ზუსტად ერთი წლის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სათავეში ჩაუდგა ახალი ხელმძღვანელობა
ზუსტად ერთი წლის წინ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას სათავეში ჩაუდგა ახალი ხელმძღვანელობა. ლევან კობიაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნებში დაამარცხა რევაზ არველაძე და ჩვენი ფეხბურთის პირველკაცი გახდა.

ქართველებს ლოდინი არ გვიყვარსო, ხშირად გაიგონებთ. კარგად გვესმის, ერთი წელი არ არის ის დრო, როცა ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი, მაგრამ შეფასებისთვის საკმაო ხანი კია.

დღევანდელ ჩვენს რუბრიკაში სწორედ ამ საქმეს მივხედავთ.

ეროვნული ნაკრები

შევთანხმდეთ: როგორც გინდა და საიდანაც გინდა, მივუდგეთ, ქართული ფეხბურთის პირამიდის წვერი არის ეროვნული ნაკრები და ფეხბურთის ფედერაციის მუშაობის შეფასებაც სწორედ ამით უნდა დავიწყოთ.

ფედერაცია ნაკრების ცხოვრებაში მოულოდნელად და ქირურგიულად ჩაერია. ძველი მწვრთნელი, კახა ცხადაძე, ფინანსური დეტალების გამო (ასე ითქვა ოფიციალურად) წავიდა ქვეყნის პირველი გუნდიდან და მოვიდა სლოვაკი ვლადიმირ ვაისი, ვინც სლოვაკეთის ეროვნული ნაკრები ისტორიაში პირველად ათამაშა მსოფლიოს ჩემპიონატზე და იქაც იტალია ჯგუფში ჩაატოვებინა.

არ ვიცი, ვინ როგორ ფიქრობს, მაგრამ მე დღემდე ასე მგონია: ცხადაძის ამბავში ფინანსური მოტივი მხოლოდ შირმა იყო. ქართულ ფეხბურთში იმდენი დახარჯულა "უპრაგონოდ", მასთან ცხადაძის ხელფასი, აბა, რა მოსატანია.

მეორეც - შე დალოცვილო, ფულის ეკონომიას მაინცდამაინც ნაკრების მწვრთნელის ჯამაგირიდან იწყებ?! მწვრთნელისა, რომლის ხელმძღვანელობით საქართველოს ნაკრები მართლა გუნდს დაემსგავსა. ოფიციალური მატჩი მოუგო შოტლანდიას და მაგრად დაუდგა გერმანიას გასვლაზე. გუნდში გაქრა "შენ-ჩემობია" და დაჯგუფებები.

ისე გამოჩნდა, რომ პროგრესი ხელოვნურად შევაჩერეთ და როცა ასე იქცევი, ნაკლები იმედი უნდა გქონდეს იმისა, რომ ის სხვის ხელში გაგრძელდება. ვაისმა შემოგვთავაზა სუპერსენსაცია - მისმა დამოძღვრილმა ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში სტუმრად მოუგო ესპანეთს. ბოლოს კი ოფიციალური შეხვედრა წავაგეთ ავსტრიასთან (1:2 თბილისში).

ჩანს, ვაისი არ არის ცუდი მწვრთნელი, თუმცა ის ჯერაც ვერ ჩასწვდა ბოლომდე ქართული ფეხბურთის ლაბირინთებს. და როგორც უნდა ყოფილიყო, ცხადაძის შემდეგ ახალი მწვრთნელის მოსვლა ბუნებრივად მოიტანდა შეფერხებას, რადგან ახალი მწვრთნელი ხომ ახალი ხედვებითა და იდეებით მოდის, რომლის ხორცშესხმისთვის დროა საჭირო. დრო კი საქართველოს ნაკრებზე არასოდეს მუშაობს...

ასაკობრივი ნაკრებები

სხვისი არ ვიცი და, მე ასე ვფიქრობ: დღევანდელ ქართულ ფეხბურთში თუ სადმე არის ნათელი წერტილი, ეს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებია. კარგი, გემოვნებიანი, შემტევი ფეხბურთი - გია გეგუჩაძის გაწვრთნილი გუნდი სხვანაირი ვერც წარმოგვიდგენია.

