ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ეროვნული ლიგა. X ტურის წინ: გადაადგილების მოლოდინი

ეროვნული ლიგა. X ტურის წინ:  გადაადგილების მოლოდინი

ტურის ერთ-ერთი უმთავრესი მოვლენა ბათუმის "დინამოს" თავის ქალაქში დაბრუნებაა!
ფოტოზე: დღეს ბათუმის "დინამო" თავის ქალაქში ითამაშებს

4 მაისს დაწყებული ტური დღეს 4 მატჩით დასრულდება და საინტერესოა, რამდენი გადაადგილება მოხდება სატურნირო ცხრილში. მით უფრო, რომ გუშინდელი მოგების შემდეგ მოქმედი ჩემპიონი "სამტრედია" მესამე ადგილამდე აღზევდა, რითიც სატურნირო სიტუაცია ძალიან დაიძაბა...

დღეს, 5 მაისს გასამართი მატჩები, როგორც ტრადიციად იქცა, სხვადასხვა დროს დაიწყება. ოთხივე დაპირისპირება დიდ ინტერესს იწვევს...

კოლხეთი-დინამო (თბ)

ყველაზე ადრეული მატჩი ფოთში გაიმართება, სადაც ერთმანეთს უნდა დაუპირისპირდნენ ეროვნული ლიგის ერთ-ერთი აუტსაიდერი და პირველი წრის გამარჯვებული. ანუ არავის უნდა გაუკვირდეს ჩვენი ვარაუდი იმის შესახებ, რომ ამ წყვილში ფავორიტად "დინამოს" მივიჩნევთ.

თანაც, ამ შემთხვევაში საქმე მხოლოდ სატურნირო ცხრილში არ არის: უკანასკნელ პერიოდში "კოლხეთი" წარუმატებლად ასპარეზობს და ამის დასტურად ის ფაქტიც გამოდგება, რომ ფოთელთა გუნდს უკვე ხუთმატჩიანი მოუგებელი სერია აქვს.

ეგ კი არა, ბოლო ხუთ მატჩში "კოლხეთმა" მხოლოდ ერთი ქულა მოაგროვა და უახლოესი მატჩების კალენდრის გათვალისწინებით, ძალიან გვეეჭვება, რომ უახლოეს პერიოდში სიტუაცია სასიკეთოდ გამოსწორდეს: გელა სანაიას გუნდს ხომ, დღევანდელის ჩათვლით, ერთმანეთზე რთული ზედიზედ სამი მატჩი ელოდება.

აქვე ისიც უნდა ვთქვათ აუცილებლად, თუ რა საკადრო პრობლემები აქვს "კოლხეთს": საწყისი ორი-სამი ტურის გარდა, "კოლხეთის" მთავარ მწვრთნელ გელა სანაიას ხომ, ფაქტობრივად, არც ერთხელ არ მისცემია იმის საშუალება, რომ მოედანზე ოპტიმალური შემადგენლობა გამოეყვანა.

გამონაკლისი არც დღევანდელი მატჩი იქნება იმ გუნდის წინააღმდეგ, პირველი წრის გამარჯვებული სრულიად დამსახურებულად რომ გახდა: თბილისის "დინამომ" ბოლო ერთი თვის განმავლობაში 7 ოფიციალური მატჩი ჩაატარა და შვიდივე მოიგო (თანაც, საკუთარ კარში მხოლოდ 1 გოლი გაუშვა).

აი, ასეთი, მართლაც შთამბეჭდავი და წარმატებული სერიით ხვდება მეორე წრის დაწყებას კახა კაჭარავას დამოძღვრილი "დინამო"; რაც შეეხება ურთიერთშეხვედრებს, აქაც "დინამოს" აქვს აშკარა უპირატესობა: ჩემპიონატში თუ თასზე, ბოლო 11 მატჩიდან მხოლოდ ერთხელ რომ ითამაშა ფრედ "კოლხეთთან", დანარჩენი კი - მოიგო!..

