"ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა და ვინც უკეთეს ფორმაში იქნება, ევროპაზეც ის წავა"
ფოტოზე: შალვა დონდუა (მარჯვნივ) და ლაშა გურული

ამას წინათ 22-წლამდელ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების წევრებმა თითო ოქროს და ვერცხლის მედალი მოიპოვეს. ამ გუნდის მთავარი მწვრთნელი გახლდათ შალვა დუნდუა, რომელიც ახალგაზრდობისას თავადაც კარგი მოკრივე იყო - ჭაბუკებში, ახალგაზრდებსა და უფროსებში საქართველოს ჩემპიონსა და მრავალგზის პრიზიორს ორჯერ A კლასის საერთაშორისო ტურნირები აქვს მოგებული. წარმატებულ მომავალსაც უწინასწარმეტყველებდნენ, მაგრამ 21 წლისამ მძიმე ტრავმა მიიღო და აქტიურ სპორტს ჩამოშორდა, თუმცა კრივისთვის ზურგი არ შეუქცევია - 2004 წლიდან მწვრთნელობას მიჰყო ხელი.

2008 წელს მისმა შეგირდმა ირაკლი ქამადაძემ ჭაბუკებში ევროპის პირველობის ვერცხლის მედალი მოიპოვა, სევერიან ჭილაძე და თემურ ბეჭვაია ევროპის მოსწავლეთა პირველობის პრიზიორები გახდნენ. 2013 წელს ლევან გულედანმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე ადგილი დაიკავა.

2015 წელს შალვა დუნდუას საქართველოს ჭაბუკთა ნაკრების ხელმძღვანელობა ანდეს. შარშან ზაფხულს მისმა გუნდმა უნგრეთში სხვადასხვა სინჯის სამი მედალი მოიპოვა (ჩემპიონი გახდა ლექსო ხასაია, მეორე-მესამე ადგილებზე, შესაბამისად, ალექსანდრე ყიფიანი და ზურაბ მენაბდიშვილი გავიდნენ). წლის მიწურულს 35 წლის სპეციალისტი საქართველოს მოკრივეთა ეროვნული ნაკრების მთავარ მწვრთნელად დანიშნეს.

- შარშან ჩვენი ფედერაციის საანგარიშო-საარჩევნო ყრილობაზე ქართული კრივის განვითარების ოთხწლიანი პროგრამა დავამტკიცეთ, რომლის მიხედვითაც 2020 წლის ოლიმპიადისთვის მოვემზადებით, - გვითხრა მან. - ამ გეგმის გათვალისწინებით, ტოკიოს ოლიმპიადაზე, სულ მცირე, სამი მოკრივით მაინც უნდა წარვდგეთ.

ახლა ჩვენთან თაობათა ცვლის პროცესია, რომელსაც, ცხადია, დრო სჭირდება. მჯერა, რომ ის უმტკივნეულოდ ჩაივლის.

წლის დასაწყისში ორივე თაობისთვის ერთობლივი საწვრთნელი შეკრება მოვაწყვეთ ბაკურიანში საერთო ფიზიკური მომზადების გასავლელად; შემდეგ ვარჯიში თბილისში, დკდ-ს კლუბში გავაგრძელეთ. თებერვლის დასაწყისში ახალგაზრდები დებრეცენის A კატეგორიის საერთაშორისო ტურნირში გამოვცადეთ.

იმის მიუხედავად, რომ უფროსებში პირველად მონაწილეობდნენ, ერთი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალი დაიმსახურეს. 69 კილოში ესკერხან მადიევმა ნახევარფინალში რიოს ოლიმპიადის ჩინელ ვიცე-ჩემპიონ ლიუ ვეის აჯობა, გადამწყვეტი პაექრობა კი პირველი ევროპული თამაშების ფინალისტ ანდრეი სამოპოლოვთან (უკრაინა) დათმო. ნოდარ დარბაიძე და არტუშ გომციანი კი მესამე ადგილებს დასჯერდნენ.

- ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზეც ხომ შეიძლებოდა მათი გამოცდა?

- სოფიაში ეროვნული ნაკრების წევრები წავიყვანეთ. სამწუხაროდ, ვერც ერთი მათგანი პრიზიორებში ვერ მოხვდა. რაც შეეხებათ ახალგაზრდებს, დებრეცენის ტურნირიდან ბულგარეთამდე დროის მცირე შუალედი იყო, თან 22-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატი ელოდათ. ამიტომ მათი გადატვირთვა არ გვინდოდა.

- ევროპის ჩემპიონატზე გამოსვლით კმაყოფილი ხართ?

- ასეთ ტურნირზე საქართველოს მოკრივეებისთვის თითო ოქრო და ვერცხლი ცოტა არ არის, თუმცა უნდა გითხრათ, რომ უკეთეს შედეგს ველოდი. ამ შეჯიბრებისთვის მონდომებით ვემზადებოდით. საწვრთნელ პროცესში აქტიურად მეხმარებოდნენ ბატონი ბეჟან ჭიჭინავა და თემურ ოჩიგავა.

დიდი წვლილი მიუძღვის ფედერაციის ხელმძღვანელ დავით წიკლაურს, რომელიც პრეზიდენტად არჩევამდე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელი გახლდათ. ბატონი დავითის დამსახურებაა, რომ 69 კილოში ესკერხან მადიევი, რომელმაც ევროპის ჩემპიონატის პირველ შეხვედრაში ბულგარელ რობერტ ჩამასანიანთან ცხვირის ხრტილი დაიზიანა, მომდევნო ორი ორთაბრძოლისას რუმინელ მარიან პიტასა და ინგლისელ კარლ ფაილთან წარბები გაუსკდა, შეჯიბრებიდან არ მოხსნეს, ბოლომდე შემორჩა რინგს, ნახევარფინალში გერმანელ პაულ ველს, გადამწყვეტი ორთაბრძოლისას რუს ვლადისლავ სავოსტიანოვს მოუგო და ოქროს მედალი მოიპოვა.

64 კილოში ლაშა გურულმა მხოლოდ ფინალური პაექრობა დათმო ინგლისელ ლიუკ მაკკორმაკთან და ვერცხლის მედალი ერგო.

მეტს მოველოდით მძიმეწონოსან გიორგი ჭიღლაძისგან, რომელმაც შარშან სანკტ-პეტერბურგში ახალგაზრდების მსოფლიოს პირველობაზე ვერცხლის მედალი მოიპოვა. რუმინეთში მას სტარტზევე ძალიან ძლიერი მეტოქე შეხვდა - უფროსებში ევროპის ჩემპიონატის ფინალისტი და ახალგაზრდებში მსოფლიოს პირველობის პრიზიორი არტიომ სუსლენკო (რუსეთი) და დაძაბულ პაექრობაში 2:3 დამარცხდა.

49 კილოში ნოდარ დარბაიძემ ორი ბრძოლა მოიგო და ბრინჯაომდე მცირედი დააკლდა.

მეტი შეეძლოთ არტუშ გომციანს (56 კგ), კონსტანტინე ხვისტანსა (75) და რატი ტლაშაძეს (81), რომლებსაც სხვადასხვა დროს თანატოლებში ევროპულ რინგზე წარმატებით უასპარეზიათ. ვფიქრობ, რომ მათი წარუმატებლობა მაინც გამოუცდელობის ბრალია.

- ევროპის ჩემპიონატზე ვის წაიყვანთ?

- ამჯერად ამის თქმა ძნელია. ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა და ვინც უკეთეს ფორმაში იქნება, ევროპაზეც ის წავა.

