მილტონ ჰეიგმა რუსეთთან მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა რუმინეთთან სამატჩო რაზმი დაასახელა.

"ბორჯღალოსნების" ახალზელანდიელმა თავკაცმა რუსეთთან მატჩის შემდეგ სასტარტო შემადგენლობაში სამი ცვლილება განახორციელა: შუამარბად გუნდში გამოჯანმრთელებული მერაბ შარიქაძე დაბრუნდა და დავით კაჭარავას შეუწყვილდა, მღლეტელად ითამაშებს გიორგი თხილაიშვილი, რომელმაც რუსეთთან შეხვედრაში დაისვენა, მარჯვენა ბურჯად კი თამაშს, როტაციის თანახმად, სოსო ბეკოშვილი დაიწყებს.

სათადარიგოებს დაემატნენ გამოცდილი მორაგბეები - ლაშა მალაღურაძე და გიორგი ბეგაძე. სათადარიგო მარჯვენა ბურჯია თორნიკე მატარაძე, ახალგაზრდა გიორგი კოშაძე კი ამჯერად 23 ნომერია.

"რაგბი ევროპის ჩემპიონატის" ბოლო ტურის გადამწყვეტი მატჩი რუმინეთისა და საქართველოს ნაკრებებს შორის ბუქარესტში 19 მარტს, 17:00 სთ-ზე დაიწყება. სტადიონ "არკეულზე" გამართული შეხვედრა ტურნირის გამარჯვებულთან ერთად, "ანთიმოზ ივერიელის თასის" მფლობელსაც გამოავლენს, რომელიც ამ ორი ნაკრების დაპირისპირებაში თამაშდება.

რუმინელებს "რაგბი ევროპის ჩემპიონატზე" პირველობის მოსაპოვებლად ნებისმიერი ანგარიშით გამარჯვება სჭირდებათ, ჩვენს გუნდს კი ხელს ფრეც აძლევს.

აღსანიშნავია, რომ რუმენთთან დაპირისპირება "ბორჯღალოსნებისთვის" ისტორიაში საიუბილეო - მეორასე მატჩია!

საქართველოს ნაკრები:

უკანა ხაზი: 15 მერაბ კვირიკაშვილი, 14 ირაკლი სვანიძე, 13 დავით კაჭარავა, 12 მერაბ შარიქაძე, 11 სანდრო თოდუა, 10 ლაშა ხმალაძე, 9 ვასილ ლობჟანიძე.

შერკინება: 1 მიხეილ ნარიაშვილი, 2 ჯაბა ბრეგვაძე, 3 სოსო ბეკოშვილი, 4 გიორგი ნემსაძე, 5 კოტე მიქაუტაძე, 6 გიორგი თხილაიშვილი, 7 მამუკა გორგოძე (კაპ), 8 ბექა გორგაძე.

სათადარიგოები: 23 გიორგი კოშაძე, 22 ლაშა მალაღურაძე, 21 გიორგი ბეგაძე, 16 ზურაბ ჟვანია, 17 თორნიკე მატარაძე, 18

ლაშა ტაბიძე, 19 ლაშა ლომიძე, 20 გიორგი ცუცქირიძე.

