საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის საპროტესტო წერილი ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოს
ფიდეს პრეზიდენტი კირსან ილუმჟინოვი აფხაზეთის დე ფაქტო ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს შეხვდა, რის გამოც საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ ფიდეს სამდივნოსა და საპრეზიდენტო საბჭოს წევრებს საპროტესტო წერილი გაუგზავნა, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ:

ფიდეს სამდივნოს, ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოს წევრებს

მოგეხსენებათ, 2017-18 წლებში საქართველოში ფიდესა და ევროპის საჭადრაკო კავშირის ეგიდით იმართება ისეთი უმნიშვნელოვანესი შეჯიბრებები, როგორებიცაა მსოფლიო თასი, ევროპის ინდივიდუალური ჩემპიონატი და 43-ე საჭადრაკო ოლიმპიადა. ასევე, 2018 წელს საქართველო მასპინძლობს ფიდეს 89-ე კონგრესს. საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია, საქართველოს მთავრობისა და ბიზნესსექტორის მხარდაჭერით, ყოველდღიურად ინტენსიურად მუშაობს, რათა აღნიშნული ღონისძიებები უმაღლეს დონეზე ჩატარდეს.

ამ ყველაფრის ფონზე, ჩვენთვის სრულიად გაუგებარი და უპასუხისმგებლოა ფიდეს პრეზიდენტ კირსან ილუმჟინოვის ბოლო მოქმედება. კერძოდ:

გავეცანით კირსან ილუმჟინოვის ოფიციალურ ვებვერდზე (kirsan.today) გამოქვეყნებულ ნიუსს, რომელშიც ნათქვამია, რომ ფიდეს პრეზიდენტი შეხვდა აფხაზეთის ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს.

http://kirsan.today/en/opinion/item/1336-konstantin-tuzhba-fide-president-noted-the-high-activity-of-abkhaz-players.html

საქართველოს ჭადრაკის ფედერაცია გამოხატავს პროტესტს შემდეგ 2 საკითხთან დაკავშირებით:

1. ფიდეს პრეზიდენტი ხვდება თვითგამოცხადებული რესპუბლიკის - აფხაზეთის (რომელიც მთელი ცივილიზებული სამყაროსთვის საქართველოს განუყოფელი ნაწილი და ოკუპირებული ტერიტორიაა) - ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტს.

2. ფიდეს პრეზიდენტი გადასცემს დიპლომს, რომლის გაცემის არც მორალური და არც ლეგიტიმური უფლება არა აქვს.

2015 წლის დეკემბერში, ფიდეს საპრეზიდენტო საბჭოს გადაწყვეტილებით, კირსან ილუმჟინოვს, როგორც ფიდეს პრეზიდენტს, შეჩერებული აქვს ყველა უფლებამოსილება. მას მხოლოდ მაშინ შეუძლია შეასრულოს თავისი უფლება-მოვალეობები, თუკი ამის ნებართვას მას აძლევს ფიდეს საპრეზიდენტო საბჭო.

მოგმართავთ, განგვიმარტოთ:

ა) ჰქონდა თუ არა კირსან ილუმჟინოვს უფლება, ხელმოწერილი დიპლომი გადაეცა თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენლისთვის.

ბ) რა სტატუსით ხვდება კირსან ილუმჟინოვი თვითგამოცხადებული რესპუბლიკის წარმომადგენელს.

გ) აცნობიერებთ თუ არა, რამდენად სენსიტიური თემაა საქართველოსთვის აფხაზეთის თემა, რომელიც ჩვენი ქვეყნის ოკუპირებული ტერიტორიაა.

ზემოთქმულიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, უახლოეს საპრეზიდენტო საბჭოზე განიხილოთ ეს საკითხი და მოახდინოთ სათანადო რეაგირება.

ველით თქვენს გამოხმაურებასა და ქმედებებს.

პატივისცემით, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გიორგი გიორგაძე

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

zura
რეაგირება იყო?
svan
ისევ ჭადრაკის(და სხვა) ფედერაცია თუ გასცემს სათანადო რეაგირებას ოკუპირებული ტერიტორიების ამბებთან
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ოფიციალურად: "ბარსელონამ" ფლიკს კონტრაქტი გაუხანგრძლივა
"აიაქსს" მომავალი სეზონიდან ახალი მწვრთნელი ეყოლება
გადაწყდა - მოურინიო "რეალის" მწვრთნელი გახდება
ალბანეთის ნაკრებს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
კონტე "ნაპოლიდან" მიდის - "პარტენოპეიში" ყოფილი მწვრთნელი ბრუნდება
[VIDEO] ორი ოვერტაიმი და საოცარი ვემბანიამა - "სან ანტონიომ" "ოკლაჰომა" დაამარცხა
რუნი: სლოტმა სალაჰი სტადიონთან ახლოსაც არ უნდა მიუშვას
"მოედანზე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე ფიქრით გავედით" - საფონოვმა მარცხის მიზეზი განმარტა
დავითაშვილის "სენტ-ეტიენმა" "ნიცასთან" შეიძლება ცარიელ სტადიონზე ითამაშოს
გოჩოლეიშვილმა "ჰამბურგი" დატოვა
ვსა საქართველოს 22-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია!
[VIDEO] გთხოვთ, მაპატიეთ, შეცდომა დავუშვი" - გრიზმანმა "ბარსელონაში" გადასვლის გამო "ატლეტიკოს" ფანებს მოუბოდიშა
დემბელე ტრავმირებულია - ემუქრება თუ არა ფრანგს ფინალის გამოტოვება?
ზედიზედ მეორედ - შეი გილჯეს-ალექსანდერი NBA-ის სეზონის MVP გახდა
[VIDEO] გოლი და საგოლე პასი - მესი MLS-ში ბრწყინავს
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
[VIDEO] შენგელიას "ბარსელონამ" შერმადინის "ტენერიფე" დაამარცხა
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "პარიზთან" მატჩში?
ქართველების "მეცი" "ნიცას" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] კვარაცხელიას 58 წუთი - პსჟ "პარიზთან" დამარცხდა
მიქაუტაძე არ ათამაშეს - "ვილიარეალმა" ისევ წააგო
"პარიზთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
ჭადრაკი თოვლში?
თბილისში კირსან ილუმჟინოვის "ჩუმად" ჩამოსვლას ჭადრაკის ფედერაცია გამოეხმაურა
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: კარლსენი გავარდა, ჯობავა ბრძოლას აგრძელებს
პირველ სვლას ახალი პრეზიდენტი გააკეთებს - სპორტული ამბები დონალდ ტრამპზე
ჭადრაკი. მსოფლიოს თასი: ცუდი სტარტი
ლეგენდარული მოჭადრაკეები ჭადრაკის საერთაშორისო დღეს დააფასეს
ჭადრაკი - მსოფლიო თბილისში, ოლიმპიადა ბათუმში
ქართველი მოჭადრაკე ქალები ხანტი-მანსიისკში მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე ითამაშებენ
საჭადრაკო აკადემია თბილისში ოფიციალურად გაიხსნა