საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატზე ბრძოლას მე-9 ადგილისთვის აგრძელებს

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფში მე-9 ადგილისთვის იბრძვის. დღეს, 20 ივნისს, "უმცროსი ბორჯღალოსნები" იტალიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან. მატჩი მანჩესტერში "ეი ჯეი ბელ სთედიუმზე", თბილისის დროით, 18:15 სთ-ზე დაიწყება და მის პირდაპირი რეპორტაჟს საზოგადოებრივი მაუწყებლის "მე-2 არხი" წარმოადგენს.

ქართველი მორაგბეები, იტალიელ თანატოლებთან წარმატების შემთხვევაში, საფრანგეთსა და იაპონიას შორის გამარჯვებულს შეხვდებიან.

იტალიელებთან მატჩში დაგვაკლდება მეორეხაზელი ოთარ გიორგაძე, რომელმაც ირლანდიასთან მატჩში ტვინის შერყევა მიიღო. თადარიგში გადაინაცვლა ფულბეკმა მირიან მოდებაძემ. მის ნაცვლად ამ პოზიციაზე ირაკლი სვანიძე ითამაშებს.

სამწუხაროდ, პირველხაზელ ნიკა ნეფარიძეს ტერფზე ტრავმა აქვს, რომელიც მას გამაყუჩებლის გარეშე თამაშის შესაძლებლობას არ აძლევდა. ასევე წინა კვირას გაცნობეთ, რომ ბარძაყის კუნთის ძველი ტრავმის გამო ტურნირის დატოვება "ლიონის" მეორეხაზელ გიორგი ჯავახიას მოუწია. მათ ნაცვლად სამწვრთნელო შტაბმა "აიას" ბურჯ უშანგი ჭეიშვილსა და "ბათუმის" მესამეხაზელ ვანო ფუტკარაძეს უხმო.

"ეს მატჩი ჩვენთვის ფინალის ტოლფასია. თამაშიდან თამაშამდე პროგრესი გვაქვს, მაგრამ, სამწუხაროდ, ირლანდიასთან დისციპლინამ გვიმტყუნა. მიუხედავად ამისა, ბიჭებმა ფარ-ხმალი არ დაყარეს, ხასიათი გამოავლინეს და ყველამ ბოლომდე იბრძოლა. პარადოქსია - რაც თხუთმეტმა კაცმა ვერ მოახერხა შეტევაში წინა თამაშებში, ირლანდიასთან თოთხმეტმა შედარებით უკეთ შეძლო.

იტალია კარგად დაბალანსებული გუნდია - ძლიერი შერკინებითა და უკანა ხაზით. ცხრა, ათი და თხუთმეტი ნომრები ხშირად სწორ გადაწყვეტილებებს იღებენ. ყველა კომპონენტში კარგ დონეზე არიან და, რაც მთავარია, დისციპლინებული გუნდია.

ამ მატჩში გვინდა დაცვა გავაძლიეროთ - უფრო მეტი ზეწოლისა და წნეხის ქვეშ გვინდა ვამყოფოთ მათი შეტევა. ხაზი ამოვწიოთ, რაც შეიძლება, უფრო სწრაფად, ვიდრე წინა მატჩებში. ირლანდიის თამაშზე ზოგი კომპონენტი გამოვასწორეთ - გადაწყობა, გაშლა და ამოსვლა. პოზიციურადაც მცირე შეცდომებიც იყო, ხოლო ინდივიდუალური ბოჭვები კარგი გვქონდა, რითაც კმაყოფილი ვარ. თითქმის ორასამდე ბოჭვა გავაკეთეთ. რამდენიმე მორაგბეს ოცზე მეტი ბოჭვის გაკეთებამ მოუწია, რაც ძალიან კარგი მაჩვენებელია", - თქვა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ილია მაისურაძემ.

დღესვე გაიმართება მსოფლიოს ჩემპიონატის პლეი ოფის სხვა მატჩებიც. ცხადია, ყველაზე მეტ ინტერესს ჩემპიონობისთვის მებრძოლი ოთხეულის ბრძოლები იწვევს. ესენია: ინგლისი, სამხრეთი აფრიკა, არგენტინა და ირლანდია.

