ექვსი ერის ფორმატის შეცვლის საჭიროებაზე განსაკუთრებით ბრიტანული მედია აქტიურობს
დაიწყო ექვსი ერის გათამაშება და ისევ დაიწყო ლაპარაკი მისი გარდაქმნის, ტრანსფორმაციის, მისი ფორმატის შეცვლის თაობაზე. ამ თემაზე ისევ ბრიტანული მედია აქტიურობს.

ახლახან BBC.COM-ზე გამოქვეყნდა სტატია, რომლის ერთ-ერთი მთავარი პერსონაჟი ინგლისურ "ვორსტერში" მოთამაშე საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი ჯაბა ბრეგვაძეა. გთავაზობთ ამონარიდს ამ პუბლიკაციიდან:

"ავტომაგისტრალის მიმდებარედ, სპეციალურად აშენებულ სავარჯიშო მოედანზე სხვადასხვა ქვეყნის რამდენიმე მორაგბე ვარჯიშობს. ახალზელანდიელ, სამხრეთაფრიკელ, წყნარი ოკეანის აუზის ქვეყნებისა და ინგლისელ მორაგბეებთან ერთად იქ ჯაბა ბრეგვაძეც იმყოფება.

ის ქართველი მორაგბეა. შერკინების კვაჭის პოზიციაზე მან ეროვნულ გუნდში 40 კეპი მოიხვეჭა. ინგლისურ "ვორსტერში" გადაბარგებამდე ბრეგვაძე ევროპის ერთ-ერთ საუკეთესო კლუბში, ფრანგულ "ტულუზში" ასპარეზობდა. თუმცა, რაგბის თამაში მან თბილისში დაიწყო და ძალიან კარგად იცის, რას ნიშნავს რაგბი ქართველებისთვის.

"ქართველები, ტრადიციულად, ფიზიკურად ძლიერები არიან. სამწუხაროდ, ჩვენი ისტორიის განმავლობაში ბევრი ომი გვქონდა. რაგბიც ისეა, როგორც ომი.

თქვენ ვინმეს წინააღმდეგ თამაშობთ, ის ვინმე შეიძლება მეგობარი იყოს, მაგრამ მოედანზე 80 წუთის განმავლობაში ის მტერია. თქვენ მას ტკივილი უნდა მიაყენოთ, ცხადია, არსებული წესების ფარგლებში, რომ არ დაჯარიმდეთ.

ვფიქრობ, სწორედ ამიტომ გამოგვდის უკეთესად თამაში შერკინებაში. მორკინალებით მძლავრი იერიშის განხორციელება ჩვენთვის უფრო მოსახერხებელია. ჩვენ ბოლომდე თავდადებით, მთელი გულით ვთამაშობთ. თუმცა, საყოველთაოდაა ცნობილი, რომ ჩვენი სარაგბო უნარ-ჩვევები უმაღლეს დონეზე განვითარებული არ არის", - თქვა მან.

ლელო ძველი ქართული თამაშია, საიდანაც გუნდის მეტსახელი წარმოდგება (Lelos - მსოფლიოში ამ თიკუნითაა ცნობილი საქართველოს ნაკრები). ეს არის თამაში, რომელშიც სოფელი სოფელს ებრძვის ბურთის მოსაპოვებლად ტრიალ მინდორში. საქართველოს რაგბის ისტორიის უნიკალური ვერსია აქვს.

თუმცა, პრობლემა სხვაა. ეს მომავალია. როგორ უნდა მოხერხდეს, რომ ქართველი მორაგბეების უნარ-ჩვევები უმაღლეს დონეზე განვითარდეს?

საქართველოს ნაკრებს მისი სტატუსი აღარ აკმაყოფილებს. მათ ერთა თასი, რომელსაც ახლა "რაგბი ევროპის ჩემპიონატი" დაარქვეს, ზედიზედ ექვსჯერ მოიგეს. 2015 წლის მსოფლიოს თასზე ქართველებმა ორ მატჩში გაიმარჯვეს და შესანიშნავი ბრძოლა გაუმართეს ვებ ელისის თასის მომავალ მფლობელ ახალი ზელანდიის ნაკრებს.

წლევანდელი ექვსი ერის გათამაშების დაწყების წინ საქართველო მსოფლიოს რეიტინგში მე-12 იყო. იტალია მას ერთი საფეხურით ჩამორჩება.

ექვსი ერის გათამაშებიდან ბოლოადგილოსნის დაქვეითების იდეა კატეგორიულად გამორიცხა ტურნირის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯონ ფიენმა. ყოველ შემთხვევაში, უახლოეს მომავალში ეს არ იგეგმება. ამის თაობაზე ქართველებისთვის კარგადაა ცნობილი და აქვთ საკმაოდ საინტერესო იდეა.

BBC-სთან საუბარში საქართველოს რაგბის კავშირის ოპერაციების ხელმძღვანელმა თქვა, რომ კარგი იქნებოდა, თუ ნეიტრალურ მოედანზე გაიმართებოდა უბრალოდ საჩვენებელი, "შოუ მატჩი" ექვსი ერის ბოლოადგილოსანსა და "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" გამარჯვებულს შორის. ასეთი გუნდი, თითქმის ბოლო ათწლეულის განმავლობაში საქართველოს ნაკრებია.

ქართველები ამბობენ, რომ კი ბატონო, არ იყოს ეს თამაში ექვს ერში გადასასვლელი. მიუხედავად ამისა, ის მაინც ძალიან საინტერესო იქნებაო.

ამ წინადადებით ჩვენ ჯონ ფიენს მივმართეთ.

