მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ერთი მგეზავით მოუწევს თამაში
მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის დაწყებამდე, რომელიც წლეულს თბილისსა და ქუთაისში გაიმართება, სულ უფრო ცოტა დრო რჩება.

საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების მწვრთნელებმა 28-კაციანი შემადგენლობა დაასახელეს, რომელიც ამ უმნიშვნელოვანეს ტურნირზე იასპარეზებს.

სამწუხაროდ, მსოფლიოს ჩემპიონატზე საქართველოს ახალგაზრდულ ნაკრებს ერთი მგეზავით მოუწევს თამაში. თედო აბჟანდაძე 17 წლისაა და ახლახან ევროპის 18-წლამდელთა ღია ჩემპიონატზე იასპარეზა. დავით მოძღვრიშვილმა, რომელიც შარშან გამართულ მსოფლიოს ჩემპიონატზე ძირითადი მგეზავი იყო, ხელი დაიზიანა. ტრავმის გამო დაგვაკლდა ასევე ერთი ფულბეკი, ლუკა იურინი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების მეტოქეები ჯგუფურ ეტაპზე არგენტინის, საფრანგეთისა და სამხრეთ აფრიკის ნაკრებები იქნებიან. ყველა მეტოქის შემადგენლობა უკვე ცნობილია.

"ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს, საფრანგეთსა და არგენტინას ვეთამაშებით. ძლიერი გუნდებია. ეს იმას ნიშნავს, რომ შეჯიბრებაში თავიდანვე სათანადო ფორმაში უნდა ვიყოთ, რათა ჩემპიონობაზე პრეტენზია განვაცხადოთ.

ბოლო ორი თვის განმავლობაში ინტენსიურად ვამზადებდით გუნდს როგორც ფიზიკურად, ისე ფსიქოლოგიურად. მორაგბეებს ავუხსენით, რა ელით მათ თბილისში. ვფიქრობ, ჩვენი შრომა შედეგს გამოიღებს. განწყობა საბრძოლოა და ახლა საჭიროა საქართველოში გამგზავრებამდე მისი შენარჩუნება", - თქვა სამხრეთ აფრიკის ახალგაზრდული ნაკრების თავკაცმა ჩინ რუმ მას შემდეგ, რაც გუნდის შემადგენლობა დაასახელა.

პირველ მატჩს საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები 31 მაისს, "ავჭალის სარაგბო სტადიონზე" გამართავს. მეტოქე არგენტინის ნაკრები იქნება. თუ წარსულის გამოცდილებას გავითვალისწინებთ. წლევანდელ ჩემპიონატში, ჩვენს ჯგუფში, სავარაუდოდ, ფავორიტი არგენტინის ნაკრებია.

წლეულს, შარშანდელისგან განსხვავებით, ბევრად ძლიერი გუნდით და გაზრდილი ამბიციებით გვეწვევა საფრანგეთის ნაკრები. ცხადია, ვერც სამხრეთ აფრიკას ჩამოვწერთ. ერთი სიტყვით, ჩვენი მეტოქეებიდან სამივეს თითქმის თანაბარი შანსი აქვს, ჩემპიონატში პირველობისთვის იბრძოლოს.

საქართველო

თედო აბჟანდაძე, გელა აფრასიძე, შოთა არეშიძე, რევაზ დუგლაძე, ბეჟან გავაშელიშვილი, გურამ გოგიჩაიშვილი, გიორგი გოგოლაძე, ლაშა ჯაიანი, თორნიკე ჯალაღონია, კობა ჯიმშელეიშვილი, არსენ მაჩალაძე, დავით მესხი, ლადო მიმინოშვილი, მირიან მოდებაძე, გურამ პაპიძე, ლევან პაპიძე, ბექა საღინაძე, ილია სპანდერაშვილი, საბა სვიმონიშვილი, ლაშა ტაბიძე, აკაკი ტაბუცაძე, უშანგი ჭეიშვილი, გიორგი წიკლაური, თენგიზ ზამთარაძე, ლუკა დვალიშვილი, ალექსანდრე კალმახელიძე, გიორგი კვესელაძე, გიორგი ნუცუბიძე.

