ილია "უმცროსი ბორჯღალოსნების" მესამეხაზელია, ნუგზარი - 18 წლამდე ფეხბურთელთა ნაკრების თავდამსხმელი
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაში მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე, რომელიც ინგლისურ მანჩესტერში მიმდინარეობს, 18 წლის მესამეხაზელი ილია სპანდერაშვილი თამაშობს. "მსოფლიო რაგბის" ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა წერილი, რომელიც მას და მის ფეხბურთელ ძმას, ნუგზარ სპანდერაშვილს ეძღვნება.

გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან.

"ძმები - ილია და ნუგზარ სპანდერაშვილები ნიჭიერი სპორტსმენები არიან, თუმცა სხვადასხვა სახეობით არიან გატაცებულნი.

ფლანკერი ილია სპანდერაშვილი "უმცროსი ბორჯღალოსნების" შემადგენლობაში ამჟამად მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე თამაშობს და დებიუტი უელსთან მატჩში ჰქონდა, რომელიც ქართველებმა მინიმალური სხვაობით, 9:10 წააგეს. მისი ტყუპისცალი "ნუგო" კი ფეხბურთელია და საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრების ცენტრალური თავდამსხმელია.

"ჩვენ ხასიათით ძალიან ვგავართ ერთმანეთს. ცხადია, ორივეს გვაქვს რაღაც მიზანი, რომლის მისაღწევადაც ბევრს ვშრომობთ" - ამბობს ილია.

ძმური კონკურენცია

"ბავშვობიდანვე ერთმანეთს სერიოზულ კონკურენციას ვუწევდით. ხანდახან იმის გარკვევა, ვინ უფრო უკეთესია, ჩხუბამდე მიდიოდა. ახლაც ყველანაირად ვცდილობთ, ვიყოთ საუკეთესოები ჩვენ მიერ არჩეულ სპორტის სახეობებში.

ილია ფეხბურთის აზრზე არ არის. მას ოვალური ბურთით, ძალისმიერი თამაში უფრო გამოსდის", - თქვა ნუგზარმა.

უნდა აღინიშნოს, რომ რაგბი საქართველოში ეროვნული სპორტის სახეობაა. "ბორჯღალოსნების" წარმატებული ასპარეზობა 2015 წლის მსოფლიოს თასზე და ახალგაზრდა მორაგბეების გამოჩენა, როგორიცაა საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების კაპიტანი ვასილ ლობჟანიძე, ყველაზე ახალგაზრდა მოთამაშე მსოფლიოს თასების ისტორიაში, განუხრელად უწყობს ხელს ამ ქვეყანაში რაგბის განვითარებას.

განსხვავებული გზა

ორივე ძმა სპორტით ჯერ კიდევ სკოლის დაწყებით კლასში სწავლისას დაინტერესდა.

"ფიზიკურად საკმაოდ დიდი ვიყავი. ორიდან ერთი უნდა ამერჩია. მე რაგბიზე შევედი, ნუგზარმა უპირატესობა ფეხბურთს მიანიჭა. ახლა მას 15 მატჩზე მეტი აქვს გამართული ასაკობრივ ნაკრებებში და 35-ე საფეხბურთო სკოლის წამყვანი თავდამსხმელია.

ჩემი ძმა კარგი, ნიჭიერი და ძალიან მონდომებული ფეხბურთელია. თუ ისევ ძველებურად განაგრძობს შრომას და განვითარებას, დარწმუნებული ვარ, მალე მსოფლიო დონის ფეხბურთელი გახდება", - შეაქო ძმა ილიამ, რომელსაც ძმის მხრიდანაც დიდი მხარდაჭერა აქვს.

"არ მინდა, ის ძალიან ვაქო, რადგან თავმდაბალი ბიჭია. მისი მიზანმიმართულობა შესაშურია. ძალიან მაგრად გამოსდის ყველაფერი, რასაც აკეთებს.

შარშან საქართველოს 18-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთის წინააღმდეგ ითამაშა. ამ მატჩს ჩემს მეგობარ ფეხბურთელებთან ერთად ვუყურებდი ტელევიზორში. ძალიან ვინერვიულე. მინდოდა, ჩემს ძმას კარგად ეთამაშა.

მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს ნაკრებმა წააგო, ყველა ჩემი თანაგუნდელი ამბობდა, რომ ილიამ ძალიან კარგად ითამაშა. ამაყი ვიყავი ჩემი ძმის გამო", - დასძინა ნუგომ.

ნუგოს შეუძლია, უფრო ახლოდან უქომაგოს ძმას, რადგან 2017 წელს მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი საქართველოში გაიმართება.

მოტივაცია

ქართველების ყველაზე გამორჩეულ მორაგბეს, მამუკა გორგოძეს, მალე 32 წელი შეუსრულდება. ცხადია, ეროვნული ნაკრების მწვრთნელები სამომავლოდ მისი შემცვლელის ძიებაში არიან. ილია, რომელიც მხოლოდ 18 წლისაა, ყველაფერს გააკეთებს, რათა განვითარდეს და ეროვნული ნაკრების კვართი მოირგოს.

"ყოველთვის, როცა ჩვენი ეროვნული ნაკრების თამაშს ვუყურებ, უმძაფრესი სურვილი მიჩნდება, მისი კვართით ვიასპარეზო მომავალში. ცხადია, ბევრი ძალიან კარგი მორაგბე გვყავს ქართველებს, მაგრამ მიმაჩნია, რომ მამუკა გორგოძე მათ შორის ყველაზე დიდია", - თქვა ილიამ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სალომე
ძალიან კარგი ბიჭები არიან
თამრიკო
ძალიან მაგარი ბიჭები არიან კარგი მამის შვილები. წარმატებები
giji
სამწუხაროდ მაგარი ბიჭების ხვედრი არაა ნაკრებში თამაში და შედეგებსაც იმკიან, ცოდოა მარტლა ძლიერი მოთამაშე , რომელსაც არც მწვრთნელი სწყალობს და არც...........
n2
ილიამ თავისი არასპორტული საქციელით ყველას და მათ შორის მსოფლიო რაგბისაც გაუცრუა იმედები. იმედია ეს უკანასკნელი იქნება და მიხვდება რომ მეტი აღარ ეპატიება
vaspa
ვეთანხმები უცნობს. მართლაც საამაყო ბიჭები არია .ორივე მაგარია თავის გუნში.მართლაც საინტერესოა რატომ აღარ მიიწვია ყიფიანმა ნუგო ბოლო თამაშებზე
უცნობი
მართლაც გამორჩეული ძმებია,თუმცა ტყუპები არ არიან.კარგი ფეხბურთელია ნუგზარი,ბრწყინვალედ ითამაშა შარშან 17-წლამდელთა ნაკრებში რუმინეთში,დონეცკის "შახტარის" სკაუტების ხედვის არეშიც მოხვდა.ყოველივე ამის შემდეგ გაუგებარია,თუ რატომ არ იწვევს 18-წლამდელთა ნაკრებში გიორგი ყიფიანი?
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს პოლონეთით ვიწყებთ
20 წლამდელთა ნაკრებს ვიტო კოლელიშვილი ჩაიბარებს
18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან
"მანჩესტერ იუნაიტედთან" მატჩში "ლივერპულის" შემადგენლობა ცნობილია
ფრე დინამოების დაპირისპირებაში; წყალტუბოელთა მოგება ფოთში
ქოჩორაშვილი სათადარიგოთა შორის დატოვეს - "სპორტინგი" 1/16-ფინალში ძლივს გავიდა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" შინ მარცხი განიცადა
[VIDEO] ვენდეტა არგენტინულად - სიმეონემ "ტორინოს" "ნაპოლისთან" გამარჯვება მოუპოვა
მიქაუტაძის გარეშე - "სიტისთან" მატჩამდე "ვილიარეალმა" "ბეტისთან" გამარჯვება ხელიდან გაუშვა
საქართველო 3:2 ყირგიზეთი
გოჩოლეიშვილს სახეზე 6 ნაკერი დაადეს - "ჰამბურგი" "ლაიფციგთან" დამარცხდა
კვერნაძე შეცვლაზე შევიდა - "ფროზინონე" "მონცასთან" დამარცხდა
39 დღე გაძლო - "ნოტინგემმა" პოსტეკოღლუ გაათავისუფლა
