ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ მატჩში „იბერია 1999“ გასვლაზე „ლარნეს“ დაუზავდა - 0:0.

სტუმრები ხელოვნურსაფარიან მოედანზე თავიდანვე დაეუფლენ უპირატესობას, სელიმოვიჩმა გაიტანა კიდეც, მაგრამ თამაშგარე დაფიქსირდა. თუმცა, თანდათან მასპინძლებმა უფრო აქტიურად შეუტიეს და ორი კარგი მომენტი შექმნეს, როდესაც ახლო მანძილიდან გრეჰემის და კოსგროვის დარტყმული ბურთები მაკარიძემ მოიგერია.

შესვენების შემდეგ თამაშის სურათი არ შეიცვალა, დიდი ვერაფერი სანახავი იყო და საბოლოოდ ფრე დაფიქსირდა.

საპასუხო შეხვედრა 11 აგვისტოს გაიმართება და თბილისური გუნდი ვალდებულია ჩრდილოირლანდიელთა ბარიერი გადალახოს, რომელიც წინა ეტაპზე, ორრაუნდიან დაპირისპირებაში „ცრვენა ზვეზდასთან“ 0:9 განადგურდა.

ევროპა ლიგის პლეი-ოფში გასვლის შემთხვევაში, “იბერია 1999“-ის მეტოქე პოლონეთის „იაგელონიასა“ და შოტლანდიის „რეინჯერსს“ შორის გამარჯვებული იქნება. იმ შემთხვევაში, თუ თბილისური გუნდი "ლარნესთან" დამარცხდება, კონფერენს ლიგაზე გადაინაცვლებს, სადაც "ლინკოლნ რედ იმპსისა" და "ომონიას" შორის წაგებულს დაუპირისპირდება.

ლარნე. „ინვერ პარკი“

ლარნე - იბერია 1999 0:0

იბერია 1999: მაკარიძე, ჯინჯოლავა, სელიმოვიჩი, ამისულაშვილი, ქობულაძე, დადიანი, ბართიშვილი (ძაგანია 60), ქარდავა, კუცია (ალჰასანი 78), ნაჭყებია, სიხარულაშვილი

საჩინო
ეს იყო ტანჯვის 90 წუთი.კი, გასათვალისწინებელია წინასამატჩო სირთულეები ,მაგრამ მლად ასეთი უსახურობა ,მაინც მიუღებელია და გულს კლავს. რატომ ,რატომ ასეთი შეშინებულები ჩვენი ფეხბურთელები? თავის თავის რწმენადაკარგულები? მეტოქის საჯარიმო მოედნიდანაც კი თავისი მეკარისაკენ ეძებენ პასის მიწოდებების გზას. რატომ უკან პასი ,როცა წინ თავისუფალი სივრცე გაქვს და უპრობლემოდ შეგიძლია მოძრაობა? ტექნიკა? პირდაპირ საოცარია,როცა ჩვენ ფეხბურთელს 10,15 მეტრიანი პასის გასაკეთებლად მთელი კორპუსით ჭირდება შებრუნება იმ მხარეს საითაც პასის გაკეთებას აპირებს. ამ მხრივ მაინც ,ხომ ვიყავით გამორჩეულები, აქ რაღა ჯანდაბა და დოზანა დაგვემართა?
გეგი
თუ გავიდნენ ვაი ასეთ გასვლას :(
goga
ერთ მნიშვნელოვან დეტალზე მინდა დვფიქრდეთ ყველა, ვისაც ქართულ გუნდებზე გული შეგვტკივა. როგორ ხდება, რომ ყველაზე "წყალწაღებული" გუნდები, მათ შორის მოყვარულებიც, ჩვენთან თამაშისას, ტაქტიკურად გაცილებით გამართულად გამოიყურებიან? რატომ ეტყობა ე.წ. "მწვრთნელის ხელი" ყველას, ხოლო ქართველებს "ეზოს ფეხბურთს" გარდა არაფერი?
R.M.
