ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები, თემურ შონია და გიორგი ქავთარაძე მოედნის პრობლემაზე საუბრობენ
19 მარტს, ეროვნულ ლიგის III ტურის მთავარი შეხვედრა ქობულეთის "ჩელე არენაზე" გაიმართება. გარდამავალი ჩემპიონატის ბრინჯაოს მედალოსანი ბათუმის "დინამო" ქვეყნის ჩემპიონ "სამტრედიას" უმასპინძლებს...

თურქული შეკრების შემდეგ დინამოელები აჭარის მთავარი ქალაქის სარაგბო მოედანზე ვარჯიშობდნენ და იმედოვნებდნენ, რომ 10-წლიანი პაუზის შემდეგ ბათუმში ითამაშებდნენ. მაგრამ მოულოდნელად გაუთვალისწინებელი პრობლემა შეიქმნა - მორაგბეთა სპორტული კომპლექსის მთავარ სარბიელზე ბალახის საფარი ახალი დაგებულია, ჯერ არ "შეხორცებულა" და თამაშებისთვის მზად არ არის.

რაც შეეხება კომპლექსის მეორე მოედანს, იქ ხელოვნური ხალიჩაა და ერთი შეხედვით, წვრილმანი დაბრკოლებაა - მოედანი საფეხბურთო პარამეტრებითაა დასახაზი და ფეხბურთის კარია დასამონტაჟებელი. მაგრამ ამას დრო სჭირდება. საქმე ისაა, რომ რაგბის ხალიჩაზე საფეხბურთო ნახაზების გაკეთება მორაგბეებს პრობლემას შეუქმნის და ახლა ამის მოგვარებაზე მუშაობენ.

ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელები იმედოვნებენ, რომ საკითხი მალე მოგვარდება. პრობლემებში ჩვენს გარკვევას გუნდის კაპიტანი თემურ შონია შეეცადა:

"კუნთი დაჭიმული მაქვს და ტკივილები სულ მაწუხებს. მიზეზი ისაა, რომ ბოლო ერთ კვირაში სამ მოედანზე ვითამაშე და ვივარჯიშე - ქობულეთში, გორში და ბათუმის სარაგბო მოედანზე. საფარის ასეთ ცვლაზე ორგანიზმი ცუდად რეაგირებს და კუნთებზეც საშინლად მოქმედებს.

მე გამონაკლისი არ ვარ, დიდი ხანია, ჩვენი გუნდი ოპტიმალური შემადგენლობით ვერ თამაშობს, რადგან უხარისხო საფარზე ტრავმიანობის რისკი დიდია, ხან ვინ ისვენებს და ხან ვინ. მორაგბეთა სტადიონზე კი უკეთესი საფარია, ვიდრე - "ჩელე არენაზე". ისიც შეღავათი იქნება, ერთ მოედანზე რომ ვივარჯიშოთ და ვითამაშოთ, ამით ტრავმებს ავირიდებთ. კარგ საფარზე თამაში მეტოქისთვისაც სასიამოვნო იქნება და მაყურებელიც უკეთესი ფეხბურთს იხილავს.

ველოდებით, რომ რაგბის სტადიონზე თამაშის უფლებას დაგვრთავენ, თორემ გუნდის ასეთი ყოფა უკვე აუტანელია", - ამბობს შონია.

"ლელო" გიორგი ქავთარაძესაც ელაპარაკა:

"გვეგონა, რომ მესამე ტურში "სამტრედიას" ბათუმში მივიღებდით, მაგრამ იმედი გადაგვეწურა. ეს პრობლემა ყველას გვაწუხებს.

მესამე წელია, რაც გუნდში ვარ, უსტადიონო და უბაზო გუნდმა ევროპის ლიგის საგზური მეორედ მოვიპოვეთ და თანადგომის იმედი გვქონდა. ბათუმში ფეხბურთი ყველას უყვარს, მაგრამ საქმით ეს არ ჩანს. სადაა დაპირებული სტადიონი და ბაზა?

