ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჩოგბურთი
რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• MMA
• UFC
• ფორმულა 1
ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა

ფორმულა 1. რუსეთის გრანპრი: 107-ე ტრიუმფატორი

ფორმულა 1. რუსეთის გრანპრი: 107-ე ტრიუმფატორი

ვალტერი ბოტასმა კარიერაში პირველი რბოლა მოიგო
ფინელმა ვალტერი ბოტასმა მარტომ დაამარცხა მთელი "ფერარი" და ფორმულა 1-ში თავისი პირველი რბოლა მოიგო, რითაც ჩემპიონობის მესამე რეალური კანდიდატი გახდა

იმის გათვალისწინებით, რომ ჩემპიონატის წინა სამი რბოლიდან "ფერარიმ" ორი მოიგო, ხოლო რუსეთში ყველა ვარჯიშზე უსწრაფესი იყო და კვალიფიკაციაშიც გაიმარჯვა (პირველად 2008 წლის შემდეგ, "ფერარის" პილოტებმა სასტარტო ბილიკის პირველი ორი პოზიცია დაიკავეს: სებასტიან ფეტელმა 47-ე პოული მოიგო კარიერაში, მეორეზე იდგა - კიმი რაიკონენი), "სკუდერიას" ბევრი უწინასწარმეტყველებდა წარმატებას სოჭის ტრასაზე, სადაც მანამდე მხოლოდ "მერსედესის" პილოტები იმარჯვებდნენ.

გუშინ, იმის გამო, რომ გასახურებელ წრეზე მანქანა გაუჩერდა ფერნანდო ალონსოს, რბოლის დისტანცია 53-დან 52 წრემდე შემცირდა მეორე გასახურებელი წრის გამო.

გრძელი სწორი სასტარტო ხაზი საინტერესო დასაწყისს გვპირდებოდა და ეს მოლოდინი გამართლდა. ფეტელმა და რაიკონენმა არც ისე დამაჯერებელი სტარტი აიღეს, სამაგიეროდ, მესამე პოზიციაზე მდგომმა ვალტერი ბოტასმა ჯერ კიმის გაუსწრო, შემდეგ კი სებას გაუთანაბრდა და მეორე მოსახვევიდან გამოსვლისას, ლიდერობა მოიპოვა. ლუის ჰემილტონიც ცდილობდა რაიკონენის გასწრებას, მაგრამ მათ ბრძოლაში მაქს ფერსტაპენი ჩაერია და ბრიტანელს შეტევისთვის ადგილი აღარ დარჩა.

დანიელ რიკარდომ მთლიანად ჩააგდო სტარტი. ავსტრალიელმა წინ გაუშვა არა მხოლოდ თავისი თანაგუნდელი, არამედ ფელიპე მასას "უილიამსიც" და მეშვიდე პოზიციამდე დაეშვა.

გალიდერებულმა ბოტასმა საუკეთესო წრეების ჩვენება დაიწყო და 12 წრის შემდეგ, ოთხ წამს უგებდა ფეტელს. მესამეზე მყოფი რაიკონენი თანაგუნდელს ასევე ოთხი წამით ჩამორჩა. ჰემილტონი კი ვერაფრით ეწეოდა "ფერარის": ბრიტანელი ძრავის არასტაბილურ მუშაობას უჩიოდა და თანდათან შორდებოდა რაიკონენს.

მე-16 წრეზე ფეტელმა სცადა ინციატივის ხელში ჩაგდება, ბოტასს სწრაფი წრე ჩამოართვა, მაგრამ ფინელმა, საპასუხოდ, ტემპი გაზარდა და სხვაობა შეინარჩუნა. იმ მომენტისთვის, გააქტიურება სცადა ჰემილტონმა, მაგრამ კიმის შესატევ პოზიციამდე ვერ მიუახლოვდა.

ამასობაში, პიტსტოპების დრო მოვიდა. ვალტერი ბოტასი პიტ-ლეინზე რბოლის შუაში - 28-ე წრეზე გაეშურა. დროებით პელოტონს სათავეში ფეტელი ჩაუდგა, რომელიც სხვებზე დიდ ხანს დარჩა ტრასაზე ძველი საბურავებით.

"სუპერსოფტზე" გადასული რაიკონენი წრეზე წამს უგებდა ბოტასს - უფრო ხისტ საბურავებზე ორივე "მერსედესი" ტემპს კარგავდა. საბოლოოდ, ფეტელი 35-ე წრეზე შევიდა ბოქსებში და ტრასაზე ბოტასთან ხუთი წამის ჩამორჩენით დაბრუნდა, რასაც საბურავების შეცვლისას დაყოვნება იყო.

