ლევან მჭედლიძეს ტრავმამ ისევ შეუქმნა პრობლემა, თუმცა ჩვენ უკვე აღარ გვეშინია, და არც - ლევანს...
ძალიან მიყვარს შოტლანდიელები ჯერ კიდევ ღრმა ბავშვობიდან. მიზეზი - "მამაცი გული". მერე და მერე კიდევ უფრო გამიძლიერდა სიყვარული ამ მამაცი, პატარა ერის მიმართ. სულ მეგონა, რომ თითოეული მათგანი დაუფიქრებლად შეძლებდა სიკვდილს თავისუფლებისთვის...

სულ ასე იყო და ასეა დღესაც - პოლიტიკა, როგორც ასეთი, საერთოდ არ მაინტერესებს, თუმცა, უნდა ვაღიარო, რომ ძალიან დამწყდა გული, როცა სქოთებმა რეფერენდუმის შედეგად უარი თქვეს დამოუკიდებლობაზე...

კი, შეიძლება, ეს ძალიან რაციონალური, პრაგმატული გადაწყვეტილება იყო, მაგრამ ერთხელაც დაინგრა ჩემი ბავშვობის წარმოდგენა და სტერეოტიპი. ეს კი ვისთვისაა სასიამოვნო, ჩემთვის რომ ყოფილიყო?!.

2007 წელს შოტლანდიას ჯერ კიდევ ძველი, რომანტიკული ელფერი დაჰკრავდა ჩემს წარმოდგენაში. მოუთმენლად ველოდი მათ სტუმრობას თბილისში და ძალიან გავიხარე, როცა შემოდგომის ეს ცივი და, ერთი შეხედვით, არაფრით გამორჩეული დღეც დადგა - სქოთების დიდზე დიდი თავდაჯერება და ბევრი კილტი თბილისის ქუჩებში.

ჩემი პროფესია ამას პირდაპირ მავალდებულებდა და უდიდესი ინტერესით ვაკვირდებოდი როგორც ფეხბურთელების, ისე გულშემატკივრების ქცევას თბილისში. უნდა გითხრათ, რომ სქოთმა ქომაგებმა მაგრად გამაოცეს. არ ვიცი, რა იცოდნენ მათ საქართველოს თაობაზე და, მაგალითად, იცოდნენ თუ არა ის, რომ ჩვენთანაც გვარიანად ცხელსისხლიანი ხალხი ცხოვრობს, მაგრამ ფაქტია - არანაირი არეულობა და ექსცესი, არც თამაშის დღეს და მანამდე, არ ყოფილა!

ეს კილტიანი ხალხი ერთად შესაშური წესრიგით დადიოდა და თბილისურ ლუდის ბარებსაც ერთობ მშვიდობიანად ტოვებდა. არადა, მათზე სხვა წარმოდგენა მქონდა. რამდენიმე სქოთს პირადად გავესაუბრე მაშინ და ყველა ერთს ამბობდა: ძალიან კარგად ვართ, საჩხუბარი და სადავიდარაბო არაფერი გვაქვს, ხვალ აუცილებლად მოვიგებთ ამ უმნიშვნელოვანეს შეხვედრასო...

როგორც ყოველთვის, შესარჩევი ციკლის ბოლოს საქართველოს ნაკრებს აღარ ჰქონდა ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის თეორიული შანსიც კი. ჩვენი სტუმრებისთვის კი ამ შეხვედრას მართლაც რომ "ოქროს ფასი" ედო. ხელის ერთ გაწვდენაზე იყო კონტინენტის პირველობის საგზური...

საქართველოს ნაკრებს კი მხოლოდ პრესტიჟისთვის უნდა ებრძოლა. უნდა ებრძოლა განახევრებული შემადგენლობით და ახალგაზრდა ფეხბურთელებით, რომელსაც ევროპელები კი არა, ხეირიანად ჩვენც არ ვიცნობდით.

ვიცოდით, რომ გიორგი მაკარიძე კარგი მეკარეა, მაგრამ ისიც ვიცოდით, რომ მას საქართველოს ჩემპიონატის უმაღლეს ლიგაშიც კი არ ჰქონდა ნათამაშები...

ვიცოდით, რომ ლევან ყენია ძალიან ნიჭიერი იყო, ვიცოდით, რომ საინტერესო ფორვარდი გვეზრდებოდა ლევან მჭედლიძის სახით, მაგრამ, აბა, სად იუნიორების და სად - ინგლისურ პრემიერლიგაში გამობრძმედილი ფეხბურთელების დონე. ცხოვრებაში პირველად და უკანასკნელად წაგებას თითქმის შეგუებული წავედი სტადიონზე. არც მანამდე და არც ამის შემდეგ ასე აღარ ყოფილა...