ახალგაზრდულისგან მომავალ შესარჩევ ციკლში კარგ თამაშს და შედეგს ველით. მერე რა, რომ ასაკობრივი ნაკრებებისთვის შედეგი არ დგას წინა პლანზე. ჩვენ ძალიან გვენატრება თუნდაც პატარა გამარჯვება და გეგუჩაძის გუნდს მიზნად მხოლოდ იმას ვერ დავუტოვებთ, რომ ეროვნულ ნაკრებს ფეხბურთელები გაუზარდოს.

ჭაბუკთა ნაკრებების დონეზე კი წარმატება ამ ბოლო დროს გვარიანად გაგვიძვირდა. ჩვენმა 17 და 19-წლამდელებმა ჯერ ევროპის ჩემპიონატის ელიტრაუნდი ვერ გადალახეს, მერე კი (ორიოდე დღის წინ) 17-წლამდელთა ნაკრებმა ევროშესარჩევი ციკლის პირველი რაუნდის ყველა შეხვედრა წააგო, თან ისე, რომ გოლიც ვერ გაიტანა.

ქომაგებს შორის ხშირად გაიგონებთ, რა ამბავია ნაკრებებში ამდენი თბილისური გუნდის ფეხბურთელიო?! გვესმის: თბილისურ კლუბებს გრძელი საცეცები აქვთ რეგიონებში და თუ იქ გამორჩეული ბავშვი გამოჩნდა, ეგრევე დედაქალაქში მოჰყავთ, მაგრამ ჩვენ მაინც ჩვენსაზე ვდგავართ.

ქართულ ფეხბურთს გაუჭირდება მანამ, სანამ რეგიონებში არ აღორძინდება საფეხბურთო კერები. გვესმის, ეს ერთი და ორი დღის საქმე არ არის, მაგრამ ის შემთხვევაა, როცა დრო აღარ ითმენს.

საკლუბო ფეხბურთი

ფეხბურთის ფედერაციამ ერთი საშური საქმე უკვე გააკეთა: სულ ცოტაც და, წარსულს ჩაბარდება ფეხბურთის წინა ფედერაციის მიერ დაკანონებული მახინჯი წარმონაქმნი - 16-გუნდიანი პირველობა.

თავის დროზე, თვალში ნაცარს რომ გვაყრიდნენ ქართული ფეხბურთის მაშინდელი მესვეურები და ჯიუტად გვიმტკიცებდნენ - მერე რა, რომ გუნდებს სტადიონები, ბაზები და პირობები არ აქვთ, 16-გუნდიანი ჩემპიონატი ქართულ საკლუბო ფეხბურთს მაინც განავითარებს და სულ მალე უამრავი ტალანტი გვეყოლებაო.

რა და როგორ მოხდა მას შემდეგ, ყველამ კარგად ვიცით. თუნდაც, ჩვენი კლუბების ევროთასებზე ასპარეზობას გადავხედოთ. თავის დროზე, "სეკვესტრირებული ჩემპიონატიდან" ორი გუნდი გვყავდა ევროპალიგის პლეი ოფში, ახლა კი დაწყება და დამთავრება ერთია.

გარდამავალ ჩემპიონატზე შეგნებულად არაფერს ვიტყვით. ეს დროებითი მოვლენაა, სახელწოდებაც შესაბამისი აქვს და იმდენად მალე დასრულდება, უკან მოხედვასაც ვერ მოასწრებ.

კარგია, რომ ბოლოს და ბოლოს, დღის სინათლე იხილა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამამ, მაგრამ ისიცაა, რომ ფონდისადმი უკვე არაერთ კლუბს გაუჩნდა კითხვები. ხმამაღლა ყველა ერიდება ლაპარაკს, პირად საუბრებში კი ხშირად გაიგონებთ პრეტენზიებს (მალე "ლელო" ამ თემას სპეციალურ წერილს მიუძღვნის).

კარგია, ბოლო დროს ქართულ ფეხბურთში ერთი-ორი ახალი კომპანია თუ ბიზნესჯგუფი რომ გამოჩნდა, მაგრამ ეს ზღვაში წვეთია. ისიც ცხადია, რომ სახელმწიფოს მხრიდან ქართული საკლუბო ფეხბურთის სუბსიდირება დროებითი მოვლენაა და არ შეიძლება, დაუსრულებლად გაგრძელდეს.

