძიება და თუ რაიმე სასიკეთოდ შეიცვალა, ყველა ერთად უნდა მივიდეთ სტადიონზე. თუმცა...................არა შეჯდა მწყერი ხესა, არა იყო გვარი მისი....

• ჯერ სად ვართ

არც ერთი საქმე არ გამოდის ისე გული და ემოცია თუ არ ჩადე.... არ ამგონია ან მწვრთნელი ან მოთამშე ქეცბაიაზე მეტი პატრიოტი და საქმის მცოდნე იყოს. ვერ აიტანეს იმ კაცის შრომისმოყვარეობა და დაისციპლინა და აუგორეს სკანდალები.... ისე ცხადაძე მოიშორეს... ათამაშეთ რომელიმე მეორე ლიგის გუნდი, სადაც ყველა საქართველოს მოქალაქეა და ფულსაც აღარ დავხარჯავთ. შეკრებაზე

• მდაჰ...

რუმინეთთან საშინლად რომ ვითამაშეთ და რამდენიმე ფეხბურთელის მიდგომა რომ ნათლად გამოჩნდა ფაქტია - ამას აღარ უნდა კვერის დაკვრა, მაგრამ ცხადაძის გაწვრთნილი ნაკრების სასწაული თამაში სად ნახეთ? ესტონეთთან 0-3-ის ზუსტი ასლი იყო ეს 1-5, უბრალოდ რუმინეთთან ჩვენებმა თავის კარშ გაიტანეს 5 გოლი, ესტონეთში კი რისი კლასიც ეყოთ ბალტიისპირელებს ყველაფერი გაგვიკეთეს... თუ ცხადაძეს გერმანიასთან თამაშით შევაფასებთ და შოტლანდიის მოგებას ჩავუთვლით აქტივში, მსგავს 1-2 თამაშს საქართველოს ნაკრები ყველა მწვრთნელის ხელში თამაშობდა და ამაზე თავის დროზე თქვა კიდევ ერთმა ცნობილმა დიდი ნაკრების მწვრთნელმა - საქართველოს ნაკრები სეზონში ერთ თამაშს ყოველთვის თამაშობს და იმედია ჩვენთან არ ითამაშებენ იმ თამაშსო (იმ თამაშში იმ ნაკრებმა მარტივად გადაგვირბინა და 3 ქულაც წაიღო თბილისიდან). ცხადაძე გამოდგა კარგი ახალი ცოცხი ქეცბაიას შემდეგ, რამდენიმე თამაში გაგრძელდა ეს ახალი ცოცხის ინერცია, რადენიმე ახალმა ფეხბურთელმა „კურაჟზე“ შეძლო თავს ემოთ ახტომა (კვეკვესკირს ვგულისხმობ გერმანიასთან) და სულ ეგ იყო. რა შეცვალა ცხადაძემ ქეცბაიას განლაგებაში? კაშია დააყენა ცენტრალურ მცველად და დაუშვილი ამოაგდო სასტავიდან, შესაბამისად ქეცბაიას 4-2-3-1 გადაიქცა 5-4-1. ყველაზე დიდი შეცდომა რაც ცხადაძემ გააკეთა - ამისულაშილის დაბრუნება იყო, შეიძება თემურად ბევრი არც ისე კარგი გადაწყვეტილება მიიღო, მაგრამ ამ კაცს დასუვა დიაგნოზი და გაუშვა ნაკრებიდან... ვაისის განლაგება რუმინეთთან იყო ცხადაძის განლაგება, უბრალოდ ახალგაზრდა დვალს ენდო და კაშია საყრდენად დააყენა და შედეგად მივიღეთ ის რაც მივიღეთ, დავინახეთ ნაკრების რეალური სახე. და სიმართლე თუ გაინტერესებთ ტავად ცხადაძეს კითხეთ - უბედნიერესი ადამიანი და მწვრთნელი უნდა იყოს, მისი ჩასვრილი, სანამ სუნი დადგებოდა ფედერაციამ მოწმინდა, ფული გაატანა და ისე გაუშვა. ვერ ვხვდები რატომ მისტირიან გულშემატკივრები, მის ხელში ნაკრებს არაფერი განსაკუთრებული არ გაუკეთებია, არავითარი ტაქტიკური სასწუალები არ შემოუთავაზებია, უბრალოდ ნაკრებში მის პერიოდშ დაბრუნებულმა რამდენიმე ფეხბურთელმა 1-2 თამაშში გაუმართლა და სულ ეს იყო და იმავე ფეხბურთელებმა შემდეგი თამაშები ჩააგდეს

