ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა

"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა

News Makers-ის Youtube არხზე გადაცემა "ყვითელი ბარათის" სტუმარი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი გიორგი გველესიანი იყო, რომელმაც ბევრ თემაზე და მათ შორის, საქართველოს ეროვნულ ჩემპიონატზე ისაუბრა.

"თბილისის "დინამოსთან" ჩემი სენტიმენტები და მიზიდულობა გამაჩნია. თუ რაიმე მიზიდულობა გამაჩნია რომელიმე გუნდთან, ეს სწორედ "დინამოა". რა თქმა უნდა, მათ წარმატებებს ვუსურვებ და ჩემზე ბედნიერი არავინ იქნება, თუ ისინი ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოხვდებიან. დარწმუნებული ვარ, ეს დღეც აუცილებლად დადგება.

მინდა, განვავრცო რატომ არის ეს ნაკლებად სავარაუდო და რატომ განიცდის ქართული ფეხბურთი სტაგნაციას. ამ სტაგნაციის თანამონაწილე ვიყო, არანაირი მოტივაცია არ გამაჩნია. მირჩევნია, ვიკითხო წიგნები და მერე ამ წიგნების ანალიზს ვუსმინო, ვიდრე რაღაცა უმიზნო საქმე ვაკეთო და ამაში ფული ავიღო.

რა არის ქართულ ფეხბურთში გამოსასწორებელი? - აუცილებლად უნდა დავიწყოთ საუბარი ზოგადად ეკონომიკური მოწყობიდან. გარკვეულწილად ქვეყანაში გვაქვს ნეოლიბერალური ველური კაპიტალიზმი, მაგრამ ფეხბურთში სოციალიზმი გვაქვს.

ვგულისხმობ იმას, რომ სახელმწიფოსგან მიღებული დაფინანსების სახით, მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული. 2016 წლიდან, ეს ფინანსები რეალურად მიკუთვნილი იყო იმისკენ, რომ ფეხბურთი განვითარებულიყო, მაგრამ რეალურად სტაგნაციას ვაფინანსებთ.

ვინც მისმენს, დასვამს კითხვას: "მაშინ ფეხბურთი მოვკლათ?!"... თუ რეალურად შევხედავთ, ისე, რომ ფეხბურთი არის ბიზნესი, თუ ნებისმიერ სხვა ბიზნესში ადამ სმიტის უხილავი ხელი არეგულირებს ყველაფერს, ფეხბურთში ჩვენ ამ კუთხით სოციალიზმი გვაქვს.

გასაგებია, რომ ეს ბიზნესისთვის არამომგებიანი თემაა. ვერავინ დაასწრებდა იმ მონოპოლისტებს პირობითად "ჯორჯიან კაპიტალსს" ეყიდა თბილისის "დინამო" და ნებისმიერი სხვა კლუბი.

გვაქვს გამონაკლისები "ტორპედოს" სახით. დიდი მადლობა ბატონ დავით კერესელიძეს, მაგრამ არ ვიცი მას რა მოგება აქვს ამ საქმეში. ასევე მადლობა ეკუთვნის რომან ფიფიასაც და არ მინდა სხვა ვინმე გამომრჩეს და ბოდიში თუ ასე მოხდა.

ესენი საქართველოს ჩემპიონატისთვის კარგ საქმეს აკეთებენ, მაგრამ მაინც სტაგნაცია გვაქვს და ეს უკვე დროში გაირკვა. თუ ფეხბურთის განვითარების ფონდის შექმნიდან 2016 წლიდან ვინმეს სჯეროდა, რომ ფეხბურთი განვითარდებოდა, ეს ასე არ მოხდა.

ჩვენ ვერ გავავსებთ ტრიბუნებს და ბილეთების ფულიდან კლუბმა ხეირი ნახოს, ასე ვერ მოხდება. ძალიან რთულია ტელევიზიებს გადავახდევინოთ ის ფული, რომლითაც კლუბებს შევინახავთ.