კომენტატორები 0, ტრანსლაციის ხარისხი 0, თამაშის ხარისხი 0... ნევროზი ავიკიდე ))
რა დრო იყო
ეხლაც მახსოვს ვისლასთან თამაში და მერე ჯგუფის კენჭისყრაც.. 13 მაისიც მახსოვს, დავრბოდი დინამო დინამოს ვიძახდი..კიდე მინდა ვირბინო... ჟალგირისი მეზიზღება სამუდამოდ
ჰმმმ
და რო გავიდნენ ჯგუფში იქ ყველა თამაშს წააგებენ თან ისე, რომ თვით დიდი ჟალგირისი მოგვენატრება.
თორნიკე
იმაზეც თუ ვილაპარაკებთ, როგორ მოინდომეს გუნდის მენეჯმენტის ოჯახის წევრებმა 5 წლიანი ბრიტანეთის ვიზების დათრევა ჯგუფური ვიზის მოთხოვნისას, არიქა გამოვრჩეთო, ან ბელფასტის აეროპორტი ყველა ბორტს ვერ ღებულობს და დაბალი კლასის ბოინგ 737ებს დაშვების ლიცენზია არ აქვთ, იქნებ უფრო ჩვენი მენეჯმენტის უუნარობაზე გვესაუბრა ვიდრე იმათ მიერ დაბრკოლებებზე. ბრიტანეთს ჩრდილოეთ ირლანდია მუწუკად ყავს და არავინ ლონდონიდან მაგათ დასაცავად საელჩოში არ დარეკავდა. ასე რომ პატარა ქვეყნის კომპლექსებს მოვეშვათ და შეთქმულებების თეორიებს კიდევ. გავიდეთ მესხზე და დავარბიოთ სპორტულად თუ მაგრები ვართ. ეს გუნდი 2 წლის წინ ჯგუფში იყო, არ დავაფასებთ და ჩვენც გამოგვაბუნძულებენ!
master
არანაირად არაა იბერია აქ ფავორიტი,50-50 ზეა შანსები...ერთადერთი მწვრთნელის იმედი მაქვს რომ.დემჩენკო რამეს მოახერხებს...ეს ფრენის დაგვიანება,ხელოვნური და ვიწრო მოედანი ყველაფერი მიზეზებია და მეტი არაფერი აბსოლუტურად...როცა პროფესიონალი გქვია ასეთი რამეები არ უნდა მოქმედებდეს შენზე და ასეთი რამეების გამო ამაზრზენ თამაშს მოყვარულებთან არ უნდა ამართლებდე...სხვათაშორის მეორე სავარაუდო მეტოქე წაგების შემთხვევაში გიბრალტარის ლინკოლნი ამ.ლარნზე გაცილებით ძლიერია...
გიორგი 61
ახლობლები არიან
123
სიმართლეა სამწუხაროდ
მდააა
არადა ესენი სახლში უარესად თამაშობენ …იმედია ისინი გასვლას ამათზე უარესად თამაშობენ ….ან ოკ გავედით ჯგუფში იქ რა უნდა ვქნათ მე ამათ ეგეთ თამაშებს ვერ ვუძლებ გუშინ 15 წუთის შემდეგ აივნიდან ვადევნებდი თვალს ანგარიშს …
გიორგიპირველი
თამაშის წინა მოვლენებზე ბევრი რამე დაიწერა და იმებს აღარ შევეხები, მაგრამ ერთი დეტალი გამორჩათ კომენტატორებს (ეგეც მაგათ პროფესიონალიზმზე მეტყველებს) - კერძოდ ის, რომ მოედანი იყო აშკარად ვიწრო. იძახელ მთელი თამაში, როგორ კომპაქტურად და კარგად თამაშობდა მეტოქე დაცვაში. გადავამოწმე და ეგ მოედანი უეფას 1-2 დონეებს აკმაყოფილებს და მისი სიგანე 60,8 მეტრია. "ლოკომოტივის" სტადიონი, რომელიც უეფას ყველა სტანდარტს აკმაყოფილებს 68 მეტრი უნდა იყოს წესით. ჰოდა რვა მეტრით ფართო მოედანზე რომ გამოვლენ, მერე ვნახოთ, როგორ კომპაქტურად იდგებიან ტექნიკურ გუნდთან. მე მგონია, ძალიან დამაჯერებლად უნდა მოიგოს "იბერიამ".