დილა-ჩიხურა

ჯერჯერობით, მიმდინარე სეზონის ყველაზე დიდი მოულოდნელობა "დილას" და "ჩიხურას" აშკარად არასტაბილური ასპარეზობაა. განსაკუთრებით, ეს გორელთა გუნდზე ითქმის: პირველ წრეში "დილამ" მხოლოდ ერთი მატჩი (ისიც, თბილისის "დინამოსთან" სტუმრად!) მოიგო და ამიტომაც არის, ეროვნული ლიგის ყველაზე ინტერნაციონალური გუნდი ცხრილის ქვედა ნაწილში რომ იმყოფება...

ისიც უნდა ვთქვათ, რომ "დილას" თავკაცი ზივ არიე, ფაქტობრივად, ყველა მატჩში ცვლის ძირითად შემადგენლობას და ასეთ ხშირ როტაციას, როგორც ჩანს, სასურველი შედეგი არ მოაქვს. სხვათა შორის, ამ სეზონის დაწყების წინ "დილას" ეროვნული ლიგის ფავორიტთა შორის არც განიხილავდნენ...

...რასაც ნამდვილად ვერ ვიტყვით "ჩიხურაზე". ეს კი არა, სოსო ფრუიძის გუნდს, ჩვენი აზრით, პრეტენზია ჩემპიონობაზეც უნდა ჰქონოდა, მაგრამ ბოლო წლების ერთ-ერთმა ყველაზე სტაბილურმა ქართულმა გუნდმა პირველ წრეში მხოლოდ ერთხელ შეძლო ზედიზედ 2 მატჩის მოგება და ისიც - სეზონის დასაწყისში.

შესაბამისად, ვერც იმას წარმოვიდგენდით, რომ ერთიმეორეზე გამოცდილი ფეხბურთელებით დაკომპლექტებული ამბიციური გუნდი 9 მატჩში... 4-ჯერ დამარცხდებოდა! აღარაფერს ვამბობთ ბოლო ფიასკოზე - როცა წინა ტურში 0:5 წააგო "ლოკომოტივთან" და, სხვათა შორის, ისეთი შთაბეჭდილებაც დარჩა, საჩხერელთა გუნდში დისციპლინასთან დაკავშირებითაც უნდა იყოს გარკვეული პრობლემები.

რა თქმა უნდა, ამ შემთხვევაში მხოლოდ სათამაშო დისციპლინას არ ვგულისხმობთ...

დინამო (ბთ)-ლოკომოტივი

ამ ტურის ერთ-ერთ უმთავრეს მოვლენად, რა თქმა უნდა, ბათუმის "დინამოს"... თავის ქალაქში დაბრუნება უნდა მივიჩნიოთ! ვნახოთ, რამდენად წაადგება ეს ფაქტორი ლევან ხომერიკის გუნდს ეროვნული ლიგის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდის წინააღმდეგ, თუმცა, საკუთარ ქალაქში ასპარეზობა მასპინძელთა მწვრთნელ-ფეხბურთელებს დამატებით სტიმულს რომ მისცემს, ფაქტია.

აღარაფერს ვამბობთ იმაზე, რომ ბათუმის სარაგბო სტადიონის მოედნის საფარი ბევრად უკეთესია, ვიდრე ქობულეთის სტადიონი (სადაც აქამდე ატარებდა საშინაო მატჩებს ბათუმის "დინამო").

წინა ტურში მოგებით ბათუმის "დინამო" პლეი აუტის ზონასაც დაშორდა და, რაც მთავარია, მესამე ადგილს მხოლოდ 3 ქულით ჩამორჩება. გამოდის, რომ სატურნირო ცხრილში არსებული სიმჭიდროვიდან გამომდინარე, ყოველ ტურში შეიძლება მოხდეს გარკვეული გადაადგილებები.

არადა, დღეს ბათუმელებს ურთულესი მატჩი ელოდებათ მართლაც შესაშურ ფორმაში მყოფ "ლოკომოტივთან": გიორგი დევდარიანის გუნდი ეროვნულ ლიგაში ყველაზე შედეგიანად ასპარეზობს და დღემდე მხოლოდ ერთადერთი მატჩი აქვს წაგებული (III ტურში, თანაქალაქელ "საბურთალოსთან").

მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული გუნდი ბათუმში 6-მატჩიანი წაუგებელი სერიით ჩადის, თუმცა ამ წყვილში ფავორიტის სტატუსს ვერც ერთ გუნდს ვერ მივანიჭებთ...