"სუპერსოფტზე" გადასვლის შემდეგ, ფეტელის ტემპი ბოტასზე უფრო მაღალი აღმოჩნდა. ვალტერიმ იგრძნო სებას მხრიდან ზეწოლა და შეცდომა დაუშვა დამუხრუჭების დროს. ამიტომაც, მისი უპირატესობა ორჯერ შემცირდა - ორნახევარწამამდე. ფინიშამდე 10 წრით ადრე კი სხვაობა უკვე წამნახევარი იყო.

ფეტელი სტაბილურად მოძრაობდა რბოლის ლიდერზე სწრაფად, მაგრამ უფრო ახლოს ბოტასთან ვერ მიდიოდა. თან ფინელს წრეზე ჩამორჩენილები ეხმარებოდნენ და ასეთ დროს, სხვაობა ორ წამამდე ადიოდა.

გერმანელმა ბოლო წრეებზე კიდევ ერთხელ სცადა გასწრება და DRS-ის ზონაშიც აღმოჩნდა, მაგრამ მეტის გაკეთება ვერ შეძლო. ბოტასმა კარიერაში პირველი რბოლა მოიგო - ის 107-ე პილოტია ისტორიაში, ვისაც ვისაც ფორმულა 1-ის გრანპრი პირველ ადგილზე დაუსრულებია. ფეტელი და რაიკონენი მეორე და მესამე ადგილებზე გავიდნენ, ხოლო მთელი ეტაპი ჩრდილში მყოფი ჰემილტონი მეოთხე მივიდა ფინიშთან. ამ სეზონში საუკეთესო რბოლა ჰქონდა "ფორს ინდიას" - მისი ორივე პილოტი ქულების ზონაში მოხვდა, სებასტიან ოკონმა კი ოთხივე რბოლაში შეძლო ქულების აღება.

საერთო ჩათვლაში სებასტიან ფეტელი ლიდერობს. ის 13 ქულით უსწრებს ლუის ჰემილტონს და 23 ქულით - ვალტერი ბოტასს. კონსტრუქტორთა თასზე კი "მერსედესმა" დაიბრუნა ლიდერობა, თუმცა, მხოლოდ ერთი ქულით არის წინ "ფერარიზე".

შემდეგი ეტაპი ორი კვირის შემდეგ, ბარსელონაში გაიმართება.

რბოლის სტენოგრამა

- სტარტი ბოტასმა უკეთ აიღო, ორივე "ფერარის" გაუსწრო და ლიდერი გახდა. მეორე მოსახვევში ინციდენტი მოხდა - პალმერი და გროსჟანი გამოვარდნენ ავარიის გამო და ტრასაზე უსაფრთხოების მანქანა გამოვიდა.

- უსაფრთხოების მანქანის უკან პირველი ათეული ასეთი იყო: ბოტასი - ფეტელი - რაიკონენი - ჰემილტონი - ფერსტაპენი - მასა - რიკარდო - პერესი - ოკონი - ჰიულკენბერგი.

- მე-4 წრეზე გამოაცხადეს რესტარტი. პელოტონში გადაადგილებები არ მომხდარა. ბოტასმა შეინარჩუნა ლიდერობა და თანდათან დაიწყო ფეტელთან უპირატესობის გაზრდა.

- რიკარდოს მანქანაზე უკანა საბურავები აალდა და ავსტრალიელი რბოლას ჩამოშორდა.

- მე-11 წრეზე ჰემილტონმა ტემპს მოუმატა და რაიკონენთან ჩამორჩენის შემცირება დაწყო. მაგრამ კიმიც აჩქარდა, ლუისის მანქანამ კი გადახურება დაიწყო, ასე რომ, რაიკონენის უპირატესობა ისევ გაიზარდა.

- მე-20 წრეზე ბოტასი თითქმის ექვსი წამით უსწრებდა ფეტელს და 11 წამით - რაიკონენს.

- პირველი ათეული 20 წრის შემდეგ: ბოტასი - ფეტელი - რაიკონენი - ჰემილტონი - ფერსტაპენი - მასა - პერესი - ოკონი - ჰიულკენბერგი - მაგნუსენი.