Jordan beli
იბერიამ რომც წააგოს და სულაც ჯგუფშიც რო შევიდეს ქართულ ფეხბურთში არაფერი შეიცვლება. რაღაც პატარა გამონათებები იქნება რომელსაც დიდი წარუმატებლობა მოჰყვება.სულ რო ფედერაციაც შეიცვალოს,ხელუსუფლებაც და რავი რის შეცვლაც შეიძლება ყველაფერი რო შეიცვალოს სანამ ფეხბურთზე ვარჯიში ხელმისაწვდომი არ გახდება ბავშვებისთვის ნაკლებად შეძლებული ოჯახებიდან და სანამ არ მოისპობა ბავშვთა ფეხბურთში კორუფცია და ნაცნობ მეგობრობა არაფერი არ გამოვა ამ საქმიდან.თუკი ღარიბ ბავშვს მიეცემა საშუალება ივარჯიშოს ფეხბურთზე,თუკი მწვრთნელები იქნებიან კეთილსინდისიერი და ფულზე არ იქნებიან დახარბებული ათ წელუწადში წამოვლენ ჩივაძეები,გუცაევები,ყიფიანები,შენგელიები და ა.შ. თუ არადა ერთი კვარაცხელია ყოველთვის გვეყოლება რომელიც ,,გაზაფხულს" ვერ მოიყვანს ქართულ ფეხბურთში. P.S. ხვიჩას მამაც რო არ ყოფილიყო ფეხბურთში ცნობილი კაცი დარწმუნებული ვარ ხვიჩაც დაიკარგებოდა
გგ
მინდა, რომ ქვეყანამ რამით გამოხატოს პასუხი იმ ყველაფერზე, რაც იმათ იკადრეს. ვიზები არ სჭირდებათ, რომ ბოლო წუთზე გავცეთ, ამიტომ, კარგი იქნება, ჩვენს აეროპორტში პასპორტ კონტროლს დასჭირდეს რამდენიმე საათი, “ტექნიკური პრობლემების” ან “გადამოწმების” გამო.
დათო
საზიზღარი სანახავი იყო ეს ყველაფერი. 2 პასი ვერ გადააბეს, კარში ვერ დაარტყეს. რა შუაშია მიზეზების ძიება, ხელოვნურ საფარზე თამაში (სხვებიც თამაშობენ და იგებენ), ჩასვლა დააგვიანეს (თავისივე უთავბოლობის ბრალია მერე, ვიზაზე განაცხადს რომ დროულად არ გააკეთებ და ტექნიკური მოთხოვნების შესაბამის თვითმფრინავს არ დაჯავშნი). ან კაპიტანი ვინც არის, საერთოდ გუნდში არ არის გასაჩერებელი, რამდენჯერ დაკარგა სრულიად უაზროდ ბურთი. ბართიშვილი ლონდონის არსენალში გადადის თუ ტულის?... რომ შევაჯამოთ, ორად ორი ფეხბურთელია მხოლოდ ვინც რაღაც ელემენტარულ დონეს მაინც აკმაყოფილებს - მაკარიძე და სელიმოვიჩი.
ხეჩო
ნეტავ ეს კუცია იმ კუციასი რა არის დინამოში „მეკარედ “რომ იყო.
თეთრი ბულდოზერი
ამათზე კარგად მე ვითამაშებ იმის მიუხედავად რო ბავშვობის მერე არ მითამაშია, აზზე არ არიან არაფრის ვინც უყურეთ თამაშს თქვით რამე რა ხდება, ყველა გუნდი ეგეთი ბანძი როგორაა... ჰაააა
მააშ
არ მოუგებენ ლარნეს დამიჯერეთ!!! მარა ეგლაც ვერ გამიგია ჟალგირისმა 7 ბურთი როგორ უნდა გაგიტანოს.. ლუქსემბურგთან სახლში როგორ უნდა წააგო ძირითად დროში.. სან მარინო კიდე მარტო ჩვენ გვიგებს გადახედეთ..