დღემდე მახსოვს ის ისტერია, რითაც ხალხი ტოტალიზატორებს მიაწყდა. თავიდან შოტლანდიას "არაუშავს კუში" ჰქონდა. მერე ქალაქში ხმა გავარდა - ეს თამაში მაინც წაგებულია, იმათთვის გადამწყვეტი მატჩია, ჩვენებს არაფერში სჭირდებათო და... შეიძლება, ბევრი დღესაც იხდის იმ დღის ვალებს...

ვარაუდი იმანაც გაამყარა, რომ თამაშის მოახლოებასთან ერთად "ბუკმეკერებმა" ქართველთა შანსები კიდევ უფრო დასცეს და მოწინააღმდეგისა - გაზარდეს. მივდიოდი სტადიონზე და მესმოდა გახარებული ჩურჩული: "უეჭველი ორიანია, ჩვენ მაინც რად გვინდა და იმათთვის ყველაფერი წყდება. არ მევასება საქართველოს "პროწივ" დადგომა, მარა მაგრად მინდა ფული და ამ ერთხელ მოსულა". ზუსტად ასეთი დიალოგი მოვისმინე ზედ ვაგზლის მოედანზე და კიდევ უფრო გამიფუჭდა ხასიათი...

იმ თამაშში რა და როგორ მოხდა, ყველას კარგად გვახსოვს. კლაუს ტოპმიოლერმა, დღესაც საუკეთესო რომ მგონია საქართველოს ნაკრების ყველა მწვრთნელს შორის, სასწაული მატჩი მოიგო და იმ მოგებას არაფერი ჰქონდა საერთო ლოგიკასთან. დავით სირაძემ და ლევან მჭედლიძემ მაგრად აწყენინეს შოტლანდიელებს, ისე მაგრად, რომ ამ საფეხბურთო წყენას შოტლანდიელები დღემდე ვერ გვივიწყებენ.

იხილეთ ვიდეო

საბოლოო ჯამში, როგორც მუდმივად ხდება ხოლმე, ჩვენ ამ გამარჯვებიდან შეგვრჩა მხოლოდ სახელი, შოტლანდიას კი გაფუჭებული საქმე. ვინ წარმოიდგენდა, რომ გაივლიდა წლები და შოტლანდია მეორედ გამწარდებოდა საქართველოში, მაგრამ ეს უკვე სულ სხვა წერილის თემაა.

იმდროინდელ ამბებზე ყველას, რატომღაც, მარტო ნეგატივი ახსენდება და დადებითს ივიწყებს. კი, მაშინ სახელმწიფო დიდ ფულს ხარჯავდა ფეხბურთზე, მაგრამ რასაც ხარჯავდა, ფორმალურად თუ არაფორმალურად იმის ნახევარი უკანვე მიჰქონდა. ჰაინც ტოპმიოლერი იქით იყოს და, კლაუსს რომ თავი დავანებოთ, არც რალფ მინგე იყო დასაკარგი, უჭკუო კაცი, რასაც საქართველოს შემდეგ მისი სამწვრთნელო და, ზოგადად, საფეხბურთო კარიერაც ადასტურებს.

შედეგი არ იყო, თუნდაც სანაკრებო დონეზე, მაგრამ შედეგის მიღებას დრო, მოთმინება და კიდევ სხვა რამეებიც უნდა - ის ყბადაღებული შედეგი დღესაც არ არის, ის ხალხი კი რატომღაც დუმს, მაშინ საქართველოს ნაკრების მინიმუმად ევროპისა თუ მსოფლიოს ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე ასპარეზობას რომ სახავდა, თუმცა ესეც სხვა წერილის თემაა და ჩვენს ძირითად ხაზს ახლა ნუ გადავუხვევთ.

ფაქტია, არ იყო მთლად კარგი ტონი საქართველოს სხვადასხვა ნაკრებში ერთი ოჯახის ლამის მთლიანად დასაქმება, მაგრამ არც ისე ყოფილა, რომ მარტო უარყოფითი გვენახა იმ დროის სანაკრებო ამბებში.

სწორედ იმ დროს წამოიწია 90-იანების ძალიან კარგმა თაობა. იმ თაობაში აშკარად გამოირჩეოდა სამი ფეხბურთელი - ლევან მჭედლიძე, ლევან ყენია და გიორგი მაკარიძე. ამ ბიჭებს რთული საფეხბურთო სვე ერგოთ.

