ინტერვიუ გორის "დილას" აღმასრულებელ დირექტორთან, გიორგი ჯოხაძესთან
გორის "დილას" ლაზარეთი თანდათან ცარიელდება. უკვე გამოჯანმრთელდნენ ირაკლი მოდებაძე, ჟეან დერეტი და თენგიზ წიქარიძე. ახლა გორელთა მთავარი მწვრთნელი ზივ ავრაამ არიე გადაწყვეტს, ითამაშებენ თუ არა ეს ფეხბურთელები ქობულეთის "შუქურასთან" შეხვედრაში.

"დილას" განსაკუთრებით მოდებაძის დაბრუნება უნდა წაადგეს. ბოლო წლებში ის გუნდის საუკეთესო ბომბარდირი იყო. ტრავმის გამო მას ამ სეზონში არ უთამაშია. გავრისკავთ და დავწერთ - ეს ტრიო თავიდანვე მწყობრში რომ ყოფილიყო, გორელებს მიმდინარე ჩემპიონატში უკეთესი შედეგი ექნებოდათ.

და მაინც, ჩვენი პირველობის სატურნირო ცხრილში ისეთი სიმჭიდროვეა, ლიდერებისა და აუტსაიდერების გამოყოფა მხოლოდ პირობითად თუ შეიძლება.

გორული კლუბის აღმასრულებელ დირექტორ გიორგი ჯოხაძეს სხვა საინტერესო თემაზეც ვკითხეთ: ევროპული ფეხბურთის მმართველმა ორგანომ დღედღეზე უნდა თქვას, შეძლებს თუ არა "დილა" ევროპულ ტურნირებზე თამაშს...

- თავდაპირველად, "დილას" ლაზარეთზე უნდა გკითხოთ. რა მდგომარეობაა ტრავმირებულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით?

- სასიხარულოა, რომ ჩვენი გუნდის სამმა ფეხბურთელმა - ირაკლი მოდებაძემ, თენგიზ წიქარიძემ და ჟეან დერეტმა - ბოლო ვარჯიშში მიიღეს მონაწილეობა. უკვე თამამად შემიძლია გითხრათ, რომ ისინი გამოჯანმრთელდნენ, მაგრამ "შუქურასთან" შეხვედრაში მათი თამაში კითხვის ნიშნის ქვეშ დგას.

კი, ისინი ჯანმრთელად არიან, მაგრამ ტრავმები ახლახან მოიშუშეს, არ გაუვლიათ აღდგენითი პერიოდი და, ამდენად, მთავარმა მწვრთნელმა უნდა გადაწყვიტოს, რომელი მათგანია მზად იმისთვის, რომ მოხვდეს 18-კაციან განაცხადში.

ამ ფეხბურთელების გამოჯანმრთელება ჩვენს გუნდს ძალიან წაადგება.

- ქობულეთში, ალბათ, მიზნად მხოლოდ გამარჯვებას ისახავთ...

- ეს არის ჩვენი პროგრამა-მინიმუმიც და მაქსიმუმიც. ჩემპიონატის მატჩი თავისთავად და, მაქსიმალურ გეგმებს ვისახავთ საქართველოს თასზეც. ჩვენი ამოცანაა, როგორც ჩემპიონატში, ისე თასზე, შედეგიანად ვითამაშოთ.

- ითამაშებს თუ არა "დილა" ევროთასებზე იმ შემთხვევაში, თუ ევროტურნირების საგზურს მოიპოვებს? უეფადან პასუხი ხომ არ მოსულა?

- უეფაში დოკუმენტაცია სრულად გადაიგზავნა. ველოდებით პასუხს და დიდი იმედი გვაქვს, რომ "დილა" შეძლებს ჯერ ევროტურნირების საგზურის მიპოვებას, მერე კი იქ ღირსეულად თამაშს.

- დავუშვათ, უარყოფითი პასუხი მოვიდა...

- მინდა დაგარწმუნოთ, რომ ეს არანაირად არ გამოიწვევს გუნდის დაშლას. ჩვენ "დილაში" მოვედით დიდი გეგმებით და ხანგრძლივი პერსპექტივით. თუ პასუხი იქნება უარყოფითი, ასეთ შემთხვევაში, შესაძლოა, გადაიხედოს პრიორიტეტები და მეტი ნდობა გამოვუცხადოთ ახალგაზრდა ფეხბურთელებს, 16-17 წლის ბიჭებს, რომლებიც გაიზრდებიან ჩვენი საკლუბო ფილოსოფიით და ორი-სამი წლის შემდეგ უკვე მზად იქნებიან ევროთასებზე სათამაშოდ.

და მაინც, იმედი გვაქვს, არ დაგვჭირდება კლუბის განვითარების ვექტორის შეცვლა და "დილა" ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანოსაგან მიიღებს ევროტურნირებზე თამაშის უფლებას.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