ავტთნდილი
ჩვენ რომ ამის ნახევარი სავიზო და სხვა ხელოვნური დაბრკოლებები შეგვექმნა, ირლანდიური გუნდი უეფაში გვიჩივლებდა და ტურნირს დიდი ფულადი ჯარიმით დაგვატოვებინებდნენ. რას ფიქრობთ ბიჭებო? წამოიღეთ 1 ქულა იქედან და დავივიწყეთ ყველაფერი?არ ვაპირებთ ჩივლებას? მაგარი კაი ბიჭური საქციელი გამოდის.
zaza
დავიწყოთ იქით რომ იყო ობიექტური ფაქტორი, ჯერ ერთი აკლიმატიზაცია რომ აუცილებელია ამაზე ორი აზრი არაა და ფეხბურთელი თამაშისთვის უნდა მოემზადოს სათანადოდ რომ მოედანზე მაქსიმალური შედეგი დადოს, ფაქტიურად თამაშის დღეს ჩავიდნენ. მეორე მოედნის საფარი რა იყო ქვიშა იყრებოდა აქეთ იქით. ეს ფაქტორები კლასით ბევრად მაღალი დონის გუნდისთვის პრობლემა არ იქნებოდა მაგრამ ჩვენი რეალუობა სხვაა უეფას რეიტინგში რომ გადავახედოთ საკლუბო დონეს მივხვდებით, როგორც ვართ. დინამოს კატასტროფა, მანამდე დილას და ტორპედოს უსუსური თამაში, ამის ფონზე იბერია ასე თუ ისე თამაშობს ფეხბურთს. ჩრდილოეთ ირლანდიელები ფიზიკურად კაი ჯანზე არიან და ბურთის გაგორებაც მეტ ნაკლებად შეუძლიათ. თბილისში თუ ლარნეს ვერ მოვუგეთ არ უნდა გვქონდეს ამბიცია რომ კონფერენს ლიგაზე ვითამაშოთ, მგონია იბერია გადალახავს ამ ბარიერს.
Gia
აღარ მინდა ძმაო ამ მუქთახორების შენახვა ბიუჯეტის ფულით, ხალხის კვირაში 70-80 საათს გიჟივით ვმუშაობთ, გადასახადებს ვიხდით და რატო? ამათი პაესტკები რო ვაფინანსოთ და უბნის გუნდებთან წააგონ? 10-30 ათას ევრო აქვთ ხელფასი და ცოტაა, მე რო 200 მაქვს და მე მავალდებულებთ მაგათ შენახვას მე ბევრი მაქვს? ვისაც უნდა ამათი შენახვა მივიდეს და იყიდოს ბილეთი ან კლუბს შესწიროს, გააჩერეთ ბიუჯეტიდან დაფინანსება
ტიტე
მოედნის, ვიზების დაგვიანების და დამღლელი მგზავრობის ბრალია ვითომ ამათი მძლეთამძლეობა (მიხვედრილი მიხვდება რას ვგულისხმობ)? უნიათო, უსურვილო, უტექნიკო, უჯიგრო ყველაფერი "უ" და კიდევ ვამბობთ მისაღები შედეგიაო, კი ბატონო ვთქვათ შეძლეს და თბილისში მოიგეს წვალებით, მერე?
Lelo
ამ გუნდს ᲗბილისᲨი მინიმუმ 3-0 უნდა მოუგონ უნდა გაუგორონ და ყველაფერი Თავის ადგილზე დადგება.
ნელსონ მანდელა
70/30%-ზეა შემდეგ ეტაპზე გასვლის შანსები იბერიას სასარგებლოდ. თბილისში ნამდვილ სტადიონზე გამოჩნდება სხვაობა კლასში, სტადიონი თუ გაივსო პირველ ტაიმში მინიმუმ 2-0 იქნება
ფარნა
გეყოფათ ახლა. რა თამაშს ელოდებოდით ამ ჯოჯოხეთურ პირობებში? უეფა არის უგერგილო სბროდი. მადლობა ვთქვათ ის მფრინავი ტაქსი რომ არ ჩამოგვიგდეს.
