საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს, გამთენიისას ბუქარესტში გაემგზავრა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები დღეს, გამთენიისას ბუქარესტში გაემგზავრა, სადაც "რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ბოლო მატჩში რუმინეთის ეროვნულ გუნდს შეხვდება. 16 მარტს კი "ბორჯღალოსნებმა" "შევარდენის სანაკრებო ბაზაზე" ღია ვარჯიში გამართეს.

საქართველოს ნაკრებმა, ტრადიციულად, ბევრი იმუშავა ხელდახელ, მრავალფაზიანი კომბინაციების გათამაშებაზე. ვარჯიშის მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, ჩვენი გუნდის ძირითადი შემადგენლობა რუმინელთა წინააღმდეგ ასეთი იქნება:

15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. ალექსანდრე თოდუა, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ირაკლი სვანიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. იოსებ ბეკოშვილი, 4. გიორგი ნემსაძე, 5. კონსტანტინე მიქაუტაძე, 6. გიორგი თხილაიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა გორგაძე.

როგორც ხედავთ, ახალგაზრდებიდან შემადგენლობაში მხოლოდ ორია - გარემარბი ირაკლი სვანიძე, რომელიც ეროვნულ გუნდში მეორე მატჩს გამართავს და მესამეხაზელი ბექა გორგაძე, რომელიც უკვე საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეა.

ნაკრებში ახალი მოთამაშეა პირველხაზელი სოსო ბეკოშვილიც.

გიორგი ნემსაძე, საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი:

"რაგბი ევროპის ჩემპიონატის სხვა მონაწილეებს არ ვაკნინებ, მაგრამ ფაქტია, რუმინეთი ჩვენთვის გამორჩეული მეტოქეა. ისინი ამბობენ, რომ იციან, როგორ უნდა გვაჯობონ და პირდაპირ აცხადებენ, მოვიგებთო. მათ უძლიერესი შემადგენლობა შეკრიბეს და უნდათ, შარშანდელი მარცხის გამო რევანში აიღონ. ჩვენ წინასწარი საუბრისგან ყოველთვის თავს ვიკავებდით და ახლაც ასე ვიტყვი, გავალთ მოედანზე და გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ".

მერაბ შარიქაძე, საქართველოს ნაკრების შუამარბი:

"წინ ფინალის ტოლფასი, რთული თამაში გველოდება. რუმინელები დიდი მონდომებით ემზადებიან და როგორც პრესასთან ამბობენ, აქვთ შანსი, რომ ექვსწლიანი მოუგებელი სერია შეწყვიტონ. ჩვენც ვემზადებით და გუნდში დაძაბულობაც იგრძნობა. იმედია, მოვახერხებთ სასურველი თამაშის ჩვენებას და გამარჯვებას. პროგნოზებს არასდროს ვაკეთებ, თუმცა გულშემატკივარს შემიძლია დავპირდე, რომ მოედანზე მაქსიმუმს გავიღებთ და ვნახოთ, ეს რა შედეგის მომტანი იქნება".

ლევან მაისაშვილი, საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელის ასისტენტი:

"რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ეს ჩვენი ბოლო კვირაა და თამაშისთვის კარგად მოვემზადეთ. მარტივი თამაში არ გვექნება. რუმინელები ჩვენ დასახვედრად დიდი მონდომებით ემზადებიან და მაქსიმუმს გავიღებთ, რათა შინ გამარჯვებულები დავბრუნდეთ. ყველა ძლიერ მხარეს გამოვიყენებთ, რაც თამაშის მოსაგებად იქნება საჭირო. ბიჭები მზად არიან და შეხვედრას სრულიად მობილიზებულნი ვხვდებით".