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

sandro
ზუსტად იმან არ უპასუხა, ვის გასაგონადაც დავწერე, ასე იციან ხოლმე.......დაწერენ და იმალებიან, ეს მათი სტილია..... ყველაზე მთავარია რაგბი წინ მიდის და აუცილებლად ვნახავთ ჩვენს ნაკრებს ათეულში და უფრო ზევით, ასევე ბობოლების თამაშების ყურებით ვისიამოვნებთ თბილისში
გიორგი
ყველას თავისი აზრი აქვს და გამოხატავს კიდეც, თ ღრძოობა და გველობა კი რატომღაც წინა ორ კომენტარში უფრო ამოვიკითხე, ხალხი მსჯელობს და გამოხტნენ აქ ,,მამულისშვილები,,
mis gasagonad visa ekutvni-goga -ს BMW-სგან
თქვენ გინდათ თქვათ, იმიტომ ვარ ბოროტი და შურიანი სვანიძეზე და ბეკოშვილზე რომ დავწერე ჩემი აზრი? ცილის წამება მგონია, თქვენი მხრიდან ჩემს მიმართ გამოთქმული სიტყვებით. ღმერთმა ჰქნას ისე ითამაშოს სვანიძემ რომ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაესახელიბონოთ ხვალინდელ შეხვედრაში. არავისზე ნაკლებად არ გამიხარდება ეს ფაქტი!! მე უბრალოდ ჩემი პირადი აზრი გამოვთქვი, მაქვს ხომ უფლება?? რაც დავინახე 20-წლამდე ალაფაზე , იქიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი სვანიძის შესახებ. ბეკოშვილის რაც შეეხება რა დავწერე არასწორი?? ფაქტია რაც ძირითადი შჭერკინების ბურჯები., ასეიშვილი, ჩილაჩავა, ფეიქრიშვილი, ქუბრიაშვილი არ არიან გამოძახებულები სხვა და სხვა მიზეზებით შერკინება ძალიან დასუსტებული ჩანდა ბოლო ორ შეხვედრაში , ბეკოშვილის სისუსტესაც ამიტომ გავუსვი ხაზი . ბოლოს, რაც შეეხება რაგბ-პრეზიდენტ სვანიძეს, მე ძალიან მომწონს მისი მოღვაწეობა და დებითად ვაფასებ. ასევე მომწონდა ნიჟარაძის მოღვაწეობაც. მელიტონას რაც შეეხება ღმერთმა დიდი ხანი გვიმყოფოს მწვრთნელად,ვინ მამაძაღლია მისი წინააღმდეგი??? არ მომეწონა აბუსერიძეს საქციელი და ასევე მაჩხანელის . ამ ორმა ყოფილმა სპორტსმენმა განსაკუთრებით პირველმა სულ დამიკარგა წარმოდგენა მათზე.
mis gasagonad visa ekutvni-goga -ს BMW-სგან
თქვენ გინდათ თქვათ, იმიტომ ვარ ბოროტი და შურიანი სვანიძეზე და ბეკოშვილზე რომ დავწერე ჩემი აზრი? ცილის წამება მგონია, თქვენი მხრიდან ჩემს მიმართ გამოთქმული სიტყვებით. ღმერთმა ჰქნას ისე ითამაშოს სვანიძემ რომ შეხვედრის საუკეთესო მოთამაშედ დაესახელიბონოთ ხვალინდელ შეხვედრაში. არავისზე ნაკლებად არ გამიხარდება ეს ფაქტი!! მე უბრალოდ ჩემი პირადი აზრი გამოვთქვი, მაქვს ხომ უფლება?? რაც დავინახე 20-წლამდე ალაფაზე , იქიდან გამომდინარე ჩამოვაყალიბე ჩემი აზრი სვანიძის შესახებ. ბეკოშვილის რაც შეეხება რა დავწერე არასწორი?? ფაქტია რაც ძირითადი შჭერკინების ბურჯები., ასეიშვილი, ჩილაჩავა, ფეიქრიშვილი, ქუბრიაშვილი არ არიან გამოძახებულები სხვა და სხვა მიზეზებით შერკინება ძალიან დასუსტებული ჩანდა ბოლო ორ შეხვედრაში , ბეკოშვილის სისუსტესაც ამიტომ გავუსვი ხაზი . ბოლოს, რაც შეეხება რაგბ-პრეზიდენტ სვანიძეს, მე ძალიან მომწონს მისი მოღვაწეობა და დებითად ვაფასებ. ასევე მომწონდა ნიჟარაძის მოღვაწეობაც. მელიტონას რაც შეეხება ღმერთმა დიდი ხანი გვიმყოფოს მწვრთნელად,ვინ მამაძაღლია მისი წინააღმდეგი??? არ მომეწონა აბუსერიძეს საქციელი და ასევე მაჩხანელის . ამ ორმა ყოფილმა სპორტსმენმა განსაკუთრებით პირველმა სულ დამიკარგა წარმოდგენა მათზე.
goga
