ძველი განსაკუთრებული ახალი ვარცხნილობით
"მანჩესტერ იუნაიტედი" დღეს "ჰალ სიტის" ესტუმრება და შეეცდება, ინგლისის ლიგის თასის ფინალის საგზური გაინაღდოს. "წითელ ეშმაკებს" პირველ შეხვედრაში ცოტა გაუჭირდათ, მაგრამ მეორე ტაიმში მაინც მიაღწიეს თავისას და 2:0 იმარჯვეს.

ბუნებრივია, ფავორიტად (პირველი მატჩის მერე, მით უმეტეს) ყველა "მანჩესტერს" მიიჩნევს, მაგრამ "ვეფხვებს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავთ, მარკო სილვამ პირველ მატჩებში თავი კარგად წარმოაჩინა და პორტუგალიელი არ დანებდება. ზოგი მას კიდევ ერთ ახალ მოურინიოსაც კი ეძახის.

ჩვენ კი თავად "განსაკუთრებულზე" გადავერთოთ, რომელმაც გუშინ მედიასთან ბევრ საინტერესო საკითხზე ისაუბრა. ერთ-ერთი თემა მისი ახალი ვარცხნილობაც იყო, რომელსაც დიდი გამოხმაურება და ბევრი ხუმრობა მოჰყვა. ჟოზე მოურინიომ ჟურნალისტები დაამშვიდა, არა უშავს, ერთ თვეში თმა ისევ გამეზრდება და ისევ ის ძველი ჟოზე ვიქნებიო.

მოურინიომ მადლობა გადაუხადა სერ ალექს ფერგიუსონს, რომელმაც ცოტა ხნის წინათ იგი შეაქო - მძიმე სტარტის მერე გუნდი ფეხზე მყარად დააყენა და ვითარება გამოასწორა, ვიცოდი, რომ ის ამას შეძლებდაო. ძველი კონკურენტები და მოწინააღმდეგეები ახლა კარგი მეგობრები არიან.

"ამ მხარდაჭერას მე მისგან ყოველთვის ვგრძნობდი, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც სერ ალექსის უშუალო კონკურენტი გახლდით რომელიმე მატჩში. ვიტყოდი, რომ მის გვერდზე დგომას ვგრძნობდი იტალიასა და ესპანეთში ყოფნის დროსაც, რადგან მეგობრები ერთმანეთს ყოველთვის საუკეთესოს უსურვებენ.

თუნდაც, ჩვეულებრივი გზავნილი ასეთ დროს ბევრს ნიშნავს. ამავდროულად, იგი პატივისცემით ეკიდება ყველაფერს და ცდილობს, ზედმეტად ახლოს არ იყოს და ზედმეტად ხშირად არ გამოჩნდეს. ის თავისუფალია და მოვლენების განვითარებას ცოტა შორიდან ადევნებს თვალყურს. მე ფერგიუსონს ვუთხარი, რომ ეს მისი სახლია და ყოველთვის ასე იქნება. მიუხედავად ამისა, მხოლოდ რამდენჯერმე იმგზავრა ჩვენთან ერთად ავტობუსით და ერთხელ გვესტუმრა. ვიცით, რომ ეს მისი გუნდია, ეს მისი სახლია, მისი ცხოვრებაა და იგი გვგულშემატკივრობს" - აღნიშნა მოუმ.

"იუნაიტედს" ახლა 17-მატჩიანი წაუგებელი სერია აქვს და ბრძოლას ორივე თასზე, ევროპალიგაზე და ჩემპიონატში აგრძელებს. თუ გუნდი ყველგან ფინალში გავა (თასის გადათამაშების გამოკლებით), კლუბს სეზონის ბოლოს 66 მატჩი მაინც ექნება ჩატარებული. ჟოზე ამისთვის მზად უნდა იყოს, რომ მისი ბიჭები არ გადაიწვან.

ამიტომ როტაციასაც უნდა ველოდოთ. ვთქვათ ისიც, რომ თუ "წითელი ეშმაკები" ლიგის თასის ფინალში გავლენ, ტიტულს 26 თებერვალს "უემბლიზე" გაათამაშებენ, რაც იმას ნიშნავს, რომ ამავე დღეს დაგეგმილი მანჩესტერული დერბი "სიტისთან" უნდა გადაიდოს. კვირას, 29 იანვარს "იუნაიტედი" ასოციაციის თასის მეოთხე ეტაპის მატჩს გამართავს "ოლდ ტრაფორდზე" "უიგანთან".

