მატეო ლომბარდო: "გუნდს ასეთი ინფრასტრუქტურა რომ აქვს, ევროპალიგაზე მაინც უნდა თამაშობდეს"
ფოტოზე: მატეო ლომბარდო, ლევან სეთურიძე, ლეონარდო ბონომი

თბილისის "დინამოს" მიერ ორგანიზებული ვიტალი დარასელიას ხსოვნისადმი მიძღვნილი საერთაშორისო ტურნირი დასრულდა. მთავარ პრიზს კიევის "დინამოს" ჭაბუკთა გუნდი დაეუფლა, რომელმაც შარშანდელი გამარჯვებული, ჰოლანდიური "ალკმაარი", პენალტების სერიაში დაამარცხა.

წლევანდელი ტურნირი უდავოდ გამორჩეული იყო. თბილისში ბევრი ცნობილი კლუბის მომავალი თაობა ვიხილეთ. უდავოდ მნიშვნელოვანი ფაქტი იყო მილანის "ინტერის" 16-წლამდელთა სტუმრობა, რაც მომავალში, შეიძლება, მაგალითი იყოს დიდი სახელის მქონე სხვა კლუბებისთვისაც...

"ლელომ" ინტერვიუ ჩაწერა თბილისში მყოფი "ინტერის" მთავარ მწვრთნელ მატეო ლომბარდოსთან. ამაში ახალგაზრდა მენეჯერი, ორგანიზაცია "თავისუფალი ფეხბურთის" დამფუძნებელი ლევან სეთურიძე დაგვეხმარა, რომელიც იტალიაში სწავლობდა და საქართველოში "ინტერის" ჩამოყვანის ინიციატორიც გახლდათ.

მატეო ლომბარდი ბევრ საინტერესო თემაზე გველაპარაკა და ვფიქრობთ, ინტერვიუ "ლელოს" მკითხველსაც დააინტერესებს...

სხვაგვარად, ასეთ სოლიდურ გუნდებს ვერ ჩამოიყვან...

- ჯერ, ზოგად შთაბეჭდილებებზე გვითხარით. დიდი კლუბის სისტემაში მუშაობთ და, ცხადია, გვაინტერესებს, როგორ შეფასებდით ტურნირს, მის ორგანიზაციულ მხარეს და საერთოდ - საქართველოს საფეხბურთო გარემოს?

- პირველ რიგში, კიდევ ერთხელ გადავუხდი მადლობას თბილისის "დინამოს" ხელმძღვანელობას, ასეთ მშვენიერ ტურნირზე რომ მოგვიწვია. 14 მაისს 16-წლამდელთა სერია A-ში პლეი ოფის მატჩები იწყება. თბილისური ტურნირის შემდეგ უკვე შემიძლია ვთქვა, რომ გადამწყვეტი თამაშებისთვის აქ ძალიან კარგად მოვემზადეთ.

ტურნირი კარგად ორგანიზებულიც იყო და ძლიერი გუნდებიც თამაშობდნენ. ვეთანხმები კიეველ კოლეგას, რომელმაც ამ გათამაშებას "მინი ევროპალიგა" უწოდა...

ჩვენ ტურნირებზე ხშირად დავდივართ, სადაც ევროპის უძლიერეს გუნდებს ვეთამაშებით, მაგრამ თბილისური ტურნირი გამორჩეული იყო იმ მხრივ, რომ დასავლეთ და აღმოსვლეთ ევროპის ლამის ყველა სტილისა და მიმდინარეობის გუნდს შევხვდით. ასეთ თამაშებში გროვდება ფეხბურთის ცოდნა და გამოცდილება. დასაფასებელი ის არის, რომ ეს საქართველოში კეთდება.

- დასაფასებელი თუ გასაკვირი?

- გასაკვირიც, რადგან ვიცით, რომ საქართველო არ არის მდიდარი ქვეყანა, ამ დროს კი ორგანიზატორი ბავშვთა ტურნირზე სოლიდურ თანხას ხარჯავს. სხვაგვარად, ასეთ სოლიდურ გუნდებს ვერ ჩამოიყვან და ეს მეტყველებს იმაზე, რომ ფეხბურთი გიყვართ, მომავალზე ზრუნავთ და აქედან მოდის სწორედ წარმატებებიც.