მოკლედ, წავიკითხე პოსტები და ძალიან გული დამწყდა, ქართველებმა კიდევ ერთხელ დავამტკიცეთ, რომ შურიანები და ღრძოები ვართ. ამ გადამწყვეტი მატჩის წინ რატომ მოიდომეთ გველებივით დაგესვლა თქვენ თუ ქვეყნის მტრები არ ხართ. კიდევ ერთხელ გამოჩნდა კულისებს მიღმა დაპირისპირება. თუ ასეთი მაგარი ბიჭები ხართ ღიად, გვარ სახელები (ნამდვილი) დაწერეთ და პრეტენზიები ისე გამოხატეთ. ჰეიგმა შექმნა საქართველოში მოთამაშეთა "სკამი", სად გვყავდა ამდენი შემცვლელი? ამ კაცმა ბევრი კარგი გააკეთა და რას ერჩით? ან ამ ახალგაზრდებმა რა დაგიშავათ? სვანიძე კი კლუბებმა დაძალების გარეშე, უმრავლესობით აირჩიეს, ამიტომ შეეგუეთ და შემდგომისთვის, მომავალ არჩევნებზე იფიქრეთ მათ შეცვლაზე, რა თქმა უნდა თუ დაიმსახურებთ და ვინმეს არ ჩარევთ.
mis gasagonad visa ekutvnit
მაგარი ბოროტი ხალხი ხართ....ყელზე დაგადგებათ მელიტინაც და სვანიძეც.... ძალიან გინდათ როგორმე ჩამოაშოროთ ეს ორი კაცი რაგბის სამყაროს, მაგრამ არაფერი გამოგივათ...პატარა სვანიძეს რაც შეეხება, ჯერ კიდევ ყველაფერი წინ აქვს.... კარგი იქნება, ითამაშებს ნაკრეში, არ იქნება და თავის გზას მონახავს.... აქ რომ ბოღმას ანთხევთ, გგონიათ ვერავინ ხვდება ვისი მხარდამჭერები ხართ? ამით ქართულ რაგბს აკლდება..... თუ ასეთი მაგრები ხართ თქვენით, კაცობით გადით ფონს და არა ვიღაც-ვიღაცეების დახმარებით....არ გააბოროტოთ ხალხი... თქვენ არ გინახავთ რა შეუძლია ერთ მუშტად შეკრულ ქართველს....
giorgi
მოკლედ უკანა ხაზი 9 ნომრის და შარიქაძის გარდა კატასტროფაა.
giorgi
ლექსო ყაულაშვილი კარგი მორაგბეა ძაან ტოპ-14 -ში მაგრამ ,როგორც ყურმოკვრით გავიგე საფრანგეთIს ნაკრებზე უჭIრავს თვალი. არადა ლა როშელი პირველ ადგილზეა ტოპ 14-ში და ყაულაშვილი შერკინეიბს თავი და თავია უინი ატონიოსთან ერთად.
Lale
Susti nakrebl gvyavs wels, meore talms verc kl darblan
Lale
Imedi mawvs moigeben, magram wels yvelaze susti nakrebl gvyavs fizlkuri kondiclebls mxriv, meore talms vegac kl darblan
zura
ფრთაზე მჭედლიძე და ფრუიძე ჯობია... სვანიძე კარგი ბიჭია მარა ზედმეტად სუსტია... კოჭო ძაან ბევრ შეცდომას უშვებს ლელოებსაც ვერ დებს... 10 ნომერი ჩვენი სუსტი წერტილია ქოქოსას მალაღურა მირჩევნია... წინა თამაშებზე შერკინების უკმაყოფილო ვარ... მიუხედავად ყველაფრისა დიდი იმედი მაქ გამარჯვების... წარმატებები
BMW
სვანიძეს რაც შეეხება წარმატებას ვუსურვებ პირველ რიგში. მაგრამ მე მისი თამაშები რაც ვნახე ახალგაზრდულში იქ არ მომწონდა ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდა დავიჯერო ასე გამოასწორა თამაში რომ მთავარ ნაკრებში თან ძირითადში მოხვდა? იმედია მართლაც ასე იქნება . არ მინა მოხდეს ისე როგორც ფეხბურთელთა ნაკრებში იყო მამა შვილს რომ ტენიდა ძალით ნაკრებში არადა არაფრის მაქნისი იყო.ბაჩანაზე მაქ საუბარი/ ახლობლობა და მოგვარეობა და ბიძაშვილ მამიდაშვილობა მემგონი არ წაადგება კარგად ნაკრებს
BMW
ბეკოშვილმა გაამრთლა?? რას ამბობ?? ყველაზე სუსტია ჩემი აზრით. რაც ის დადგა 3 -ნომერზე შერკინება ვერ მოგვიგია მეტოქის და ჩვენი შერკინებასაც რთულად ვიგებთ ბოლო ორი თამშია საშინელი შერკინებაა!!! მაგალითვისთვის რუსეთში რუმინეთმა რომ მოიგო მთელი 80 წუთი შერკინებაში ჭამდა რუსეთს იმხელა უპირატესობა ჰქონდა ჩვენ კი დინამოზე ვერცერთი მათი შერკინება ვერ მოვიგეთ. ის კი არა ჩევნსასაც რის ვაივაგლახით ვიგებდით. ასე რომ აშკარად რაღაც ისე ვერაა უფრო ემტიც ძალიან ცუდდაა ამ მხრივ საქმე