ამ შეჯიბრებისთვის, რომელიც 15-27 ივნისს უკრაინის ქალაქ ხარკოვში გაიმართება, კარგა ხანია ვემზადებით, რადგან ეს ტურნირი მსოფლიოს ჩემპიონატის სალიცენზიო ასპარეზობაა. თითოეულ წონაში კონტინენტის პირველობის რვა-რვა საუკეთესო მოკრივე მოიპოვებს მსოფლიოს ჩემპიონატის საგზურებს. 5-6 ლიცენზიის მოპოვებას ვგეგმავთ.

ნაკრების ძირითადი ბირთვი, ალბათ, დავით კვაჭაძის სახელობის საერთაშორისო ტურნირზე შეირჩევა. ამ შეჯიბრებას თბილისი 10-15 აპრილს უმასპინძლებს. მერე საწვრთნელი შეკრებები გვექნება. ყველაფერს გავაკეთებთ, რომ ქომაგები გავახაროთ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ლეგენდარული ჯორჯ ფორმენი 76 წლის ასაკში გარდაიცვალა
არის! - ლაშა გურულმა პირველ პროფესიონალურ ბრძოლაში განელი მოკრივე დაამარცხა [VIDEO]
15 მარტს პროფესიონალურ კრივში ლაშა გურულის დებიუტი შედგება
დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა
"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა
დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...
[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
საქართველოს მოკრივეთა გუნდმა უნგრეთის ტურნირში ვერცხლი და ორი ბრინჯაო მოიპოვა
უნგრეთში, იშტვან ბოშკაის მემორიალში საქართველოს ნაკრები 8 მოკრივით გამოვა
ქართველი მოკრივე ოლიმპიადის მეოთხედფინალშია! [VIDEO]
კიდევ ერთი მედალი - წარბგახეთქილმა გურულმა მუჰამედსაბირი დაამარცხა და ნახევარფინალში გავიდა
15 მარტს პროფესიონალურ კრივში ლაშა გურულის დებიუტი შედგება
ესკერხან მადიევი: მომავალშიც საქართველოს სპორტულ ღირსებას დავიცავ
დავით წიკლაური: ასეთი წარმატება ქართულ კრივს დიდი ხანია, არ ჰქონია
მინსკი 2019: ქართველი მშვილდოსნები და მოკრივეები წარმატებულად ასპარეზობენ
სანამ ტალახაძე დაასრულებს... - დღეიდან მედლებისთვის ბრძოლას კრივით ვაგრძელებთ...
თითო ოქრო და ვერცხლი 22-წლამდელ მოკრივეთა ევროპის ჩემპიონატზე
ქართველმა მოკრივეებმა ევროპის ახალგაზრდულ პირველობაზე ორი ბრინჯაო გაინაღდეს
თუშიშვილი vs რინერი და ნახევარფინალის შანსი კრივში - 30 ივლისის პრევიუ
ლაშა გურული კუბელ ბორხესსთან დამარცხდა და ბრინჯაოს მედალი მოიპოვა [VIDEO]
უპირველესად, ცხადია, ქართულ კრივს მივხედავთ - დავით წიკლაურის ახალი ამპლუა
დათო ნანავა და კონსტანტინე ხვისტანი ევროპის ჩემპიონატზე ბრინჯაოს დასჯერდნენ
ქართველი მოკრივე სახელოვან რუსთან დამარცხდა
U22. ევროპის ჩემპიონატი: საქართველოს მოკრივეთა ნაკრების წარმატებული სტარტი
არის! - ლაშა გურულმა პირველ პროფესიონალურ ბრძოლაში განელი მოკრივე დაამარცხა [VIDEO]
გიორგი ჭიღლაძე ახალგაზრდა მოკრივეთა მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლს დასჯერდა
კრივი. ევროპის 18-წლამდელთა ჩემპიონატი: ანტალიაში შვიდეული იბრძოლებს
გურულმა აზერბაიჯანელ მეტოქეს სძლია და მედლამდე ერთი ნაბიჯი აშორებს
დავით წიკლაური: ნაკრებში ადგილი დაბევებული არავის ექნება