გამორჩეული მადლობა ჩვენს მეგობარ ლევან სეთურიძეს, რომელიც გვერდიდან არ გვშორდებოდა და ყველანაირად ცდილობდა, თავი კარგად გვეგრძნო.

საერთოდ, საქართველოში ნანახმა გამაოცა - აქ ჩემთვის უცნობი, ძალიან კარგი ხალხი და ქვეყანა აღმოვაჩინე.

ქართველი პარტნიორები

- საქართველოზე საერთოდ არაფერი იცოდით?

- ელემენტარული წარმოდგენა ნამდვილად მქონდა, მაგრამ მხოლოდ წამოსვლამდე გავიგე, რომ ერთ დროს თბილისის "დინამო" ძლიერი გუნდი იყო და "ინტერი" უეფას თასიდან გამოთიშა. რა თქმა უნდა, ვიცნობ კალაძეს, მჭედლიძეს და კიდევ რამდენიმე ქართველ ფეხბურთელს, მაგრამ მთლიანად ქვეყანაზე, თქვენს ფეხბურთსა და ხალხზე ბევრი არაფერი ვიცოდი. ისიც გამიკვირდა, "დინამოს" ასეთი კარგი ბაზა და საფეხბურთო აკადემია რომ აქვს. ასეთი პირობების მქონე გუნდი ევროპალიგაზე მაინც უნდა ხვდებოდეს...

- ქართველებთან ურთიერთობას მომავალშიც აპირებთ?

- ვაპირებთ, რადგან "დინამოს" პრეზიდენტისგან დიდი კეთილგანწყობა და პარტნიორობისთვის მზადყოფნა იგრძნობოდა. არ არის გამორიცხული, "დინამო" ჩვენც მივიწვიოთ რომელიმე ტურნირზე. ან თუ მომავალშიც მოგვიწვევენ თბილისში, კვლავ სიამოვნებით ჩამოვალთ. ლევან სეთურიძეს კონტაქტი ჰქონდა ჩვენს მენეჯმენტთან და თანამშრომლობის პროექტების განხილვას აპირებენ. საქართველო საინტერესო ბაზარია და ეს კავშირები ნამდვილად გვიღირს.

დინამოელები მომეწონა, მაგრამ...

- დარასელიას ტურნირზე თბილისის "დინამოს" შეხვდით. საინტერესოა, ქართველებზე როგორი შთაბეჭდილება დაგრჩათ?

- ჩვენ ერთმანეთს ჯგუფის ბოლო მატჩში შევხვდით. "დინამომ" კარგი შთაბეჭდილება დატოვა, აგრესიული და მებრძოლი გუნდია, 3-4 ძალიან ნიჭიერი მოზარდიც ჩავინიშნე, რომელთაც დიდი ფეხბურთის თამაში შეუძლიათ, მშვენიერი საფეხბურთო ინტელექტი და ტექნიკა აქვთ.

- რომელ ფეხბურთელებს გულისხმობთ? არ გაგვიმხელთ?

- არა, დაკონკრეტებას მოვერიდები, მაგრამ უდავოდ საინტერესო ბავშვები არიან და თამამად ვიტყვი - თავიანთი ასაკის სერია A-ში წარმატებით ითამაშებდნენ.

- გულახდილად გვითხარით: რომელიმე მათგანს "ინტერში" წაიყვანდით?

- სიამოვნებით!

- მათი გვარები ამიტომაც ხომ არ ჩაინიშნეთ?..

- ეს დიდ პრობლემას უკავშირდება და ძნელი იქნება.

- ძნელი რატომ არის?

- "ინტერს" არაევროკავშირელი ნიჭიერი მოთამაშის წაყვანა აქამდეც უცდია, მაგრამ ყოველთვის დაბრკოლებას ვაწყდებოდით - აღმოჩნდა, რომ სრულწლოვანებამდე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში მათი წაყვანა იურიდიულ პრობლემას უკავშირდება.

სხვათა შორის, ტურნირის მსვლელობისას ერთი გასაოცარი ფაქტი მომხვდა თვალში - გვერდით მოედნებზე ბავშვები ვარჯიშს არ წყვეტდნენ.