ყენია დღემდე ებრძვის გაუთავებელ ტრავმებს; მაკარიძე, რატომღაც, ყველამ ჩამოწერა, არადა, მას აქვს არაერთი ის თვისება, რაც არ აქვს არც ერთ ქართველ მეკარეს. მან ისე შეგვახსენა თავი, რომ ამაში არავინ დახმარებია. ლევან მჭედლიძეზე კი ქვემოთ და ცალკე...

ფაქტია: მორჩა თუ არა ქართულ ფეხბურთში ნოდარ ახალკაცის მმართველობა, ძალიან ბევრმა გვერდზე გადადო ეს თაობა, როგორც ძველი სისტემის პროდუქტი. და ვინ თქვა, რომ ჩვენი საფეხბურთო რესურსის მქონე ქვეყანას ამის ფუფუნება აქვს? თითქოს, ამ ბიჭების წარმატება ვიღაცას ჩრდილს მიაყენებდა...

ასე და ამგვარად, საქართველოს ნაკრებისთვის ძალიან ბევრი ისეთი ფეხბურთელი დაიკარგა, დღეს რომ თამამად შეიძლებოდა, ყოფილიყო ეროვნულ გუნდში. მე არ ვიცი, დღეს სად არის და რას აკეთებს დავით მჭედლიშვილი, "ამერის" ყოფილი ფეხბურთელი, მაგრამ დარწმუნებული ვარ - მისი კარიერა სწორი გზით რომ წასულიყო, ის დღეს ძალიან ფასეული ფეხბურთელი იქნებოდა საქართველოს ეროვნული გუნდისთვის. ის ცოტა უფროსია 90-იანებზე, მაგრამ მაინც. კიდევ რამდენის გახსენება შეიძლება...

...და ლევან მჭედლიძე - ფორვარდი, რომლის დარიც საქართველოს ნაკრებს შოთა არველაძის შემდეგ არ ჰყოლია. მე ვერ დავთვლი, რამდენჯერ იყო ის ტრავმირებული და სწორედ ამ ტრავმებმა წაიღო დრო - ჯანმრთელი მჭედლიძე "ემპოლის" ამდენ ხანს ვერ შერჩებოდა, უკეთეს გუნდში ითამაშებდა...

ის ძალიან თავისებური, არაქართული სტილის ფორვარდია, რომელიც თუნდაც იმიტომ არ არის რიგითი თავდამსხმელი საქართველოსთვის, რომ ჯიჯი ბუფონს გაუტანა.

იხილეთ ვიდეო

დიდი შინაგანი ემოციური ომების, ტრავმებისა და არცთუ იშვიათად - ნდობის დეფიციტის შემდეგ, ბევრი გატყდებოდა, ლევანმა კი, იმ მოკლე მონაკვეთში, რაც მიმდინარე სეზონში ითამაშა, გოლები ერთმანეთს მიაწყო.

მერე იყო ისევ ტრავმა და აგერ, სულ რამდენიმე დღის წინათ, გოლი "მილანის" კარში.

იხილეთ ვიდეო

ჩვენი დაკნინებული ფეხბურთისთვის ამ გოლის მნიშვნელობა სცდება რიგითი გოლისას. დღეს ის განსაკუთრებით ფასეულია, როცა ჩვენები და გრანდები პრაქტიკულად აღარ იკვეთებიან. თავი დავანებოთ იმას, რომ გრანდებში აღარავინ გვყავს, ჩვენი ფეხბურთელები ვერც მათ ამწარებენ...

"მილანთან" მატჩში ლევანმა მორიგი ტრავმა მიიღო.

ტრავმა ფეხბურთელისთვის სასიამოვნო არასდროს არის და, რა თქმა უნდა, სამწუხაროა, რომ კარგ ფორმაში მყოფ ლევან მჭედლიძეს ერთხელაც შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები, თუმცა ჩვენ უკვე აღარ გვეშინია, და არც - ლევანს.