"დარწმუნებული ვარ, რომ ეს შეხვედრა მართლაც საინტერესო იქნება, თუმცა, მას მაინც ჩვენი ტურნირის კონტექსტში შეხედავენ. ის, რაც საქართველოსთვის კარგია, აუცილებელი არ არის, კარგი იყოს ჩვენთვისაც", - გვიპასუხა მან.

იტალიის ნაკრები ექვსი ერის გათამაშებაში 2000 წელს ჩაერთო და ბოლო ადგილზე თერთმეტჯერ გავიდა. ცალკეულ მატჩებში იტალიელებმა ექვსი ერის ყველა გუნდის დამარცხება შეძლეს, ინგლისის ნაკრების გარდა. ცხადია, იტალიელთა ამ მაჩვენებლებით ექვსი ერის პატრონებიც უკმაყოფილონი არიან.

"იტალიის ნაკრებს ისეთი პროგრესი აქვს, როგორიც სასურველია?" - კითხვა დასვა ჯონ ფიენმა. "რა თქმა უნდა, არა. თუმცა, ისინი ყველანაირად ცდილობენ, რომ სხვა გუნდებს დაეწიონ და ეს ჩვენ უნდა წავახალისოთ", - დაასკვნა მან.

წლეულს, მოგვიანებით, საქართველოში მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატი ჩატარდება. ჯაბა ბრეგვაძეს მიაჩნია, რომ რაგბის მიმართ ინტერესი ძალიან გაიზარდა. ახლა 50 ათასზე მეტი მაყურებელი მხოლოდ რუსეთთან თამაშზე არ დადის, არამედ სხვა ნაკრებებთან მატჩებიც დიდ ინტერესს იწვევს.

უქმეებზე საქართველოში ბევრი არაფერი ხდება. როცა იციან, რომ მათ გუნდს მოგება შეუძლია, მაყურებელი მრავლად მოდის და პოზიტიურ ატმოსფეროს ქმნიან. საქართველოს ნაკრები 20 ქულით მოიგებს, 40 ქულით თუ ხუთით, მნიშვნელობა არ აქვს. ისინი ამაყობენ თავიანთი გუნდით და ბედნიერნი არიან. ეს დიდი ამბავია მთელი ჩვენი ქვეყნისთვის.

"ნოემბრის ტესტებზე შოტლანდიაში მარცხის მიუხედავად, მაინც მგონია, რომ რაც შეიძლება მეტი უნდა ვითამაშოთ ჩვენზე ძლიერ გუნდებთან. მხოლოდ ამ გზით შევძლებთ განვითარებას და წინსვლას", - თქვა ჯაბა ბრეგვაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
ექვს არში თუ ჩაგვრთეს,პირველ წელს ალბათ ვერა,მაგრამ მეორე წელს აუცილებლად გავიმარჯვებთ რომელიმესთან.ჩვენი ბიჭების ჟინი და თავდადება რომ ვიცი,მჯერა ასე იქნება,სულ წაგებას ვერ აიტანენ და მათი თამაშის ტემპსაც შეეგუებიან.შოტლანდია კი მართლა ძალიან კარგ ფორმაშია და ეს ექვსი ერის პირველ ტურშიც გამოჩნდა.
რეზო
მსოფლიოზე თუ გავაგორეთ რომელიმე ექვსიდან კი გაგვეხარდება :-)
გვაქვს თუ არა რეგრესი? - "ბორჯღალოსნების" მიერ გამართული ივლისის ტესტების შეჯამება
მეცხრე ადგილი მსოფლიო ჩემპიონატზე - საქართველომ შოტლანდია დაამარცხა
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
დარვინ ნუნიესი კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
"თუ სათამაშო დრო გსურს, კარი ღიაა" - პსჟ-მ მატვეი საფონოვთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
[VIDEO] ისეთი ჩხუბი ატყდა, გუნდელმა გუნდელს დაარტყა - არეულობა "ბეტისისა" და "კომოს" ამხანაგურ მატჩში
პსჟ-მ შეკრება დაიწყო - "ლივერპული" მათი ორი შემტევის შეძენას გეგმავს
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
ლეგიონერები: ბრეგვაძისა და ლობჟანიძის ლელოები
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
ჯაბა ბრეგვაძე: სულ მალე მსგავსი შეხვედრები ჩვენ სასარგებლოდ დასრულდება
"ვიცი, ექვსი ერის მესვეურებს ნერვებს მოგიშლით, მაგრამ მიეცით საქართველოს შანსი!"
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
BBC: საქართველო ექვსი ერის ქვეყანაა?
აქ არაფერი იცვლება - დღეს სტარტს ექვსი ერის გათამაშება აიღებს
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
ჯაბა ბრეგვაძე: ფორმის შესანარჩუნებლად სახლში ვვარჯიშობ
ექვსი ერის დირექტორი: ამ ტურნირში არ არის თავისუფალი ვაკანსიები
ჯაბა ბრეგვაძე: "ბორჯღალოსნების" კვართით თამაშს ფასი წინა თაობებმა შესძინეს
ჯაბა ბრეგვაძემ "სანვულვზთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ექვსი ერი მსოფლიო რაგბის მიერ შემოთავაზებულ "მსოფლიო ლიგის" ფორმატის განხილვას დათანხმდა
სავსე ტრიბუნების დროა!
6 ერი + საქართველო - ინგლისი მხარს დაგვიჭერს?
საქართველოს კარგი სარაგბო გენები აქვს - კომპლიმენტი ინგლისის ნაკრების თავკაცისგან
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
ლეგიონერები: ბრეგვაძემ ზე-რაგბის სეზონი ლელოთი გახსნა
დღის კარიკატურა: 6 ერი საქართველოსთვის კარის გაღებას არ აპირებს
საქართველო ექვს ერშია - ჯერ მხოლოდ ერთი მსაჯით!