რუმინელებს "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" პირველობის მოსაპოვებლად "ბორჯღალოსნების" ნებისმიერი ანგარიშით დამარცხება მართებთ. ჩვენს გუნდს კი ხელს ფრეც აძლევს. აღსანიშნავია, რომ ნებისმიერი ანგარიშით მარცხის შემთხვევაში, საქართველოს ნაკრებს რეიტინგში ქულები დააკლდება, მაგრამ მე-12 პოზიციას მაინც შევინარჩუნებთ.

შეგახსენებთ, რუმინეთის ნაკრებს აქამდე ოცჯერ შევხვედრივართ. აქედან 11 მოვიგეთ, 8 წავაგეთ და ერთხელ ფრე ვითამაშეთ. რუმინეთთან ბოლო 3 თამაში მოგებული გვაქვს, ბოლო 7 მატჩიდან კი ერთიც არ წაგვიგია. ბოლოს რუმინეთთან 2010 წელს ბუქარესტში დავმარცხდით.

მატჩი საქართველოსა და რუმინეთის ნაკრებებს შორის კვირას, თბილისის დროით 17 საათზე დაიწყება.

საქართველო

პირველი ხაზი: მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე), გიორგი თეთრაშვილი (აჟენი), თორნიკე მატარაძე (ლიონი), ჯაბა ბრეგვაძე (ვორსტერი), ზურაბ ჟვანია (სტად ფრანსე), სოსო ბეკოშვილი (ბრივი), ლაშა ტაბიძე (ბორდო)

მეორე ხაზი: გიორგი ნემსაძე (ბრისტოლი), კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე), ნოდარ ჭეიშვილი (ლელო)

მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე (ტულონი), გიორგი თხილაიშვილი (ბათუმი), ლაშა ლომიძე (ბეზიე), საბა შუბითიძე (აკადემია), ბექა გორგაძე (მონ დე მარსანი), ოთარ გიორგაძე (კლერმონი), გიორგი ცუცქირიძე (ბრივი)

#9: ვასილ ლობჟანიძე (ბრივი), გიორგი ბეგაძე (ყოჩები), გელა აფრასიძე (ლელო)

#10: ლაშა ხმალაძე (ლელო), ლაშა მალაღურაძე (კრასნი იარი), რეზო ჯინჭველაშვილი (ბაგრატი)

#12-13: მერაბ შარიქაძე (ორიაკი), დავით კაჭარავა (ენისეი), გიორგი კოშაძე (ხარები), ბადრი ლიპარტელიანი (არმაზი)

#11-14: ალექსანდრე თოდუა (ლელო), ირაკლი სვანიძე (ჯიქი)

#15: მერაბ კვირიკაშვილი (ლელო), ბექა წიკლაური (ლოკომოტივი)

რუმინეთი

პირველი ხაზი: კონსტანტინ პრისტავიტა (ბაია მარე), ალექსანდრუ ტარუსი (ბეზიე), ალექსანდრუ გორდასი (სტიაუა), იონელ ბადიუ, ანდრეი ურსაკე (ორივე-კარკასონი), მარიან კაპატანა, ანდრეი რადოი (ორივე-ტიმიშოარა), ოთარ ტურაშვილი (კოლომიე)

მეორე ხაზი: ვალენტინ პოპარლანი, იონუც მურეშანი (ტიმიშოარა), იოჰან ფან ჰერდენი (ბაია მარე), მარიუს ანტონესკუ (ტარბი)

მესამე ხაზი: ვიორელ ლუკაჩი (სტიაუა), ანდრეი გორჩიოაია (მასი), მიჰაი მაკოვეი (კოლომიე), ვლად ნისტორი (ალბი), დორინ ლაზარი (ტიმიშოარა)

#9: ვალენტინ კალაფეტეანუ (ბუქარესტი), ფლორინ სურუჯუ (სტიაუა), ტუდორელ ბრატუ (დინამო)

#10: ჯოდი როსი (ტიმიშოარა), ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა)

#12-13: ჯეკ უმაგა, ფლორინ პოპა (ორივე-ტიმიშოარა), სიონე ფაკაოსილეა (ბაია მარე)