ტორპედო-საბურთალო

მეორე წრის საწყის ტურს კი მართლაც საინტრიგო მატჩი დაასრულებს: "ტორპედოც" და "საბურთალოც" მიმდინარე სეზონში მშვენივრად გამოდიან და პირველი წრის საბოლოო ცხრილიც ამის დასტურია (ორივე გუნდი მესამე-მეოთხე ადგილებს იყოფდა ამ ტურამდე).

არადა, იმავე "ტორპედომ" სეზონი მძიმედ დაიწყო: კახა ჩხეტიანის გუნდს საწყის ორ ტურში მხოლოდ 1 ქულა ჰქონდა. თუმცა, ამის შემდეგ ქუთათურთა გუნდმა ჩინებული სერია შესთავაზა თავის ერთგულ ქომაგებს და იმის ალბათობაც არსებობდა, რომ "ტორპედო" სულაც პირველი წრის გამარჯვებული გამხდარიყო!

საბოლოოდ რა და როგორ მოხდა, ყველას კარგად მოეხსენება: ამ სეზონის პირველ "ქართულ კლასიკოში" "ტორპედო" შინ დამარცხდა თბილისის "დინამოსთან" და ქუთაისელთა საყვარელ გუნდს დღეს კიდევ ერთ დედაქალაქურ გუნდთან მოუწევს დაპირისპირება - გუნდთან, რომელსაც ყველაზე ახალგაზრდული შემადგენლობა ჰყავს ეროვნულ ლიგაში და ყველაზე მეტი საკადრო პრობლემა რომ ჰქონდა (და აქვს კიდეც) პირველი წრის განმავლობაში.

თუმცა, ამ ყველაფრის მიუხედავად, გიორგი ჭიაბრიშვილის "საბურთალომ" მაინც მოახერხა პირველი წრის წარმატებულად ჩამთავრება და სავსებით დამსახურებულად იმყოფება ლიდერთა შორის.

მოკლედ, საინტერესო უნდა გამოდგეს X ტურის ბოლო მატჩი, სადაც ასევე ძალიან გაგვიძნელდება რომელიმე გუნდისთვის ფავორიტის სტატუსის მინიჭება...

ეროვნული ლიგა. X ტური

4 მაისი

ქობულეთი. "ჩელე არენა"

შუქურა-სამტრედია 0:2

გოლები: 0:1 ჯიქია (10. ჩაგელიშვილის პასით), 0:2 ჩაგელიშვილი (45+1. ბერიაშვილის პასით).

5 მაისი

ქობულეთი. "ჩელე არენა". 15:00

კოლხეთი-დინამო (თბ)

ურთიერთშეხვედრები

56: +7 =11 -38, 40:124

პირველი წრე 0:1

გორი. "თენგიზ ბურჯანაძე". 17:00

დილა-ჩიხურა

ურთიერთშეხვედრები

13: +6 =4 -3, 22:12

დისკვალიფიკაცია

გიორგი ფოფხაძე (დილა) - ნიკოლოზ გელაშვილი (ჩიხურა)

პირველი წრე 0:0

ბათუმი. სარაგბო სტადიონი. 19:00

დინამო (ბთ)-ლოკომოტივი

ურთიერთშეხვედრები

28: +7 =7 -15, 29:40

დისკვალიფიკაცია

ნიკა ჭანტურია (ლოკომოტივი)

პირველი წრე 1:2

ქუთაისი. "რამაზ შენგელია". 21:00

ტორპედო-საბურთალო

ურთიერთშეხვედრები

3: +1 =1 -1, 9:5

პირველი წრე 0:1

ბომბარდირები

ირაკლი სიხარულიძე (ლოკომოტივი) 10

მამია გავაშელიშვილი (ლოკომოტივი) 8

ბაჩანა არაბული (დინამო თბ) 6.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• დინამო

კოლხეთი და შუქურაც გასაგდებია! ჩელე არენაზე არ უნდა თამაშბოდეს ვმოყვარე გუნდი საერთოდ! რას გავს ეს რა მინდორია!

სარეკორდო ტრანსფერი - "ტორპედომ" მამუჩაშვილი დაიმატა და გიგაური გაუშვა

"იბერია 1999"-მა კოტ-დ'ივუარის ნაკრების ფეხბურთელი დაიმატა

"დილას" იტალიელი მწვრთნელი ჩაუდგა სათავეში

38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი

ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა

[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება

"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა

"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია

Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს

ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს

ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს

2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს

რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა

ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები

კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია

"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა

"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ

ზაზა ფაჩულიას აკადემია 14-წლამდელთა ჩემპიონატის გამარჯვებულია | მენსანა ვერცხლს დასჯერდა

"თუ მოიგებ, ოქტაგონს შენი სახით მოვწმენდ" - რატომ დაუპირისპირდნენ თოფურია და ცარუკიანი ერთმანეთს?

ქომაგის რეაქცია, მას შემდეგ, რაც დრაფტზე მისმა გუნდმა რუსი კალათბურთელი აირჩია - ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება [VIDEO]

მესიც საუდის არაბეთში? - "ალ ჰილალის" პრეზიდენტმა მოლაპარაკებები დაიწყო

ტეო ერნანდესი "მილანიდან" "ალ ჰილალში" გადავა

"წაეთრიე" - "ლიონის" ფანები კლუბის ამერიკელ მფლობელს აუმხედრდნენ

გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა

დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"

მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია

კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა

ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას

ბათუმის "დინამო": მწვრთნელობის მეხუთე კანდიდატი ალექსანდრ შტელინია

გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება

ზივ არიე გორის "დილას" დაემშვიდობა და სამუშაოდ ისრაელში დაბრუნდა

ექსკლუზივი: ცხადაძე "დინამოდან" წავიდა, მას ჭიაბრიშვილი ცვლის? - "ლოკომოტივის" ყოფილი მწვრთნელი პირველ კომენტარს Sportall-თან აკეთებს

გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ

კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...

"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს

გორის "დილაში" მთავარ მწვრთნელად გიორგი დარასელია ბრუნდება?

გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის

ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ

ჭიაბრიშვილი: ძალიან მოტივიერებულები ვართ და ვალდებულნი ვართ, "პაიდეს" ბარიერი გავიაროთ

"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი

დინამო(ბთ)-დილა 2:3 - სასწაული ბათუმში [VIDEO]

მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა

"მე და ჩემმა ოჯახმა საკმაოდ რთული პერიოდი გავიარეთ" - გიორგი ჭიაბრიშვილი გულზე ჩატარებული ოპერაციის შემდეგ სამუშაო პროცესს დაუბრუნდა

"ორი მატჩის შემდეგ ნული ქულა გვაქვსო, მაგრამ იცით, რა არის მთავარი შედეგი?!" - გია ჭიაბრიშვილი ეროვნულ ნაკრებზე საუბრობს

"თელავი" გიორგი დეკანოსიძეს ჩააბარეს

გორის "დილას" დირექტორი: აუცილებლად გავძლიერდებით!

სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს

"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს

ეროვნული ლიგა. XIII ტურის წინ: ჩემპიონი თუ ლიდერი?

ბათუმის "დინამოს" მთავარმა მწვრთნელმა ლევან ხომერიკმა თანამდებობა დატოვა

გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ

დილა-ლოკომოტივი 0:2 - მოგებაზე ძვირფასი 3 ქულა [VIDEO]

სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია

დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...

"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება

გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია

"ბოდიში! ასე არ შეიძლება... ვიღებ პასუხისმგებლობას..." - ჭიაბრიშვილი "პაიდესთან" მარცხის შემდეგ

კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა

გიორგი დარასელია: შეიძლება ფეხბურთელებს ეს ზედმეტ ტვირთად დააწვეთ

კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ

გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია

"პირველ მატჩში გარკვეული წნეხით ვითამაშეთ..." - რა თქვა ჭიაბრიშვილმა "პაიდესთან" განმეორებითი მატჩის წინ

გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია

ბათუმის "დინამო": ვინ შეცვლის ხომერიკს? ოთხი სავარაუდო კანდიდატურა

ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა

10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?

[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...

სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო

ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს

რთულია, მაგრამ შესაძლებელი - ლევან ხომერიკი ქართული გუნდების ევროშანსებზე