• zaza

აი ძმაო, პროფესიონალიზმის, კომპეტენტურობის და გნებავთ გამბედაობის მაგალითი! როგორც იქნა დაიწერა და ითქვა ის რაც უნდა დაწერილიყო და თქმულიყო ჯერ სრულიად უკანონო და არაკაცური "არჩევნების" დროს, როდესაც დაჭერებით, ჩადებებით, შანტაჟით და პირდაპირი და დაუმალავი კორუფციით გამოვლინდა "გამარჯვებლი"! პირველად დაიწერა სიმართლე იმაზე თუ რა და როგორ დამართეს ჩვენი ქვეყნის პირველ გუნდს და მის მთავარ მწვრთნელ ცხადაძეს, რომელიც ისეთივე მეთოდებით მოიშორეს როგორითაც მომშორებელმა ზემოთხსენებული არჩევნები "მოიგო"! ასეთი სტატიებით რომ შევხვედროდით ჯერ სფფ-ს პრეზიდენტის არჩევნების მიმდინარეობას და შედეგს, ხოლო შემდეგ კახა ცხადაძის მიმართ წარმოებულ კამპანიას, დღეს ასეთი შერცხვენილები არ ვიქნებოდით, სრულიად დარწმუნებული ვარ! კიდევ ერთხელ, ყოჩაღ ალეკო კაკაურიძეს!

• roma

ჰოლანდიელი მწვრთნელი ბატონი ბოსკამი ღმერთმა გამოგვიგზავნა,ის შეეცადა ჩვენთვის თვალები აეხილა,მან გვითხრა სათქმელი პირდაპირ,ჩვენ კი ის ადამიანი გავკიცხეთ,არ მოუსმინეთ და შედეგიც სახეზეა,უფრო მეტიც,გავაგდეთ,ხალხო მეტი უსამართლობა რა გინდათ,ჩვენი მოკეთე მოვისროლეთ და აი ღმერთი გვსჯის,ასევე ვაღიარებ ქეცბაიას ნიჭს,მასაც უსამართლოდ მოვექეცით,მან ქართველთაგან პირველმა აღიმაღლა ხმა ამ უნიჭო და ვეტერანი ფეხბურთელების წინააღმდეგ,თქვენ კი როგორ მოიქეცით,ეს ნახირი თავიდან დააბრუნეთ ნაკრებში და შედეგიც სახეზეა,რომ გითხრათ სიმართლე მეც ვიყავი იმ ადამიანების რიცხვში ვინც ქეცბაიას საყვედურობდა,მაგრამ მე კარგა ხანია ვაღიარებ ჩემს შეცდომას და ბოდიშს უხდი ბატონ თემურს,მაპატიეთ ქეცბა,თქვენ ნამდვილი ჩვენი ქვეყნის პატრიოტი ხართ.

• c

დროს უქმად ვკარგავთ, მოიყვანეთ სანამ დროა გეგუჩაძე სანამ დროააააა, რა ვაისი რის ვაისი, მოაშორეთ! პრინციპში რავაისი ბრალია სენ თუ გუნდში ამისულაშვილები გყავს :)

• გულშემატკივარი

ქართული ფეხბურთი ძალიან მძიმედაა ავად.

