პრაღის "სლავიას" 25 წლის ნახევარმცველმა საქართველოს ნაკრების ავსტრიასთან ჩატარებული შეხვედრა შეაფასა
საქართველოს ეროვნული ნაკრების 25 წლის ნახევარმცველმა ლევან ყენიამ ტრავმის გამო ავსტრიასთან საკვალიფიკაციო დაპირისპირება გამოტოვა.

ყენია მნიშვნელოვანი ფეხბურთელია ნაკრებისთვის, რომელსაც მალე ორი ურთულესი გასვლითი შესარჩევი მატჩი ელის. ყენიასგან ყოველთვის მეტს ველით. მას ერთი პასით შეუძლია მოწინააღმდეგის მთელი დაცვის "მოჭრა", შეუძლია გოლის გატანა, ბურთის დაჭერა...

გუშინ "ლელო" პრაღის "სლავიას" შუახაზელს ჩეხეთში დაუკავშირდა და ინტერვიუ სთხოვა.

- უპირველეს ყოვლისა, ტრავმაზე უნდა გკითხოთ. როგორაა თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობა?

- ახლა უკეთ ვგრძნობ თავს. კუნთი მქონდა გაწყვეტილი და ამან არ მომცა საშუალება, ავსტრიასთან შეხვედრაში მეთამაშა. 4-5 დღეში სრულად დავიტვირთები. პრობლემა მოგვარებულია.

- ფაქტია, "სლავიამ" სეზონი მაინცდამაინც კარგად ვერ დაიწყო...

- კი, არცთუ კარგად დავიწყეთ სეზონი. მთავარი მწვრთნელი გუნდიდან გაუშვეს. ახლა "სლავიას" იაროსლავ შილჰავი ხელმძღვანელობს. ვნახოთ, რა იქნება. ფაქტია, გუნდს ძალიან სერიოზული მიზნები აქვს ჩეხეთის ჩემპიონატში.

- ცალკე უნდა გკითხოთ ევროპალიგაზე გუნდის ასპარეზობასთან დაკავშირებით...

- პირველი ორი რაუნდი კარგად ჩავატარეთ, მაგრამ პლეი ოფში "ანდერლეხტმა" გვაჯობა. ძლიერი გუნდია. მართლა გვაჯობეს, ვერაფერს ვიტყვი. არადა, გუნდის მიზანი ევროპალიგის ჯგუფში მოხვედრა იყო... სამწუხაროდ, ეს ვერ მოხერხდა.

- ნახავდით ავსტრიასთან მატჩს. რა შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- როგორც ყოველთვის: მომენტებში კარგად გამოვიყურებით, მომენტებში კი კონცენტრაციას ვკარგავთ. სამწუხაროდ, ეს ყოველთვის ძვირად გვიჯდება...

- საქართველო-ავსტრია 1:2 - ბატონო ვაის, ხანდახან თავი სიფრთხილესაც სტკივა! [VIDEO]

- მაინც, როგორი ფეხბურთის მიმდევარია ვლადიმირ ვაისი, რას ითხოვს ვარჯიშებზე?

- შემტევი ფეხბურთი უყვარს. არ უყვარს, როცა ვინმე ზედმეტად "ათრევს" ბურთს. სულ გვეუბნება, რომ წინ გავაკეთოთ პასი და რაც შეიძლება ნაკლები შეხებით ვითამაშოთ.

- მალე ორი უმძიმესი გასვლითი მატჩი ელის ნაკრებს...

- მართლაც, ძალიან რთული თამაშები გველის და იმედია, კარგ ფორმაში შევხვდებით უელსსა და ირლანდიასთან მატჩებს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

