სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტის, ალექსანდრე იაშვილის აზრით, ქართული ფეხბურთის ჩავარდნის ეპოქა დასრულდება
ქართველი გულშემატკივარი წლევანდელმა ევროგათამაშებამაც ვერ გაახარა. ჩვენი გუნდები კვლავ საწყის ეტაპებზე დამარცხდნენ, ისევ უნიათო ფეხბურთი აჩვენეს და, რაც მთავარია, უფრო და უფრო ძლიერდება განცდა, რომ ასეთ ფეხბურთს მომავალი არ აქვს და ევროპულ დონეზე არაფერი გვესაქმება...

...ეროვნული ნაკრების შევსებაზე კი სწორედ კლუბები უნდა ზრუნავდნენ. ამ ყველფრის შემდეგ გასაკვირი არ არის, რომ საქართველო-ავსტრიის 5 სექტემბრის დაპირისპირებაზე, "ჯვაროსნების" მთავარმა მწვრთნელმა ვლადიმირ ვაისმა 28-კაციან გაფართოებულ სიაში ეროვნული ჩემპიონატიდან სულ 6 მოთამაშე რომ მიიწვია: მეკარე როინ კვასხვაძე (ტორპედო), უჩა ლობჟანიძე, ალეკო ამისულაშვილი, ჯაბა ჯიღაური, გიორგი პაპუნაშვილი და ლადო დვალიშვილი (ყველა - "დინამო", თბ).

ეროვნული ნაკრების ყოფილი თავდამსხმელის, ამჟამად ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტის (ნაკრებ გუნდებს კურირებს), ალექსანდრე იაშვილის აზრით, ქართული ფეხბურთის ჩავარდნის ეპოქა მაინც დასრულდება.

"თბილისის "დინამოს" ძლიერი მეტოქეები შეხვდა. ზაგრების "დინამო" სოლიდური გუნდია. ბოლო წლებში ხორვატებმა წამყვან ევროპულ ლიგებში არაერთი ფეხბურთელი გაუშვეს. ევროგათამაშებაში ზაგრებელთა გამოსვლებსაც თუ გადახედავთ, ჩემპიონთა და ევროპის ლიგების ჯგუფურ ეტაპებზე ბევრჯერ უთამაშიათ და ახლაც მოხვდნენ ჯგუფში.

ევროპის ლიგის პლეი ოფშიც დინამოელებს არანაკლებ ძლიერი სალონიკის პაოკ-ი შეხვდათ. იმის თქმა მსურს, რომ თბილისის "დინამოს" წილისყრაში არ გაუმართლა. თუმცა ხორვატებთან ჩვენებმა გასვლაზე ძალიან დამაჯერებლად ითამაშეს და მოგებაც შეეძლოთ. წაგების ერთ-ერთი მიზეზი კი გამოუცდელობა იყო.

თუმცა, ორი აზრი არ არის - ჩვენ გაცილებით უკეთესი თამაშის იმედი გვაქვს. ფედერაციას, კლუბების მეპატრონეებსა და სახელმწიფოს გვსურს, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთი განვითარდეს, მათი რეალური წინსვლა დავინახოთ და ჩვენმა წარმომადგენლებმა ევროტურნირების ჯგუფურ ეტაპებზე ითამაშონ", - ამბობს იაშვილი.

ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტი დარწმუნებულია, რომ ფეხბურთში მიმდინარე ცვლილებები შედეგს გამოიღებს:

"ჩვენს ფეხბურთს უფრო მეტი პოტენციალი გააჩნია, ვიდრე ახლა ჩანს, მაგრამ მის გამოვლენას დრო და მოთმინება სჭირდება. პირადად მე ოპტიმისტი ვარ და დარმუნებული ვარ, ეს შეუძლებელი არ არის.

ფეხბურთის ფედერაციამ 10-გუნდიან ჩემპიონატზე გადასვლა ამიტომაც გადაწყვიტა, რომ სხვაგვარად ჩემპიონატის დონე და მოთამაშეთა კლასი ვერ ამაღლდებოდა.