U20. მსოფლიოს ჩემპიონატი. პლეი ოფი. IX ადგილისთვის

საქართველო-იტალია

საქართველო: 15. ირაკლი სვანიძე, 14. ლადო მიმინოშვილი, 13. გიორგი კოშაძე, 12. გიორგი კვესელაძე, 11. დავით მესხი, 10. დავით მოძღვრიშვილი, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. თორნიკე მატარაძე, 2. ლაშა საჯაია, 3. ლაშა ტაბიძე, 4. მიხეილ ბაბუნაშვილი, 5. ირაკლი ცხადაძე, 6. ილია სპანდერაშვილი, 7. გიორგი ცუცქირიძე, 8. ბექა გორგაძე.

16. გიორგი ხუროშვილი, 17. უშანგი ჭეიშვილი, 18. გიორგი მელიქიძე, 19. დემურ ეფრემიძე, 20. ფუტკარაძე, 21. გელა აფრასიძე, 22. მირიან მოდებაძე, 23. სანდრო ილურიძე.

იტალია: 15. მატეო მინოზი, 14. ლორენცო მასატო, 13. მარკო ზანონი, 12. დარიო სკიაბელი, 11. ლუკა სპერანდო, 10. ლეონარდო მანტელი, 9. რიკარდო რაფაელი. 1. დანიელ რიმპელი, 2. ენჯელ მაკელარა, 3. მარკო რიჩიონი, 4. ლეონარდ კრუმოვი, 5. დავიდე ფრანიტო, 6. ლორენცო მასელი, 7. ჯოვანი პეტინელი, 8. ჯოვანი ლიკატა.

16. მარკო მანფრედი, 17. დამიანო ბორეანი, 18. ჯოშუა ზილოკი, 19. ჯორდანო ბალდინო, 20. დავიდე ცოტოლი, 21. ჩარლი ტრუსარდი, 22. რობერტო დალცილიო, 23. ანდრეა ბრონზინი