#11-14: სტივენ შენანი, მადალინ ლემნარუ (ტიმიშოარა), იონუც დუმიტრუ (სტიაუა), ჯეკ კობდენი (ბუქარესტი)

#15: კატალინ ფერკუ (ტიმიშოარა)

რაგბი ევროპის ჩემპიონატი. V ტური

18 მარტი

ესპანეთი-ბელგია

რუსეთი-გერმანია

19 მარტი

რუმინეთი-საქართველო

სატურნირო მდგომარეობა

ა გ თ მ ფ წ ბ ქ პ

1. საქართველო 4 4 0 0 +93 18 2

2. რუმინეთი 4 3 0 1 +43 15 3

3. ესპანეთი 4 2 0 2 +7 8 0

4. გერმანია 4 2 0 2 -53 8 0

5. რუსეთი 4 1 0 3 -37 4 0

6. ბელგია 4 0 0 4 -53 2 2.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

vakho
როგორ შეიძლება ასეთი რაღაცეების წერა? რატომაც გვიყვარს ყველას რაგბი იმიტომაა, რომ ასეთი სიბინძურეები არ ხდება და თუ მტერი და ინტრიგანი არ ხარ ამ სახეობის, პრინციპული თამაშის წინ არ უნდა აკეთებდე ასეთ კომენტარს
სოსო
რაც საქართველოს ნაკრები არსებობს,მასში ჩაწყობით არავის უთამაშია და კიდევ კაი ხანი ასე იქნება.სვანიძემ კი კარგად ითამაშა და სხვა ბიჭები რატომაც არ არიან,ამაზე სხვებმა უკვე ისაუბრეს.
misha
არ გინდატ რომ გჯეროდეტ
misha
არ გინდატ დაინახოტ მომავალი
Gela
ოხ,ოხ,ოხ, რა კაკაპონია ატეხეთ? დავალებას კარგად ასრულებთ, ერთი წერს თუ ორი? სვანიძე გყავთ განცილვაში, ისე ტოგორც ვიცი მოთამაშე იმდენად არ გაინტერესებთ, როგორც პრეზიდენტი.... არაფერი გამოგივათ მაგარი ნერვების პატრონია და დაცყებულ საქმეს ბოლომდე მიიყვანს და თან ისე, რომ რაგბი საკმაოდ წინ წაიწევს, დამშვიდდით...,
ლაშა
მივესალმები ყველა იმ მორაგბის საქმეში გამოცდას რომელიც ნაკრებს გააძლიერებს, თუმცა ეროვნულში ის უნდა დარჩეს ვინც ნამდვილად დაიმსახურებს. რუმინეთი დიდი ხანია ჩამოყალიბდა ჩვენს პრინციპულ მეტოქედ, რომელთან გამარჯვება სასიცოცხლოდ აუცილებელია ჩვენი რაგბის წინსვლისთვის, შესაბამისად უნდა ვიცოდეთ ვინ სად და როდის გამოვცადოთ. საიუბილეო გამარჯვებას ვუსურვებ ნაკრებს!!!
Datos da mistanebs
არ შეიძლება ასე ერთი ხელის მოსმით იმის დაწერა რაც არ იცით, ვიღაცეებს ძალიან უნდათ რაგბი ფეხბურთს შეადარონ, მაგრამ სულ ტყუილი მცდელობაა, სვანიძე იქნება თუ პეტრე, ყველას თავისი ადგილი ექნება, დაუმსახურებლად არაფერი კეთდება და იქნებ თავი შეიკვოთ? თქვენ ჰეიგს არ იცნობთ, მასზე ვერავინ და არავინ იმოქმედებს თუ თვითონ არ უნდა, რა ვერ გაიგეთ, კაცი მსომსოფლიოსთვის ნაკრების კანდიდატებს სინჯავს....