დონემ კი სასწრაფოდ უნდა აიწიოს და ეს უნდა მოხდეს კერძო ინვესტიციის ხარჯზე. ბოლოს და ბოლოს, სირცხვილია - თუნდაც აზერბაიჯანული კლუბებისთვის ევროტურნირების ჯგუფში მოხვედრა ლამის გარდაუვალ მოვლენად იქცა...

ეროვნულ ჩემპიონატში, სათამაშო დონის კუთხით, პროგრესი არ ჩანს, მაგრამ ეს სამომავლო საქმედ მიგვაჩნია: 10-გუნდიან პირველობას რომ დავიწყებთ, იქიდან დავიწყოთ ათვლა...

გარიგებული მატჩები

ხშირად გაიგონებთ - ქართველს ისეთი მენტალიტეტი აქვს, გამუდმებით სიმკაცრე სჭირდება, უკანონობისკენ რომ არ გაექცეს თვალი და ხელიო. სხვა სფეროებისა რა გითხრათ და, ფეხბურთში ნაღდად ასეა.

ფედერაციამ რამდენიმე ასეთი მცდელობა ალაგმა, მაგრამ ეს არ კმარა. თუნდაც ბოლო, "მერანი"-"რუსთავის" მატჩი ავიღოთ. მე ვნახე ამ თამაშის ფირი და, თქმა რად უნდა, საეჭვოზე საეჭვოა, რაც იქ ხდება.

უბრალოდ, ჯერ ვერ გავიგეთ, ვინ არის კონკრეტული დამნაშავე. გუნდებში ყველა გასვრილი ვერ იქნებოდა. მიიყვანე ბოლომდე გამოძიება და მერე ამცნე საზოგადოებას შედეგები. სიჩქარე რა საჭიროა? კარგი ბიჭი რომ ხარ და დანაშაულს ებრძვი, ამას მერეც დაგიფასებენ. ასე კი ორივე გუნდს მოეცხო ჩირქი და ვერავინ დამაჯერებს, იქ ყველა დამნაშავე იყოს.

და ასეც რომ იყოს, მაინც პარადოქსის წინაშე ვდგებით - რაკი არ ვიცით კონკრეტულ დამნაშავეთა გვარ-სახელები, ეს პოტენციური "გამყალბებლები" ჩვეულებრივად აგრძელებენ საქართველოს ჩემპიონატში თამაშს, ეს კი თავისთავად უდიდესი რისკია.

ამიტომაც უნდა გამოვლენილიყვნენ კონკრეტული დამნაშავეები და ამის შემდეგ ეს მეტასტაზები სამუდამოდ მოკვეთილიყვნენ ქართული ფეხბურთის სხეულიდან, რათა ერთხელ და სამუდამოდ დაწყებულიყო მისი გაჯანსაღების პროცესი.

ფედერაციას აქ ბრალს ვერ დავდებთ. პირადად მე ველოდი, რომ ეჭვმიტანილი კლუბები უმკაცრეს შიდა მოკვლევას ჩაატარებდნენ ამ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ ჯერ ყველა დუმს. ნუთუ, იოლია ამხელა ტვირთით არსებობა, მინდორზე გასვლა?..

ერთიც: არ უნდა გაჩნდეს განცდა, რომ სამართალი შერჩევითია. თუნდაც ბოლო დროს იმდენი საეჭვო ანგარიში (18:4, 15:3... ყველას რა ჩამოთვლის) დაფიქსირდა ჩვენი ჩემპიონატის სხვადასხვა ლიგაში, რომ ამ ფაქტებს აუცილებლად სჭირდება გამოძიება...

ფეხბურთი და პოლიტიკა

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა ლევან კობიაშვილმა პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. მას პარლამენტის წევრობა სურს. რა თქმა უნდა, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში ფეხბურთს სჭირდება მძლავრი ლობი და ქართული ფეხბურთისთვის ძალიან კარგი უნდა იყოს პირველკაცის პარლამენტარობა.

მეორე მხრივ, კობიაშვილი სულაც არ არის ფეხბურთის ფედერაციის პირველი პრეზიდენტი, რომელსაც პარლამენტარობა სურს. ჩვენ გვახსოვს, სხვადასხვა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციების პრეზიდენტები პარლამენტში რომ შესულან...

და მაინც, გინდა თუ არა, ჩნდება კითხვა: შეძლებს კი კობიაშვილი თანაბარი წარმატებით "ორ ფრონტზე" ბრძოლას? დღეს ქართულ ფეხბურთში იმდენი და ისეთი პრობლემებია, დღენიადაგ ხმალამოღებული ბრძოლა რომ სჭირდება.