ალფა
ვიზების გაცემა მაქსიმალურად დააგვიანეს, მერე თვითმფრინავს არ აუნთეს მწვანე შუქი შეფრენაზე და ფორსმაჟორში მოუწიათ ჯეტით მგზავრობა დანაწევრებულ გუნდს. ადგილზე ჩასულებს ავტობუსი არ დაახვედრეს. პრაქტიკულად დაქანცულებმა და გამოუძინებლებმა ითამაშეს და არ წააგეს ხრეშიან ხელოვნურ მოედამზე. პრაქტიკულად პირდაპირ თამაშზე გავიდნენ ჩაფრენისას. უეფას სინდისზე იყოს ესეთ ხარახურებს რო აბლატავებენ. ამ პირობებში არაა ისეთი შედეგი როგორც გინდათ დახატოთ. ბართიშვილზე მერე წერეთ, როცა მოედანზე იქნება თამაში.
zura222
ვერ გავიგე რა გინდათ ამ ბიჭებისგან ? 4 საათით ადრე ჩავიდნენ დასვენებაც ვერ მოასსწრეს ვერც უჩვეულო ხელოვნურ მოედანზე ვერ ჩაატარეს ვარჯიში დამასპინძლები კი კარგად დასვენებულები თავიანთშეჩვეულ მოედანზე იყვნენ ! აი ვნახავთ იმათ გაპუტვას აქ თბილისში !

შედეგი ჯანდაბას,მისაღებად ჩავთვალოთ,მაგრამ თამაში თამაშად, რა ნამუსით ჩავთვალოთ?ცუდი მოედანი,ბურთზე მუშაობას გიშლის,დაღლილობა სირბილს,მაგრამ აზროვნებაც რომ არ ჩანს?პირველ ტაიმში მასპინძლები ფრთხილობდნენ და წინ მცირე ძალებით რომ მოდიოდნენ,რამდენჯერმე მოხდა,როცა აუტზე გადავაგდეთ და აუტს რომ აწვდიდნენ,მხოლოდ ერთი მათი კაცი მიდიოდა,ბურთის მისაღებად.მის გარშემო,3,4,5 კაციც კი იდგა ჩვენი და მაინც დაუბრკოლებლად აღებინებდნენ ბურთს.მაგასაც მწვრთნელის დარიგება სჭირდება,რომ ერთი კაცი მაინც მასთან ახლოს მისულიყო?ყურპანტურებივით დგანან და სანამ აცეს არ დაუძახებ,ადგილიდან დაძვრას ვერ მოიფიქრებენ.რა სტადიონი,რა გუნდია,ხომ ვნახეთ და ეგენიც კი სჯობნიდნენ თამაშის ორგანიზაციაში.ბართიშვილი ჯერ ისევ ბავშვია და გამოჩნდა,რომ მასზე თამაშის შედეგზე პასუხისმგებლობის აკიდება,ჯერ ძალიან ადრეა.ისევე როგორც თორნიკე კვარაცხელიასთვის და სხვა,ძალიან ახალგაზრდა ბიჭებისათვის.ეს სიტყვები, მათი კი არა, მათი ასაკოვანი თანაგუნდელების საყვედურია,პატარა ბიჭების ზურგს რომ ეფარებიან.
დდდ
მართლა არ მესმის, რა უფლებით ითხოვთ ზოგიერთები 16-17 წლის ბავშვებისგან ისეთ თავდადებას, როგორი მაგალითის მიმცემიც გვერდში არავინ ჰყავთ?!... თანაც ხელოვნურ საფარზე, სადაც ტრავმის მიღების ალბათობა ერთი-ორად იზრდება?!... იცით, რომ მაგ ასაკში მიღებული ტრავმა შეიძლება კარიერის ფასად დაუჯდეთ?!... იქნებ, ფიქრობთ, რომ მაგათი ბრალია, თუ ისეთ კლუბებში ირიცხებიან, რომლებიც სოფლის გუნდებთანაც ბუქსაობენ?!... ცოტა აზრზე მოდით და საკუთარი თავები გაიხსენეთ მაგ ასაკში, ყველა ვერ იქნება დავითი და ერეკლე...