ფრუიძე და მათიაშვილი სამხრეთ აფრიკაში არიან 7 კაცა ნაკრებთან ერთად შეკრებაზე, მჭედლიძეს დისკვალიფიკაცია აქვს და თან განთავისუფლებულია ნაკრებიდან ტყუპები უნდა ეყოლოს, ჩვენ კიდე მაგ პოზიციაზე დიდი არჩევანი არ გვაქვს და ვინ უნდა ათამაშონ ამ კონკრეტულ თამაშში თქვით მაშინ აბა
Avto
ძალიან ცუდად მსჯელობთ , რატომ უქმნით პრობლემას 20 წლის ბიჭს არ ივარგებს, ვერ ითამაშებს და აღარც ათამაშებენ. ცუდად გცოდნიათ სვანიძეები. ვხვდები ქარი საიდანაც უბერავს, მაგრამ არუშავს, ყველაფერი წინ არის, წინ საქართველო....ისე არავინ იცის ვინ რომელ ასსკში გაიხსნება, ქართველებს ბოღმა ახრჩობთ ხოლმე და ეს ღუპავს ყველაფერს....

ამათმა რა უნდა მოგვიგონ. რუმინეთის ჩემპიონატის მორაგბეებმა თუ დაამარცხეს საფრანდეთის ლეგიონერთა ნაკრები, მაშინ უაზრო და უსაფუძვლო ყოფილა საქართველოს ამბიციები უფრო მეტზე. ამნაირი დაჩმორებული ალბათ არასოდეს ყოფილა რუმინული რაგბი. ან საერთოდ დაკარგეს ინტერესი ამ სახეობის მიმართ, მობეზრდათ ალბათ ე.წ. "ბობოლების" ნასუფრალის ყურება შორიდან.
giga
სვანიძემ მოედანზე უნდა დაამტკიცოს რო შემთხვევით არაა ნაკრებშI. იმედია ფეხბურთის სენი არ გადავა რაგბზე.
datos
ხოდა აქამდე რომ არ იყო და დაიწყო ეგაა ცუდი
me
მემგონი მჭედლიძეს დისკვალიფიკაცია აქვს.
დათო
როდემდე-ს თქვენ ისე ლაპარაკობთ გეგონება აქამდე სულ ნათესავებით იყო დაკომლექტებული ნაკრები. კიდე ვინ იყო რაგბის კავშირის ხელმძღვანელობის ნათესავი ნაკრებში.
glaxunas
აბა რა. კაით რა რა სვანიძე. სუფთა ბიძამისის ნამოქმედარია. ვინც კარგია 20 წლამდელებიდან ძირითადშიც დაამტკიცა კოშაძე, მათიაშვილი...
გიო777
არა მარტო სვანიძე, რამდენიმე მორაგბე აღარ იმსახურებს ნაკრებში თამაშს.
გიო777
სვანიძე თავის კლუბში არ არის გამორჩეული და დავიჯერო ეროვნულ ნაკრებს გააძლიერებს?. ზღაპრების არ მჯერა.
dato505
ფრუიძეც ჯობია სვანიძეს, რატომ არ ათამაშებენ?
glaxuna
სვანიძე ფიზიკურად სუსტია და დაცვაში აგრესიული თამაში არ შეუძლია ,ზუსტად იმ ფლანგიდან დაგვიდებენ ლელოებს,თუ დაგვიდებენ. ვნახოთ,შეიძლება ვაჭარბებ,მაგრამ... (მჭედლიძეს უნდა ეთამაშა,ანუ ფიზიკურად გაცილებით ძლიერ 11-ნომერს!)
სს-ს
არაფერსაც არ თამაშობდა, თუ არ გახსოვს გადახედე თამაშებს ერთი ჩვეულებრივი მორაგბეა არაფრით გამორჩეული
ss
ეგ სვანიძე ძალიან კარგად თამაშობდა ასაკობრივებში და მოისინჯა დიდ ნაკრებშიც. რა არის ამაში დასაძრახი? თან ისეთ პოზიციაზე თამაშობს სადაც გაძლიერება გვჭირდება...
rodemde?
ეს სვანიძე რაგბის კავშირის პრეზიდენტის ძმის შვილია და დაუწყეს ნაკრებში გამოძახება. როგორც რაგბისტი დიდი ვერაფერია. რა უბედურება გვჭირს ამ ქართველებს ასეთი?!
giorgi
ნებისმიერი ანგარიში არ გვაწყობს.
ნ
საინტერესოა, იმას რატომ არ წერთ, რომ ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვების შემთხვევაში, მსოფლიო რეიტინგში მე–11 ადგილს დავიკავებთ?!
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
სავსე ტრიბუნების დროა!
