საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მალე დაასახელებს შემადგენლობას
საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისი მალე დაასახელებს შემადგენლობას, რომელიც მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში სერბეთთან თბილისური მატჩისთვის (24 მარტი) მოემზადება.

არიან ფეხბურთელები, რომლებიც ეროვნულ გუნდში მოხვედრის შანსს ელიან. ზოგიერთმა უკვე დააფიქსირა საკუთარი პოზიცია ნაკრებთან დაკავშირებით, ზოგიც მდუმარე მოლოდინის რეჟიმშია.

ქვემოთ სწორედ ამ უკანასკნელთ შევეხებით...

თავიდანვე უნდა განვმარტოთ, რომ როცა სანაკრებო მოლოდინზე ვწერთ, არ ვგულისხმობთ დუბაის შეკრებას...

გიორგი მაკარიძე, 26 წლის. პორტუგალიის უმაღლეს ლიგაში მოასპარეზე "მორეირენშეს" ძირითადი მეკარე, რომელსაც კარიერაში გამორჩეული პერიოდი უდგას. ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელი და გუნდის ერთ-ერთი ლიდერია. ეროვნულ გუნდში 2007 წელს, კლაუს ტოპმიოლერის დროს სულ რაღაც 18 წლისამ ითამაშა და შოტლანდიასთან თბილისური მატჩის მოგებაში (2:0) დიდი წვლილიც შეიტანა. წლევანდელ სეზონში ერთმანეთს უნაცვლებს ეფექტურ "სეივებსა" და მოგერიებულ 11-მეტრიანებს.

- [ლეგიონი] გიორგი მაკარიძის მორიგი სეივები და "მშრალი" მატჩი პრიმეირაში [VIDEO]

გიორგი მერებაშვილი, 30 წლის. მასაც კარგი სეზონი აქვს პლოცკის "ვისლაში". ეს გუნდი ახლა პოლონეთის ექსტრაკლასას (უმაღლესი) მოწინავეთა შორის ვერ არის, მაგრამ ამის მიუხედავად, ქართველი ინდივიდუალურად მაინც მშვენივრად გამოიყურება. ორი კვირის წინათ, ჩემპიონატში მის მიერ გატანილი გოლი ტურში საუკეთესოდ აღიარეს.

- გიორგი მერებაშვილის გოლი ექსტრაკლასას 23-ე ტურის საუკეთესო გოლად დაასახელეს [VIDEO]

მათე ცინცაძე, 22 წლის. საქართველოს ეროვნული ნაკრების ნახევარდაცვაში დიდი კონკურენციაა, მაგრამ ეჭვგარეშეა, მათეს აქვს ამბიცია, ითამაშოს ქვეყნის პირველ გუნდში. მას შემდეგ, რაც შჩეცინის "პოგონში" გადავიდა, სულ ძირითადშია. იქაური პრესა და კლუბის ხელმძღვანელობა ჩვენებურის მიმართ საქებარ სიტყვებს არ იშურებს.

ლუკას ჰუფნაგელი, 23 წლის. მამით გერმანელი და დედით ქართველი საყრდენი ნახევარმცველი, რომელმაც სანაკრებო არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ გააკეთა. აქვს ბუნდესლიგაში თამაშის გამოცდილება. ამჟამად კი "ფრაიბურგიდან" მეორე ბუნდესლიგის "ნიურნბერგშია" განათხოვრებული. ერთადერთი, ვინც მას შანსი მისცა, კახა ცხადაძე იყო. არადა, საქართველოს ნაკრებში ბევრი არ არის ისეთი ფეხბურთელი, მთავარი და მეორე ბუნდესლიგების სტანდარტებს რომ დააკმაყოფილებს.

ბუდუ ზივზივაძე, 22 წლის. საქართველოს ეროვნული ჩემპიონატის საუკეთესო ბომბარდირი, რომელიც "სამტრედიიდან" დანიურ "ესბიერგში" გადავიდა. საქართველოს ნაკრების თავდასხმაში ჯერაც არის პრობლემები, რომლებიც სასწრაფოდ მოგვარებას საჭიროებს. ზივზივაძეს აქვს გოლის ალღო, აქვს თავდამსხმელისთვის საჭირო ბევრი თვისება.

