სუპერლიგისა და 20-წლამდელთა ჩემპიონატში მომხდარი დისციპლინარული დარღვევების შესახებ კალათბურთის ფედერაციის გამგეობამ და სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელეს
გასულ კვირაში საკალათბურთო სუპერლიგისა და 20-წლამდელთა ჩემპიონატში მომხდარი დისციპლინარული დარღვევების შესახებ კალათბურთის ფედერაციის გამგეობამ და სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელეს.

კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობა გმობს ყველანაირ ძალადობას, როგორც მოედანზე, ასევე მის ფარგლებს გარეთაც.

საკალათბურთო კლუბ "ქუთაისი 2010-ს" გასული სეზონის განმავლობაში მიეცა არაერთი გაფრთხილება თამაშის ორგანიზებასთან დაკავშირებით. მიუხედავად კლუბის ხელმძღვანელობის მიერ გატარებული არაერთი პრევენციული ღონისძიებისა, რამაც მნიშვნელოვნად გააუმჯობესა სათამაშო გარემო, ა.წ. 25 ნოემბერს, ქ. ქუთაისში, საკალათბურთო სუპერლიგის მატჩის "ქუთაისი 2010" და თბილისის "დინამოს" მსვლელობისას მაყურებლის მხრიდან მოედნის მიმართულებით კვლავ ისროლეს სხვადასხვა საგნები, რის გამოც მსაჯებმა მიიღეს გადაწყვეტილება მატჩის შეწყვეტის შესახებ.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაციის გამგეობამ იხელმძღვანელა დებულების მე-13 მუხლის (სუპერლიგის უსაფრთხოების უზრუნველყოფის მოთხოვნები) 13.3 პუნქტით და მიიღო გადაწყვეტილება:

1. საკალათბურთო კლუბ "ქუთაისი 2010-ს" მომდევნო კალენდარული საშინაო მატჩი, რომელიც უნდა გაიმართოს ქ. ქუთაისში ა.წ. 2 დეკემბერს ("ქუთაისი 2010"-"კაკტუსი"), ჩატარდეს მაყურებლის გარეშე.

2. საკალათბურთო კლუბ "ქუთაისი 2010-ს" დაეკისროს ფულადი ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

3. ა. წ. 25 ნოემბერს, ქ. ქუთაისში, საკალათბურთო სუპერლიგის მატჩის "ქუთაისი 2010" და თბილისის "დინამოს" მატჩის შედეგად განისაზღვროს, მსაჯების მიერ მატჩის შეწყვეტის მომენტისთვის დაფიქსირებული შედეგი 56:68 - "დინამოს" სასარგებლოდ.

რაც შეეხება სხვა შემთხვევებს, მათზე კალათბურთის ეროვნული ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტმა იმსჯელა და შემდეგი გადაწყვეტილებები მიიღო:

1. მგზავრები-სოხუმი (სუპერლიგა) - 26.11.16 (თბილისის სპორტის სასახლე)

"მგზავრების" მოთამაშეს ავთანდილ ლომინაშვილს მიეცა მკაცრი გაფრთხილება.

2. ბათუმი-ოლიმპი (სუპერლიგა) - 26.11.16 (ბათუმის სპორტის სასახლე)

სუპერლიგის დებულების 20.3 მუხლისა და კალათბურთის ოფიციალური წესების (მუხ. 20.2.1 - 20.2.2) თანახმად, გუნდი "ოლიმპი" მიჩნეულ იქნა წაგებულად "უფლების ჩამორთმევით", ქულათა ჩამონათვალში ჩაეწერა ნული (0) ქულა, დაეკისრა ფულადი ჯარიმა 3.500 (სამი ათას ხუთასი) ლარის ოდენობით, ხოლო გამარჯვება მიენიჭა მეტოქეს ანგარიშით 20:0.

3. ქუთაისი-რუსთავი (20-წლამდელთა ჩემპიონატი)U- 25.11.16 (ქუთაისის სპორტის სასახლე)

კალათბურთის ოფიციალური წესების 39.2.1 მუხლის თანახმად, ქუთაისის მოთამაშეები: ფურცხვანიძე, გვენეტაძე, ჟღენტი, ფარჯანაძე დისკვალიფიცირებულნი არიან თითოეული ორ-ორი თამაშით, ხოლო რუსთავის მოთამაშეები: ჩიხრაძე, აბაიშვილი, წიქარიშვილი, პაპუაშვილი და გრიგორაშვილი - დისკვალიფიცირებულნი არიან თითო მატჩით.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თაზო.გულშემატკივარი
კოტე,მიკვირს თქვენი პასიურობა,მე დავესწარი ამ თამაშს და სიმართლესთან შორსაა ეს მიზეზი,არაფერს იმოქმედებთ?თუ გაგაჩუმეს უკვე?
ვინგსმა ფრთები თელავთან გაშალა | დებიუტანტმა პირველი გამარჯვება მოიპოვა
გურჯაანმა ვსა-ც დაამარცხა | თსუ-მ რუსთავში იმარჯვა და პირველობა გაიმყარა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
დევონტრე ტომასის ბენეფისი ქუთაისში | თსუ-მ ქუთაისს მეორეც მოუგო და ჩემპიონობას მიუახლოვდა
"ქუთაისმა" ფინალში "კავკასია" დაამარცხა და საქართველოს ჩემპიონი მესამედ გახდა!
მაკაბი-ქუთაისი 52:91 - დაუნდობელი გუნდური თამაში
"ქუთაისმა" "კავკასია" 23 ქულით დაამარცხა და ფინალურ სერიაში დაწინაურდა
დუდუ დადიანის მემორიალზე მე-3 და მე-5 ადგილები გათამაშდა
სუპერლიგის ჩემპიონი "ქუთაისი" ევროთასებზე ასპარეზობას სლოკავურ "ლევიცესთან" მატჩით დაიწყებს
სუპერლიგა 2015-16. II ტურის გადადებული მატჩი: მოუგებელი აღარავინაა
სუპერლიგა. I ტური: "დინამომ", "მგზავრებმა" და "სოხუმმა" მოგებით დაიწყეს
22-წლამდელთა ჩემპიონატის პირველი ფინალისტი "ქუთაისია"
"ქუთაისი" დანიის ჩემპიონთან ბოლო წამებზე დამარცხდა და ფიბა ევროპის თასზე იასპარეზებს