ქართველი ლეგიონერები, რომლებსაც ლევან ყენიას მსგავსად, შეუძლიათ, საქართველოს ჩემპიონატი უკეთესი გახადონ
საქართველოს ჩემპიონატს ხშირად ვაკრიტიკებთ ხოლმე, მაგრამ ჩვენს პირველობაზე, ახალი ფორმატით რომ ტარდება, დადებითი ამბებიც გამოერევა. და მაინც, თუ მაყურებელი არ დაუბრუნდა ქართულ სტადიონებს, წყალშია ჩაყრილი ყველას შრომა - ფეხბურთის ფედერაციის, ჩვენიც და იმ ხალხისაც, ჩუმად, უხმაუროდ რომ აკეთებს ქართული ფეხბურთისთვის კარგ საქმეებს...

საკითხი, რომელიც ჩვენი წერილის სათაურში დავსვით, ძალიან აქტუალურია. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს ეტაპობრივად უნდა მოხდეს, ანუ - საფეხბურთო ინფრასტრუქტურის გაუმჯობესების პარალელურად.

რა თქმა უნდა, არ ვართ პესიმისტები, მაგრამ ყველა დაგვეთანხმება: ბევრი წყალი ჩაივლის მანამ, სანამ ჩვენი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა თუნდაც საშუალოევროპულს გაუთანაბრდება. გამოდის, რომ მანამდე უნდა ვიღონოთ რაღაც ისეთი, რაც ხალხის გარკვეულ ნაწილს მაინც მოახედებს სტადიონებისკენ...

რა შეიძლება იყოს ეს? რა თქმა უნდა, იმ ქართველი ლეგიონერების სამშობლოში დაბრუნება, რომელთაც სხვადასხვა მიზეზის გამო მაინცდამაინც კარგად არ მისდით საქმე თავიანთ უცხოურ კლუბებში, ან სულაც უგუნდოდ არიან.

პირველი ნაბიჯი ამ კუთხით უკვე გადადგმულია. თბილისის "ლოკომოტივმა", 10-წლიანი განშორების შემდეგ, სამშობლოში დააბრუნა ლევან ყენია.

- დაბრუნება 9 წლის შემდეგ - ლევან ყენიას ახალი მოტივაცია

კვირას მას "ლოკომოტივი"-"საბურთალოს" მატჩისას გავესაუბრე. როგორც ჩანს, მაშინ ეს ამბავი ჯერაც არ იყო საბოლოოდ გადაწყვეტილი და ლევანმა არ მიპასუხა კითხვაზე - ხომ არ ჰქონდა შეთავაზება რომელიმე ქართული კლუბისგან?..

ფაქტია - ამ მოკლე პერიოდში "ლოკომოტივის" ხელმძღვანელობამ ძალიან კარგად იმუშავა და გააკეთა ის, რასაც ბევრი ქართული კლუბის შეფობა ვერ აკეთებს. ტრავმებით გაცდენილი დიდი პერიოდის მიუხედავად, ყენია მაინც არ არის რიგითი ქართველი ფეხბურთელი და ფაქტია, სამშობლოში მის დაბრუნებას დიდი ძალისხმევა დასჭირდებოდა...

სამმაგი სარგებელი

ყენიას დაბრუნება რამდენიმე ფაქტორის გამო არის ძალიან მნიშვნელოვანი. ის ახლა იმ ასაკშია, როცა ჯერ კიდევ შეუძლია, ბევრი რამ დაამტკიცოს. თანამედროვე ფეხბურთი ისეთი რამეა, დიახაც, გამუდმებით უნდა ამტკიცო საკუთარი შესაძლებლობები. ბოლო, თითქმის ერთი წლის განმავლობაში, ლევანი ამას ვერაფრით გააკეთებდა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ტრავმირებული იყო...

საქართველოს ჩემპიონატი ლევანისთვის კარგი საშუალება უნდა იყოს იმისთვის, რომ საკუთარი თამაშით კვლავ შეახსენოს თავი გულშემატკივარს. მერე კი, თუ საამისო დრო და მომენტი მოვა, წელგამართულმა მიაშუროს უცხოეთს.

ყენიას დაბრუნება უმნიშვნელოვანესი მომენტია "ლოკომოტივისთვისაც". წარმოიდგინეთ, რამდენი რამ შეუძლია ასწავლოს ახალგაზრდა პარტნიორებს - მან ხომ ბუნდესლიგაში ითამაშა, მერე კი ქართული საზომებით ნორმალური ევროპული კარიერა ჰქონდა.

გლობალურად თუ შევხედავთ, ყენიას დაბრუნება ყველაზე მნიშვნელოვანია ჩვენი საკლუბო ფეხბურთისა და იმ მეტად მტკივნეული თემისთვის, რომელიც ჩვენი წერილის დასაწყისში წამოვწიეთ წინა პლანზე...