ბაჩანა არაბული, 23 წლის. არ შეიძლება, თავისი თაობის ერთ-ერთ ლიდერს საქართველოს ნაკრებში მოხვედრის ამბიცია არ ჰქონდეს, მით უმეტეს, ბოლო დროს ძალიან კარგ ფორმაშია. საქართველოს წინა, გარდამავალი ჩემპიონატი ერთი ამოსუნთქვით ჩაატარა. აქვს ახალგაზრდულ ასაკში უმაღლეს დონეზე ასპარეზობის გამოცდილება. ეგ არის, მნიშვნელოვანი დრო დაკარგა ესპანეთში, თუმცა ამას შეიძლება ეშველოს.

ელგუჯა ლობჯანიძე, 24 წლის. ძალიან საინტერესო ფეხბურთელი. როცა ქართველი ფორვარდი თამაშობს რუსულ პრემიერლიგაში, ის, გინდა თუ არა, თავისთავად ექცევა სანაკრებო ობიექტივში. სპეციფიკური ფორვარდი, რომელიც ახლახან გადავიდა "ორენბურგში". თუ სწორად გამოიყენებ, გუნდისთვის სარგებლობის მოტანა შეუძლია.

თემურ შონია, 26 წლის. ბათუმის "დინამოს" ერთ-ერთი ლიდერი. კარგად წარმოაჩინა თავი დუბაის შეკრებაზე. ვაისის რჩეულთა სიაში რომ მოხვდეს, სულაც არ უნდა გაგვიკვირდეს. შუა ხაზში შეუძლია დიდი სამუშაოს შესრულება და არც კრეატიულობა დაეწუნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