ირლანდიასთან თამაშის დღე გვიახლოვდება!
U21 | ბოლო დღე ავსტრიულ შეკრებაზე, დღეს ახალგაზრდული სლოვაკეთში გაემგზავრება
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
კაბო-ვერდე რთულად დასამარცხებელია - ვინ ითამაშებს ამჯერად?
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
ამაზე უარის თქმა რთული იქნება - "ფენერბაჰჩემ" სანეს ზღაპრული შეთავაზება გაუკეთა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
[VIDEO] დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა
კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო
პსჟ-ს მძიმე დანაკლისი - ესპანეთთან პარიზელთა ორმა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
დვალიშვილი VS ომალი 2 - დიდ ბრძოლამდე სულ ცოტა დრო რჩება
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
რაგბი ევროპა | მზადება ნიდერლანდებისთვის, ბექა გორგაძესთან ერთად
საქართველო(U20)-კლერმონი (ესპ.) 28:18 - მეორე ტაიმში არ გავახარეთ
“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ლევან მაისაშვილი: "შავმა ლომმა" ისტორია დაწერა
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
საქართველო-აშშ. რა ითქვა ნამატჩევს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან
დღეს "ბორჯღალოსნები" ქუთაისში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან
ვინ მოვა "დინამოში" და წავა გუნდიდან - გიორგი ნემსაძემ სატრანსფერო გეგმებზე ისაუბრა
"მოგებიდან დიდ მარცხამდე ერთი ნაბიჯია" - რა ითქვა "კლერმონთან" ნამატჩევს
ბექა გორგაძე: ფინალის მოსაგებად დამატებითი მოტივაცია არ გვჭირდება
ლევან მაისაშვილი – მაღალი მიღწევების დირექტორი
რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს უნიკალური გუნდი ჰყავთ
მილტონ ჰეიგი: პირველი ტაიმი ნერვიულობის გამო არცთუ ისე კარგად ჩავატარეთ
ლევან მაისაშვილი: ეს დიდი დაფასებაა და ღირსეულად უნდა წარვდგეთ
U18. ᓡᓐᓥᓐᓠᕗᓕ
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
მზ.საქართველო-ქროშეიზი 17:24 - უხვლელოიანი, ტრავმიანი, საინტერესო
ლეგიონერები | ორი ლელო და სამნი სიმბოლურში
თბილისის "დინამოს" მთავარი მწვრთნელი "სპორტალში" [VIDEO]
სავსე ტრიბუნების დროა!
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
ბექა გორგაძე: შეცდომების დაშვების უფლება არ გვაქვს
გიორგი ნემსაძეც პოლიტიკაში წავიდა
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
საქართველო XV-მა "რაგბის ზაფხულის თასის" პირველ მატჩში გაიმარჯვა
რაგბი ევროპის ახალი ფორმატი
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
მერაბ კვირიკაშვილისა და გიორგი ჩხაიძის მეოთხე მსოფლიო თასი
პრესკონფერენცია გერმანიასთან მატჩამდე: ქუთაისელი ქომაგი საერთაშორისო რაგბის იმსახურებს
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს
გიორგი ნემსაძე: კაშიას პირობები ვერ დავაკმაყოფილეთ, სისოკო აღარ გამოჩნდა...
ცხადაძემ თბილისის "დინამო" ჩაიბარა და საქმეს შეუდგა