ბოლო დროს "ლოკომოტივის" მატჩებზე იმაზე მეტი ხალხი დადის, ადრე რომ დადიოდა. რა თქმა უნდა, ამის მიზეზი გუნდის კარგი თამაშიცაა. "ლოკომ" შექმნა ფანკლუბი და გულშემატკივრები ენერგიულად ქომაგობენ გუნდს მთელი შეხვედრის განმავლობაში...

და მაინც, ჩვენი ღრმა რწმენით, ეს მაინც არ არის ის რაოდენობა, რომელიც კლუბის ხელმძღვანელობას სურს, რომ საკუთარი გუნდის თამაშზე იხილოს. ქართული ფეხბურთი ისეთი ფენომენია, ხელაღებით რაიმეს წინასწარმეტყველება ძალიან ჭირს, მაგრამ მზად ვარ, გავრისკო და დავწერო - მას შემდეგ, რაც ყენია მინდორზე დაბრუნდება, "ლოკომოტივის" მატჩებზე მაყურებელი ერთიორად მოიმატებს.

დარწმუნებული ვარ, გიორგი დევდარიანის გაწვრთნილი გუნდის თამაშებზე ის ხალხიც მივა, უშუალოდ "ლოკომოტივის" ქომაგი რომ არაა. ეს კი უკვე ძალიან კარგი ტენდენცია იქნება...

კიდევ ცხრა ყენია არ გვყავს, მაგრამ...

ზემოთქმულიდან გამომდინარე, კარგი იქნება, თუ "ლოკომოტივის" მაგალითს სხვა ქართული გუნდებიც მიბაძავენ. ბუნებრივია, სამყაროში არ არსებობს კიდევ ცხრა ლევან ყენია, მაგრამ არის არაერთი ქართველი ფეხბურთელი, ვინც სხვადასხვა მიზეზის გამო უქმობს ან უცხოეთში საქმე მაინცდამაინც კარგად ვერ მისდის. ჩემი აზრით, სამშობლოში მათი დაბრუნება ურიგო სულაც არ იქნებოდა.

რა თქმა უნდა, ჩვენ კარგად გვესმის, რომ სადღეისოდ საქართველოს ჩემპიონატში არ დაბრუნებიან ის ფეხბურთელები, რომლებიც ჰოლანდიისა და იტალიის უმაღლეს ლიგებში, თუნდაც ესპანეთისა და საფრანგეთის მეორე დივიზიონებში, სხვა ევროპული ქვეყნების ტოპ-ლიგებში თამაშობენ, მაგრამ არის კონტინგენტი, რომელთანაც ნამდვილად შეიძლება ნიადაგის მოსინჯვა.

მაგალითისთვის რომან ჭანტურია ავიღოთ. მისი "ოლიანენშე" პორტუგალიის რანგით მეორე ლიგიდან გავარდა. რომანს საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში უთამაშია. ვიცი, რა შეუძლია მას და პირდაპირ შემიძლია დავწერო - ის შესანიშნავი შენაძენი იქნებოდა ნებისმიერი ქართული კლუბისთვის!

იგივე შეიძლება ითქვას ირაკლი შეყილაძეზეც. როგორც ჭანტურიამ, მანაც არაერთი წელიწადი გაატარა "ემპოლიში" და ძალიან კარგად იცის, რა არის ევროპული, კერძოდ - იტალიური ფეხბურთი. ამ დროისთვის, შეყილაძე იტალიის დაბალ ლიგაში მოასპარეზე "ტუტოკუოიოს" ღირსებას იცავს.

რატომ არ შეიძლება, იმ ფეხბურთელების სამშობლოში დაბრუნებაზეც ვიფიქროთ, რომლებიც დღეს კვიპროსის ჩემპიონატში თამაშობენ? კონტინგენტი კი მართლაც მიმზიდველია. აქეთ ნიკა კაჭარავა, იქით გიორგი ილურიძე, ირაკლი მაისურაძე...

კარგად გვესმის, რომ თუნდაც კაჭარავასთვის, ვისაც ძალიან ხშირად გააქვს გოლები და საქართველოს ნაკრებშიც წარმატებით ითამაშა, სამშობლოში დაბრუნება შეიძლება აღქმული იქნას, როგორც უკან გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ ეს შეიძლება მოხდეს თუნდაც დროებით, ანუ იმ გუნდში, რომელიც ევროტურნირებზე ითამაშებს. თუნდაც იმ "დინამოში", რომელსაც ნიკას მამა - კახა კაჭარავა წვრთნის...

პოლონეთში საკმარისად ვერ თამაშობს ნიკა ძალამიძე. ბუნებრივია, მას დიდი ამბიციები აქვს, მაგრამ რატომ არ შეიძლება, თუნდაც მცირე ხნით დაბრუნდეს საქართველოში?! აქ ის თავს გუნდის ლიდერად იგრძნობს და მერე ისევ შეუტევს უცხოურ სიმაღლეებს.