giorgi
ვერ ვხვდები რატომ არ აფასებთ საბა ლობჟანიძეს, წინა სეზონში 13 თამაში 12 გოლი გაიტანა, ევროპის საკვალიფიკაციოზე 2 საგოლე პასი მიითვალა, და ნაკრებში დებიუტი გოლით აღნიშნა, და თქვენი აზრით შანსსაც არ იმსახურებს,ტფუიი.
სოსო
ამათ ყველას ქონდათ შანსი,მაკარიძის და ჰუფნაგელის გარდა.ასე რომ ვაისი თუ ჩათვლის საჭიროდ შეიძლება გამოიძახოს კიდეც რომელიმე მათგანი.
სოსო
ამათ ყველას ქონდათ შანსი,მაკარიძის და ჰუფნაგელის გარდა.ასე რომ ვაისი თუ ჩათვლის საჭიროდ შეიძლება გამოიძახოს კიდეც რომელიმე მათგანი.
თენგო
ჯერ ნაკრების ძირითადი ბირთვი რას წარმოადგენს,და ამათ თუ მერაბაშვილს და ამ დანარჩენს დავამატებთ ხომ ავშენდებით.ჯერ ერთი ამათ ყველას ქონდათ ნაკრებში თავის გამოჩენის საშუალება,მაკარიძის გარდა რომელიც აუცილებლად ჭირდება ნაკრებს.ისე ჰუფნაგელიც რომ გაესინჯა ვაისს კარგი იქნებოდა.
თენგო
ჯერ ნაკრების ძირითადი ბირთვი რას წარმოადგენს,და ამათ თუ მერაბაშვილს და ამ დანარჩენს დავამატებთ ხომ ავშენდებით.ჯერ ერთი ამათ ყველას ქონდათ ნაკრებში თავის გამოჩენის საშუალება,მაკარიძის გარდა რომელიც აუცილებლად ჭირდება ნაკრებს.ისე ჰუფნაგელიც რომ გაესინჯა ვაისს კარგი იქნებოდა.
9999999999999999
თითეულ ჩვენთანგანს გვაქვს აზრის გამოთქმის უფლება, მაგრამ როცა შეხება ნაკრებს,ეს არის ქვეყნის პრესტიჟი,დინამო იყო საქართველოს პრესტიჟი,განა ყიფიანი,დარასელია და სხვა ფეხბურთელები ,როცა არ იყვნელ მზად თამაშობდნენ რიგით თამაშებში----------- არ ვარგძელებ. და კიდევ ფეხბურთელი რომელიც ფიქრობს გავიყიდები ------------ მისი ადგილი ნაკრებში არ არის ნაკრების შედეგზე პასუხმგებელია ფედერაცია.
კახა ქირია
მერაბიშვილი გამოსაძახია ჩემი აზრით,ჯერ ერთი თავდამსმელების დეფიციტია ის კი კარგ ფორმაშია თან თუ არ ვცდები სერბეთში თამაშობდა ერთი პერიოდი და თან საამაოდ კარგ გუნდში(ვოივოდინა მაქვს მხედვ ელობაში)მე ესე მახსოვს
ოჯახის ახლობელი
მერებაშვილი საკლუბოზე კი მაგრამ სანაკრებოზე არა მას ქონდა ბევრჯერ შანსი მაგრამ ვერაფერი გააკეთა ასე რომ აჯობებს საკლუბო თამაშს მიხედოს
Eric cantona
ჰუფნაგელი კარგი ბიჭია მაგრამ იდენი ხანია არ უთამაშია ჯერ არ იმსახურებს შანნსსს
ნანა
ლობჯანიძე იმსახურებს
lo
მერებაშვილი ახალგაზრდულ ნაკრებში.
lo
მერაბიშვილი ახალგაზრდულ ნაკრებში.
ლაშა
საბა ლობჟანიძე იმსახურებს
ფეხბურთი
არცერთი არ იმსახურებს.
გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს
სერბებს ნუ ეწყინებათ, მაგრამ ეს თამაში უნდა მოვიგოთ
tarasi
კარგით რა ისევ მერაბიშვილი,იქნებ ისიც გაგეხსენებიათ თუ რამდენი შანსი ქონდა ნაკრებში და რა ითამაშა,აი სხვა ჩამოთვლილები მართლავ იმსახურებენ. პ.ს. ჩემი აზრით რა თქმა უნდა.
"ჯვაროსნების" აღმასვლა და სხვა ცვლილებები ფიფას რეიტინგში
"საქართველოს ნაკრები რუსეთს ახლა ამიტომ მოუგებდა" - შელიამ ჩვენს ეროვნულ გუნდზე ისაუბრა
გაირკვა სად ჩატარდება თურქეთისა და საქართველოს ნაკრებების მატჩი
შოტლანდიელების წინააღმდეგ მეოთხედ მოსაგებად - უმცროსი "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა
პსჟ შეიძლება მალე დონარუმას გარეშე დარჩეს
ქართული კლუბების შესაძლო მეტოქეები კონფერენციის ლიგის შესარჩევის მეორე რაუნდში
გრანიტ ჯაკა შესაძლოა, პრემიერლიგაში დაბრუნდეს
"რა გაუკეთებია, რომ "ბარსელონაში" ითამაშოს?" - "იუნაიტედის" ლეგენდამ რაშფორდი გააკრიტიკა
"რეალს" ალაბასთან კონტრაქტის გაწყვეტა სურს
აღფრთოვანება შეცდომის მიუხედავად - ქოჩორაშვილმა "სპორტინგში" სადებიუტო მატჩი ჩაატარა
საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებს 3 ლიდერი გამოაკლდა
ერთი მოედანზე, მეორე ჯერ ტრიბუნაზე - ფრანგულ გუნდში ორი ქართველი ითამაშებს?
"ეს საქმეს მიმარტივებს" - თოფურიამ ახსნა, როგორ ახერხებს მეტოქეების დანოკაუტებას
"ლივერპული ამით ყველა გრანდს ჯობნის" - რა განაცხადა ფერდინანდმა?
პსჟ-ს კიდევ ერთი ფეხბურთელი დატოვებს
დიეგო ლონგო: ერთ-ერთი მთავარი მიზანია გულშემატიკარმა ჩვენით იამაყოს