ავუკრძალეთ სათამაშო ბიზნესს ტელევიზიით რეკლამა, მაგრამ გარკვეული თანხის სანაცვლოდ, ეროვნული ჩემპიონატს თუ სტადიონებს ვუწოდეთ ამ კომპანიების სახელი. მაისურებზეც გუნდებს მათი სახელი აქვთ და ლანგარზე მივართვით.

ჩემი მხრიდან, მსჯელობა და კრიტიკა ადვილია, მაგრამ ეს მოდელი შესაძლოა, უხეშად ვმსჯელობ, მაგრამ აპარატზე შეერთებული პაციენტია და რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ. თუ ნებისმიერ სხვა ბიზნესს ადამ სმიტის უხილავი ხელის თეორიით ვარეგულირებთ, ეს ფეხბურთზეც უნდა განვახორციელოთ.

მე ეკონომისტი არ ვარ, რომ ეს ყოველივე განვსაზღვრო, მაგრამ როდესაც ქვეყანაში შემოდის გარე ინვესტიციები მაგალითად, "იგლ ჰილზი" და დებს რაღაც ინვესტიციას, ბიზნესს ვერ დაავალდებულებ, რომ მიდი და კლუბი შეინახე, როგორც ეს ირანში ხდება, არასწორია და ბიზნესის თავისუფლებას უგულებელყოფს, თუმცა თუ მოგების გადასახადიდან დაუქვითავ, გარკვეულწილად შეგვიძლია დავავალდებულოთ ისინი რაღაცის სანაცვლოდ. ეს შეიძლება ეკონომისტებისთვის სასაცილო იყოს, მაგრამ არც ისე სასაცილო ჩანს.

ჩვენი დოტაციით ფეხბურთს ვერც ვშველით და არც ვკლავთ. შესაძლოა, გავაკეთოთ ინკუბატორი ნიჭიერი ტალანტებისა. თუ დავკარგეთ მწერლების, მუსიკოსების და კინო ინდუსტრიის ტალანტები, საბჭოთა კავშირის დროს კინოში გვქონდა ძალიან ბევრი შედევრები, რა საკვირველიც არ უნდა იყოს, ფეხბურთში კოლექტიური ხვიჩა კვარაცხელიები კიდევ იბადებიან, თუმცა ეს ხვიჩა კვარაცხელია არა 10 000-ში 1, არამედ 1000-ში ერთი უნდა ამოვიდეს და პირობითად, 1000-დან 5 ზურიკო დავითაშვილი, რომ მივიღოთ და კლუბმა გაყიდოს და თანხა მიიღოს, ეს პოლიტიკა უკეთესი იქნებოდა.

ეს ყოველივე სახელმწიფოსთვისაც ხომ დამატებითი ტვირთია? არ გვაქვს მდიდარი სახელმწიფო, როგორიც კატარი და სხვაა. ეს ფეხბურთში გადახდილი მილიონები, რომლებიც გადასახადების გადამხდელი ხალხის ფულია, რამდენად სწორია ფეხბურთში იდებოდეს?

პირობითად, მე მინდა ფეხბურთი დავაფინანსო, მაგრამ თქვენ არა და რამდენად სწორია, თქვენგან ამოღებული ფულიდან ფეხბურთი დავაფინანსო, როდესაც ეს ფული შემიძლია სხვა სოციალური პროგრამებისკენ მივმართო, პენსია გავზარდო... კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენ სტაგნაციას ვაფინანსებთ.

იმას არ ვამბობ, რომ სახელმწიფო ხვალვე უნდა გავიდეს. მან უნდა იპოვოს იმის გასაღები იმისა, რომ ხალხი, რომლებიც კაპიტალის მფლობელები არიან, ამ კაპიტალს კიდევ უფრო მეტ მონოპოლიზაციას უკეთებენ და მეტად მდიდრდებიან, რაიმე სახით ფეხბურთში მონაწილეობის ინტერესი გაუჩინონ.