ეტყობა, ის ხედავს შინაგან ძალას, რომ ყველაფერს გასწვდეს. დღეს ასე ჩანს, რა იქნება მერე, ძნელი სათქმელია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მე არ მგონია, მას პოლიტიკა ფეხბურთზე წინ დაეყენებინა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქუთაესელი-ს -s
ჰო.ჰო გეთანხმები. ქოცები მწყრალად არიან გონებასთან. ხოლო ის ხალხი ვინც დღესაც გაჰყვირის სტალინ-სტალინს, ზვიად-ზვიადს, ან მიშა-მიშას ისინი ძალიან გონიერნი არიან.
qutaiseli
ქუთაესელი-ს 06 ოქტომბერი 2016 05:51 როგორც ქოცების უმრავლესობა, შენც მწყარალად ხარ ხო გონებასთან? გადახედე შედეგებს.შენ არამარტო გონებასთან ხარ მწყრალად როგორც ყველა ნაცი ზრდილობაშიც მოიკოჭლებ და რომელი შედეგები შევადარო ეგეც ჩამოგეთვალა რა გაქ გასახსენებელი ახალკაცი უმცროსის და სიჭინავას დროინდელი ფედერაციიდან სასიამოვნო ეგრე რო დაიბოღმე და ზრდილობის ზღვარსაც გადაცდი ისე ნაცმაცუნა პატარა არსებებისგან ეგეთი რამ არ მიკვირს.მართალია ფეხბურთი ისე გესმით ნაცებს როგორც მე ჩინური მარა მაინც ფეხბურთში დარჩე ჯობია. ისე სიჭინავა ხოარახ აფხაზეთიდან ხოარ მეპასუხები თუ ფედერაციის არ შემდგარი პრეზიდენტი.
ქუთაესელი-ს
როგორც ქოცების უმრავლესობა, შენც მწყარალად ხარ ხო გონებასთან? გადახედე შედეგებს.
quTaiseli
ძველი ხელისუფლება ვერასდროს გახდება ახალი და მეორე ფეხბურთი რო ცუდ დღეშია ეს კობის დამსახურება კია სწორედ ძველი ხელისუფლების დამსახურებაა ასაკობრივი ნაკრები შედეგს აღწევდაო ვინც წერს რომელ შედგს საუკუყნეში რო გაისვრიდენ ყარაულის თოფივით იმას შედეგი არქვია რაც შეეხება კობიაშვილს ის კაცია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით და არა დომენტი სიჭინავა ან ნოდარ ახალკაცი უმცროსი.ვერანაირად ვერ აგერევა ეს ადამიანი ამ ხალხში.
bacho
დონემ კი სასწრაფოდ უნდა აიწიოს და ეს უნდა მოხდეს კერძო ინვესტიციის ხარჯზე. ბოლოს და ბოლოს, სირცხვილია - თუნდაც აზერბაიჯანული კლუბებისთვის ევროტურნირების ჯგუფში მოხვედრა ლამის გარდაუვალ მოვლენად იქცა...
gulshematkivari
რაც კობიაშვილი მოვიდა ასაკობრივი ნაკრები ხო სულ უკან სავიდა ამდენ ტამასში ერი გოლი ვერ გააქვთ ისე ასრულებენ თამაშს ფეხბურთი ხო ააღორძინე ეხლა პოლიტიკაში დაგლიჯავ შენ და მუჯირმა მაგრად წაიყვანეთ საქმე ნეტა გული თუ არ გტკივა რა დღეშია ასაკობრივი ნაკრებები რა გეგუჩაძე რა ქნა რომელი ნაკრებია მაღალ დონეზე ეს რა მწვრთნელები მორეკეთ ამათ აძლევთ ხელფასს დავაი რა
ბაჩო გ
იცით რაა,კობის ახალი ხალისუფლება გასაქანს არ მისცემს რადგან მგონია რომ ძველი ხელისუფლება გახდება ახალი ხელისუფლება
აკო
ლევანი პარლამენტში, კალაძე ფედერაციაში. არცევნებს მაინც წააგებთ ქოცებო. წაგებაში ვგულისხმობ იმას, რომ ვერ მიიღებთ უმრავლესობას. ვერ მოგართვესო, ხომ გაგიგიატ.
jangos
ზვიად სიჭინავა ხარ?
გიორგი
როგორც გაიმარჯვა არჩევნებში ისევე მიყავს ფედერაციის საქმე.ყაველაშვილიც მუდამ აღშფოთებული და შეშფოთებული იყო ქართული ფეხბურთით და ფედერაციის საქმიანობით, მაგრამ ამ ბოლო დროს ეტყობა გაჩუმება არჩია