"თუ "ჰალს" დავამარცხებთ და ფინალში გავალთ, "სიტისთან" მატჩის გადატანა გახდება საჭირო და დარწმუნებული ვარ, ასოციაცია ჩვენთვის ყველაზე რთულ დროს ამოირჩევს ამ მატჩის ჩასატარებლად და ჩვენი თხოვნა არ გაჭრის. მერე ევროპალიგა წამოგვეწევა, რომელიც Non-Stop რეჟიმით გაგრძელდება. ჩემპიონთა ლიგაზე პლეი ოფი მერვედფინალიდან იწყება, ევროპალიგაზე კი - მეთექვსმეტედფინალიდან. თუ ამ ტურნირზე წარმატებულად გამოსვლას გავაგრძელებთ, ეს უფრო და უფრო დიდ ენერგიას წაგვართმევს და საქმეს გაგვირთულებს, მაგრამ ვნახოთ, რა მოხდება, უნდა ვიბრძოლოთ. ამ წუთისთვის დარჩენილი გუნდების დარად თანაბარი შანსი გვაქვს ლიგის თასის მოგების, რომელიც ყველაზე ადრე გათამაშდება.

ტიტულის მოგება ძალიან სასიამოვნოა, მაგრამ, ჩემი აზრით, არანაკლებ მნიშვნელოვანია, თუ უფრო მეტად არა, ამის შემდეგ კარგად გაგრძელება. ჩვენ ნაბიჯ-ნაბიჯ უნდა ვიაროთ წინ და მატჩიდან მატჩამდე მოვემზადოთ. ახლა ნახევარფინალი გვაქვს, მერე ასოციაციის თასის მნიშვნელოვანი შეხვედრა და ასე. თუ წააგებ, გავარდები, ხოლო თუ ფრეს ითამაშებ, "უიგანთან" დამატებითი მატჩის ჩატარება მოგიწევს, დამატებითი მატჩი კი არ გვინდა, არ გვაწყობს".

პორტუგალიელმა თავკაცმა თმები შეიჭრა, მაგრამ ენა არ დაუმოკლებია, მან მწარე სიტყვებისთვისაც მოიცალა: "მე ოფისში სპეციალური დაფა მაქვს, სადაც უკვე ცნობილი და შესაძლო მატჩებია გაწერილი და ძალიან რთული, დატვირთული სურათია. ამის ფონზე, ვიცით, რომ არიან გუნდები, რომლებსაც ამჟამად ბრწყინვალე ცხოვრება აქვთ, მშვენიერი ცხოვრება, როგორიც ჩვენ არ გვინდა, მაგრამ ფაქტია, რომ ისინი უქმეებზე ვარჯიშობენ, მერე ორი დღე ისვენებენ, ყველა კმაყოფილია, ყველა ერთობა, ყველას აქვს განტვირთვის დრო და 3-4 მსუბუქი დღე და შემდეგ მატჩს მოდუნებული და ძალააღდგენილი ხვდება. ისინი მომავალ მატჩს მართლაც დასვენებულები ხვდებიან და დიდი დრო აქვთ, რომ კარგად მოემზადონ, როგორც ტაქტიკურად, ასევე ყოველმხრივ, ყველა დეტალს მიაქციონ ყურადღება და მერწმუნეთ, ეს დიდი უპირატესობაა" - განაცხადა ჟოზემ.

როგორც ხედავთ, მოუმ ტრადიციულად ისროლა კენჭები კონკურენტებისა და ინგლისის ფეხბურთის ასოციაციის ბოსტანში. ხვდებით, რომ ჟოზემ კბილი "ლივერპულსა" და "ჩელსის" გაჰკრა, რომლებსაც ევროტურნირებზე სათამაშო არ აქვთ. ლიდერმა "ჩელსიმ", მაგალითად, თავიდანვე დაუქნია ხელი ლიგის თასს და ეს მატჩებიც გამოაკლდა.

ბარემ აქვე ვთქვათ ისიც, რომ ჟოზეს განკარგულებაში ბრუნდება ერიკ ბაილი, რადგან მისი კოტ დ'ივუარი აფრიკის ეროვნებათა თასს გამოეთიშა. თუმცა მცველი "ჰალთან" შეხვედრაში ნამდვილად არ იქნება.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
კოლო ტურემ სანაკრებო კარიერის დასრულება გადაწყვიტა
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
პსჟ-ს შურისძიება - როგორ ითამაშებენ ერთად ვინისიუსი და კვარაცხელია?
"ბოლოს ტიტული როდის მოიგო?" - ოუენმა "რეალი" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნის გამო გააკრიტიკა
ერიკ ბაილი - ჟოზე მოურინიოს პირველი შენაძენი
"იამალს ცოცხლად შევჭამდი. მესის ან რონალდოს ჰკითხეთ" - პატრის ევრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
ამორიმი "მილანის" ჩაბარებასთან ახლოსაა
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
მოურინიოს "რეალის" მწვრთნელად 10 ივნისს წარადგენენ
მოურინიოს სია - ჟოზემ "რეალს" ამ 6 ფეხბურთელის გაშვება სთხოვა
გამოსასყიდი თანხა 80 მილიონი - "მანჩესტერ იუნაიტედს" "სპორტინგის" მცველი სურს
"აი, ასე სამარცხვინოდ მოექცნენ რონალდოს" - პორტუგალიელის ყოფილი თანაგუნდელი
ოფიციალურად - მოურინიო "რეალში" დაბრუნდა
მოურინიოს ინიციატივით - ბერნარდო სილვამ "რეალთან" კონტრაქტი გააფორმა