ახლა თქვეს, რომ ანგისას ბაზაზე მორიგი ტენდერი გაიმართა და გამარჯვებულიც გამოვლინდაო. მაგრამ სანამ საქმე არ გაკეთდება, მანამდე დაჯერება გამიჭირდება.

ისევ ჩვენი მეგობრების, მორაგბეების თანადგომის იმედად ვართ. მათთან მადლობის მეტი არაფერი გვეთქმის, ჩვენი სატკივარი გულთან ახლოს მიიტანეს, გაჭირვებაში გვერდში დაგვიდგნენ და თავის ბაზაზე ვარჯიშის საშუალება მოგვცეს. იცით, ამით რამდენი პრობლემა ავიცილეთ? ყოველდღე ქობულეთში სიარული და უკან გამობრუნება მეტისმეტად დამღლელია.

იმედია, ბათუმელი მორაგბეები ოფიციალური თამაშის გამართვისა და საკუთარ ქალაქში თამაშის საშუალებასაც მოგვცემენ".

ბათუმელთა შემტევი ნახევარმცველი "სამტრედიასთან" შეხვედრაზეც გველაპარაკა:

"ეს ისეთი მატჩია, რომელსაც გუნდში დიდი იმედით ველოდებით. ჩემპიონთან თამაში დიდი სტიმულია და მასთან უნდა დავამტკიცოთ, თუ რამე შეგვიძლია. ისეთი წინათგრძნობა მაქვს, რომ დადებითი შედეგის ჩვენება შეგვიძლია.

ერთი პრობლემა ისევ და ისევ ქობულეთის სტადიონის საფარია - უკვე იქ გასვლაც კი მძაბავს. სხვათა შორის, ჩვენმა ლეგიონერმა კვასოვმა გორში კარგად ითამაშა, მაგრამ თასზე "კოლხეთთან" ქობულეთში მოძრაობა გაუჭირდა. იქ პირველად თამაშობდა და საფარის დანახვაზე გაოცებული დარჩა, მთელი შეხვედრა იძახდა - "კატასტროფა! კატასტროფა!".

მაგრამ ამ დაბრკოლებასაც უნდა მოვუაროთ და იმედია, 3 ქულას მოვიპოვებთ".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

