თბილისის ჭადრაკის სასახლეში გიორგი გიორგაძემ და ზურაბ აზმაიფარაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს
2017-18 წლებში საქართველო ორ მნიშვნელოვან საჭადრაკო შეჯიბრებას უმასპინძლებს. წლეულს სექტემბერში ჩვენთან დიდოსტატ ვაჟთა მსოფლიოს თასი გათამაშდება, ხოლო გაისად ბათუმში მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადა ჩატარდება.

ამ საკითხებთან დაკავშირებით თბილისის ჭადრაკის სასახლეში საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტმა გიორგი გიორგაძემ და ევროპის საჭადრაკო კავშირის პრეზიდენტმა, 2018 წლის საჭადრაკო ოლიმპიადის საორგანიზაციო კომიტეტის დირექტორმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს.

გიორგი გიორგაძემ მომავალი წლის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სამზადისზე საუბრისას აღნიშნა, რომ ფედერაციას საქართველოს და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობები აქტიურად უჭერენ მხარს. ითქვა ისიც, რომ აჭარის მთავრობამ მიიღო გადაწყვეტილება, 2018 წლისთვის აშენდეს მულტიფუნქციური სპორტის სასახლე, რომელიც საჭადრაკო ოლიმპიადას უმასპინძლებს.

მანვე მასმედიის წარმომადგენლებს აუწყა, რომ საჭადრაკო მსოფლიო თასის გათამაშება სტარტს 2 სექტემბერს თბილისის სასტუმრო "ჰუალინგში" აიღებს და 28 სექტემბრამდე გასტანს ნოკაუტსისტემით. ეს შეჯიბრება, მსოფლიო ჩემპიონ მაგნუს კარლსენის გარდა, საქართველოს დედაქალაქში პლანეტის უძლიერეს მოჭადრაკეებს მოუყრის თავს.

ჭადრაკის საერთაშორისო ფედერაციაში ბოლო დროს განვითარებულ გახმაურებულ მოვლენებზე ვრცლად ილაპარაკა ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოს წევრმა ზურაბ აზმაიფარაშვილმა. მან აღნიშნა, რომ საპრეზიდენტო საბჭო ორი კვირის ინტერვალით 2-ჯერ შეიკრიბა, იმსჯელეს პრეზიდენტ კირსან ილუმჟინოვის გადადგომა-არგადადგომაზე, 10 აპრილს გამართულმა საპრეზიდენტო საბჭომ მას ყველანაირი ადმინისტრაციულ-ფინანსური და წარმომადგენლობითი ფუნქციები შეუჩერა.

ევროპის საჭადრაკო კავშირის თავკაცმა ყურადღება გაამახვილა ილუმჟინოვის არაფორმალურ შეხვედრაზე აფხაზეთის თვითგამოცხადებული საჭადრაკო ფედერაციის პრეზიდენტთან, რომელსაც ფიდეს პრეზიდენტმა სიგელიც კი გადასცა. ამ ფაქტს საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია საპროტესტო წერილით გამოეხმაურა.

- სკანდალი: კირსან ილუმჟინოვი აფხაზეთის დე ფაქტო ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა

კირსან ილუმჟინოვმა საქართველოს ბოდიში მოუხადა, ხოლო ფიდეს საპრეზიდენტო საბჭომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია ერთადერთ სუვერენულ ორგანოდ აღიარა.

ზურაბ აზმაიფარაშვილს არც ის დაუმალავს, რომ მან მიიღო შეთავაზება, 2018 წელს საკუთარი კანდიდატურაც წარადგინოს ფიდეს პრეზიდენტობაზე, თუმცა მას გადაწყვეტილება არ მიუღია, რადგან აცნობიერებს, რომ ეს ყველაფერი დიდ რისკებთანაა დაკავშირებული.