• მერაბი

ასეთი რამ არ უნდა შერჩეს არავის. როდესაც სრულ ფიასკოს და თავმოყვარეობის დეფიციტს ატყობ, ჯობს მთელი შემადგენლობა გამოიცვალოს. ეს მარტო ფედერაციის გადასაწყვეტი თემა არ არის, სახელმწიფოებრივი პრობლემაა.

• ზორბეგი

ფიზიკურად სუსტები და მორალურად მოუმზადებლები არიან და რუმინეთან კი არა ესენი ასე ფარერებთან წააგებენ. ძალინ უჯიგროები ხართ! აიღეთ რაგბისტებისგან და როგორ ითამაშეს მსოფლიოზე ჩვენმა ბორჯღალოსნებმა. თავდადებულად და კაცურად!

• roma

სამარცხვინო

• მეგრე

ამ ... ვერანაირი მწვრთნელი ვერ უშველის ვერც ქართველი ვერც უცხოელი და გეგუჩაძის მშველელად გამოყვანას შეეშვით(დარწმუნებული ვარ ავტორი მას გულისხმობდა) საქმე მწვრთნელში კიარა ამათ უუნარობაშია, არადა მათ რომ ჰკითხოს კაცმა ქართული პასპორტები უშლით ხელს თორემ ჩელსის, მანჩესტერის, რეალის, ბარსას... ძირიდადში ითამაშებდნენ ისეთი ნიჭი და ტალანტი აქვთ. შეიძლება წააგო, წააგო სამარცხვინო ანგარიშითაც იმიტომ რომ უბრალოდ მეტი არ შეგიძლია, მაგრამ ან ფედერაციამ ან ამ ეგრეთ წოდებულმა ფეხბურთელებმა უბრალოდ ბოდიში მაინც ხომ უნდა მოიხადონ, მათაც ხომ უნდა შეატყოს გულშემატკივარმა რომ ისინიც განიცდიან, ასეთ უემოციო სახეებს როგორ ღებულობენ მაინც, ჯიპებზე წამომჯდარები კიდე ზემოდან რომ დაგიწყებენ ამაყად ყურებას ეს არის გამაღიზიანებელი თორემ არ შეუძლიათ მეტნაირად თამაში და რაქნან თავისი გაჭირვება ეყოფათ. გულშემატკივარმა უნდა გამოვხატოთ ჩვენი აზრი ყოველივე იმასთან დაკავშირებით რაც ქართულ ფეხბურთში ხდება და პროტესტის ნიშნად არ დავესწროდ ნაკრების თამაშებს როგორც ამას იტალიური გუნდების ულტრარასები აკეთებენ, ეს იქნება პროტესტის გამოხატვა და არა ის რომ ვინმეს საქართველოს ნაკრები არ აინტერესებს.

• მერაბი

საქმე ეხება ქვეყნის პრესტიჟს! ეს საქმე ასე არ უნდა დამთავრდეს. საჭიროა რადიკალური ზომების მიღება სახელმწიფოებრივ დონეზე და არა ფედერაციის უუნარო გადაწყვეტილებებით. ასეთი დეგრადირებული გუნდი ჯერ არ გვყოლია!

• gio

დაცვადა და ნახევარ დაცვა საერტოდ არ კვყავს,მატმა არ იციან როგორ იბრცოლონდა სჰეტევა სჰეკმნან.ყენია რომელი ლამპარდია ან ხავი ცენტრი რო აკონტროლოს და ტამასჰი.ამ 25ცელიცადსჰი მოკლეს პეხბურტი და კაგა ხანიც არაპერი გამოვა ტუ ახალი ტაობა არ ცამოვიდა.ისე ცხადაცისდროს ხო პუტავდენ ყველაპერს ეს პეხბურტელები.

• თამაზ ხუბუა,აფხაზეთი

ხელს ვაწერ ალეკო კაკაურიძის სტატიის თითოეულ სიტყვას!მიკვირს,რატომ არ ეშინია ფეხბურთის ფედერაციას გულშემატკივართა რისხვის?!