ზიტო
მე მგონი ამ ირლანდიურმა გუნდმა საერთაშორისო ტურნირზე ფრეს პირველად მიაღწია, სულ წაგებებია აქვს თუ არ ვცდები
გიგო პაპა
რა, ბართიშვილი რომ გაიყვანა, უკეთ ათამაშდა იბერია? ბიჭს ლამის სამი კაცი იჭერდა და მთლიანად გაეხსნათ ხელ-ფეხი. ))) ვინც შემოიყვანეს ხომ დაბდღვნეს მოედანი რას ამბობ....
მეზღვაური
,მარცხენა მცველი,ცენტრალური ნახევარმცველი და პლუს ცენტრ ფორვარდი სჭირდება გუნდს!ამისულაშვილი და განსაკუთრებით სელიმოვიჩი კარგად იდგნენ დღეს დაცვაში. ასეთი თამაშით გაგვიჭირდება რომელიმე ევროტურნირის ლიგის ფაზაში შესვლა! ისე ლინკოლნი და ომინიაც ლარნეზე უკეთესი გუნდები არიან და ჯობია ლარნეს ბარიერი გავიაროთ და ისე გავინაღდოთ კონფერენს ლიგა,ვიდრე წავაგოთ და ფლეი-ოფის იმედზე ვიყოთ! მაგრამ ერთი ფაქტია: წელს იბერია გასვლაზე უკეთ თამაშობს ვიდრე თბილისში! ასე იყო ფლორასთან და ასევე სლოვანთანაც.იმედია ლარნესთან ეს ნავსიც გატყდება! ნუ გუნდს რომ გაძლიერება სჭირდება და ძირითადი შემადგენლობის 80% ვერ აკმაყოფილებს რომელიმე ევროტურნირის ძირითადი სტადიის დონეს ეგ ფაქტია. ასევე იმედია ჯინჯოლავა არ გამოტოვებს განმეორებით მატჩს ყვითლების გამო,თორემ სხვა ნომინალური მარცხენა მცველი არაა გუნდში!
ჯადო
რაც კაპიტანი ყავთ, ისიც გუნდია. ეტყობათ რომ ნაცნობობით არიან მოხვედრილი გუნდში. ან ეს ნიგერიელი ალ-შიმაქი სად იპოვეს? მოკლედ, ნაჭყებიას გარდა ფიზიკურად არც ერთი არაა მზად, აკლიათ სწრაფი აზროვნება და ამიტომაც უჭირთ ბურთის ამოტანა. ვერასდროს ითამაშებენ ვერც ქართული გუნდები და ვერც ნაკრები პრესინგს, რომელიც ამ სოფლის გუნდმაც კი ითამაშა მთელი შეხვედრის მანძილზე. 11 ნაჭყებიაა საჭირო, რომ პირველ ნონრად ითამაშო და თანაც ცენტრი უნდა გყავდეს მობილური. გინდაც გავიდნენ, რა აზრი აქვს ამათ ჯგუფს? ობოლაძემ დასცინა მეტოქეს მეცხრე კლასელები არიანო. მაშინ იბერია მეორე კლასელიც არაა. რა ხელისშემშლელი ფაქტორები, ხალხი ელემენტარულად ვერ დაარბის, ყველა მაკარიძეს ტენის ბურთს ცენტრიდან.