პრესკონფერენციაზე ითქვა ისიც, რომ ბათუმში 2018 წელს, ოლიმპიადის პარალელურად, ფიდეს და კონტინენტთა საჭადრაკო ორგანიზაციების საპრეზიდენტო არჩევნებიც გაიმართება. საქართველო მზადაა, ყველა კანდიდატისთვის ღია სივრცე და თანაბარი პირობები შექმნას. გიორგი გიორგაძემ დასძინა, რომ საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია პირნათლად ასრულებს ფიდესთან გაფორმებული ხელშეკრულების ყველა პუნქტს და, შესაბამისად, იმედოვნებს, რომ 2018 წელს ბათუმის ოლიმპიადა მსოფლიო საჭადრაკო ისტორიაში ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] "რეალმა" "სელტასთან" წააგო და "ბარსელონას" 4 ქულით ჩამორჩა
სიყვარულს რას გაუგებ - იამალს მხოლოდ ასაკოვანი ქალები მოსწონს
ლაპორტა: პუტინის და მადუროს მსგავსი არ ვიქნები
[VIDEO] 39 წლის ჰალკის საოცარი გოლი ბრაზილიის ჩემპიონატში
ჩაბი ალონსო: ჯერ დაკარგული არაფერი არ არის
სუპერლიგის მე-7 ტური "ბათუმმა" "რუსთავის" ძლევით დახურა
წიტაიშვილის 68 წუთი და "მეცის" ზედიზედ მესამე წაგება
კიტეიშვილის "შტურმმა" გრაცულ დერბიში გაიმარჯვა
გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდა - "ჰამბურგმა" "ვერდერს" მოუგო
"ქასიმფაშას" მწვრთნელად არველაძის ნაცვლად ემრე ბეროზოღლუ დანიშნეს
"ეს წარმოუდგენელია!" - "ზაბარნის არყოფნის მიზეზი საფონოვის თამაში იყო?" - ენრიკე ამ კითხვამ გააღიზიანა და ყველაფერი ახსნა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] "ყველაფერი წინ არის, უფრო ძლიერს მელოდეთ... საქართველოს გაუმარჯოს!" - დვალიშვილმა იანთან ბრძოლის შემდეგ გავრცელებულ მიმართვაში ცრემლები ვერ შეიკავა
"ჯერ მერაბმა ბიჭები ჯაკუზიში წაიყვანოს" - იანმა დვალიშვილის დამარცხების შემდეგ შესაძლო რემატჩზე ისაუბრა
მესის მორიგი ტიტული - მაიამის "ინტერი" ისტორიაში პირველად MLS-ის ჩემპიონია
"შოუს დადგმა ვცადე" - დვალიშვილის პირველი კომენტარი იანთან მარცხის შემდეგ
[VIDEO] მერაბ დვალიშვილი პიოტრ იანთან მსაჯების გადაწყვეტილებით დამარცხდა
ლუის ენრიკე: კვარაცხელია განსხვავებულია, სანახაობრივია, უმაღლესი ინტელექტი აქვს
დავითაშვილმა შეუცვლელად ითამაშა - "სენტ-ეტიენი" "დიუნკერკთან“ დამარცხდა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "რენთან" მატჩში?
[VIDEO] აკი ვერ თამაშობს კარგადო - ხვიჩამ დუბლი შეასრულა და კრიტიკოსებს უპასუხა
[VIDEO] "კვარამ" "რენს" თქვენი მოწონებული გაუტანა
[VIDEO] ღვინიაშვილის ბრწყინვალე დებიუტი MMA-ში - "ტაისონამ" მეტოქე 30 წამში დაანოკაუტა
ჭადრაკი თოვლში?
სკანდალი თბილისის მსოფლიოს თასზე: რატომ გააძევეს კანადელი დიდოსტატი?
თბილისში კირსან ილუმჟინოვის "ჩუმად" ჩამოსვლას ჭადრაკის ფედერაცია გამოეხმაურა
"მამა მაშინ გარდაცვლილა, მსოფლიოს ექსჩემპიონ მუზიჩუკს რომ ვხვდებოდი..."
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: კარლსენი გავარდა, ჯობავა ბრძოლას აგრძელებს
პირველ სვლას ახალი პრეზიდენტი გააკეთებს - სპორტული ამბები დონალდ ტრამპზე
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
სკანდალი: კირსან ილუმჟინოვი აფხაზეთის დე ფაქტო ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა
ლეგენდარული მოჭადრაკეები ჭადრაკის საერთაშორისო დღეს დააფასეს
პირველად ევროპის საჭადრაკო სამყაროში - დაჯილდოება "ევროპის ოქროს პაიკი" გაიმართება
დრესკოდი, შორტი და კოვალიოვი - ინტერვიუ ზურაბ აზმაიფარაშვილთან
ქართველი მოჭადრაკე ქალები ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ითამაშებენ
საჭადრაკო აკადემია თბილისში ოფიციალურად გაიხსნა
ზურაბ აზმაიფარაშვილი ევროპის საჭადრაკო კავშირს მეორე ვადით უხელმძღვანელებს