- ფეტელმა გაზარდა ტემპი და რამდენიმე წრეში შეამცირა სხვაობა ბოტასთან 2.5 წამამდე. 28-ე წრეზე ბოტასმა პიტ-სტოპი შეასრულა, 30-ე წრეზე - რაიკონენმა და ფერსტაპენმა, 31-ე წრეზე - ჰემილტონმა.

- ფეტელმა 35-ე წრემდე გაწელა საბურავის გამოცვლა - მცირე პრობლემა შეიქმნა წინა მარცხენა საბურავის სამაგრთან დაკავშირებით. გერმანელი ტრასაზე მეორე პოზიციაზე დაბრუნდა.

- 38-ე წრეზე ბოტასი დამუხრუჭუბისას შეცდა, საბურავები დაბლოკა და წამი დაკარგა. ფეტელი შეტევაზე გადავიდა, ლიდერს წამოეწია და სხვაობა ორ წამამდე დავიდა.

- პირველი ათეული 43 წრის შემდეგ: ბოტასი - ფეტელი - რაიკონენი - ჰემილტონი - ფერსტაპენი - პერესი - ოკონი - ჰიულკენბერგი - მასა - საინსი.

- ბოლო წრეებზე ფეტელი DRS-ით შესატევ მანძილამდე მივიდა ბოტასთან, მაგრამ ფინელმაც გამოიყენა DRS ერთი წრით ჩამორჩენილი მასას მანქანის უკან. ფეტელი ოდნავ შეყოვნდა ბრაზილიელის გასწრებისას და ამან გადაწყვიტა რბოლის ბედი. ბოტასმა კარიერაში პირველი რბოლა მოიგო.

"ფანტასტიკური გრძნობაა! 80 რბოლაზე მეტი დამჭირდა მოგებისთვის, მაგრამ ეს მოლოდინი ერთ რამედ ღირდა. ბევრი რამის შესწავლა დამჭირდა, - განაცხადა რბოლის შემდეგ ბოტასმა. - სეზონის წინ ფანტასტიკური შანსი მივიღე - გადავსულიყავი ამ გუნდში. ამიტომაც, მინდა მადლობა გადავუხადო "მერსედესს". მის გარეშე წარმატება არ იქნებოდა. ეს დაუჯერებელია.

ჩვეულებრივ, ძალიან ემოციური არ ვარ, მაგრამ ფინური ჰიმნი პოდიუმზე - განსაკუთრებულია. ამის დაჯერება მიჭირს. იმედია, ეს არის პირველი გამარჯვება მომავალი ბევრი ტრიუმფიდან.

ეს გამარჯვება დამაჯერებლობას მომიტანს. ყოველთვის ვიცოდი, რომ შევძლებდი შედეგის მიღწევას, თუ ყველაფერი კარგად აეწყობოდა. მაგრამ, მაინც სასიამოვნოა ამის დასტურის მიღება".

რუსეთის გრანპრი

სოჭი. 53 (309.944 კმ)

1(3). ვალტერი ბოტასი (ფინ, მერსედესი) 1:28.08,743

2(1). სებასტიან ფეტელი (გერ, ფერარი) +0,617

3(2). კიმი რაიკონენი (ფინ, ფერარი) +11,000

4(4). ლუის ჰემილტონი (ბრიტ, მერსედესი) +36,320

5(7). მაქს ფერსტაპენი (ჰოლ, რედ ბული) +1.00,744

6(9). სერხიო პერესი (მექ, ფორს ინდია) +1.26,904

7(10). ესტებან ოკონი (საფ, ფორს ინდია) +1.35,007

8(8). ნიკო ჰიულკენბერგი (გერ, რენო) +1.36,641

9(6). ფელიპე მასა (ბრა, უილიამსი) 1 წრე

10(14). კარლო საინსი (ესპ, ტორო როსო) 1 წრე

11(11). ლენს სტროლი (კან, უილიამსი) 1 წრე

12(12). დანიილ კვიატი (რუს, ტორო როსო) 1 წრე

13(13). კევინ მაგნუსენი (დან, ჰაასი) 1 წრე

14(20). სტოფელ ვარნდორნი (ბელ, მაკლარენი) 1 წრე

15(18). მარკუს ერიქსონი (შვედ, ზაუბერი) 1 წრე

16(17). პასკალ ვერლაინი (გერ, ზაუბერი) 2 წრე

ფინიშზე ვერ მივიდნენ

17(5). დანიელ რიკარდო (ავსტრა, რედ ბული) 5 წრე

18(15). ფერნანდო ალონსო (ესპ, მაკლარენი) 0 წრე

19(16). ჯოლიონ პალმერი (ბრიტ, რენო) 0 წრე

20(19). რომენ გროსჟანი (საფ, ჰაასი) 0 წრე

საერთო ჩათვლა

1. სებასტიან ფეტელი - 86 (2 მოგება)