თუ ქვეყანაში არ ვკრძალავთ აზარტულ თამაშებს, შეგვიძლია მათ უფრო სხვანაირად და სხვა ფორმით დავავალდებულოთ კლუბების შენახვა თუ წილის ყიდვა. მხოლოდ რეკლამით არ შემოვიფარგლოთ. არ ვიცი, შეიძლება სხვა რაღაცებსაც აფინანსებენ, მაგრამ მე ამის შესახებ ინფორმაცია არ გამაჩნია", - თქვა გველესიანმა.

• კახი

ზოგადად ეს ბიჭი ზედმეტად ქედმაღალი მეჩვენება, წაიკითხა მაქსიმუმ 3 წიგნი,ისწავლა ორი ღერი უცხოური ტერმინი და თავი ფილოსოფოსი გონია. ზოგადად ქართულ ფეხბურთს(ჩემპიონატს) უშველის მაყურებელი,ბევრი ხალხი სტადიონზე,აი სწორედ ამის შემდეგ წამოვა ინვესტიციები და ფული.

• ამომავალი კვარაცხელიები

აუცილებლად სისტემატიურად უნდა ტარდებოდეს უბნებს შორის ბავშვთა შეჯიბრებები 6 წლიდან და ზემოათ დაწყებული,მერე მათი წახალისებებით, ტელევიზიის გაშუქებებით, მატჩის განხილვებით, მომავლის განვითარებისთვის სპეციალისტების მოწვევებით და გადაცემებში საუბრები...

• gzp

მაგ სტაგნაციაში გაიზარდა და მიაღწია რაღაცას. ახლა აღარ უნდა სტაგნაციაში დაბრუნება. რა ლოგიკაა? ძალიან უსვამს ხაზს წიგნი და წიგნიო. არ ეტყობა რომ იაზრებდეს წაკითხულს. ყეყეჩობის ელფერი დაკრავს მაგ ინტერვიუს. ბევრი დიდი ფეხბურთელი უბრუნდება თავის გუნდს კარიერის ბოლო წლებში. ეგ მაინც არ გაუგია?

• ახია

თუ ეს მართლა ამ კაცის სიტყვები და მოსაზრებებია, ღმერთმა ხელი მოუმართოს, აღფრთოვანებული ვარ ინტელექტუალი ფეხბურთელებით! მაგრამ თუ ეს ინტერვიუ მიმავალ პოლიტიკურ გეგმებს ემსახურება, ხელიც ჩამიქნევია, ამას მომავალი გვიჩვენებს.

• mamuka

უმეტეს საკითხებში ვეთანხმები.მაგრამ იმაში რომ ჩვენ შეგვეძლო გასვლა მსოფლიოზე და თან ესე ხმამაგლად თქვა არა მაგაში არ ვეთანხმები...მაგრამ ეს რაც აგნიშნა ფეხბურთის განვითარებას რაც შეხება და კლუბების განვითარებას.მე ვფიკრობ უკვე ჩამოყალიბებული ხედვები სხვებაც უნდა დაფიქსიროს.ამ კაცმა თავის აზრის თქვა დიდი წილად ვეთანხმები.

• ABARA

სახლის შენება იწყება ფუნდამენტიდან და არა სახურავიდან. სანამ ფუხბურთი და ზოგადად სპორტი ფუნდამენტიდან არ იქნება ჯანსაღი, ვერანაირ სიკეთეს ვერ მივიღებთ. თუ არ იქნა დასახული დეტელურად გაწერილი განვითარების სტრატეგია, თუ ბავშვთა ფეხბურთში საწყისი ფინანსები არ ჩაიდება, არ გვეყოლება კვალიფიციური სტაფი (მწვრთნელები,სპორტული სამედიცინო პერსონალი,ანალიტიკოსები) თუ ქვეყნის მასშტაბით არ იმოქმედებს სკაუტთა პროფესიონალი გუნდი, რომელიც კადრებს ტალანტის მიხედვით შეარჩევენ და არა ნათელ მირონობით - არაფერი გამოვა. გარდა ამისა, საჭიროა ყოველწლიურად მინიმუმ 1 კემპის მოწყობა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ყველა კუთხიდან მოწვეული იქნება 10-14 წლის დაახლოებით 200-300 შერჩეული მოზარდი, რომელთაგან სპარინგ-მატჩების მეშვეობით 20-30 საუკეთსო შეირჩევა და განაგრძობს ვარჯიშს ამა თუ იმ საფეხბურთო სკოლაში. ასეთ ბავშვებთან, უფრო სწორად მათ სრულწლოვან კანონიერ წარმომადგენლებთან უნდა გაფორმდეს სახელშეკრულოებო კონტრაქტები, რომლის მიხედვითაც პროფესიონალური კარიერის გაკეთების შემთხვევაში მომავალ ფეხბურთელებს საფეხბურთო აკადემიისთვის კარიერის მანძილზე მიღებული ყოველწლიური ანაზღაურების (მიღებული თანხის მოცულობიდან გამომდინარე) 5-დან 10 პროცენტამდე გადახდა დაეკისრებათ. აღნიშნული თანხა კი კვლავ საფეხბურთო სკოლის განვითარებასა და მომავალი თაობების ზრდას მოხმარდება, ასეთი გზით შეიქმნება ერთგვარი ჯაჭვი, რომელიც ერთის მხრივ უწყვეტი ფინანსური რესურსის მობილიზებას, ხოლო მეორეს მხრივ საფეხბურთო აკადემიების განგრძობად განვითარებასა და ახალ თაობათა ზრდას უზრუნველყოფს.

• პაატა

და რა თქვა ტყუილი??? არაკომპეტენტურობას+კორუფცია=საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია! ახალი ამბავია???

• ბუხუტი

მართალია ეს ბიჭი. ეკონომიკაში კაპიტალიზმი და სპორტში კომუნისტურ-სოციალისტური მოდელი როგორია?! იმ კლიპშიც არ მიეღო მონაწილეობა, მთლად კაი ბიჭი იქნებოდი :)

• გივი (ვილი) გაგვიღე ჩვენ ვართ

ეს ბიჭი მე ძალიან მომწონს თავისი აზროვნებით და სიმართლის სიყვარულით. საქართველო ვისაც უყვარს და არა მხოლოდ თავის თავი საქართცელოში, ასეთი სიმართლის მთქმელი უნდა იყოს. მნიშვნელობა არა აქვს შენ მოქნედი ფეხბურთელი ხარ თუ აღარ გაწვს შანსი ნაკრებში მოხვედრის. ჩვენი ნაკრები რაც თავი მახსოვს მორჩილ მსახურთა ჯგუფს მაგონებენ, რომლებსაც საკუთარი აზრის დაფიქსირების ეშინიათ და ზუსტად ამიტომ ვართ ამ წუმპეში ამდენი დროა. მადლობა გველესიანს მაგალითი რომ მისცა სხვებს, რას ნიშნავს ქვეყნის სიყვარული და არა ქვეყნის მორჩილად ყოფნა. ქვეყნის მორჩილება, სიჩიმე და ვითომ ვერაფრის დანახვა დამღუპველია ქვეყნისათვის. დაღუპულზე მეტიც ვართ რეიტინგიში როდესაც შენი ქვეყანა საკლუბო რეიტინგში ფარერებს, მალტასა, ლუქსემბურგს და ბევრ არა საფეხბურთო ქვეყანას რომ ჩამოვრჩით. პასუხუსგება ნოლი. იტყვი რამეს? დაგტროლავენ. ნაცი ხარ! მტერი ხარ! გაუმარჯოს ბუჩქებში ჩაცუცქულ ბატონს! ჩვენ ბრწყინვალე გაბრწყინებულ ქვეყანას! მოკლედ Слава КПП თუ ქოცნებას რა მნიშვნელობა აქ თუ მორჩილი (მონა) ხარ მხოლოდ სისტემის რომელიც შეგიქმნა ვიღაცამ თავისი ინტერესებისათვის?