სამხრეთი აფრიკა

იარნო ახუსტუსი, დევიდ ბრიტსი, ზეინ დევიდსი, ვიკუს ხრუნველდი, დანიელ იუსტი, ლი-მარვინ მაზიბუკო, სალმან მორატი, დამიენ ვილემსე, ნამა ხაბა, ერნსტ ფან რაინი (ვესტერნ პროვინსი), კვენზო ბლოზე, რევან კრუხერი (ჩიტაზი), კერვინ ბოსხი, ფრანსუა დე ფილიერსი (ნატალ შარქსი), ჟან ლუკ სილიერსი, ხიანი ლომბარდი, ლენ მასინი, რეინჰარდ ნოთანხელი, ვანდისილე სიმელანე (ლაიონზი), სტიდმან განსი, იოჰან გრობელაარ, მანიე ლიბოკი, ემბროსე პაპიერი, ჰენდრე სტატსენი, ხერჰარდ სტენკამპი, რუბენ ფან ჰერდენი (ბლუ ბულზი), იაო პენქსე (კინგზი).

არგენტინა

ვისენტე ვორონატი, ფაკუნდო დომინგესი, ხოსე-ლუის გონსალესი, ალეხანდრო ლუნა, როდრიგო მარტინესი, აგუსტინ მედრანო, ნაუელ მილანი, ფრანკო მოლინა, ლეონელ ოვიედო, ლუკას პაულოსი, სანტიაგო პულეჟა, სანტიაგო რუისი, ვაუტისტა სტავილე, ხერემიას ტარტერი, მაჟკო ვივასი, ნიკოლას ვოქერი, ტომას ალვორნოსი, სანტიაგო კარერასი, ტეო კასტილიონი, ხუან-პავლო კასტრო, ხუან-ვაუტისტა დერო, ვაუტისტა დელგი, ფაკუნდო ფერარიო, გონსალო გარსია, ლუჩანო გონსალესი, ფელიშ ლუნა, ტომას მალანოსი, მატიას სოსე.

საფრანგეთი

ალექს არატე, უგო ბონიფაცი, რომენ ბურო, მიკაელ კაპელი, სორანტინ შაბოდი, ბატისტ კუიუ, არტურ სოვი, დილან სრეტინი, ტეო დაშარი, ფლორიან დუფუ, ზაკარია ელ ფაკირი, ფარაჟ ფარტასი, ჩარლი ფრანკო, კიან ჟერაკლი, მატიო ჟალიბერი, ჰასან კოლინარი, ტომას ლაკლაია, პიტო მაუვაკა. ტეო მიე, რომენ ნტამაკი, გაბრიელ ნგანდებე, ალექსანდრ ნიკუ, ბატისტ პესენტი-კომპანონი, ელქსანდრ რუმა, ლუკას ტაუზინი, სელევასლო ტოლოფუა, პაბლო უბერტი, ფლორიან ვერაეგი.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატი

A ჯგუფი: ინგლისი, ავსტრალია, უელსი, სამოა

B ჯგუფი: ახალი ზელანდია, ირლანდია, იტალია, შოტლანდია

C ჯგუფი: საქართველო, საფრანგეთი, სამხრეთი აფრიკა, არგენტინა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