2. ლუის ჰემილტონი - 73 (1)

3. ვალტერი ბოტასი - 63 (1)

4. კიმი რაიკონენი - 49

5. მაქს ფერსტაპენი - 35

6. დანიელ რიკარდო - 22

6. სერხიო პერესი - 22

8. ფელიპე მასა - 18

9. კარლოს საინსი - 11

10. ესტებან ოკონი - 9

11. ნიკო ჰიულკენბერგი - 6

12. რომენ გროსჟანი - 4

12. კევინ მაგნუსენი - 4

14. დანიილ კვიატი - 2

კონსტრუქტორთა თასი

1. მერსედესი - 136

2. ფერარი - 135

3. რედ ბული - 57

4. ფორს ინდია - 31

5. უილიამსი - 18

6. ტორო როსი - 13

7. ჰაასი - 8

8. რენო - 6

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

წარმოუდგენელი პატივი - ანტონიო ბანდერასმა ილია თოფურიას პირდაპირ ეთერში უმღერა [VIDEO]

“გავედი ოთახში, არჩევნებიდან რამდენიმე საათში რეკავს ტელეფონი და სააკაშვილი მეუბნება…” - ნემსაძემ სფფ-ის პრეზიდენტობის სკანდალური არჩევნები გაიხსენა

სილქნეტის აქცია: თემატური სპორტული პაკეტები დამატებითი გადასახადის გარეშე

"ასტონ ვილას" "ბარსელონას" შემტევის დამატება სურს

"ვილა პარკზე" ბოლო მატჩი ჩაატარა და ცრემლები ვერ შეიკავა - მარტინესი "ასტონ ვილას" ტოვებს

იქნება თუ არა კვარაცხელია "ოსერთან" სასტარტოში? - "პარიზიენის" პროგნოზი

დე ძერბი: პსჟ - "ინტერის" მატჩისას კინოს ვუყურებ

20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან

თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები

"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე

"შედარება მესისთან?" - რა თქვა ლამინ იამალმა

"იცი ჩვენს შორის რა განსხვავებაა?" - თოფურიამ მახაჩევს უპასუხა

დღეს საფრანგეთის ჩემპიონატი დასრულდება - ხვიჩას ოქრო და სხვა ქართველების ამბები...

[VIDEO] სერიამ კულმინაციას მიაღწია - იოკიჩს მხარი მარიმ აუბა და "დენვერმა" "ოკლაჰომა" დაამარცხა

[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი

[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა

ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება

ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია

Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა

მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ

მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს

"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა

პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს

დარჩება ფორმულა 1-ის ჩემპიონი "მერსედესთან" შემდეგ სეზონში?

"მიყვარხარ, პატივია გიწოდო ჩემი მეგობარი..." - ჰამილტონი ფეტელს დაემშვიდობა [VIDEO]

დიდი ცვლილება ფორმულა 1-ში - "ფერარის" მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი ტოვებს

ფეტელს "ასტონ მარტინში" მსოფლიოს 2-გზის ჩემპიონი ჩაანაცვლებს

რუსი მოდელი, რომელმაც კრიშტიანო რონალდო დააიგნორა [PHOTO]

ფორმულა 1. ესპანეთის გრანპრი: აი, ასეთი უნდა იყოს რბოლები

Forbes: ბოლო 10 წლის ყველაზე მაღალანაზღაურებად სპორტსმენთა სიას აქვეყნებს, ლიდერი არც რონალდოა, არც მესი...

ფორმულა 1: ტესტებზე ახალი "მაკლარენი" გამოჩნდა

მონაკოში წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელეს

კორონავირუსის გამო ცვლილებები ფორმულა 1-საც შეეხო

მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონი სებასტიან ფეტელი ფორმულა 1-იდან მიდის

"ფერარის" პილოტები ერთმანეთს შეეჯახნენ [VIDEO]

ფორმულა 1. ბარსელონას ტესტები: "უილიამსი" სერიოზული კონკურენტია

ლუის ჰემილტონი "ფერარიში" გადადის?! - ბრიტანელი იტალიელებს შეხვდა

ფორმულა 1-ის სკანდალი: 3-გზის ჩემპიონის არაეთიკური ინტერვიუ [VIDEO]