- ამაში კარგი ან ცუდი რა შეიძლება იყოს?!

- კარგი ის არის, რომ გუნდი გეგმის მიხედვით ვარჯიშობდა და პროცესს ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირის გამოც კი არ წყვეტდა. ვარჯიშის გადატანის და ჩაშლის მიზეზი ყოველთვის მოიძებნება, მაგრამ ის არ უნდა შეიცვალოს - არც დრო და არც დღე.

იტალიელების მოლოდინი

- ეთანხმებით მოსაზრებას, რომ იტალიური ფეხბურთი კრიზისშია?

- ბევრს ასე ჰგონია, მაგრამ მუდმივად წარმატებული საფეხბურთო ქვეყანა არ არსებობს - ყოველთვის ვერ იდგები ევერესტზე, სხვებიც მუშაობენ და პირველობას გეცილებიან. მაგრამ ჩვენი პლუსი ისაა, რომ არ ვნერვიულობთ, საკუთარი ძალების და მომავლის გვჯერა და იმ დროს ველოდებით, პაუზის შემდეგ მსოფლიოსა და ევროპაში წარმატებას ისევ რომ მივაღწევთ. საერთოდ, გააზრებული გეგმით თუ მუშაობ, წარმატება ვერ დაგემალება.

- ...მაგრამ ხომ დაგემალათ?

- ტრადიცია, გამოცდილება და ისტორიული კლასი ბევრს ნიშნავს. ჩვენ გვყავს მსოფლიო ფეხბურთის გრანდები - "ინტერი", "იუვენტუსი", "მილანი", "რომა". მათ გარდა, კიდევ ბევრი ძლიერი კლუბია, სადაც მუშაობა არ დავიწყებიათ და ყოველთვის სხვა სიმაღლეზე დგანან. ახლაც ასეა, ეგრეთ წოდებული "კრიზისის" დროს. "ბარსელონა" ბოლო ათწლეულის პირველი გუნდია, მაგრამ "იუვენტუსს" შეხვდა და ვერაფერი მოუხერხა. ესაა იტალიური ფეხბურთი - ის თავის სიტყვას ყოველთვის ამბობს.

- თქვენი "ინტერის" შედეგებზეც ვილაპარაკოთ. იტალიური გრანდის მომავალი თაობისგან თბილისურ ტურნირში ბევრად უკეთეს შედეგს ველოდით...

- იცით, იტალიური ფეხბურთი რას ემყარება? ჩვენ ამ ასაკში ბავშვებს არ ვძაბავთ, გვსურს, რომ ბავშვური სილაღე დიდხანს შეინარჩუნონ და შედეგებზე ფიქრით მორალურად არ გამოვფიტოთ. ძალიან კარგი, თუ სერია A-ში ან სხვა ნებისმიერ ტურნირზე გავიმარჯვებთ, მაგრამ წაგებისგან ტრაგედიას არ ვქმნით.

- ასეთი მიდგომა მხოლოდ "ინტერშია" თუ ზოგადად იტალიურ ფეხბურთში?

- მთლიანად იტალიურ ფეხბურთში. წარუმატებლობას მშვიდად ვაანალიზებთ და ბავშვებს შეცდომებს ვუხსნით, ვეუბნებით, რა დაგვაკლდა მოსაგებად და სამომავლოდ რა უნდა გამოვასწოროთ. მაგრამ ამა თუ იმ ტურნირზე პირველ ადგილს თუ ვერ მოვიპოვებთ, ამის გამო ბავშვებს საყვედურს არ ვეტყვით - ეს გამორიცხულია! ჩვენ ვეუბნებით, რომ გამარჯვებისთვის ცოტა დაგვაკლდა.

ბავშვებზე ფსიქოლოგიური ზეწოლა და მათი გამუდმებით შედეგზე დამოკიდებულება ყოვლად დაუშვებელია. გახდებიან სრულწლოვნები და სტრესი და ნერვიულობა მერეც ეყოფათ. მთავარია, თანამედროვე ფეხბურთის ნიუანსები ვასწავლოთ და ნიჭს მივცეთ გასაქანი.