პეტრე დიაოხი
დაეშვით მიწაზე ქართველებო, ზემოდან რომ ვუყურებთ ყველას იმიტო ვართ ბოლო ადგილზე რეიტინგში. არავისზე მეტი არ ვართ დღეს საკლუბო ფეხბურთში და მადლობა უთხარით მაკარიძეს ფრე რომ მოგვაქ ირლანდიიდან
Roma
რამდენს გაუხარდა ფრე დისლაიქი დამიწერეთ. მე პირადად ჩემივე კომენტარზე დიზლაიქსს დავსვამ
Roma
ასეთი თამაში აშკარად იბერიაზე სუსტ გუნდთან საქმე არ გვაქვს ევროტურნირზე. ძმობას გაფიცებთ ფეხით იარეთ ირლანდიამდე? მინიმუმ 1 ტაიმი უნდა გერბინათ სულ რომ 1 საათის ჩასულები ყოფილიყავით. ბიჭო ერთხელ როგორ ვერ დაარტყით 46 წუთის განმავლობაში კარში სირცხვილია თან ისეთ გუნდთან საზიზღარი რეიტინგი რომ აქვს. ასეთი მარტივი კალენდარი არცერთ ქართულ გუნდს არ ქონია თავის არსებობის ისტორიაში და არ გაანიავოთ.
Superman
ამას ერქვა ბურთთან ერთად სირბილი მოედანზე, ფეხბურთს ვერ დავარმქევ ამ სპორტს. დადიანში რომელიმე ბელგიური კლუბი თუ მართლა იხდის რამე ფულს ეგრევე გაუშვით. ცენტრალური ნახევარმცველი ამდენ ბურთს კარგავდეს ეგეთი არაფერი მინახავს. სათადარიგოთა სკამი ბიჩოკივით შემოკლებული. აგრეთვე იქნებ კუციას ვინმემ უთხრას, რომ მის პოზიციას ეწოდება "შემქმნელი", რაც იმას ნიშნავს რომ ხელფასს იგი რაღაცის შექმნაში იღებს. რავი მეხუთე თამაშია ვუყურებ ევროტურნირებზე და ჯერ არაფერი შეუქმნია. არაფრის შექმნაში მზად ვარ ავიღო მისი ნახევარი ხელფასი. იბერიას მენეჯერებო გთხოვთ გაითვალისწინეთ. ბართიშვილს მემგონი ჯერ კარიერა არ დაუწყია და უკვე თავში აუვარდა. უკვე იყიდა შავი "ტროიკა" თუ იცით და 17 წლის ასაკში რატომ გადაწყვიტა რომ ვეტერანია? ჯინჯოლავა დღითი-დღე რეგრესირებს. თამაშში შეიძლება 50-ჯერ დაკარგო ბურთი? და საერთოდ იმ გუნდის წინააღმდეგ, რომლის 30 ფეხბურთელის ერთად აღებული ფასი ტრანსფერმარკეტზე 2 მილიონია, როგორ შეიძლება ესე ითამაშო? აა ხო, გვიან ჩაფრინდნენ. მეც არა ვთქვი რა ჭირდათ...
ვასილიჩი
კაროჩე ნუ მოვთხოვთ რიგი მიზეზების გამო, მოვთხოვოთ მაშინ თუ თბილისში ვერ მოვიგებთ. ყველაზე ღირსეულად მაინც ეს გუნდი გამოდის წელს და გვერდში დავუდგეთ 11ში
მირო
სიმართლე ისაა,რომ იბერიამ სამარცხვინო თამაში ითამაშა სოფლის გუნდთან.ორი ტაიმი დაცვაში იჯდა და გადაურჩა მინიმუმ ორ გოლს.თვითონ კი ერთი საგოლე მომენტიც ვერ შექმნა.იმისთვის დაბრალება,რომ დროულად ვერ ჩაფრინდნენ და ვერ მოემზადნენ სისულელეა.ლარნეს დონის გუნდთან ასე რომ ითამაშებ არაფერი გესაქმება ევროტურნირებზე.თბილისშიც გაუჭირდებათ ამ გუნდთან,შეიძლება ვერც გაუტანონ.
ქობულეთიდან
იმის გათვალისწინებით, რა ხელისშემშლელი ფაქტორებიც დადგა იბერიას წინაშე, ჩემი აზრით ფრე მისაღები შედეგია. 11 ში კი უნდა მოვიგოთ და 22 წლიანი ნავსი გავტეხოთ.