xxx
გაღალდის არის ეგ კაცი რა სულ პეხი აქვს მონგრეული
თამაზი
რამდენი რამე შესძლებია ყენიას და ჩვენ გვიმალავს
murtazi
gizog-ს. გეთანხმები, რომ ლევანის დიდი იმედი გვქონდა (გვაქვს), თუმცა ეს იმედები ამ დრომდე მხოლოდ იმედებად დარჩა. სამწუხაროა, მაგრამ ასეა. გატანჯეს ეს კაცი ტრამვებმა.
zezva
ნეტავ ამის აზრი ვის აინტერესებს?! რით დაიმსახურა თქვენი ინტერესი? ამაზე უკეთესი ფეხბურთელები საქართველოს ჩემპიონატში უამრავია და ამას რას ტენით ნაკრებში ან ჩვენ რას გვატენით მის მოსაზრებებს...............
gizog
ლევან შენი დიდი იმედი გვაქვს, გაიხარე.
jiji
ესეც ცდილობდა ერტ დროს ბურტის გაგორებას,,მაგრამ ოფლის გამოდენა არ უყვარს,,ისე არ მოვა სედეგი
შოკირებული გულშემატკივარი
ოქტომბერში შანსი თუ გვაქვს 1% მაინც ის გვითხარი:)))
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
სამი კანდიდატი, საიდანაც ერთ-ერთი ფავორიტია - ვინ შეცვლის გატუზოს იტალიის ნაკრებში
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
ბასილაშვილი მონაკოშია და ძალიან პრესტიჟული მასტერსის ძირითად ბადეში გადასვლელად იბრძოლებს
მხოლოდ მთავარი მწვრთნელობა სურს - ნესტამ დე ძერბის ასისტენტობა არ ისურვა
[VIDEO] არის თუ არა ესთერ ექსპოზიტო მისი შეყვარებული - მბაპეს საინტერესო რეაქცია ამ კითხვის დასმისას
ტრანსფერთან ახლოს უფრო მეტი სათამაშო დროით - რამუში სავარაუდოდ, პსჟ-ის დატოვებს
დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
Paris Stats Germain: წაროუდგენელია - კვარაცხელიამ პსჟ-ს რეკორდი დაამყარა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-2 იბერია 1999. "გაგრას" ბოლომდე ბრძოლამ არ უშველა, "იბერიას" შეცვლამ გაუმართლა...
ქოჩორაშვილმა ტრავმა მოირჩინა - "სპორტინგმა" გაიმარჯვა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ტულუზასთან" მატჩში?
VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 3-0 მეშახტე. როგორც ძველი არაბიძე...
[VIDEO] კვარაცხელიას საგოლე პასი - პსჟ-მ "ლივერპულამდე" "ტულუზას" მოუგო
"მკურნალობის კურსს გავდივარ, დავბრუნდები" - ალისონმა განცხადება გაავრცელა
"ტულუზასთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
მირჩა ლუჩესკუ სიკვდილს გადაურჩა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (ბთ) 4-1 სპაერი. ნანატრი შოუ ბათუმში
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
ბრიტანული მედია: მამარდაშვილი მოულოდნელად "ლივერპულის" საკვანძო ფეხბურთელი გახდა - კარიერაში უმნიშვნელოვანესი კვირა ელოდება
[VIDEO] ჩემპიონთა ლიგა: "ატლეტიკომ", "ჩელსიმ", "ინტერმა", "მარსელმა" და "ბაიერნმა" გაიმარჯვეს - "ტოტენჰემმა" "ბოდო გლიმტთან" ფრეს მიაღწია
სომხეთმა ირლანდიას სძლია - აზერბაიჯანი და უკრაინა დაზავდნენ
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
ევრო 2024-ის 21-ე მონაწილე გახდა ცნობილი
უკრაინა და პოლონეთი ევროპის ჩემპიონატზე გავიდნენ
ინციდენტი მუნდიალის ფინალში: Pussy Riot-ი მოედანზე, დაკითხვა და შეურაცხყოფა [VIDEO]
[VIDEO] ლივერპულმა" კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გაიმარჯვა - "ბაიერნმა" და "ინტერმაც" მოგებებით დაიწყეს
თითქმის ნახევარი სტანდარტებიდან - სულ რამდენი გოლი გავიდა მუნდიალზე
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
9:1. სომხეთმა სასწაული ვერ შემოგვთავაზა - პორტუგალია მუნდიალზე გავიდა
ირლანდიელები სანიოლის ლოდინით დაიღალნენ და მწვრთნელად ჰადლგრიმსონი დანიშნეს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
"არსენალი" შეუჩერებელია - "ნაპოლი" "აინტრახტთან" ფრეს დასჯერდა
"სპორტინგმა" ქოჩორაშვილის გარეშე მოიგო - "რეალმა" "იუვენტუსი" ბელინგემის გოლით დაამარცხა
კურტუამ მოედანზე ვირთხა ვერ დაიჭირა
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
დიდ კაცთან პატარა კაცსა, როდის გასვლია მართალი? - ანუ მსოფლიოს ჩემპიონატი ჩამთავრდა
L'Équipe: დონარუმა, ოსიმენი, კვარაცხელია... - მუნდიალს მიღმა დარჩენილთა შთამბეჭდავი გუნდი
მსოფლიო ჩემპიონატის "სასწაული": ირანში სტადიონზე ქალები შეუშვეს [PHOTO]
უკრაინის გასაოცარი ქამბექი - პლეი-ოფის ყველა ფინალისტი გაირკვა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
ბეილმა უელსს აშშ-სთან ფრე მოუპოვა [VIDEO]
თურქეთმა უნგრეთს მოუგო - ისევ ესპანეთთან თამაში მოგვიწევს? [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
ფიფამ გულშემატკივართა ვერსიით მუნდიალის სიმბოლური ნაკრები შეადგინა
პლეი-ოფში ინგლისი და აშშ გავიდნენ [VIDEO]
მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატის ულამაზესი ფანები [PHOTO]
[VIDEO] რონალდოს გაძევება და მარცხი დუბლინში - სომხეთს შეუძლია პორტუგალია მუნდიალის გარეშე დატოვოს
[VIDEO] "ჩელსიმ" "ბარსელონა" გაანადგურა, "ბაიერმა" "სიტის" მოუგო - ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული მატჩები გაიმართა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
სანიოლის აუხდენელი სურვილი - საქართველოს ნაკრები კვლავ ესპანეთს შეხვდება [VIDEO]
სანიოლი: ბევრი დადებითი მომენტი გვქონდა, მაგრამ გარკვეული ასპექტები გასაუმჯობესებელი გვაქვს
[VIDEO] "ბარსელონამ" კუნდეს დუბლით "აინტრახტს" მოუგო - "ატალანტამ" "ჩელსის" სძლია
გიზო მამაგეიშვილი: სასიამოვნოდ გაკვირვებული ვარ