ახლებური ფორმატი შედეგს გამოიღებს - ამას კი არ ვვარაუდობ, დარწმუნებული ვარ! საფუძველს ის მაძლევს, რომ ჩემპიონატის მონაწილე გუნდები თავიანთ მოთამაშეებს მკაცრ მოთხოვნებს უყენებენ, კონკურენცია და დაძაბულობა გაიზარდა და ეს პროცესი უშედეგოდ არ ჩაივლის".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lasha
ლობჟანიძეს გამოძახება არ დაგავიცყდეთ ნაკრებში თფუი
haha
მეც მჯერა რომ რეფორმები გაამართლებს. ისე გამოსავალი არ არის.
Jango
იაშვილო,, 38 წლის ბიჭი ხარ,აქედან 30 ბურთს დასდევ და ეს ვერ გაიგე დღემდის რომ, ოდენობა არ განსაზღვრავს ხარისხს? თუ ეს შენ კომუნისტურად გაიგე- მეტი ოდენობა ცუდი ხარისხია ხოლო ნაკლები ოდენობა კარგია? ასე არ უნდა ფიქრობდე ბიძია,არა, საქართველოში ხარისხს განსაზღვრავს არა რაოდენობა,არამედ სტრუქტურა და სისტემა, როგორია ინფრასტრუქტურა და როგორია სისტემური მოდგომა ფეხბურთისადმი. თქვენ დღეს ხართ ცრუქაქუნების როლში, განათლების და ცოდნის უკმარისობით იტანჯებით და ქართულ ფეხბრუთსაც ტანჯავთ, ელემენტარულ ლოგიკას ვერ სწვდებით. კიდევ ერთხელ გიმეორებთ: 1) 1-ლი და უმაღლესი ლიგის კლუბები არ უნდა იყოს სახელმწიფო საკუთრება,როგორც მინიმუმ მათი 51%-ის მფლობელი უნდა იყვნენ კერძო სტურქუტრუები და აქციონერები მინიმუმ 5 წლიანი გეგმით და გარანტიებით. ამიტომაც ეს პირობა უნდა დადგეს დღესვე და მომავალი წლის სეზონიდან უნდა დაუშვათ მხოლოდ ისინი ვინაც ამ პირობებს შეასრულებს 2) 1-ლი ლიგის კლუბის კონსოლიდრებული ბიუჯეტი უნდა იყოს მინიმუმ 1,6 მილიონი და პირველ ლიგაში იმდენი დაიშვება რამდენიც ამას მოახრხებს, იქნება ეს 6 კლუბი თუ 24. 3) უმაღლესი ლიგის კლუბის წლიური კონსოლიდირებული ბიუჯეტი უნდა იყოს მინიმუმ 3 მილიონი და უმაღლეს ლიგაში დაიშვება იმდენი რამდენიც ამას მოახერხებს, გინდ 6 იყოს და გინდ 24 4) არცერთი უმაღლესი და 1-ლი ლიგის კლუბი არ დაიშვება 2017 წლის ჩემპიონტზე ვისაც არ ექნება ბუნებრივ საფარიანი მინდორი. ესაა უმთავრესი მოთხოვნები, ამის იქეთაა მერე ასაკობრივები, საშხაპეები და ასე შემდეგ. 200 სამოყვარულო კლუბი ვერაფერს შემატებს ვერც 1-ლ და ვერც უმაღლეს ლიგას და ვერც ქართულ ფეხბურთს. ჩვენს რეალობაში უახლოეს 2-3 წელიწადს არცერთ კლუბს არ სჭირდება წლიური ბიუჯეტი 5-6 მილიონ ლარზე მეტი, ამიტომაც შუალედი 3-6 მილიონი იძლევა საშუალებას იმისა რომ ფინანსურად თანაბარი პირობების მქონე კლუბებმა ერთმანეთს მართლაც დიდი ბრძოლები გაუმართონ და მალე გამოჩნდება 4-6 კლუბი რომელიც გაბალებსა და ინტერებს ისე მოუგებს როგორც მეორელიგელებს.
გელაგელა
რა ფეხბურთელიც იყავი, ისეთივე პრეზიდენტი ხარ. ეგ წვეტიანი იდეები დიდი ხანია გაწუხებდნეენ? რა უქენი გაგრას და სულორს შე ძალად ფუნქციონერო? ვიტ-ჯორჯიას გულშემატკივრობ?
შოთა გუგეშაშვილი
რა გინდოდა იაშკა მარტვილის დონის გუნდი ლიგაზე არ არის დამასაც მსაჯის დახმარებიტ უგებტ
შოკირებული გულშემატკივარი
ბურთი ვიცით, თამაში არა:)))
ალეკსანდრე
არა სერიოზულია იმის ლაპარაკი, რომ ძლიერი გუნდები შეგვხვდა და არ გაგვიმართლა
GIGA
"უვერენი" ყოფილა ბიჭი DDDDDDDDDDDDDD
333
თუ თქვენ ზაგრების დინამო ძლიერ მეტოქედ მიგაჩნიათ მაშინ სხვა მართლაც ძლიერ გუნდებზე რა ვთქვათ? სქურის, მაჭახელას, მეშახტეს და ა.შ.შეხვედრებით ფონს თუ გინდათ გასვლა საღოლ თქვენ
ქუთეისელი
რას ლაპარაკობ არ ცხვენია იაშკაა????დებილები გონივართ თვალებში ნაცარს რო გვაყრი??? ჩემპიოთა ლიგაზე თუ გინდა თამაში შე ოჯახ აშენებულო დინამო ზაგრებს ვერ უნდა ცდებოდე??და პაოკი კიდე კაროცე ნამუსი იქონიე რა ცოტა,,,,,დინამომ ჩააააისვარა და მოდი და აღიარე შენც უნდა ამოიხო ხმა შენც უნდა გაააკრიტიკო გასაკრიტიკებელი მესმის შენი საძმაკაცო და საახლობლო არიან მარა ვახიაროთ რო ფეღბურთისგან შორს არიან და არიციან ამ ბიჯებმა უმაღლეს დონეზე თამაში ერთხელ ქე მაინც თქვით სიმართლე და იქნებ გამოსწორდეს რამეე
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე და "ჰამბურგის" ფრე "აუგსბურგთან"
ზივზივაძე სასტარტოში იყო - "ჰაიდენჰაიმმა" "გლადბახთან" ქულები გაიყო
როგორი შეფასებები მიიღო მამარდაშვილმა "სიტისთან" მატჩში?
[VIDEO] "ლივერპულის" უნუგეშო დაცვა და ოთხი გოლი მამარდაშვილის კარში - "სიტიმ" "წითლებს" ისევ მოუგო
ბასილაშვილი მონტე კარლოს საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალში იასპარეზებს!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
ველით სისტემის შეცვლას - ვილი სანიოლი და საქართველოს ნაკრები სომხეთისთვის ემზადებიან
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