bebeto
ვეთანხმები ავტორს, რეგიონებშია ფეხბურთი მისახედი ინფრასტრუქტურაა ასევე რეგიონებში საშინელ დღეში, იქ თუ ყველაფერი გაკეთდება აუცილებლად მაგარი თაობები წამოვლენ სხვანაირად უამრავი ბავშვი იკარგება რეგიონებში.
Jango
გეხუტუნე, შენ ისეთი წარმატებული მიმომხილველი ხარ ფეხბრუთის და მისი მცოდნე, როგორც მე წყალქვეშა ვერტმფრენი. მხოლოდ აკვიატებული აზრებით როგორ ცხოვრობ შე ოჯახასენებულო ა? გუნდების რაოდენობას რა აზრი აქვს მცირეს ან დიდს თუ არ არსებობს მათი ფინანსირების მოთხოვნის მინიმალური ზღვარი? ხოლო თუკი ეს მინიმალური ზღვარი გარანტიებით იქნება უზრუნველყოფილი, მაშინ თუ გინდა 20 კლუბმა ითამაშოს, მაგრამ შენ ისე წერ ამ ყველფერს რომ დიდი გონივრული ეჭვი იბადება რომ ხარ მხარე და არა ობიექტური მიმომხილვევლი, თორემ შენი ლოგიკით 6 კლუბიანი ჩმპიონატი ააშენებს ქვეყანას.ჰოდა ვინ იქნება კიდევ ის სხვა 5 რომელსაც იმდენი ფინანსები ექნება დასახარჯი როგორც დინამოს? ვინც ჩაგიდებს ინვესტიციას? ა? ვერ დამისახელებ? შენ ხომ ისიც გინდა ალბათ რომ მუდმივი 1-2-3 ადგილისა და თასის მფლობელებიც გვყავდეს ხოლო 5-6 ადგილები უპრეტენზიო საცემი ბიჭები არა? და აქ მიიღებ ხარისხს და მრავალფეროვნებას სტრატეგიებთან ბრძოლის რომელიც არის მრავალკლუბიან ჩემპიონატებში?
Dato-realoba
0000 rodis iko Kunt magari da goneba chlungi adamianebi inteleqtualur saqmeebs aketebdnen??? Shedegi, 0 ia
giorgi
აბსოლიტურად ვეთანხმები, ყველაფერია ნათქვამი, სპორტი პოლიტიკა არ არის,ამდენი შეცდომების კასკადი - ერთი დადებითი სანატრელი გაგვიხდა.
anzori
რატომ არ ექცევა საერთოდ ყურადღება ბავშვთა ფეხბურთს და მის განვითარეაბას. კატასტროფული მდგომარეობაა.
ვეტერანი
ვიცი მაინც დაბლოკავთ. წინა მავზოლეუმის დირექტორი რაც იყო გასაგებია, ახალი მკვდარის გამაცოცხლებელი, რომ არ არის ესეც ცხადია. სად არის რეფორმა? სად არის სწორი კონცეფცია.რას ნიშნავს დღეს ტური ჩატარდა და ორი გუნდი ისვენებს. ერთმანეთში რომ ეთამაშათ სრული 14 გუნდიანი ლიგა იქნებოდა. 2 კვირიანი უთამაშებლობა ვისი მოფიქრებულია მე კი ვიცი. 10 გუნდიც ზედმეტია, 7 რეგიონი 7გუნდი პლუს 1 თბილისი, 8 გუნდი საკმარისია. მჟავა რაც უფრო კონცენტრირებულია მით უფრო ძლიერია.1 რეგიონი 1გუნდს შეინახავს და ა.შ. მეტი არ მცალია
giga
ხმა მღაღადებლისა
ლუკა
ფედერაცია ამ ერთი წლის განმავლობაში გახდა ძმაკაცების და ნათესავების დასაქმების ადგილი. პირველი შეცდომა რაც დაუშვა კობიაშვილმა იყო საკუთარი ძმაკაცი დავით მუჯირის დანიშვნა ფედერაციაში. მუჯირი არის სრულიად გაუნათლებელი და არაკომპეტენტური კადრი დანიშნულ თანამდებობაზე. შეიძლება ის კარგი კარისკაცი იყოს ფედერაციის ოფისისთვის, სხვა მხრივ სამარცხვინო კადრია. მეორე შეცდომა რაც დაუშვა კობიაშვილმა არის პარლამენტის წევრობის მონდომება ქართული ოცნების სიით. ეს ნაბიჯი ფედერაციას გადააქცევს ქართული ოცნების შტოდ და ფეხბურთის მმართველ ორგანოს გახდის სრულიად პოლიტიზირებულ დაწესებულებად. მესამე შეცდომა არის ცხადაძის