ვეა
ბართიშვილს არსენალი კი არა ჩიხურა არ აიყვანს ასეთი თამაშით
Emigranti
მეორე ტაიმევის კატასტროფა გრძელდება
ვასილიჩი
ჯინჯოლავა რა დამსახურებითაა კაპიტანი?
პეპე
იგრა ბილა რავნა იგრალი დვა გავნა სირცხვილია .............დდდდდდდდდდდ............
Emigranti
ასეთი თამაშით გვინდა ჯგუფში გასვლა პირველ ტაიმში რაგაცას ფაფხურობენ მეორე ტაიმში კატასტროფა ამ თამაში კი არა ყველა თამაშის მეორე ტაიმში კატასტროფულად თამაშობენ და ხალხის მისვლა უნდათ სტადიონზე კარგით რა ჯგუფში ყველა გუნდი 3 ნოლზე ნაკლებს არ კოგვიგებს
სირბილის სწავლების ცენტრი
წარმატებები!
მიზანი ძირითად დროში გამარჯვებაა - დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მატჩია
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] "ასტონ ვილამ" "ფრაიბურგს" დამაჯერებლად სძლია და ევროპა ლიგა მოიგო
18 წ. | როტაციით სამხრეთ აფრიკასთან
საქართველოს U16 ნაკრები საბერძნეთთან დამარცხდა და მეოთხედფინალში საფრანგეთს შეხვდება
65 მილიონი ფერანის სანაცვლოდ - ფეხბურთელს პსჟ-ში სურს, "ბარსა" კი სოლიდური თანხის მიღებას გეგმავს
თუ უკეთესი ვარიანტი არ იქნება - ჯეიმი ვარდი შესაძლოა, ინგლისში დაბრუნდეს
მორატას MLS-ში ეპატიჟებიან, თავად კი ფაბრეგასის გადაწყვეტილებას ელის
"ნაპოლის" ლუკაკუს გასხვისება უნდა, მაგრამ თურქებს თანხაზე ვერ უთანხმდება
U18. საქართველოს ვაჟ ხელბურთელთა ნაკრები Championship I-ში დაწინაურდა
ლუკა დინი პსჟ-ში დაბრუნდა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 1-2 დინამო თბ. 73 წუთი იწვალა და ორ წუთში დაამთავრა...
"ტრაპზონსპორი" "ლივერპულის" კიდევ ერთ ფეხბურთელს შეიძენს
ოფიციალურად: მერაბ დვალიშვილი სუპერმსუბუქი წონის ქამრისთვის პიოტრ იანს დაუპირისპირდება
"მეკარეები უშანსოდ იყვნენ" - ალისონის და მამარდაშვილის თამაში შეაფასეს
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 სამგურალი. ასე უცებ ვერ გამოსწორდება...
[VIDEO] პირველ ტაიმში ალისონმა ითამაშა, მეორეში მამარდაშვილმა - "ლივერპული" სახლში "მონაკოსთან" დამარცხდა
Geo Team-მა მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლაზე გავრცელებულ ინფორმაციაზე განმარტება გააკეთა
საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები ევრობასკეტზე ესპანეთთან დამარცხდა
"ამას მოურინიოსგან არ ველოდი" - ფედე ვალვერდე
"იტალიური ფეხბურთის ძალიან მჯერა" - სესკ ფაბრეგასი
"სასიხარულოა" - ლუის ენრიკემ განმარტა, რამ გაახარა "მანჩესტერ იუნაიტედთან" ნამატჩევს
მიზანი ძირითად დროში გამარჯვებაა - დღეს ქართული საკლუბო ფეხბურთისთვის მნიშვნელოვანი მატჩია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
"ერთადერთი, გული ამაზე მწყდება... "იბერია" კარგი გუნდია, მაგრამ..." - "ლარნეს" მწვრთნელმა მატჩი შეაფასა და თბილისში თავდაჯერებული გუნდი მოჰყავს