იაპონია-საფრანგეთი

V ადგილისთვის

ახ.ზელანდია-უელსი

შოტლანდია-ავსტრალია

ნახევარფინალი

ინგლისი-სამ.აფრიკა

ირლანდია-არგენტინა

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

soxumeli
გამარჯვებას გილოცავთ ბიჭებო! გენაცვალეთ!!!
zviadi
მოკლედ მართლაც გმირები არიან, 18-10 იგებენ და ათი თავით ჯობიან იტალიელებს
333
ამ შეხვადრას ძალიან დიდი მნიშვნელიბა აქვს ბიჭებო! ეს თქვენც გათვითცნობიერებული გექნებათ და უნდა მოინდოდმოთ და ბოლომდე უნდა დაიხარჯოთ რათა იტალია დააჩოქოთ! თქვენს გვერდით მთელი საქართველოა და უნდა ასახელოთ ქვეყანა ვაჟკაცებო!!იტალიას თავისი ადგილი უნდა დავანახოთ!! ჩვენ წინ მივდივართ და ამას ვერავინ და ვერაფერი შეაჩერებს!!
Lazi
აფრასიძეს რატომ არ ატამაშებენ მოძღვრიშვილის ნაცვლად ვერ ვხვდები, პრაქტიკულად დამრტყმელის გარეშე ვთამაშობთ
მსქროლავი ტროლი
დისციპლინაში უფროსებს მიბაძეთ(ტონგასთან ჯახი მაქვს მხედველობაში) და მოედანზე დაამტკიცეთ თქვენი და ჩვენი ქვეყნის ამბიციები.... წნეხი იტალიელებზე უფრო მეტია და ეს ჩვენს სასარგებლოდ უნდა გამოვიყენოთ... თუ მატჩი ჩვენი უპირატესობით წარიმართა და ანგარიშიც საჩვენო იქნა, პატარა მაფიოზები ყველანაირ სიბინძურეზე წავლენ და ამისთვის ყველა მზად უნდა იყოთ.... იცოდეთ, მთელი საქართველო გიყურებთ და გქომაგობთ!!!
gocha123
autebis shemotanaze marto 2 nomerma ki ara mtlianad gundma unda ivarjishos...kargi bicjebi arian da warmatebebi yvelas...
მიშა63
ამ თამაშს უდიდესი დატვირთვა აქვს, როგორც ახალგაზრდული, ისე ეროვნული ნაკრებისათვის....იტალიელებმა ახლავე უნდა იგრძნონ ჩვენი ძალა და ის, თუ რას უნდა ელოდნენ ახლო მომავალში !!! წარმატება ჩვენს ვაჟკაცებს!!!
Gio
თავისუფლება ლომთა ხვედრია! ღირსეულად დასახული მიზნისაკენ!
aut
აუტების შემოტანაზე თუ ავარჯიშე 2 ნომერი.
გაიოზი
ამ თამაშში გამარჯვებას ბევრმაგი დატვირთვა აქვს. უფალმა მოგცეც ძალი გამარჯვებისა ბიჭებო.
გიზო
ბიჭებო თქვენს უკან, თქვენ იმედზე დარჩენილი საქართველოა. გაიმარჯვეთ და გაგვახარეთ. გფარავდეთ უფლის ძალა.
18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან
18 წ. | ირლანდიასთან ინგლისის მსგავსად
18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა
"ლიონი" - "მეცი". სამივე ქართველი სასტარტოშია
20 წლის ქართველი ფეხბურთელი "მილანთან" მატჩის განაცხადშია
"რეალმა" ტონი კროოსის შემცვლელს "კრისტალ პალასში" მიაგნო - "არწივები" 80 მილიონს ითხოვენ
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
"ყველაფერს გავაკეთებ, რომ კურტუას დონეზე ავიდე" - ლუნინმა "რეალიდან" წასვლა გამორიცხა
[VIDEO] ბუნდესლიგა უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - "ბაიერნმა" "ლაიფციგი" გაანადგურა
ხვიჩას გარეშე. პსჟ სეზონს მძიმედ იწყებს - "ანჟესაც" მინიმალური ანგარიშით მოუგო
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" ისევ დამარცხდა
"კვარას" ბარკოლა შეცვლის - "ანჟესთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
დე ლაურენტისი: "კვარა" და ოსიმენი პსჟ-სთვის 200 მილიონზე მეტად უნდა მიმეყიდა, მაგრამ...
პსჟ-ს მეკარე შეიძლება ესპანურ გუნდში გადავიდეს
"შავი ლომი" | 30 მორაგბით იტალიაში
ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?
29 წლის ასაკში ქართველი ფეხბურთელი ტრაგიკულად დაიღუპა
"ამ ფეხბურთელმა ნამდვილად გამაოცა" - ოდეგორმა თანაგუნდელი გამოარჩია
ოფიციალურად: მატიჩი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს
"დარწმუნებული ვარ, ფორმაში შესასვლელად დიდი დრო დასჭირდება" - უოლკოტმა დიოკერეშზე ისაუბრა
"რასაც "კრასნოდარი" სპერციანს უკეთებს, ამას ეგოიზმი ჰქვია" - სომეხმა ჟურნალისტმა რუსული კლუბი გააკრიტიკა
"ჩეფერინი რუსულ ფეხბურთზე გიჟდება და მის ევროპულ არენაზე დასაბრუნებლად იმაზე მეტს აკეთებს, ვიდრე შეუძლია" - ვალერი კოლოტილო
მატჩის დღე! ხვიჩა კვარაცხელია განაცხადში არაა
პირველი პრესკონფერენცია სამხრეთ აფრიკიდან
ილია მაისურაძე: მთლიანობაში, ამ ორრაუნდიანი ტესტებით კმაყოფილი ვარ
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
5 ეფექტური ლელო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა... [VIDEO]
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
ილია მაისურაძე: უელსთან შერკინებამ ერთ მექანიზმად იმუშავა
"უმცროსი ბორჯღალოსნების" განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზამთრის შეკრება გაიარეს
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკული ტურნესთვის ემზადებიან