"ნაპოლის" თავდამსხმელი შეიძლება სერია А-ში გადასულ გუნდში ჩაირიცხოს
რა მოქაჩა თმაზე ასეთი - პსჟ-ს ნახევარმცველს დისკვალიფიკაცია ემუქრება
პსჟ-დან "მანჩესტერში" - ბრაზილიელმა ლეგიონერმა შეიძლება პარიზული გუნდი დატოვოს
დირკ შუსტერი: აქ ყველას ჩვენი დამარცხება სურს
"ლევერკუზენმა" გრანიტ ჯაკას საუდის არაბეთში გაყიდვაზე უარი განაცხადა
ბელინგემი დღეს ოპერაციას გაიკეთებს - ჯუდს სეზონის დასაწყისი გაუცდება
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
არაბულმა ისევ გაიტანა - მისი გუნდი მარცხს გადაურჩა
"ბულგარეთმა საქართველოდან ელჩი გაიწვია" - საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველის ხუმრობა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ლეგიონის უქმეები: გოლები, ავტოგოლი, საგოლე პასები - ქართველებმა სეზონი დაიწყეს [VIDEO]
მერებაშვილის მორიგი მშვენიერი გოლი [VIDEO]
"ქობულეთის საფარის დანახვაზე, კვასოვი მთელი შეხვედრა იძახდა - "კატასტროფა! კატასტროფა!"
ლობჯანიძე ჩინეთის სუპერლიგის გუნდში გადავიდა
ბუდუ ზივზივაძემ კონფერენს ლიგაზე გაიტანა [VIDEO]
ისევ ესპანეთში - გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია
ბაჩანა არაბული კარიერას რუმინეთის ჩემპიონატში განაგრძობს
არაბულის გოლმა "ლამია" "პანათინაიკოსთან" მარცხისგან ვერ იხსნა
შემოჩვეული ჭირი, მთავარი პრობლემა და... შანსი ჰუფნაგელს
მაკარიძემ პორტუგალიური გუნდი დატოვა
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე
ბათუმის "დინამო" ტრანსფერების მოლოდინში - არჩილ ბერიძე საქართველოს ნაკრების ორ წევრზე საუბრობს
ლუკას ჰუფნაგელი: საქართველოს ნაკრებში ყველაზე მეტი სამუშაო ამ კომპონენტში გვაქვს
Geo Team: ზივზივაძეს ორი კვირა მოუწევს უქმობა
ქართველი სპორტსმენები სოც-ქსელებში: ყავარჯნები მოდაშია
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
გია გეგუჩაძე: ვცდილობთ, წარსული შეცდომები გავითვალისწინოთ
რას ვნახავთ აღდგომის დღეებში? ქართული დუელი საფრანგეთში და ბუდუს "ბაიერნთან" დაბრუნება
ბაჩანა არაბული დუაიტ იორკთან - ავსტრალიაში კიდევ ერთი ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს
გიორგი მაკარიძემ "ალმერია" დატოვა
დინამო(ბთ)-დილა 2:3 - სასწაული ბათუმში [VIDEO]
არაბული ბერძნული გრანდების რისხვაა - მისი გუნდი ისევ დამარცხდა [VIDEO]
მაკარიძე ისევ პორტუგალიის ჩემპიონატში იასპარეზებს
დაუცხრომელი ზივზივაძე და კვირკველიას გუნდის გასაოცარი ქამბექი [VIDEO]
2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო
თემურ შონია: ეს დღე არასოდეს დამავიწყდება
"ჰაიდენჰაიმი" "აინტრახტთან" განადგურდა და "ბაიერნთან" შეხვედრა ელის
ვლადიმირ ვაისი აზერბაიჯანელებს: მე მინდოდა ამ მატჩის გამართვა, მაგრამ...
არაბულმა თავის გუნდს ქულა მოუპოვა
"ახალგაზრდებს დარიგებებს მისცემს და გვერდში დაუდგება, ნაკრებში მისი დაბრუნება კარგი იქნება" - მერებაშვილი კანკავაზე
"სლოვანის" საბერძნეთში ხელიდან გაშვებული გამარჯვება, ზივზივაძის გოლი და "ლეხის" მორიგი მარცხი [VIDEO]
"ძალიან რთულია ამ კადრების შორიდან ყურება, არა რუსულ კანონს!!!" - გიორგი მერებაშვილი [PHOTO]
ბათუმის "დინამომ" ახალწვეულები წარადგინა
დინამო (ბთ)-შუქურა 2:0 - დერბი ლოგიკური ფინალით [VIDEO]
გიორბელიძე სანიოლის სურვილის შესაბამისად - ქართველების პარასკევი
"ტორპედომ" კიდევ ერთი ფეხბურთელი დაიბრუნა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
გიორგი მაკარიძემ "მარიტიმუსთან" კონტრაქტი გააფორმა
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
ჩაკვეტაძემ გადამწყვეტი პენალტი ვერ გაიტანა - "სლოვანი" და "ნეფთჩი" გამოვარდნენ, "ლეხი" გავიდა [VIDEO]
გამოხმაურება: თურმე, ხალხს ჩვენი ფეხბურთიც აინტერესებს!..
ქეცბაიას მშვენიერი სერია და სხვა ქართველების ორშაბათი
საქართველოს ნაკრების ექსნახევარმცველმა კარიერა ნაადრევად დაასრულა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
ელგუჯა ლობჯანიძე ბათუმის "დინამოს" ტოვებს