tazo
გაავსებთ კი სტადიონებს ჯერ ჯერობით მხოლოდ 3000 ბილეთია გაყიდული.
სოსო
ჩვენ კიდევ უკანახაზელების დამტვრევა გვინდოდა?მესხის სახელობის სტადიონი კი მგონი მართლა შეივსება.
kaxa
ავჭალა კი არა მესხზე მაინც ათამაშეთ ხალხი გაავსებს სტადიონს
geo
დიდ სტადიონზე ათამაშეთ.
55555
რატომ ავჭალა და არა დინამო არენა?
sportsmeni
პრეტენზიები სახელმწიფოსთან,,,, საერთოდ რომ რამეს მოაბეს თავი არ გიკვირთ? სად არის მთავრობის მიერ შეპირებული სტადიონები? მაგრამ არა უშავს ამაზე მეტი აუტანიათ, ყველაფერი კარგად იქნება, ყველა დაეტევა ვისაც თამაში ყურება და საქართველოს გულშემატკივრობა უნდა
ალეკსანდრე
თუ გინდათ რომ ნაკრებმა წარმატებით იუთამაშოს, დინამოზე ჩატარდეს მატჩები
zaza
მგეზავი, რომ დაგვიშავდეს მერე რას ვაპირებთ?
Irakli apkhaidze
ავჭალაში შეიძლება საქართველოს ნაკრების თამაში? 10-ჯერ მეტი მაყურებელი დარჩება გარეთ... :(
20 წ. | 10 გამოცდილით ჩემპიონატის პირველ მატჩში
20 წ. | იტალიაში გასამგზავრებლად 30 შეირჩა
18 წ. | ზედიზედ მეორედ სამხრეთ აფრიკაში
გუგეშაშვილი "პაოკში" წარადგინეს - ძირითადი მეკარე გუნდს ტოვებს
38 წლის ჟირუ MLS-დან ლიგა 1-ში ბრუნდება - ცნობილია სად ითამაშებს ვეტერანი
უიმბლდონის პირველ წრეში ბასილაშვილის მეტოქე ცნობილია
კონტემ რასპადორის თაობაზე მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო
ილია თოფურიამ სასურველი მეტოქე დაასახელა
"ამ ფეხბურთელს ვაღმერთებ" - ბრედ პიტი
[VIDEO] "რეალის" ლამაზი გოლები "ზალსბურგთან" - ალონსოს გუნდმა ჯგუფში პირველი ადგილი დაიკავა და "იუვენტუსს" შეხვდება
"ლივერპულმა" "ნაპოლის" თავდამსხმელი ძვირად დაუფასა
პსჟ-ს სერიოზული პრობლემა აქვს - "კვარა" და პსჟ ჯორჯიის მწველი მზის ქვეშ
"დილა" სუპერთასის პირველი ფინალისტია
Tutto Juve: ეს შანსი გამოსაყენებელია - მიქაუტაძის შეძენის სურვილი იტალიურ გრანდსაც აქვს
ლუნინი "რეალს" მხოლოდ ერთ შემთხვევაში დატოვებს
ფედელე: კვარაცხელიას შეცვლა? - მხოლოდ ღმერთის იმედი უნდა გვქონდეს
2022 წლის შემდეგ პირველად - ნიკოლოზ ბასილაშვილი უიმბლდონის ძირითად ბადეში ითამაშებს
რონალდომ "ალ ნასრთან" კონტრაქტი გაახანგრძლივა
ისტორიული დაპირისპირება: საქართველო ირლანდიის წინააღმდეგ მიხეილ მესხის სტადიონზე - ემოციები და მოლოდინები
კასანომ "ნაპოლის" კვარაცხელიას შემცვლელი ურჩია
"ალ ნასრმა" სტეფანო პიოლი გაათავისუფლა
"მანჩესტერ იუნაიტედმა" და "ჩელსიმ" შესაძლოა ფეხბურთელები გაცვალონ
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
U20. საქართველო VS ვესტერნ პროვინსი - მესამე ტესტი სამხრეთაფრიკელებთან
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ლეგიონერები | 31 ქულა საფრანგეთში
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
5 ეფექტური ლელო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა... [VIDEO]
U20. საქართველო VS ვესტერნ პროვინსი - თერთმეტი ცვლილება
საქართველოში გამართულ რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს მილიარდამდე ადამიანმა უყურა
U20. საქართველო VS ვესტერნ პროვინსი - სერიის პირველი მატჩი
ლუკა იურინი: მოგება ყველა გუნდთან შეიძლება
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
ტოპ 14: გიორგაძის ლელო და აბჟანდაძის 11 ქულა
"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა
ილია მაისურაძე: არ ვოცნებობდით და მიზანიც რეალობიდან გამომდინარე დავისახეთ
თედო აბჟანდაძე: შესაძლოა, გულშემატკივარი ვერც აცნობიერებს, რამხელა ძალას წარმოადგენს მოთამაშისთვის
"უმცროსი ბორჯღალოსნები": მზადების დასკვნითი ფაზა მსოფლიოს ჩემპიონატისთვის
"უმცროსი ბორჯღალოსნები" ბრიტანულ ტურნეში გაემგზავრნენ
ექვსმა ერმა დაგვიმატა! ჯერ მხოლოდ "უმცროსი ბორჯღალოსნები"
გელა აფრასიძე: გამიჭირდა ოჯახის დატოვება
თედო აბჟანდაძე: თამაშიდან თამაშამდე ვიზრდებით - ბოლო მომენტში რაღაც გვაკლდა
ევროთასები: ჩილაჩავას დაბრუნება და აბჟანდაძის 11 ქულა
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
ლეგიონერები - ჩილაჩავას ლელო და აბჟანდაძის 17 ქულა
"საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა 5 მილიონზე მეტი დაუჯდა"