reziko
ჩემი აზრით საერთოდ არ უნდა გავიდეს გუნდი სათამაშოდ... არ შეიძლება გუნდის და ქალაქის ასე უყურადღებოდ დატოვება.. ამხელა ქალაქია და საკმაოდ კარგი გუნდიც ყავს.. ბიჭებმაც დაამტკიცეს თავისი საქმით რომ სტადიონის ღირსები არიან
კახა ქირია
იმენნა კლავენ საწყალ ფეხბურთელებს ამ ხელოვნურზე თამაშით,ხალხი არა ხართ, გული არა გაქვთ.ვინც ფედერაციაში ხართ უმეტესობას ხომ ნათამაშები გაქვთ დიდი ფეხბურთი
Gaza
Arhevnebamde ki ician dapirebebi
ისტორიკოსი
კითხვა არ გიჩნდებათ? სად ჯანდაბაში მიდის ის მილიონები რაც ფედერაციას ერიცხება, რა ფასი აქვს საერთოდ ფედერაციის არსებობას და რის მაქნისია,როცა ფეხბურთელები ამ მდგომარეობაში თამაშობენ ამდენი ფედერაცია შეიცვალა,ვინმეს თავში რატომ არ მოუვიდა,რომ აუდიტი შევიდეს,კარმუშკა ისეთია,რომ მიდიან ფედერაციაში,სულ ჰკიდიათ გაფლანგული თანხვბები და თვითონ იწყებენ ჭამას
Kaxa
ეგრე თუ არ ვარგა ქობულეთში თამაშირ ატომდართეს ნება,ჩვენს გუნდს კი არა?...ასი თავით ჯობია მეშახტის სტადიონის საფარი ქობულეთისას მაგრამ მაინც არ გვათამაშებენ...ბოლოს და ბოლოს ბუნებრივი საფარია და ხელოვნურს მარტო მაგიტომ ჯობია
ასეა
სამტრედიის ხალიჩა ხალიჩის პირობაზე მშვენიერია და რბილიც არის და ჩელესი ბებონივით მაგარია და სულ ტრანვას იკიდებენ ფეხბურთელები
saba
arz samtrediis stadionze ar sheizleba, gamodis umaglesi ligis otx gunds stadioni ara aakvs, egaa tkveni donis momateba, amaze uaresi chempionati ar arsebobs dedamitis zurgze, baton kobis mokitxva parlamentshi)))
გია
ფედერაციამ არ უნდა მიცეს ასეთ მოედანზე თამაშის უფლება!!!
vax-vax
თუ ქობულეთში თამაში არ შეიძლება,სად არის ფედერაცია,რას უყურებს,საკონცენტრაციო ბანაკი,ხომ არ არის,მისჯილი ხომ არა აქვთ ფეხბურთელებს,რომელი საუკუნეა.ორივე გუნდმა უარი განაცხადოს ქობულეთში თამაშზე და ვნახოთ რას მოიმოქმედებენ.ათივე გუნდმა უნდა გამოთქვას პროტესტი,მათაც მოუწევთ იქ თამაში.აზრზე დროულად მოდით ვისაც ეხება,თორემ ფეხბურთელებისაგან დაიწყება საყოველთაო პროტესტი ქვეყანაში
"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი
პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა
დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა
ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია
ესპანეთის მეორე თუ არგენტინა ოთხიანთა კლუბში? - ფინალის PREVIEW
მსოფლიო რაგბისა და ჩილეს რაგბის კავშირის განცხადება
18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე
"ორივე შეხვედრა ერთმანეთზე უფრო სამარცხვინო სანახავი იყო" - გულშემატკივართა გაერთიანებამ "ტორპედოს" ულტიმატუმი წაუყენა
ოუენი: ესპანეთი არგენტინაზე გაცილებით უკეთესია - ინგლისელები ევროპის და მსოფლიო ჩემპიონობასთან ერთ ნაბიჯში ვიყავით
20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა
ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია
"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით
20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა
ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა
კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია
The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია
რონალდომ მუნდიალის ყველა დროის ანტი-რეკორდი დაამყარა
[PHOTO] ჯილდო ამერიკულ სტილში - ცნობილია, რას მიიღებს მუნდიალის გამარჯვებული ნაკრები
"დონჩიჩმა დამირეკა, ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა..." - სანდრო მამუკელაშვილი
"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა
სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს
კვლავ ბათუმის "დინამოში" - სანდრო ალთუნაშვილი საქართველოს ჩემპიონატს დაუბრუნდა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
ჰაიკ ჰოვაკიმიანი ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორია
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
გიორგი ქავთარაძე ბათუმის "დინამოს" დახმარებას 2 თვეში შეძლებს
ოფიციალურად | მაურიდესი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ქუთაისის "ტორპედომ" საკონტროლო მატჩში ბათუმის "დინამოს" უშანსოდ მოუგო
ოფიციალურად | იმრან ულად ომარი ერთი წლით ბათუმის "დინამოში"
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
ზაგრების გრან პრი: ლოკაუტი დასრულებულია, 9 ქართველი ხორვატიაში
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
დინამო(ბთ)-დილა 2:3 - სასწაული ბათუმში [VIDEO]
"ჩელე არენაზე" დაშავებულთა რიგებს გიორგი ქავთარაძეც შეუერთდა
თემურ შონია: ეს დღე არასოდეს დამავიწყდება
სუპერლიგა 2016/17. XXV ტური: "კაკტუსის" გზა, "მგზავრების" ეკლები
ოფიციალურად | პაულო ვიტორი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
სანაკრებო თემაზე: ისინი ვლადიმირ ვაისისგან შანსს ელიან...
დინამო (ბთ)-შუქურა 2:0 - დერბი ლოგიკური ფინალით [VIDEO]
საქართველოს ნაკრებმა "ევროპის ღია თასზე" 4 მედალი მოიპოვა
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა
გამოხმაურება: თურმე, ხალხს ჩვენი ფეხბურთიც აინტერესებს!..
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]