ragbis kavSirs da melitonas
სვანიძე არსად დაგეკარგოოოთთ!!!
lasha
კოლელიშვილი სადაა?
სოსო
რაიზელ,ყველას თავისი აზრი აქვს და იმას გამოხატავს.ერთი სიტყვით,ზოგი ასე უბერავს,ზოგი ისე უბერავს და კარგი იქნება ,თუ ხვალ ჩვენები ჯიგრით შეუბერავენ,ხოლო რუმინელები გაუბერავენ.გამარჯვებას გისურვებთ მეგობრებო.
Kaka
მგონი ყველაზე მეტად ახლებიდან ბეკოშვილმა და გორგაძემ გაამართლა
გაგვახარეთ ბიჭებო!!!
ფრე გვყოფნის, მაგრამ რაგბის ფრე სახიფათოა. უნდა მოვიგოთ 31:19.
მინდია
მწვრთნელებმა ჩვენზე მეტი რომ იციან არავინ არ დაობს, მაგრამ ჩვენც გვაქვს ჩვენი აზრი... მე მაგალითად ძალიან არ მომწონდა წინა შეხვედრებში ხმალაძე და თოდუა, ძალიან ბევრ შეცდომას უშვებდნენ.
giorgi
ადმინ კარგი იქნება თუ ცხრილს დაგვიდებ და კიდევ ურთიერთშეხვედრების სტატისტიკას ჩვენსა და რუმინეთს შორის
სეფო
მიყვარხართ გაახარეთ საქართველო თქვენგან ველი გამარჯვებას
nika
კოლელიშვილი სად დაიკარგა
raizel
ებიჯო რავა ყველა პროფესორი გამოხვედით. ახალგაზრდებს არ ათამაშებდა და რატომ არ ათამაშებს ახალგაზრდები უნდა გამოსცადოს მსოფლიო ჩემპიონატისთვის რომც წავაგოთო. ათამაშებს და რატომ არ იძახებს გამოცდილებსო.თქვეთვითOნ თუ იცით რა გინდა ბიძია. რაგბის ტაქტიკის რამე გაგეგებათ? მე მაგალითად არა.ამიტომ ვენდობი მწვრთნელს ვინც არის მაგ საქმის მცოდნე.
murtalo
მგონი სამწვრთნელო შტაბმა ჩვენზე მეტი იცის, სერიოზულად აკვირდებიან ორივეს და დარწმუნებული ვარ საუკეთესო გადაწყვეტილებას მიიღებენ...კკომენტარებმა სასიამოვნოდ გამაკვირვა, რამდენად კარგად ერკვევიან რაგბის გულშემატკივრები ამ საკმაოდ რთულ სპორტში...საღოლ!:)
giorgi
რატომ არ თამაშობენ ფეიქრიშვილი, ჩილაჩავა და ასიეშვილი?
Malkhaz
რატო აწყობს რუმინეთს ნებისმიერი ანგარიშით მ,ოგება?--ერთი თამაში ხო აქვს მაგას წაგებული?მგონი გერმანიასღთან .თუ ვცდები?
lasha
მეორე ხაზელი ნოდარ ჭეიშვილი განაცხადში არ დაყენება მემგონი არასწორია. პირველი 2 თამაში (ბელგიასთან და გერმანიასთან) უშეცდომოთ ჩაატარა, დაცვაშიც და შეტევაშიც. გარდა ამისა საუკეთესო ფიზიკური მონაცემები აქვს და ძალიან მაგარ ფორმაშია. ესპანეთთან მეორე ხაზის საშინელი თამაშის შემდეგ ლოგიკური იქნებოდა, რომ შედარებით ძლიერ მეტოქეებთანაც გამოეცადათ ეს ბიჭი.
Bmb
აფრასიძე კაი ბიჭი გვეზრდება უდაოდ, მაგრამ დღევანდელ ლობჟანიძესთან მისი შედარება როგორ შეიძლება, ვასკა ჩათვალეთ სულ მალე სუპერ რაგბისტი გახდება, ვინც ამას ვერ ხვდება, რაგბის სულ ტყუილად უყურებს, აფრასიძემაც დიდი რაგბი უნდა ითამაშოს და დიდი იმედი მაქვს ითამაშებს კიდევაც
qwerty
სუსტია გელა ძალიან. 9 ნომრისთვისაც სუსტია და თუ არ მოიმატა გაუჭირდება. ვასკას არ ქონდა კარგი თამაშები. უპრაქტიკობა ეტყობა
გიოირგი
ალბათ იმიტომ რომ არ არის ათი ნომრისთვის კარგი მორაგბე. 10 ნომერი ტექნიკასთან ერთად ძალიან სწრაფიც უნდა იყოს და გელა 10 ნომრის ოზიციისთვის არ არის სწრაფი ბიჭი. ცოტა მოზრდილი რომ იყოს ფიზიკურად და სრაფი აი მაშნ კი კარგი 10 ნომერი დადგებოდა. 10 ნომერზე არიან ჯინჭველაშვილი და 18 თუ 20 წლამდელებშ თედო აბჯანდაძე.