ზივზივაძე დაბრუნდა - "ჰაიდენჰაიმი" "ვერდერს" ფრედ ეთამაშა
"აქ ნებისმიერ მწვრთნელს კრიზისამდე ერთი მატჩი აშორებს" - ბრუნო ფერნანდეშმა რუბენ ამორიმი დაიცვა
"ქუთაისმა" რუსთავში იმარჯვა, "ორბმა" ტყიბულში თსუ-ს სძლია
"ალბათ, სეზონის ბოლოს "ბარსელონას" დატოვებს" - ცნობილი გერმანელი ჟურნალისტი ლევანდოვსკის მოამვალზე წერს
რაფაელ ბენიტესი ბერძნულ გუნდს ჩაიბარებს
გვარდიოლამ გაამხილა, როდის იფიქრებს მწვრთნელის კარიერის დასრულებაზე
კვარაცხელია და იამალი თანაგუნდელები გახდებიან? - პირველადი მოლაპარაკებები გაიმართა
[VIDEO] მამუკელაშვილის 17 წუთი - "ტორონტო რაპტორსმა" პრესეზონი "ბრუკლინთან" გამარჯვებით დაასრულა
ლიდერი შეიცვალა... "გარეჯმა", "ტორპედომ" და "იბერია 1999"-მა მოიგეს
კანტე ევროპაში ბრუნდება? - ფრანგს სერიოზული მსურველი ჰყავს
"არმაზი" მორაგბეთა ახალგაზრდული ნაკრების კაპიტნით გაძლიერდა
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
რიჩარდ ქოქრილი: ვაშენებთ გუნდს, რომელმაც 2027 წლის მსოფლიო თასზე 1/4-ფინალში გასვლისთვის უნდა იბრძოლოს
ექსკლუზივი: დონეცკის "შახტარს" კიდევ 3 ქართველი ფეხბურთელი მიჰყავს!
ვასილ ლობჟანიძე: ფინალს ყოველთვის ახლავს სირთულეები
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
U20. საქართველო-ირლანდია 18:24 - ექსტრაკლასი და შავი ცისარტყელა [VIDEO]
"არმაზი" - მარნეულის სახელით პლეი-ოფისთვის
მამუკა გორგოძე: ვიძლევი გარანტიას, რომ არავინ დაიჩაგრება
დიდი 10. I ტურის წინ: ვიწყებთ ქართულად, ვასრულებთ ავსტრალიურად
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
5 ეფექტური ლელო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა... [VIDEO]
ლეგიონერები | ლობჟანიძე სანაკრებო შეკრებაზე ლელოთი მოდის
როცა ზელანდიასთან საუკეთესო გორგოძე გახდა - იტალიელების ფიქრი რევანშზე და საქართველოს ნაკრები სერიოზული მატჩებით
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრები: ვინ შეცვლის გოჩა ავსაჯანიშვილს?
დონეცკის "შახტარი" ქართულ ტრიოს მინსკის ტურნირში ნახავს
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
ვასილ ლობჟანიძე - "ბორჯღალოსნების" 35-ე კაპიტანი!
საახალწლო საჩუქარი ლეგიონერებისგან - ხუთი ლელო საფრანგეთიდან
გორგოძის ფაქტორი ფრანგულ ვიზიტში
მამუკა გორგოძე დირექტორთა საბჭოში
დიმიტრი ვირუბოვი: დონეცკის "შახტართან" საუბრები მართლაც მიდის
"ამ ბიჭს პირადად არ ვიცნობ, მაგრამ..." - რას აცხადებს მამუკა გორგოძე ხვიჩა კვარაცხელიაზე?
ნუგზარ სპანდერაშვილი: ევროპის ჩემპიონატზე გასვლა შეგვიძლია!
მამუკა გორგოძე - ქართველი ლეგენდა RugbyPass-ის დიდების დარბაზში
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
კაკი ქიმერიძე: "შახტართან" მოლაპარაკებები მიმდინარეობს
ბოლო წუთზე გატანილი გოლი, გაწევ-გამოწევების, ყვითელი და წითელი ბარათების წვიმა თელავში [VIDEO]
ლეგიონერები | სამი ლელო ტოპ 14-ის მე-5 ტურში
U20. მ/ჩ: საქართველოს ლელოები არგენტინასთან მატჩში [VIDEO]