სიმეონე ინტერში დაბრუნდება

- დღევანდელ "ინტერზეც" უნდა გკითხოთ. სერია A-ში გუნდი მეშვიდე ადგილზეა და ტრადიციულად ამბიციური ვეღარ არის...

- ეს ბოლო წლებში მენეჯმენტში მიმდინარე რყევების შედეგი იყო. ამავე დროს, "ინტერი" ერთი მეპატრონის ხელიდან მეორის საკუთრებაში გადავიდა, გარდამავალ პერიოდს კი გაურკვევლობა ახასიათებს.

- მაგრამ ყველაფერს დასასრული აქვს, "ინტერი" კი ვერა და ვერ დალაგდა.

- გუნდის დალაგების ლოგიკური პროცესი დასასრულს უახლოვდება.

- "ინტერის" აქციათა საკონტროლო პაკეტი 2013 წელს გაიყიდა და მას შემდეგ რატომ ვერ დალაგდა?

- დიახ, მაშინ კლუბის აქციათა 70 პროცენტი ინდონეზიელმა ერიკ ტოჰირმა შეიძინა, მაგრამ გუნდი ერთ და ორ დღეში ვერ შენდება, ამისთვის დროა საჭირო. ის კლუბს უყურებს, როგორც მომგებიან ბიზნესს და დარწმუნებული ვარ, "ინტერი" მალე ისევ ისეთი გუნდი იქნება, როგორსაც მსოფლიო იცნობს - ამბიციური და წარმატებული.

- ბოლო დროს ბევრი ცნობილი გამოცემა ამტკიცებს, რომ "ინტერის" მთავარ მწვრთნელად დიეგო სიმეონეს დანიშნავენ. ის თანახმაა, დატოვოს მადრიდის "ატლეტიკო"?

- დარწმუნებული ვარ, დათანხმდება, რადგან ისეთი პირობები შესთავაზეს, რომელზეც უარს არ ამბობენ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