• უსახელო

გივია! - 100%-ით გეთანხმები, ზუსტად ასახე სიტუაცია

• beso

სრულიად ვეთანხმები ავტორს, პირველი და მეორე გოლის მომენტებს დააკვირდით და ამისულაშვილს კონკრეტულად რანაირი სახით იყურება. უფრო სწორედ იზმორება თითქოს ეღინა და ვიღაცამ გააღვიძაო ზუსტად ეგეთი სახე აქვს. ეგ არი ჩვენი ნაკრები ზუსტად, რო გამოდიან ზედ აწერიათ უპასუხისმგებლობა და ის რო მაგრა ეზარებათ თამაში

• fraternity

უთავმოყვარეობა, მარაზმი, სიბნელე, უპერსპექტივობა. არც კი ვიცი ამას რა დავარქვა, უბრალოდ მიჭირს ამის გადმოცემა. თფუი. რაში იყრება ამდენი ფული, ვის რაში ჭირდება ამათი სიფათების და უთავმოყვარეო ზლაზვნის ყურება? საერთოდ უნდა შეუყყდეთ ამათ დაფინანსება თავის ფეხბურთელიან მწვრთნელებიან შტაბიანად, გემში უნდა შუშვა ყველანი, ღრმად შეიყვანო ზღვაში და ჩაძირო...

• papa

ჟურნალისტები მთელი წელი მაგათ დიდებაში ხართ, ერთს გაიფაფხურებენ და მესები გამოგყავთ. გეგუჩაძე კიდევ დაენიშნათ თავიდანვე რას გადაგვაყოლეთ.

• სიახლე

ქეცბაია დღეს აეკს ჩაიბარებს ათენში....ამ გუნდში სადაც თამაშობდა 94-97 წლებში და სადაც მაგრად უყვართ...ისე ამბობენ რომ არის ნევრული და დაცვითი ფეხბურთის მოყვარული,რისი გულისთვისაც ოლიმპიაკოსიდან აიძულეს რომ წასულიყო...ლოცულობენ რომ იქნებ შეიცვალა და შეტევითი და სანახაობრივი ფეხბურთი გააკეთოს გუნდშიო...ეს ისე .სხვათეშორის,ახალი ამბისთვის..

• გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს

მომავალ სირცხვილამდე დარჩა 1 დღე!

• giorgi

თუ კიდევ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ე.გ "ფეხბურთელები" საქართველოს პრესტიჟის დასაცავად თამაშობენ, ცდებით. ესენი არიან ჩვეულებრივი, რიგითი ყელტიტველა ბიჭები, რომლებსაც უცხოეთში "ტასაობა" და ბურთის გორაობა ევასებათ! არცერთი მათგანი არ არის ღირსი იმისა, რომ საქართველოს ნაკრების ფორმა ეცვას. ან რა ნამუსი და კაცობა აქვთ რო ასე "ვითომარაფერიმოხდას" სტილში აგრძელებენ ცხოვრებას. სირცხვილია!

• კოკა

არცერთი ქართველი გულშემატკივარი არ უნდა მივიდეს მათ თამაშზე! ა რ ც ე რ თ ი !!!!!!!!!

• გივია

ძალიან ცივი გონებით და მხოლოდ დაკვირვებით რომ განვსაჯოთ სიტუაცია (არადა ამ ფეხბურთისადმი სიყვარულს რა უნდა ვუყოთ ქართველმა გულშემატკივარმა?) საქართველოს ნაკრების სათავეში უცხოელ მწვრთნელზე მეტად ქართველი მწვრთნელები შედარებით უკეთეს შედეგს აჩვენებენ. ეს კი მხოლოდ და მხოლოდ არაპროფესიონალიზმის ბრალია. უცხოელი მწვრთნელი აქ რომ ჩამოდის ის ვერც კი წარმოიდგენს რომ საქართველოში პროფესიონალად აღიარებული ფეხბურთელი საფეხბურთო განათლებითა და ფიზიკური მომზადებით უცხოელ 10-12 წლის ბიჭების დონემდეც იშვიათად არიან. ისინი ვერც კი წარმოიდგენენ რომ სამოყვარულო გუნდი უნდა გაწვრთნან. აი ქართველმა მწვრთნელებმა კი ყველაფერი უფრო მეტად იციან და სახრე უჭირავთ ხელში.