• G.A.L.

კარგია ამ თემაზე საუბარი რომ დაიწყო. მეტი კონკრეტიკა კარგი იქნებოდა. შესაცვლელი მართლაც არის რაღაც, წინააღმდგ შემთხვევადი სტაგნაცია კი არა მაგატი რეგრესი გვექნება!!!

"მეშახტეს" ჩხეტიანი ჩაუდგა სათავეში

პაატა ღუდუშაურმა "იბერია 1999" დატოვა

ბართიშვილს პირადად დააკვირდნენ - "არსენალის" სკაუტი "იბერიას" მატჩზე და ქართველის შესაძლო ტრანსფერის ამბავი

დავით ნინიაშვილი: მიზანი სამი მოგებაა

ქვიშის ფეხბურთის ევროპის ლიგა | საქართველოს ნაკრები ნახევარფინალშია

ესპანეთის მეორე თუ არგენტინა ოთხიანთა კლუბში? - ფინალის PREVIEW

18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე

20 წ. | ფიჯისთან დამწყებებში ექვსი ცვლილებაა

ტერი: როგორ შეაჩერონ მესი? პასუხი მარტივია

"ბორჯღალოსნები" | 21 წლის შემდეგ ჩილესთან - თითქმის უცვლელი შემადგენლობით

20-წლამდელთა ნაკრებისთვის ესტონეთთან შეხვედრა წარუმატებელი გამოდგა

ნეიმარმა 23+ მილიონად იახტა შეიძინა

კოულს არ მოსწონს, რომ ინგლისის ნაკრების მწვრთნელი გერმანელია

The Telegraph: ტუხელს უკან არ დაუხევია

რონალდომ მუნდიალის ყველა დროის ანტი-რეკორდი დაამყარა

[PHOTO] ჯილდო ამერიკულ სტილში - ცნობილია, რას მიიღებს მუნდიალის გამარჯვებული ნაკრები

"დონჩიჩმა დამირეკა, ჩვენს შორის ასეთი საუბარი შედგა..." - სანდრო მამუკელაშვილი

შეთანხმება შედგა - "არსენალი" ბერძენ შემტევს 40 მილიონ ევროდ გაიფორმებს

[VIDEO] კაცნაკლული "დილა" "ვირტუსთან" დამარცხდა, თუმცა მეორე რაუნდში გავიდა

[VIDEO] 16 წლის კვარაცხელია საუკეთესო იყო - თბილისის "დინამოს" მომდევნო ეტაპზე გასასვლელად 120 წუთი ბრძოლა დასჭირდა

[VIDEO] სირცხვილი - "ტორპედო" "ზირასთან" სახლშიც განადგურდა

"კლუბის ლეგენდად დარჩება" - იკარდი "გალათასარაიდან" წავიდა

სალაჰი შეიძლება პრემიერლიგიდან არ წავიდეს

გველესიანის მეხუთე კლუბი ირანში? - საქართველოს ნაკრების ფეხბურთელს ახალი ვარიანტი აქვს

გველესიანი ირანისა და ისრაელის შეიარაღებულ დაპირისპირებას გამოეხმაურა

"მათხოვრობა ჩემი მორალი არ არის" - გველესიანმა ირანულ გამოცემას ინტერვიუ მისცა და "პერსოპოლისზე" ნაწყენია

კვლავ ირანში - გველესიანი ყოფილ კლუბში დაბრუნდა

აბურჯანია გველესიანის ყოფილ კლუბში? - ქართველს მსურველები არ აკლია

"დიდი შეცდომა დავუშვით, ნაკრებში რაღაცები აურ-დაურიეს... მჯერა, მუნდიალზე უნდა გავსულიყავით... ახლა ვინ იღებს პასუხისმგებლობას?! - გველესიანმა სანიოლზე და წარუმატებლობის მიზეზებზე ისაუბრა