milaneli
რომა არასდროს შეადარო მილანს ინტერს და იუვეს..რომა არის ევროპა ლიგის დონის გუნდი..
სოსო
ეეჰ მეგობრებო,ჩვენ კი ვეთანხმებით ,მაგრამ როცა ჩვენი ბავშვები რომ წააგებენ,ვერ ხედავთ რა ქარიშხალი ავარდება ხოლმე?
S.P
erti ramac gamaxara,egaa turniris magali done.
gizog
ბატონ L.E.S-ს, მომწონს თქვენი კომენტარი, მაგრამ გადახედეთ ჩვენი 16-წლამდელების ნაკრების წაგებებს რა კომენტარები მოსდევს, ვაცლით ვინმეს შორს გამიზნული მუშაობისთვის დრის? ჩვენ ყველაფერი დღეს გვინდა, სხვა შემთხვევაში არავის ვინდობთ.
L.E.S
აი ეს რასაც ეს იტალიელი მწვრთნელი იძახის უნდა ჩაუდო ტვინში ჩვენს ბავშვთა მწვრთნელებსაც: "იცით, იტალიური ფეხბურთი რას ემყარება? ჩვენ ამ ასაკში ბავშვებს არ ვძაბავთ, გვსურს, რომ ბავშვური სილაღე დიდხანს შეინარჩუნონ და შედეგებზე ფიქრით მორალურად არ გამოვფიტოთ."
"მოსკოვზე შეყვარებული ვარ" - დიდიე დროგბა
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
ქართველი ფეხბურთელები, რომლებმაც ევროპაში ხვიჩამდე გაიბრწყინეს - კალაძიდან "მანჩესტერ სიტის" ლეგენდამდე და "აიაქსის" ბომბარდირამდე
ქართული ბანერი იტალიურ დერბიში - ინტერვიუ "ინტერის" ქართული აკადემიის დირექტორთან
"ამას პირველად ვაცხადებ" - შესაძლოა, მამარდაშვილის მენეჯერმა ტოპლიგაში კიდევ ერთი ქართველი ათამაშოს
[VIDEO] 9 წითელი და 7 ყვითელი ბარათი - "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩი სკანდალით დასრულდა
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
"საბურთალოს" სპორტულ დირექტორად ლევან სეთურიძე დაინიშნა
ეროვნული ლიგა. I ტური. "დინამო" (ბთ) - "დინამო" (თბ) [LIVE]
ფრანკ დე ბურის "ინტერში" რთული დროება უდგას
მილანის "ინტერი" საქართველოში - ექსკლუზიური ინტერვიუ იტალიელ მწვრთნელთან
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
"ინტერმა" "რომას" კუთხურიდან გაუტანა - მოურინიო ისევ ბრაზობს
ვინ და როგორ დაითანხმა მილანის "ინტერი" თბილისში ჩამოსვლაზე
"ჯორჯიამანია" იტალიაში - მამარდაშვილის მენეჯერი "იუვენტუსის" ინტერესზე საუბრობს
მასიმო მორატი "ინტერში" არ დაბრუნდება
ვიტალი დარასელიას თასი: ბოლო ადგილს მაინც ავცდეთ...
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
"სკუდეტოს მოგება რეალურია" - ლაუტარო "ინტერის" შანსებზე
ცეცხლი "ოლიმპიკოზე" - ჩხუბი, ტირილი, ბარათების წვიმა და გოლები [VIDEO]
გვეყოლება თუ არა, კახა კალაძის შემდეგ, ჩემპიონთა ლიგის კიდევ ერთი ქართველი გამარჯვებული?! - როდის ანთებს ხვიჩა ცეცხლს...
ლევან მჭედლიძე ისევ ეროვნულ ლიგაში ითამაშებს
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ჩინურმა ჰოლდინგმა "ინტერის" აქციათა საკონტროლო პაკეტი შეიძინა
ერიკ ტოჰირმა "ინტერის" პრეზიდენტის პოსტი დატოვა
ვიტალი დარასელიას თასი: კიეველთა ტრიუმფი, მასპინძელი ბოლო ადგილს ასცდა
"ვფიქრობ, დაიმსახურა, აისრულოს ის ოცნება, რასაც საქართველოს ნაკრებისთვის თამაში ჰქვია" - სეთურიძე გველესიანის განცხადებას გამოეხმაურა
ავტოგრაფი ლევან მჭედლიძისგან [VIDEO]
ვიტალი დარასელიას თასი: თბილისის "დინამო" მილანის "ინტერთან" დამარცხდა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა
ლევან სეთურიძე: მინდა, ჩემი რესურსი "საბურთალოს" მოვახმარო
"ინტერის" პრეზიდენტი თანამდებობის დატოვებას უარყოფს
"არასოდეს ვაპირებ პოლიტიკაში წასვლას, ან რომელიმე მხარეს დავდგე" - დვალიშვილი საქართველოში მისი ყოფნის მიზეზზე და კალაძესთან შეხვედრაზე საუბრობს
[კოტე გოგიშვილის აზრები] დაკარგული სამოთხე
"გულშემატკივართა გარკვეული ნაწილი მიზანმიმართულად პროვოცირებდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩვენი გუნდისა და ზოგადად ქართული ფეხბურთის ლეგენდას, ჯაბა კანკავას" - თბილისის "დინამოს" განცხადება
"იბერია 1999"-მა და "დილამ" მოიგეს, ფოთში ფრე დაფიქსირდა
აი ასეთი, სწორედ ასეთი, მხოლოდ ასეთი მწამს პრეზიდენტი
"გადავწყვიტეთ მივმართოთ ფედერაციას თხოვნით, რომ კანკავას წითელი ბარათი გაუქმდეს" - გორის "დილას" განცხადება
ჩემპიონთა ლიგა. III ტური: მესის დუბლი, მბაპეს გოლი და გაცუდებული პენალტი და გრიზმანის სახელობის დრამა მადრიდში [VIDEO]
სხვაობა ჩვენსა და ევროპულ გუნდებს შორის - რა დაგვანახა "დარასელიას ტურნირმა"
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ
უკრაინამ კახა კალაძეს "უკრაინის სპორტის საერთაშორისო ოსტატის" წოდება ჩამოართვა
გიორგი ნემსაძე: ამდენი წელია, ფეხბურთში ვარ და ასეთი რამ ხშირად არ მინახავს