• hj

ყველა სიტყვაში ვეტანხმები ავტორს

• სიმართლე

კაპიკი არ დახარჯოთ ამათზე რაა!!! ჩვენი ფულით შეკრებებზე დადიან ავსტრიაში!!!!!

• ხმა ხალხისა-ისმის მხოლოდ ვირტუალური სამყაროდან...

გულშემატკივრების ბრალიც არის..სხვა ქვეყანაში ვერ გაბედავდნენ ასე ხალხის ფეხებზე დაკიდებას..არ და სიმღერაც გვაქვს ქართველებს-ჩავუხტეთ ბარათაშვილსა...

როგორ ფორმაში ხვდება ხვიჩა სანაკრებო მატჩებს - ბარკოლას მარცხნივ ურჩევნია...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

სექტემბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"დინამო თბილისი": სამი გოლი, სამი ქულა

ლუის ენრიკე რევოლუციურ ცვლილებებს აპირებს - იქნება კვარაცხელია სასტარტოში?

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე

ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს

ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი

რამ შეიძლება შეუშალოს ხელი საქართველოს ნაკრების "აჩქარებას" - ვინ არ იქნება შემდეგ მატჩში და რა პრობლემას შექმნის ეს...

საქართველოსა და თურქეთის მატჩის ყველა ბილეთი გაყიდულია

"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა

მატჩის დღე! საქართველო VS კაბო-ვერდე

[VIDEO] კაშიას "სლოვანი" ზარიას და გადრანის "კაირატთან" პენალტების სერიაში დამარცხდა

ზურაბ ცისკარიძე გახსოვთ? - ის საუდის არაბეთის კლუბში ითამაშებს

Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია

ალეკო ამისულაშვილი: იმედია, მუსლინს ცუდ ხასიათზე დავაყენებთ!..

"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას

აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია

სტრელეცის ზუსტი გასროლები - კაშიას "სლოვანი" ისევ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე?

ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები

გურამ კაშიამ და ნიკა კვეკვესკირმა ფეხბურთის ფედერაციას თხოვნით მიმართეს

ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს

[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა

კაშიას "სლოვანმა" "ზრინსკის" დამაჯერებლად სძლია

ზურაბ ცისკარიძე კარიერას ფინეთში გააგრძელებს

ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ერთ დღეს ზაზა და კლეი დაძმობილდნენ...

რა იყო პოზიტიური და ნეგატიური საქართველოს ნაკრებში?

ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს

ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის

ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ქართული ლეგიონი სუფრასთან გაერთიანდა

[ოთხშაბათის საკითხავი] როგორ გავაკვირვოთ სერბეთი?

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ

[ექსკლუზივი] "ყოველთვის იმას ვიღებთ, რასაც ვიმსახურებთ..."

"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე

ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]

დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..

"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ

ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...

მატჩის დღე. საქართველო VS ფარერები - ლორიასთან დამშვიდობება

ყველა დროის 10 საუკეთესო ქართველი ლეგიონერი რუსეთის ჩემპიონატში

ქართველი სპორტსმენების სკანდალები, რომელიც უცხოურ მედიაში გაშუქდა [PHOTO]

ლეგიონის ანონსი: თასის შანსი და ქართველი ბომბარდირები ევროპაში

ლეგიონის ანონსი: დღესაც გაიტანს გიორგი ჭანტურია პენალტს?

"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე

გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი

კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა

საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ

სერბეთის ნაკრების მწვრთნელი: სანამ აქ ვარ, ნაკრებში უცხოელის ფეხი არ იქნება