საფეხბურთო ცხოვრებამ მას ბედთან ბრძოლა ასწავლა...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

კახა ქირია
ტრავმიანობა აწი ნახეთ ქართველების,ხელოვნურ საფარზე რომ ტარდება უმეტესი მატჩები.თუ თქვენ არ იცით,ექიმებს მაინც დაეკითხეთ რამხელა ზიანს აყენებს ჯანმრთელობას ხელოვნური საფარი.(ქობულეთის საფარი ხომ საერთოდ,ტელევიზორიდანაც იგრძნობა ყურებისას რას წარმოადგენს...კატასტროფაა)
ლუკა
ამიტომ არის აუცილებელი ხარისხიანი საფეხბურთო მოედნების არსებობა ქვეყანაში! მოაწესრიგებულ მოედნებზე აღზრდილი თაობა აღარ დაიტანჯება მუდმივი ტრავმებით. არ დავზოგოთ ფული ჩვენი ბავშვების ჯანმრთელობაზე, დავაბანდოთ ფული მათ ჯანსაღ მომავალში.
vaso
გაიხარე ალეკო!
kika
ეჰ ყენია და მჭედლიძე ეხლა წესით რომელიმე ტოპ გუნდში უნდა იყონ რომ არა გაუთავებელი ტრამვები.
gio
მომწონს ეს ავტორი მაგრამ აშკარად საუკეთესო წერილია ეს
ორ ნაბიჯში ლა ლიგასთან - ქოჩორაშვილის "ლევანტემ" ისევ გაიმარჯვა
იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი
"კვარას" მედლის გარეშე დატოვება უსამართლობა იქნება - მან "ნაპოლიში" წარუშლელი კვალი დატოვა" - იტალიელი ჟურნალისტი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
შაქირის რეკორდი - შოტლანდიამ და შვეიცარიამ ქულები გაიყვეს [VIDEO]
ქოჩორაშვილის შეძენას "ნაპოლი" და "სპორტინგი" შეეცდებიან
"უბრალოდ მეტი, ვიდრე ფეხბურთი" - ქოჩორაშვილმა სევიკიანთან გადაღებული ფოტო გამოაქვეყნა
საქართველოს ნაკრებთან დამარცხების გამო სომხეთში აღშფოთებული არიან
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
სფფ-მ 15-წლამდელთა ლიგის გამარჯვებულს უმასპინძლა
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
გიორგი ლომაია: ჩავთვალე, რომ კარიერის დასრულების დრო იყო
ოთარ ხიზანეიშვილი: სუფთა ვარ და ყველაფერს კანონიერად, ფუტსალისთვის ვაკეთებ
ვინ რა მიზეზით არ იქნება ივნისში საქართველოს ნაკრებში?
ისევ ესპანეთში - გიორგი მაკარიძის ახალი გუნდი ცნობილია
ევრო 2024 უხვგოლიანი მატჩით გაიხსნა - მასპინძლებმა შოტლანდია გაანადგურეს [VIDEO]
ფუტსალში ახალი გამგეობაა - ოთარ ხიზანეიშვილმა ვეტერანები აქციაში ჩართო
"როცა ეს დაადასტურეს, ჩემთვის ცა ჩამოინგრა... შემდეგ კი საქართველოს ნაკრები ჩავიბარე"
მაკარიძემ პორტუგალიური გუნდი დატოვა
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
რონალდომ პორტუგალიას მოაგებინა, მოდრიჩმა - ხორვატიას [VIDEO]
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ერთ-ერთი მეტოქე ცნობილია - ვისთან გამართავს ამხანაგურ მატჩს ივნისში საქართველოს ნაკრები
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
აკაკი გოგია კარიერას დრეზდენის "დინამოში" გააგრძელებს
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
დავით სირაძე: ირლანდიას განსაკუთრებით ბოლო წუთებზე უნდა ვუფრთხილდეთ!
გიორგი მაკარიძემ "ალმერია" დატოვა
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
მაკარიძე ისევ პორტუგალიის ჩემპიონატში იასპარეზებს
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
გოჩა ხოჯავა: დიდი ფეხბურთი მომენატრა და ძალიან მინდა, რომ დავბრუნდე
ლევან ყენია საქართველოს ნაკრების ყოფილ მწვრთნელს შეხვდა [PHOTO]
გერმანია შვეიცარიასთან წაგებას გადაურჩა - უნგრეთმა 90+10-ე წუთზე გატანილი გოლით შოტლანდიას მოუგო [VIDEO]
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
[ერთი თავი დაუწერელი წიგნიდან] "მწვანე მთვარის" ფავორიტები
გიორგი მაკარიძემ "მარიტიმუსთან" კონტრაქტი გააფორმა
ჩვენ და რუმინელები - უსიამოვნოდ გასახსენებელი...
ქეცბაიას მშვენიერი სერია და სხვა ქართველების ორშაბათი
ერთა ლიგა. რონალდოს მე-900 და "ნაპოლის" ფეხბურთელების გოლები [VIDEO]
შოტლანდიისა და ნორვეგიის დაძაბული მატჩი 3:3 დასრულდა
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
გმადლობთ, მეტის მიღწევაც შეიძლებოდა... დავით სირაძემ კარიერა დაასრულა