შეჭამა, ძმაკაცებს ფული მოაგებინა, წავიდა...
ინგლისის ასოციაციის თასი მსოფლიოს უხუცესი საფეხბურთო ტურნირია და ამ უძველეს და უმდიდრეს ტურნირს რა არ უნახავს და რა არ ახსოვს, მაგრამ ამდენი ქვედალიგელი ერთად გასულიყოს მერვედფინალში… ეს პირველად მოხდა.

თანაც, ქვედალიგელიც არის და ქვედალიგელიც. გიჟმაჟი ფანებით დამუხტული რანგითა და რიგითობით მესამე ლიგის გუნდი "მილუოლი" ტიტულისთვის ბრძოლას აგრძელებს, ისევე, როგორც მეხუთელიგელი "ლინკოლნი", რომელიც "არსენალს" დაუპირისპირდება, "მეთოფეებს", რომლებმაც მეექვსელიგელი (!) "სატონის" გმირული და ზღაპრული დაპირისპირება დაასრულეს.

სამაგიეროდ, "სატონი" ბევრისთვის სამაგალითოდ იქცა და ამ გუნდმა ბევრი სახალისო მოგონებაც დაგვიტოვა. მაგალითად, ის, რომ მატჩამდე კლუბის სათადარიგო მეკარე უეინ შოუ, რომელიც 125 კილოგრამს იწონის, სათადარიგოთა სკამთან გაზონს აწესრიგებდა. ხოლო მატჩის მსვლელობისას უეინ შოუ კადრში ღვეზელის ჭამისას მოხვდა და ინტერნეტსივრცე დაიპყრო კიდეც. ყველა გახალისდა იმით, თუ როგორ გემრიელად ილუკმება მსუნაგი შოუ.

აღსანიშნავი ფაქტი დაფიქსირდა მატჩის დაწყებამდეც, როდესაც სატონის კაპიტანმა თეო უოლკოტს (რომელიც "არსენალს" კაპიტნობდა), ტრადიციულად, ე.წ. ვიმპელი გაუწოდა, მაგრამ სანაცვლოდ ვერაფერი მიიღო, რადგან კონკრეტულად უოლკოტს ან ზოგადად, "მეთოფეებს" თავიანთი ვიმპელი დაავიწყდათ ან უბრალოდ, საჭიროდ არ ჩათვალეს პატარა მეტოქესთან ასეთი ცერემონიის აუცილებლობა.

ამას სოციალურ ქსელებში ძალიან ცუდი გამოხმაურება მოჰყვა, უოლკოტი და "არსენალი" უპატივცემულობისთვის გააკრიტიკეს. მოგვიანებით კი გავრცელდა ფოტო-ვიდეომასალა, რომელზეც ჩანს, რომ მატჩის შემდეგ უოლკოტი გასახდელში ესტუმრა "სატონის" მოთამაშეებს და მათ ავტოგრაფები ჩამოურიგა… ისინი შეურაცხყოფილად სულაც არ გრძნობდნენ თავს, პირიქით, ძალიანაც ბედნიერები გახლდნენ.

უეინ შოუ კი, შესაძლოა, ინგლისის ფეხბურთის ასოციაციამ დააჯარიმოს. საქმე ის არის, რომ ზოგიერთ საბუკმეკერო კანტორაში გამოჩნდა პოზიცია - "მოხვდება თუ არა უეინ შოუ კადრში ღვეზელის ჭამის დროს?".

ამ პოზიციაზე ფსონი რამდენიმე ადამიანს გაუკეთებია და ამ საკითხთან დაკავშირებით გამოძიებაც უნდა დაიწყოს. შოუს თქმით, მას რამდენიმე მეგობარი ეხუმრა, აბა, თუ შეჭამ ღვეზელს თამაშისასო, მეც ვუთხარი, რომ ამაში პრობლემას ვერ ვხედავდი და არანაირი სხვა ჩანაფიქრი არ ყოფილა. ეს არც ჩემს თანაგუნდელებს სცოდნიათ, მარტო 3-4-მა ადამიანმა თუ იცოდა და ისინიც მცირე თანხას თუ დადებდნენ, მატჩის ბილეთის ფასი რომ აენაზღაურებინათო.

მოგეხსენებათ, რომ წესების თანახმად, ფეხბურთელს საკუთარ მატჩებზე ფსონების კეთების უფლება არ აქვს და, ბუნებრივია, არც რაიმე ინფორმაციის მიწოდების უფლება აქვს სხვებისთვის.

თუმცა ეს ერთგვარად უნიკალური და იშვიათი შემთხვევაა, რომელსაც ალბათ გამოძიებაც გაითვალისწინებს და ასოციაციაც და სერიოზული ნაბიჯები არ მოჰყვება. მით უფრო, რომ შოუ უკვე გვარიანად დაზარალდა - სკანდალის აგორების შემდეგ კლუბმა მას გუნდიდან წასვლა სთხოვა და უნიკალური აღნაგობის ფეხბურთელმაც, ოღონდ თქვენ კარგად იყავითო და... წავიდა.

- ინგლისელი მეკარე მატჩის დროს ნამცხვრის ჭამის გამო შესაძლოა დასაჯონ [VIDEO]

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კახა ქირია
ბექას-ნუ როგორ ეწერა იცი ბექა, თხოვეს რო გუნდი დაეტოვებინა და ეგეც წამოვიდა...აი ტოტალიზატორში რო გამაზეს მაგის მეგობრებმა იმის გამო,დისკვალიფიკაცია მაინც არ ასცდებოდა თან დაუდასტურა რომ ვთქვიო.მაგრამ ეგრევე იშოვა სამსახური.აქ ესე წერენ,ასე რომ.აბა ჰე,წარმატებები!
beqa
კახა მართლა ამბობ თუ ხუმრობ? მართლა გააგდეს?
კახა ქირია
გუნდიდან გაუშვეს მაგრამ ტიპმა უცბად იშოვა სამსახური, სუპერმარკეტების ქსელმა დეგუსტატორის თანამდებობა შესთავაზა. მაგარი ტიპია.
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა