ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

რატომ უკრძალავს დავით ქევხიშვილი ახალგაზრდა ძუდოისტებს მანქანის ყიდვას

რატომ უკრძალავს დავით ქევხიშვილი ახალგაზრდა ძუდოისტებს მანქანის ყიდვას

"აქვთ საშუალება, მიიღონ მოზრდილი პრემიები. ვიღაც მაშინვე გარბის და მანქანას ყიდულობს, რაც მერე ცუდად გვიბრუნდება უკან"

ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტი დავით ქევხიშვილი მორიგი საინტერესო იდეით გამოდის, რაც ამჯერად ახალგაზრდებს უკავშირდება. მსოფლიო იცნობს ანალოგიურ პრეცედენტს და არა მხოლოდ ახალგაზრდებში, უფროსებშიც კი, როცა მათ კარიერის განმავლობაში ეკრძალებათ საპრემიო თანხების სრულად გამოყენება, ბანკიდან მხოლოდ გარკვეული პროცენტების გატანა შეუძლიათ.

ვიმეორებთ - ანალოგიური სენი მთელ მსოფლიოს აწუხებს, თუმცა ჩვენთან ამან კიდევ უფრო მყარად გაიდგა ფესვი - სამწუხაროდ, ძალიან იშვიათი გამონაკლისის გარდა, ქართველი სპორტსმენების მენტალიტეტი (ეს მხოლოდ ძიუდოს არ ეხება) მოდური მანქანის იქით ვერ მიდის.

ქევხიშვილი ცდილობს, შეებრძოლოს ამ პროცესს, თუმცა წინამდებარე ინტერვიუში სხვა საინტერესო საკითხებზეც ისაუბრა.

- ევროპის ჩემპიონატმა რა დაგანახათ, რა მიმართულებით უნდა იმუშაოს ფედერაციამ?

- ევროპის წლევანდელი პირველობა მნიშვნელოვანი იყო იქიდან გამომდინარე, რომ გუნდში გარდამავალი ეტაპია - ლიდერების ნაწილი საერთოდ არ ჭიდაობდა, ნაწილი კი სხვა წონაში გამოვიდა.

შეიძლება ერთი შეხედვით არ ეტყობა, მაგრამ მეორე მხრივ, ოთხწლიანი ციკლის ვარიანტში ახალი კადრები იკვეთება და მათთან მიმართებაში თავიდანვეა საჭირო სწორი გადაწყვეტილების მიღება და სწორი კურსის შერჩევა. მით უფრო, იმ ფონზე, რომ ახალგაზრდები და ჭაბუკები აგერ, ახლაც ყვარელში არიან ერთობლივ შეკრებაზე. ეს ის ასაკია, რომ სწორად განვითარების შემთხვევაში ორი წლის შემდეგ მათაც ექნებათ ლიცენზიებისთვის ბრძოლის შანსი.

ამიტომ ეს ჩემპიონატი ბევრი კუთხით იყო საინტერესო - ძველი თაობა რას შვრება, რამდენად შეგვიძლია მათი რესურსის ისევ გამოყენება, თუმცა ამ კუთხით მსოფლიოს ჩემპიონატიც ბევრ ინფორმაციას მოგვცემს. ოღონდ მას არ ველოდებით და ეს დღეები სულ ამ თემაზე ვსაუბრობთ.

ერთი კი, რასაც მწვრთნელებსაც ვეუბნები და აუცილებლად გასაკეთებელია, მეტი ტაქტიკური მუშაობა და რაღაც ისეთი მიდგომაა საჭირო, რომ სპორტსმენისთვის ვარჯიში საინტერესო გახდეს და არ იყოს ისეთი ცივი, შაბლონური, რომ მოვიდეს, იჭიდაოს და წავიდეს სახლში. ეს შემოქმედებითი პროცესი უნდა იყოს და დარბაზში სათანადო გარემოც უნდა შევქმნათ.

ასევე მიდის ფიზიკური ვარჯიშებისთვის დარბაზის მომზადება. ორ ისეთ გამოფენას დავესწარი, სადაც მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ბრენდებია გამოფენილი. უკვე ვარჩევთ ინვენტარს და უახლოეს პერიოდში შევუკვეთავთ კიდეც. პირველ ეტაპზე რეზინას ვუკვეთავთ. გვინდა, ეს დარბაზი სპეციფიკურად მოვაწყოთ ძიუდოსთვის, სადაც რაღაც ნაწილში ტატამი იქნება, დანარჩენი კი რეზინით დაიფარება, იქნება შტანგები და ისეთი სავარჯიშო ატრიბუტები, რაც გამოგვადგება. წლეულს უკვე მზად უნდა ვიყოთ, რომ დანარჩენ პერიოდში წავიდეს მიზანმიმართული მუშაობა ამ ყველაფერზე.

ჩემთვის მთავარი ამოცანაა, ტაქტიკურად და შემეცნებითი კუთხით სავარჯიშო პროცესი ისე წარიმართოს, რომ სპორტსმენს ადგილზე ჰქონდეს საშუალება, ეკრანზე მიიღოს ყველა საჭირო ინფორმაცია თავისი ჭიდაობისა თუ მეტოქის შესახებ. ამის გაკეთება ძალიან მარტივადაც შეიძლება - დადგა ტელევიზორი და გააკეთო, მაგრამ მე ცოტა უფრო დახვეწილ ვარიანტს ვგულისხმობ.

გვინდა, სპორტსმენს გარშემო ჰქონდეს ყველაფერი და განწყობაც შეიქმნას. მაგალითად, ახლა მივდივართ კორეა-იაპონიაში, სადაც ვიჭიდავებთ შეხვედრებს, რასაც თავისი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს, მაგრამ არის რაღაც პერიოდი - ერთი თვე, თვე-ნახევარი, ორი თვე, როცა ნაკრები აქ ვარჯიშობს, არ აქვს ტურნირები და აი, მაშინ როგორ გამოიყენონ ეს დრო. გუშინაც ამაზე ვსაუბრობდით მწვრთნელებთან - ცირეკიძესთან, ბოდაველთან და მოდებაძესთან, რომ გადანაწილდეს ეს ფუნქციები. მაგალითად, კონკრეტულ სპორტსმენს ეყოლება მწვრთნელი, სპარინგ-პარტნიორი, მაგრამ წავა არა მხოლოდ ჭიდაობა, არამედ სხვადასხვა მიმართულების განხილვა, ანუ სწორი ინდივიდუალური მუშაობა - ვფიქრობ, ყველაზე მეტად ახლა ეს გვაკლია.

ფიზმომზადების პრობლემები ნაწილობრივ აღმოვფხვერით და მუშაობა კიდევ გრძელდება, ადვილად აღმოსაფხვრელია თუნდაც იმავე ფიზმომზადების დარბაზის გაკეთებით, მაგრამ ამასაც თავი რომ დავანებოთ, "ჩემპიონთა აკადემია" ძალიან კარგ საქმეს აკეთებს. ამდენად, ფიზმომზადების პრობლემის მოგვარების საშუალება გვაქვს, მაგრამ სწავლების მომენტი გვინდა გაგრძელდეს.

ბევრს ჰგონია, რომ შეკრება მისცემს რაღაცას. არადა, შეკრებაზე უკვე დამუშავებული ტექნიკით, დამუშავებული ტაქტიკით უნდა მივიდეს, რომელსაც იქ ფიზიკურად დააბალანსებ. ეს პროცესი უნდა გაგრძელდეს აქ და ამ კუთხით ვმუშაობთ, რათა სპორტსმენისთვის საინტერესო გახდეს ყოველი დღე. ათას ვარიანტს განვიხილავთ და ვფიქრობ, ეს ისაა, რაც აუცილებლად გვჭირდება, რათა ყველამ თავისი ჭიდაობა იპოვოს.

- კურატორ მწვრთნელთა ინსტიტუტზე აღარაა ლაპარაკი?

- ფაქტობრივად, ზემონახსენები გეგმა მაგასაც მოიცავს - როცა ასეთი პროცესი წავა, მაშინ ფუნქციებიც ავტომატურად განაწილდება. ისე არ იქნება, რომ ყველა ყველასთან იყოს - იმ 5-6 მწვრთნელს თავისი საკურატორო ადგილი ექნება.

ბოლო 3-4 დღეა, სისტემატურად მარტო ამაზე ვსაუბრობთ, თუმცა ვეუბნები, რომ მარტო საუბარი არ კმარა, პრაქტიკულად დავიწყოთ და მერე პროცესი გვაჩვენებს დანარჩენს. რეალურად, ამ კუთხით დიდი ნაბიჯია გადადგმული.

- ეგ ყველაფერი კარგი, მაგრამ ნაკრებში დისციპლინაც თუ არ დამყარდა, ყველა იდეა განწირულია. ირაკლი ცირეკიძემ საკმაოდ ცუდი რამე თქვა, თითქოს ზოგიერთებს მესამე ადგილისთვის საჭიდაოდ განწყობა უჭირთ - ეს ძალიან ცუდი პრეცედენტია...

- ეს ფსიქოლოგია უფროა, ვიდრე - დისციპლინა. ამას წინათ ახალგაზრდებთან მქონდა შეხვედრა, სადაც ორ მომენტზე გავამახვილეთ ყურადღება. ერთი სწორედ დისციპლინა იყო. ფაქტია და გამოცდილებამაც გვაჩვენა, რომ მათ ჭაბუკებსა და ახალგაზრდებში აქვთ საშუალება, მიიღონ მოზრდილი პრემიები. ვიღაც მაშინვე გარბის და მანქანას ყიდულობს, რაც მერე ცუდად გვიბრუნდება უკან.

ათას ვარიანტზე ვფიქრობდით, შეგვენახა ეს ფული მშობლებთან შეთანხმებით, ამასთან დაკავშირებით ბანკშიც გავიარე კონსულტაციები, რამდენად შეიძლებოდა ეს და რამდენად გვქონდა ამის საშუალება. პრობლემას ძირითადად მანქანა და ასეთი ფუფუნების საგნები გვიქმნის, რაც საერთოდ არ სჭირდებათ.

ამიტომ მათ კონკრეტულად ვუთხარი: თქვენთან მიმართებაში ძალიან ბევრი გეგმა და იდეა გვაქვს შემუშავებული; მაქსიმალურად ბევრს გაგიკეთებთ - იმაზე მეტს, ვიდრე ჩვენი ვალდებულებაა, მაგრამ, როცა თქვენში ინვესტიციას ვდებთ და გვერდში გიდგავართ, გარკვეული მოთხოვნები ჩვენც გვაქვს - არავითარი ძნელად შესასრულებელი და შეუძლებელი.

ერთი ასეთი მოთხოვნა ისაა, რომ 21 წლამდე, ანუ ვიდრე ეროვნულ ნაკრებში არ გადავლენ, ვერავინ ვერ იყიდის მანქანას. შეიძლება ვიღაცამ იყიდოს და სხვაზე გააფორმოს, მაგრამ ვერც ნაკრების ვარჯიშზე, ვერც შეკრებაზე ან კლუბში მანქანით ვერ მივა. რაიონში რომ ვარჯიშობენ და იქაც გავიგოთ ასეთი ფაქტი, მაინც მოვახდენთ რეაგირებას.

ვიცი, რომ გამონაკლისები შეიძლება იყოს, თუმცა ამ ნაწილში ძირითადად შეთანხმებულები ვართ - 21 წლამდე ვერავინ ვერ იყიდის მანქანას. ამაში არაფერია ადამიანის უფლებების დარღვევა - ესაა კონტრაქტი, ხოლო როცა მე შენზე ვხარჯავ ფულს, პირობასაც დაგიდებ. ამაში გასაკვირი არაფერია და არც უფლებების შელახვა არაა. საფეხბურთო კლუბებში სხვადასხვა აკრძალვის დაწესება ჩვეულებრივი ამბავია.

ახალგაზრდებთან საუბარში იმაზეც გავამახვილეთ ყურადღება, რომ არ მინდა, მხოლოდ ჩემპიონობისთვის ივარჯიშონ, რადგან ძიუდო ცოტა მეტია და მეტს იძლევა. მინდა, ეს მეტი გამოიყენონ და საკუთარ თავში დახელოვდნენ, დაიხვეწონ, რათა ყოველდღიურად, ყოველწლიურად უკეთესნი გახდნენ. თავისთავად, ეს მიდგომაც მოიტანს ჩემპიონობას, ხოლო როცა მხოლოდ გამარჯვებაზე ხარ ჩაციკლული, ეს სულ სხვა რამეა. ეს არაა სპორტსმენის სული და არ აყალიბებს ადამიანად. მარტო ჩემპიონობა ხომ არ კმარა - რაღაც ეტაპზე დამთავრდება სპორტული კარიერა.

ჩვენი კიდევ ერთი სტრატეგიული მიდგომა ისაა, რომ ადგილზე შევქმნათ მაქსიმალურად კარგი პირობები, რათა სხვაგან კი არ წავიდეთ, აქეთ ჩამოვიყვანოთ ისინი. იმ რესურსით, რაც ამ გასვლებზე იხარჯება, შეგვიძლია, ადგილზე შევქმნათ ისეთი პირობები, გაცილებით უკეთესად მოვემზადოთ.

თუმცა მხოლოდ ფულშიც არაა საქმე. მაგალითად, საკლუბო სისტემამ გვაჩვენა, რომ ყველა წონაში გვყავს 7-7 კაცი, რომლებსაც გარკვეულ თანხას ვუხდით. ამას დაემატება ახალგაზრდების პირველ-მესამე ნომრები, ანუ შეიძლება წონაში 11-მა კაცმა აქ ივარჯიშოს. უცხოური შეკრებები ძალიან კარგია და შიგადაშიგ ეს აუცილებელია, მაგრამ ადგილზეც შეგვიძლია ამის გაკეთება. უბრალოდ, საამისოდ სპორტული ბაზის შექმნაა აუცილებელი.

ნელ-ნელა საქმე იქითკენ მიდის, რომ დაგვადგება საშველი და გვექნება ჩვენი ბაზა, თორემ 11 კაცს სასტუმრო რომ დავუქირავო, ეს იგივე თანხა დაგვიჯდება და მაშინ რა აზრი აქვს, ბარემ უცხოეთში წავალთ შეკრებაზე. ბაზა რომ გვქონდეს, იმის ნახევარი თანხა დაგვიჯდება, რაც ახლა გვჭირდება, მხოლოდ კვებაში დაგვეხარჯება ფული. სამაგიეროდ, სპორტსმენთა რაოდენობას ვერ გამოლევ და მართლა სამუშაო პროცესი იქნება. თან უცხოელებიც მარტივად ჩამოვლენ.

თითქოს ყველაფერი მზადაა ამისთვის, მაგრამ პატარა რაღაც მაინც აკლია, თავი რომ დაედგას. ოლიმპიადისთვის ეს ბაზა აუცილებლად გვჭირდება და გაისად მართლაც გვექნება, რომ სპორტსმენმა იცხოვროს, იკვებოს, ავიდეს, დაისვენოს, დაიძინოს და წინ და უკან საწანწალო აღარ ჰქონდეს. ამის პირობა ყველაფერია, მხოლოდ ნებაა საჭირო და, ვიმედოვნებ, ესეც გამოვა.

- ეროვნულ ნაკრებშიც ხომ არ აპირებთ ასეთ საკონტრაქტო ურთიერთობებს? დისციპლინის პრობლემა არ დგას იქ?

- იაპონია რომ იაპონიაა, დისციპლინის პრობლემა იქაც დგას, ამას ვერ გამოლევ, თუმცა მთავარია, მასობრივად არ იყოს და - ზღვარგადასული. სპორტის სახეობაც ინდივიდუალურია და ყველა ინდივიდიც თავისებურია, მაგრამ სპორტსმენთა 80 პროცენტთან მიმართებაში არ გვჭირდება ზედმეტი ღონისძიებების გატარება.

მაგალითად - შავდათუაშვილი, რეხვიაშვილი, პაპინაშვილი, ვისაც თვალდახუჭული შეგიძლია, ენდო და პროფესიონალურად უდგებიან საქმეს. თუმცა არიან გამონაკლისები და მათთან მიმართებაშიც ყველაზე კარგ გამოსავლად კონკურენტული გარემოს შექმნა მიმაჩნია, როცა დაინახავენ, რომ მათზე არაა არავინ ჩამოკიდებული. ამისკენ კარგი ნაბიჯი გადავდგით და დღეს რომ სხვადასხვა სპორტსმენმა გააკეთა მედალი, ამ კონკურენციის დამსახურებაა.

მომავალშიც უფრო ამ გზით წავალთ, თუმცა შეიძლება, ისეც მოხდეს, რომ გარკვეულ მომენტებში რადიკალური გადაწყვეტილებების მიღებაც დაგვჭირდეს. ოღონდ ამაზე არ უნდა ვიყოთ ორიენტირებულნი, უფრო პრევენციაზე უნდა ვფიქრობდეთ, ამისთვის კი ზემოხსენებული ფორმაა საჭირო - კონკურენცია და ამ პროცესში გარკვეული წესების დაცვა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• ზ.კალორია

მაგ ჭაბუკებს მანქანა და ქალები უხარიათ ბ-ნო დავით (როგორც თქვენ გიხაროდათ მაშინაც და ალბათ ახლაც). გაგრილების საშუალება თუ არ ექნებათ გადაწვავ ბიჭებს. ))). (ეს ცოლის მოყვანასაც აუკრძალავს მალე კონტრაქტით)

• z,kaloria

ფულის თუ თავისია მისი დახარჯვის აკრძალვა არ შეიძლება. კონტრაქტით შეიძლება მანქანის მართვა აუკრძალო, (როგორც იაპონიაში სუმოისტებს) ალკოჰოლი, სხვა რამ. მაგრამ ყიდვა გასხვისება დაწვა და შენახვა პატრონის ნებაა. ჩემ დროს სულ ფულზე ტიროდნენ დახეულ დაგლეჯილები დავდივართო. :(((. ხახალეიშვილს 100 ათასი კუპონი მისცეს ოლიმპიური ჩემპიონი რომ გახდა. (არ ვიცი იმითი რა იყიდა ნასკები?) ახლა ფული ფუფუნების საგნებში არ დახარჯოთო.

• z,kaloria

მოდის და მოაბოტებს ფეხებს განდაგანი სვლით ოქრუაშვილი მაისურში და შორტებში ამას წინათ და მოაქვს ჭავჭავაძის პროსპექტი მხრებით. მთა. მივიდა ჰონდა ფიტში და ჩაჯდა. როგორ შეეტია შიგნით დღემდე მიკვირს. და ჰონდა ფიტი რატო ყავდა ის ცალკე კიდევ.

• judo-s

სად თქვეს აქ, ლიპომ იჩხუბა ან იხულიგნაო? აღნიშნეს, რომ ლიპო არის ინტელექტუალური წინსვლის წარმატებული მაგალითი. რა არის გაუგებარი?

• judo

და სად გინახავთ ლიპოს სადმე ეჩხუბოს ?

• ketilissmsurvels

გაგიმარჯოს გმერტმა ცჰემი სატქმელი ტქვი მეგობარო 100% გეტანხმები კველაპერსჰიი

• nata

ბატონო დავით იმ სპორცმენებს რომ მიხედოთ ვისაც მანქანით არ უვლიათ და საკუთარი ოფლით და წვალებით მიაგწიეს და ის მიგწეულიც რომ წაართვივ და ართმევთ

• giorgi

დავით, სპორტსმენების ინტელექტუალურ წინსვლასაც მიხედეთ. ლიპარტელიანია წარმატებული მაგალითი. სამწუხაროდ, ბევრის საქციელი საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებზე სამარცხვინოა. აეროპორტში შევესწარი ამათ ხორხოცს, ყირაზე გადასვლას - ჩვენი თუ უცხოელი გაკვირვებული იყო...

• ჯ ი ჯ ი

რეფორმები შედეგს მოიტანს.

• giopgi

აბსოლიტურად მისასალმებელია დავითის ეწ წამოწყება. იქნებ სხვებმაც მიბაძონ. მოდი წარმოვიდგინოღ ჩვენი თავი 20 წლის ასაკში და ამ ასაკში კაი ჯიპზე წამოჯდომა რა შეგრძნებებს წარმოშობს. 28 წლის ვიყავი პირველად რომ მანქანა შევიძინე და თავი ----- მეგონა. ხომ წარმოგიდგენიათ 20 წლის ახალგაზრდა რომ მაგარ მანქანაზე წამოსკუპდება, რა გრძნობები დაეუფლება (ძმაკაცები, კაი ქალები და წავიდა...)

• სოსო

თუ ეს განხორციელდა და მწვრთნელთა კორპუსიც გვერდში დაუდგა,შედეგი აუცილებლად იქნება,მაგრამ მთავარი მაგაში მაინც თანამედროვე ბაზების დროზე აშენება მგონია.

• გიორგი

ჭკვიანი კაცია და საქმის ერთგული.

• ქუთაისელი

გაგიმარჯოს ღმერთმა! სიმკაცრის გარეშე მენტალიტეტს ვერ ჩამოვუყალიბებთ ახალგაზრდებს. ასე თუ გავაგრძელეთ, უფრო მეტი ოლიმპიური ჩემპიონი გვეყოლება.

• კეთილისმსურველი

ყოჩაღ დავითს, უდაოდ საინტერესო იდეები აქვს და კარგი მენეჯერული ხედვა. თუმცა რატომღაც მგონია რომ ფედერაციაში ერთსულოვნება არ უნდა იყოს და უჭირს ქევხიშვილს თავისი რეფორმების გატარება. ღვინიაშვილი რომ გადმოჯდეს თავისი G კლასიდან კარგი იქნება, არავინ წაართმევს მაგრამ ნაკლები ფოტოები ფბ-ზე და მეტი ვარჯიში არ აწყენდა. მისი ნიჭი მთლიან ქვეყანას ეკუთვნის და არ აქვს უფლება ასე გაანიავოს! ბევრ სხვასაც ეხება ეს, მარტო ბექას არა.

• dadu

აი რატომ ვერ აღწევს წარმატებას საქართველოში ფეხბურთი და ვერც ვერასოდეს მიაღწევს სანამ ასე მკაცრად არ მოვთხოვთ ფეხბურთელებს მხოლოდ ფეხბურთზე ფიქრს. სამწუხაროდ ქართველ ერში პროფესიონალიზმი ყველაზე ნაკლებად ზის განსაკუთრებით ახალგაზრდებში. სწორია მსგავსი დამოკიდებულება და სრულად ვეთანხმები.

2024 წლის საუკეთესო ქალ სპორტსმენად ეთერ ლიპარტელიანი დაასახელეს

"ამის გაგონებაზე არასდროს დამავიწყდება ის რეაქცია, რომელიც მამაჩემმა გამოხატა" - ლაშა გუჯეჯიანი

უძლიერესი შემადგენლობით - ძიუდოში მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადი ცნობილია

დონარუმას პირველ ტაიმში სამი გაუტანეს - იტალია ნორვეგიასთან განადგურდა

კალანდაძის ლიდერობით - საქართველოს ნაკრებმა ლუქსემბურგსაც მოუგო

საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!

როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?

"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა

"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ

[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა

შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს

ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა

[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა

სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო

ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით

[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო

[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს

პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს

ფარერებთან საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

FIFA Arena - გლდანის საფეხბურთო ცენტრში ახალი მოედანი გაიხსნა

ქართველი მსაჯები 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის საკვლაიფიკაციო ეტაპის მატჩზე

3x3Tbilisi Challange საქართველოს ნაკრების წევრებით შემდგარმა თბილისმა მოიგო

"იცოდა, რომ პსჟ-ზე ჰკითხავდნენ და დაიმალა" - როტენმა მბაპე გააკრიტიკა

ძიუდოს დაპირისპირებების ქრონოლოგია და ოსაკას შესაძლო ინციდენტი - რა ხდება ძიუდოს ოჯახში?

ქართველები გამოცდილების გასაზიარებლად იაპონიაში მიიწვიეს

სამი ძმა ყაზბეგიდან - ძმური დინასტიები ქართულ საჭიდაო სამყაროში [PHOTO]

მწვრთნელები საქართველოს ახალგაზრდულ და ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრებებსაც შეუცვალეს

ლაშა შავდათუაშვილი და ვაჟა მარგველაშვილი იაპონიაში შეკრებაზე გაემგზავრნენ

ძიუდოისტთა ნაკრები: გუნდი ესპანურ კემპზე, თუშიშვილი და ღვინიაშვილი ბაკურიანში

ლიპარტელიანი ოქროს, შავდათუაშვილი კი ბრინჯაოს შეუტევს - ევროპის ჩემპიონატის მეორე საშეჯიბრო დღე

ლიპარტელიანმა ვერცხლის მედალი მოიპოვა - შავდათუაშვილი ბრინჯაოსთვის ბრძოლაში დამარცხდა

ზურაბ ზვიადაური: დავით ქევხიშვილი უნდა გადადგეს

ირაკლი ცირეკიძის ინტერვიუ და ევროპის ჩემპიონატის შეფასება, სანამ ნაკრებიდან გაათავისუფლებდნენ

ილიას ილიადისი საქართველოს ნაკრების მწვრთნელად? ძიუდოს ფედერაცია კანდიდატს ეძებს

წარუმატებლად დაწყებულ ოლიმპიადაზე მედლების დროა! - დღეს შავდათუაშვილი, ლიპარტელიანი და გურული...

ოლიმპიური ჩემპიონი ირაკლი ცირეკიძე იაპონიაში დააკავეს?

მჩატე და მძიმე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ორად გაიყო

ქევხიშვილი ხაბელოვის წინააღმდეგ: ამ გადაწყვეტილებით სახელმწიფოსა და მმართველ გუნდს დაუპირისპირდა

ლაშა შავდათუაშვილი პარიზის ოლიმპიადას პირველივე ეტაპიდან გამოეთიშა [VIDEO]

ვარლამ ლიპარტელიანი: ათაბეგაშვილია ერთადერთი კანდიდატი, რომელიც ქევხიშვილის კაცია

ჩვენი პირველი დღე ოლიმპიადაზე - სარდალაშვილი ნაგაიამას ფინალამდე არ ხვდება, ნახევარფინალში კი იქნებ მხეიძეს დაუპირისპირდეს...

1 ოქრო და 2 ბრინჯაო - თბილისის გრანდ სლემის მეორე საშეჯიბრო დღე [VIDEO]

ბექა ღვინიაშვილი: ჩემი აზრით, ამისგან ტრაგედიის შექმნა არ შეიძლება

აღმასკომი დაიწყო - ოსაკაში ჩხუბის ამბავი დადასტურდა, სხდომას ქევხიშვილიც ესწრება

ლაშა შავდათუაშვილი გადარჩა და მსოფლიოზე იჭიდავებს

ქართველი ძიუდოისტების ბედისწერა ოლიმპიადაზე და ოქროს "დაწესებული" რაოდენობა - ბექაური, რომელსაც სწამს!..

დავით ქევხიშვილმა ძიუდოს ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთი კანდიდატი დაასახელა