Vas
აფრასიძე ძალიან მაგარი ბავშვია არანაკლები ვასკაზე და ხომ არ ჯობია ეგ ბიჭი 10 ნომრად მოამზადონ ნაკრებისთვის? აქვს 10 ნომერზე თამაშის გამოცდილება და ორი კარგი 9 ნომერის და შედარებით სუსტი 10 ნომერს ორივე კარგი გვყავდეს არ ჯობია? ყველაზე ჭკვიანი არ ვარ და სხვასაც მოუვიდოდა ეს იდეა მაგრამ რატო არ გადაიყვანეს საინტერესოა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
"ბორჯღალოსნები" | ტრავმირებული მოთამაშეების შესახებ
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასა და სამხრეთ აფრიკისთვის მზადება დაიწყო
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა
"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?
ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]
მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო
ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა
"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
"დიდი მატჩი და გამოცდა "მარიფილდზე", რათა ვნახოთ, სად ვართ" - მაისაშვილის და შარიქაძის კომენტარები
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
"ბორჯღალოსნები": მადლობა ჰეიგს - საფრანგეთში ბევრად უფრო წარმატებული მსოფლიო თასი გვექნება
ტოპ 14: 10 ქართველი მე-7 ტურში
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
მერაბ შარიქაძე: უკვე დავიღალე მსაჯების შეცდომებზე საუბრით
ჩელენჯ თასი | ისტორიული მატჩის შემდგომი კომენტარები
საქართველო-აშშ. რა ითქვა ნამატჩევს
საქართველო ირლანდიას მასპინძლობს - პირველი შეხვედრა თბილისში!
ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან
დღეს "ბორჯღალოსნები" ქუთაისში გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდებიან
საქართველო-გერმანია 50:6 - ცენტურიონი [VIDEO+PHOTO]
ბელგია-საქართველო 6:31 - გამარჯვებით დავიწყეთ [VIDEO]
რუსეთის ნაკრების მწვრთნელი: ქართველებს უნიკალური გუნდი ჰყავთ
მილტონ ჰეიგი: პირველი ტაიმი ნერვიულობის გამო არცთუ ისე კარგად ჩავატარეთ
ზოგმა პოზიცია გაიმყარა, ზოგმა... ქართველი ლეგიონერების ტრანსფერები
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა ესპანეთი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა [VIDEO]
"ამჟამად არ გვეძლევა შესაძლებლობა, რომ ვითამაშოთ დიდ ბიჭებთან; შეგვიძლია თუ არა, დავამარცხოთ იტალია და ინგლისი?" - მერაბ შარიქაძისა და რიჩარდ კოკერილის ინტერვიუ [VIDEO]
როვიგო VS ბათუმი - დებიუტი "კონტინენტურ ფარზე"
სავსე ტრიბუნების დროა!
ესპანეთი-საქართველო 10:20 - მოდუნება არ შეიძლება [VIDEO]
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
ლეგიონერები: ტური ტოპ 14-ში და გადადებული მატჩები პრო დე2-ში
ტოპ 14: დებიუტები და 8 ქართველი მეექვსე ტურში
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
რაგბი ევროპის ახალი ფორმატი
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
რაგბის ლეგიონი: ქართველების "ბრივი" ტოპ 14-ში დაბრუნდა!
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
პრესკონფერენცია გერმანიასთან მატჩამდე: ქუთაისელი ქომაგი საერთაშორისო რაგბის იმსახურებს
"გლოსთერთან" ბოლომდე ბრძოლა შეგვიძლია" - რა ითქვა "იბერიანსთან" ნამატჩევს