გაშვება, ამაზე საკმაოდ ითქვა. ეს იყო ნაკრების საბოტაჟი. მეოთხე შეცდომა არის ახალგაზრდული ნაკრების მწვრთნელების უაზრო გადაადგილება, რამაც უარყოფითი შედეგი გამოიღო. მეხუთე არის არაკვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება სფფ-ის, მათი საქმიანობა საზოგადოებასთან ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს. ფედერაციაში არის კვალიფიციური კადრების და ახალი იდეების დეფიციტი, ფინანსების დეფიციტთან ერთად. მთავარი კრიტიკა კობიაშვილის არის ის რო ის ვერასდროს გამოვა კახა კალაძის ჩრდილიდან. ის დაინიშნა თანამდებობაზე კალაძის და ქართული ოცნების დამსახურებით და ემსახურება პოლიტიკურ მიზნებს პირველ რიგში. საერთო ჯამში საიუბილეო თარიღს ფედერაცია აღნიშნავს უაღრესად პოლიტიზირებულ გარემოში, ასაკობრივი და მთავარი ეროვნული ნაკრების მარცხიანი შედეგებით და არაკვალიფიციური კადრებით ფედერაციის რიგებში. მომდევნო 1 წლის გეგმა: ძმაკაცების და ნაცნობობების დაფრენა, კვალიფიციური კადრების აყვანა საერთაშორისო კონკურსით, ფედერაციის პოლიტიზირების პროცესის შეჩერება, ასაკობრივი ნაკრებებისთვის კვალიფიციური მწვრთნელების დანიშვნა, ფეხბურთში საინვესტიციო გარემოს გაუმჯობესება, რეგიონული ფეხბურთის პროგრამის ამოქმედება ბავშთა ფეხბურთში სოფლის და დაბების დონეზე.
svegard
ძალიან კარგი ანალიზი. ამ ავტორს აქვ მაგარი ანალიტიკური ნიჭი
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა
დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?
ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა
დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ
სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ
ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!
"შევურაცხვყვეთ, როგორც სტუმარი გუნდის ქომაგი, ასევე არ მიეცა საშუალება ნაკრებს ქომაგებთან ერთად გამარჯვება ეზეიმა" - ლევან კობიაშვილი სომხეთთან მატჩის შემდეგ გულშემატკივრის ნაწილის მოედანზე შეჭრას გამოეხმაურა
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
საქართველოსთან მატჩამდე სომხურ ფეხბურთში არეულობაა - ფედერაცია ახალ მწვრთნელზე საუბრობს, ფანები მათ გადაყენებაზე
"ვიცი, რომ "რეალის" ფანია, მაგრამ ამ ორ გუნდს უფრო მოუხდებოდა" - კახა ცხადაძემ ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაუბრა
Geo Team: გია გეგუჩაძემ ბათუმის "დინამო" დატოვა
Geo Team: "სლოვანს" გაგუას დამატება სურს - ტრანსფერის ინიციატორი ვლადიმირ ვაისია
საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია კორონავირუსთან დაკავშირებით სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
სფფ-ის მიერ კორონავირუსთან საბრძოლველად გამოყოფილი თანხა StopCov ფონდში გადაირიცხა
წასვლიდან ორ კვირაზე ოდნავ მეტში ბრუნდება - თბილისის შემდეგ ჭიაბრიშვილი ბათუმის "დინამოს" მწვრთნელი ხდება
გია გეგუჩაძე: ყველას იმედი გვქონდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდოდით
აზერბაიჯანელებმა მთავარი მწვრთნელის პოსტი ოლეგ ბლოხინს შესთავაზეს - უკრაინელის პასუხი ცნობილია
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
[VIDEO] ვაისი მსაჯს შეუვარდა, შეაგინა და მოედნიდან ძლივს გაიყვანეს - "სლოვანს" 16 წლის თავდამსხმელმა გაუტანა
სფფ-ის წარმომადგენლებმა ევროტურნირების მონაწილე კლუბებთან ვიდეო კონფერენცია გამართეს
ქრონოლოგია: რა მოხდა ქართულ ფეხბურთში ლევან კობიაშვილის მოსვლის შემდეგ
სფფ-მ ჩემპიონატის შეცვლილი ფორმატი და თასის დებულება დაამტკიცა
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
ოფიციალურად: ცხადაძე აზერბაიჯანულ გუნდს გაწვრთნის
"რატომ უნდა ითამაშოს საქართველოს ნაკრებმა შემტევი ფეხბურთი?!" - რევაზ არველაძე
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატის ლიდერები, აუტსაიდერები, ორი ქართველი დღეს და მთავარი ინტერესი "რეალის" მიმართ
"ყინული დაიძრა, დარწმუნებული ვარ, რომ ახლო მომავალში ბევრი ქართველი ითამაშებს ევროპაში" - კახა ცხადაძე
"ეს ადამიანი მწვრთნელია თუ ექსპერტი, ვერ ჩამოყალიბდა. სისულელეა, რასაც საუბრობს" - ლევან კობიაშვილი გიორგი ჭიაბრიშვილის განცხადებას გამოეხმაურა
დღეს - "შახტარის" ქართველების მატჩი და კაშია, კანკავა, ვაისი კიტეიშვილის წინააღმდეგ!..
სანიოლმა უეფას კონფერენციაზე ევრო 2024-ზე მიღებულ გამოცდილებაზე ისაუბრა
კორღალიძემ "იბერია" დატოვა - მისი შემცვლელი ცნობილია
გეგუჩაძე უნდა წავიდეს, ამას აღარ მოვითმენთ! - ბათუმის "დინამოს" გულშემატკივრები
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
ესიენი, დეკო, არველაძე - ბაქოში "ვარსკვლავების ფინალი" გაიმართა
სიახლეები ისტორიულ მატჩთან დაკავშრებით
"საუკეთესო გუნდია, რაც კი ოდესმე მინახავს" - ვაისი "სიტისთან" მარცხის შემდეგ
ჩემპიონთა ლიგის ახალი ფორმატი, ორი გარანტირებული ადგილი ქართველებს და მესამის შანსი...
"მისი შეფასება არაკორექტული იყო" - ჭიაბრიშვილმა კობიაშვილის განცხადებას უპასუხა
"მიხეილ მესხზე" ეკრანები დამონტაჟდება - სფფ-ის ინიციატივით, გულშემატკივარს ევრო 2024-ზე ერთობლივად საქართველოს ნაკრების მატჩების ხილვა შეეძლება
შესაძლოა, ტაიმის შუაში საცეკვაო ნომრები დადგან - რევაზ არველაძე სუპერლიგაზე
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
რევაზ არველაძე: იმედი მაქვს, ეს მატჩები საქართველოს ნაკრებისთვის წარმატებული იქნება
[VIDEO] ესპანეთმა თურქეთი გააბითურა - საქართველოს ნაკრები მეორე ადგილზეა
"მჯერა, ყველაფერს ჩვენ სასიკეთოდ დაასრულებთ" - კვარაცხელიას გზავნილი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელებს "ტირანასთან" მატჩამდე [VIDEO]
"მგონია, რომ ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე კვარაცხელიას უთამაშებლობის მიზეზი ეს ზეწოლა იყო" - ცხადაძე ხვიჩასა და U21 ნაკრებზე
კახა ცხადაძე ყაზახეთის პრემიერლიგაში დაბრუნდა
რევაზ არველაძე: ამ ფეხბურთელებით და ამ ჯგუფში, პლეი ოფში მოსახვედრად უნდა გვებრძოლა
კაკა: - ქართულ ფეხბურთში პერსპექტიული თაობაა... აი, რატომ აღარ არიან ჩემი სტილის ფეხბურთელები...