lasha
არ შეიძლება ყველა გუნდზე დაწეროთ ტურის დაწყებამდე ვის ყავს ტრანვირებული ან წითელში მყოფიი ფეხბურთელი ანუ ვინ გამოტოვებს შემდეგ თამაშს დ ავინ არაა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
ეროვნული ლიგის ხუთი მატჩი უამინდობის გამო გადაიდო
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
"რეალი" ლა ლიგაში ზედიზედ მეორედ დამარცხდა - გულშემატკივრები პერესს გადადგომისკენ მოუწოდებდნენ
საბერძნეთი - საქართველო | საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩი
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები დანიას 12 ქულით ამარცხებს
ბლექ ფორტრესმა კასპში იმარჯვა, ვინგსმა ლიბერთის აჯობა, ბურჯმა ახალციხეს მოუგო
დიდი 10 | ყაზბეგი 0:16 ხვამლი
გაწვრთნის თუ არა კერიკი "იუნაიტედს" მომდევნო სეზონშიც? - ფაბრიციო რომანომ "მანკუნიანელების" შესახებ ისაუბრა
გოჩოლეიშვილი არ ათამაშეს - "ჰამბურგის" წაუგებელი სერია დასრულდა
კვერნაძე შეცვალეს - "ფროზინონე" "კატანძაროს" ფრედ ეთამაშა
ლოჩოშვილის "ნიურნბერგი" "ჰერტასთან" დამარცხდა
ირის ანტმანის პრესკონფერენცია
[VIDEO] ბექაურის სამწუხარო მარცხი ფინალში - საქართველოს ნაკრებმა ტაშკენტის გრან პრიზე ასპარეზობა ერთი მედლით დაასრულა
"ტორპედო" ფულის საჭრელი მანქანა არაა და მალე ამას ყველა გაიგებთ!" - ქუთაისელთა ფანების პროტესტი
[VIDEOS] ბობონოვი ვაზარით კიმი კი იპონით დაამარცხა - ბექაური ტაშკენტის გრანდ სლემის ფინალში იჭიდავებს!
[VIDEO] ცარუკიანის უღირსი ქმედება, რომელსაც ტატამზე დიდი დაპირისპირება მოჰყვა
დვალიშვილი არ დაისვენებს - მერაბი ჰენრი სეხუდოს კიდევ ერთხელ დაუპირისპირდება
გამოტოვებს თუ არა მბაპე "სიტისთან" მატჩს? - Cadena Ser-ი ინფორმაციას ავრცელებს
ჯესი ლინგარდი კარიერას ბრაზილიის ჩემპიონატში გააგრძელებს
"მადლობელი ვარ სამწვრთნელო შტაბის, რომ ასეთ მატჩში თამაშის შანსი მომცა" - ალექსანდრე მერკვილაძე
"მინდა ფეხბურთელებმა თავდაჯერება დაიბრუნონ" - ლუის ენრიკე "ჰავრთან" მატჩის შემდეგ
[VIDEO] მატჩის გმირმა გულიაშვილმა "რასინგის" ქომაგებს ესპანურად მიმართა
თენგიზ წიქარიძე გორის "დილას" ფეხბურთელი გახდა
"თუ ზივ არიე თავად არ მოისურვებს "დილადან" წასვლას, მას არავინ გაუშვებს"
"დილამ" 19 წლის ბურკინა ფასოელი მცველი დაიმატა
გორის "დილა": ჟეან დერეტი უკეთესადაა, მაგრამ...
ირაკლი მოდებაძემ საფეხბურთო კარიერა დაასრულა
პედრინიო უკვე გორშია - ბრაზილიელი დღეიდან "დილაში" ივარჯიშებს
მაგარი მომენტი ფუტსალის ლიგიდან: 4 მოტყუებული ფეხბურთელი და მეკარის სასწაული "სეივი" [VIDEO]
გორის "დილას" ამბები: მოდებაძე კლუბში დაასაქმეს, შტაბი შაშიაშვილით გაძლიერდა
გიორგი დარასელია: არაფერია იმაზე იოლი, ადგე და წახვიდე...
ზივ არიე გორის "დილას" დაემშვიდობა და სამუშაოდ ისრაელში დაბრუნდა
გორის "დილაში" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია ბრუნდება?
თენგიზ წიქარიძე ქუთაისის "ტორპედოში" გადავიდა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ქუთაისის "ტორპედო" მეათე ფეხბურთელმა დატოვა
ეროვნული ლიგა. XIX ტური: "ჩიხურამ" შინ "დილას" მოუგო
"თელავი" გიორგი დეკანოსიძეს ჩააბარეს
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
გორის "დილას" დირექტორი: აუცილებლად გავძლიერდებით!
დილა-ჩიხურა 1:0 - ჩაქრა და ჩაეხსნა [VIDEO]
დილა-ლოკომოტივი 0:2 - მოგებაზე ძვირფასი 3 ქულა [VIDEO]
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
"ჩვენთვისაც გაუგებარია, რა ხდება კოვტალიუკის თავს" - გორის "დილა" უკრაინელ ფეხბურთელს პასუხობს
ეროვნული ლიგის XVIII ტურის მიმოხილვა და სიმბოლური ნაკრები
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
გიორგი დარასელია: შეიძლება ფეხბურთელებს ეს ზედმეტ ტვირთად დააწვეთ
რიბეირო და ეტუ წავიდნენ, აბუბაქარს იწვევენ... გორის "დილაში" სერიოზული ცვლილებებია
კოლხეთი-დილა 0:0 - ფსიქოლოგიური სტრესის ფონზე...
ცვლილებები "დილაში" და დირექტორის კომენტარი: ორი ლეგიონერი უნდა დავიმატოთ
გორის "დილამ" ფეხბურთელი "ნიუ იორკ კოსმოსიდან" დაიმატა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
სამტრედია-დილა 3:2 - ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს [VIDEO]
"დილამ" კვლავ მოიგო, "დინამო თბილისი"-"სამგურალი" ფრედ დასრულდა
ირაკლი მოდებაძე: ბატე-ში ჩემი ახლობელი მუშაობს და საინტერესო ამბავი მომიყვა
დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]
ქართული ფუტსალის სილამაზე: თსუ-ს ფეხბურთელების საოცარი გოლი და "სეივი" [VIDEO]