ბელგიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიომ აჟაკმა 37-კაციანი შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს ნაკრები "ევროპა რაგბის ჩემპიონატზე" წლეულს პირველ მატჩს ბრიუსელში, ბელგიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავს. "შავი ეშმაკების" მთავარმა მწვრთნელმა გიომ აჟაკმა 37-კაციანი შემადგენლობა დაასახელა, რომლებიც საქართველოსა და რუსეთის ნაკრებთან მატჩისთვის მოემზადებიან.

გიომ აჟაკის რჩეულთა შორის მრავლად არიან ფრანგული კლუბების მორაგბეები. სვენ დჰუგი და ჩარლზ რეინარტი "მეტრო რასინგის" ღირსებას იცავენ. ჟან ბატისტ დე კლერკი "სტად ფრანსეს" მოთამაშეა. გიომ პირონი "კოლომიეში", მაქსიმ ჟადო კი "ვანში" ასპარეზობს. მრავლად არიან მორაგბეები ფედერალ 1 დივიზიონიდანაც. გუნდის შემადგენლობაშია ფრანგული "კონიაკის" დამრტყმელი ალან ვილიამსიც, რომლის ანგარიშზეც ეროვნულ ნაკრებში 625 ქულაა.

ერთი სიტყვით, ბელგიელები თავიანთი უძლიერესი შემადგენლობით დაგვიხვდებიან.

შეგახსენებთ, რომ ამ გუნდთან "ბორჯღალოსნებს" სულ ორჯერ უთამაშია და ორჯერვე გამარჯვება ჩვენს გუნდს დარჩა.

ბელგიის ნაკრები

ჟილიან ბენოი, ტომ კოპე, სეპ დე ბეკერი, სავენაკა ვოსეა, (ყველა-დანდერმონდსი), ჟულიენ ბერგერი (პროვანსი), ბილი ბერტრანი, ლუის დებატი, მაქს დუბუა, რომენ ჰენდრიკსი, ადელინ მერესი (ყველა-სუანიე), ნათან ბონტემსი (ბოვე), გიომ ბრებანტი, თომას ბრუიარდი. თომას დენსტი (სამივე-ოტინიე), ტომ კოკუ (ობენა), ბრიუს კორადი (დიჟონი), ჟან ბატისტ დე კლერკი (სტად ფრანსე), კრისტოფ დებატი (ლიეჟუა), თომას დემოლდერი (გრასი), სვენ დჰუგი, ჩარლზ რეინარტი (ორივე-მეტრო რასინგი), კრეიგ დოუსეტი (ოლდ ალბანიანსი), ამინ ჰამზაუი (ანგულემი), მაქსიმ ჟადო (ვანი), ბრუნო ლანსელი (ჰაიერსი), ბატისტ ლესკარბურა, ნიკოლას მეუსი, უგო სენსი (სამივე-კიტურო), ჟულიენ მასიმი, ტუურ მოელანტსი, კევინ ვილიამსი (ვატერლოო), ფლორიან პირონი (ჩარტრეს), გიომ პირონი (კოლომიე), ლუკას სოტო (ოლორონი), პაულ-ედუარდ ფან ლაერი (ნიცა), ტომას ვერვურტი (ლა სეინი), ალან ვილიამსი (კონიაკი).

ევროპა რაგბი 2017, I ტური

11 თებერვალი

ბელგია-საქართველო

გერმანია-რუმინეთი

ესპანეთი-რუსეთი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბ–ნი აჟაკი იმ 37–ვეს ერთად თუ გამოიყვანს, თორემ ...
misha
კიდევ ერთხელ გვიწევს ამ დაბალი გუნდების გამასბინძლება და იმედია მომავლისთვის უკეთეები იQნებიან
საქართველო, პორტუგალია, რუმინეთი და ესპანეთი ოთხი ერის ალიანსს აფუძნებენ
პიერ-ანრი ბრონკანი: გვჭირდება მკაფიო გზა და ბევრი მუშაობა
"ბორჯღალოსნები" | ერთა თასის ნოემბრის თამაშების განრიგი
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"ბორჯღალოსნების" რაზმი ბელგიასა და გერმანიასთან მატჩებისთვის ცნობილია
"ბორჯღალოსნები" საფრანგეთში შეკრებაზე გაემგზავრნენ, გუნდში ერთი ცვლილებაა
ევროპა რაგბი 2017. მეტოქე: 30 ესპანელი მზადაა
ბორჯღალოსნები | სამოასთვის შემადგენლობა შეირჩა
დემეტრე დევდარიანი - „მჯერა, ამ გუნდით ყველაფრის მიღწევა შეგვიძლია“
მთავარია, საქართველოს მოვუგოთ - ექვსი ნატურალიზებული "სტეჟარიში"
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ბორჯღალოსნები | ახალი მწვრთნელების პირველი რაზმი - დებიუტანტებით
ბორჯღალოსნები | პირველი შეკრება ცვლილებით დაიწყო
"ევროპა რაგბის" ჩემპიონატში "ბორჯღალოსნების" მეტოქე რუსეთის ნაკრებმა მზადება უკვე დაიწყო