რატომ არ შეიძლება, ირაკლი სირბილაძის სამშობლოში დაბრუნება ვცადოთ? წლების განმავლობაში ის შეეჩვია ფინეთს, მაგრამ ვეჭვობთ, საბოლოოდ იქ აპირებდეს დამკვიდრებას. რომელი ქართული კლუბისთვის იქნება ზედმეტი მისი საგოლე ალღო?

საიდანაც გინდა, იქიდან მიუდექი - კომფორტი და აწყობილი საფეხბურთო ინფრასტრუქტურა კარგია, მაგრამ მაყურებელი სტადიონზე მაინც ფეხბურთის (და ფეხბურთელების) ხარისხს მიჰყავს. იმ მოთამაშეებს კი, ზემოთ რომ ჩამოვთვალეთ, შეუძლიათ, საქართველოს ჩემპიონატი უკეთესი გახადონ.

რაც მთავარია, არ გვგონია, საქართველოში მათ ჩამოსაყვანად ჩვენს კლუბებს კოლოსალური თანხის დახარჯვა დასჭირდეთ...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kika
მართალია სამუშაო საათებში და სამუშაო დღეებში არ უნდა ტარდებოდეს მატჩები,ამის გამო ვერ ვახერხებ მისვლას სტადიონზე.
Jango
dato პრობლემა იმაშია რომ რეგიონებში მაყურებელთა 40-50% სოფლებიდან არიან და როდესაც გვიან საღამოს მატჩი იგეგმება, ამ მოქალაქეებს არ აქვთ საშუალება სოფელში ტაქსით დაბრუნდნენ ხოლო სამარშრუტო ავტობუსები უკვე 7 საათისათვის არ აკეთებენ მეტ რეისებს.შესაბამისად ვერ ბედავს ადამიანი წამოსვლას. სამტრედიაში რომ ახალ სტადიონზე (თუკი ოდესმე აშენდა ასეთი მცირე დასწრების გამო) დადგამენ განათებით და 21 საათზე ჩატარებენ მატჩს, იმ მატჩს ისევ 500-700 კაცი დაესწრება და მეტი არა. ამიტომაც ტრანსპორტის თემა მუდმივია და ის გადასაჭრელია არა მარტო ფეხბურთისათვის არამედ საერთოდ ადამიანთა მოძრაობისათვის.
dato
სტადიონზე ხალხის დაბრუნების ერთ-ერთი მიზეზი დაწყების დროა,როგორ შეიძლება 2ან 3 საათზე თამაშის დანიშვნა? იყოს 6 7 მე პირადად მაგის გამო ვერ დავდივარ სტადიონზე, სამუშაო საათებში როგორ შეიძლება თამაშის დანიშვნა
კახა ქირია
სადაც არ უნდა თამაშობდნენ როგორ გგონიათ ქობულეთის და მის მაგვარ საფარზე ჩამოვა და ითამაშებს კაცი და თავს დაიინვალიდებს?ამიტომ მინდვრებ ია გასაკეთებელი სასწრაფოდ,ყველაფერი უნდა გაკეთდეს ამისთვის და მერე ამაზე ფიქრი.როცა კარგი მოედნენები იქნება კარგი ლეგიონერების მოწვევაც შეიძლება.მე მგონი როცა გამართული ინფრასტრუქტურა გვექნება ყველა სიამოვნებით ჩამოვა,ისეთი კლიმატი და საფეხბურთო გარემოა ჩვენთან რაც არანაკლებ გასათვალისწინებელია.მოედნები და ინფრასტრუქტურა!!!!!
vep1963
ალეკო ბატონო,სანამ საფეხბურთო ინფრასტრუქტურა არ შეიქმნება არაფრის იმედი არ უნდა გვქონდეს.უმაღლესი ლიგის ანუ პროფესიონალური ლიგის ყველა კლუბს უნდა ჰქონდეს ბაზები ორი სამი საწვრთნელი მინდვრით,ტრენაჟორული დარბაზი,სამკურნალო აღმდგენითი ცენტრი ,ბავშვთა ანაც მოზარდთა ასაკობრივი ჯგუფები.და აქვე ერთი სტადიონი .სანამ ამ პირობებს ვერ შევუქმნით კლუბებს მანამდე ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება,და ვივლით ასე წრეზე.თავს ნუ იტყუებ თ და სხვებსაც ნუ აძლევთ უაზროდ ოცნების საშუალებას.
gia
აუცილებლად უნდა მოხერხდეს სტადიონების მოწყობა.მინდვრის საფარი.ყველა უმაღლესი ლიგის გუნდს.ისე არაფერი არ გამოვა
ios
გშურთ მარა ასეა სამტრედიაში ხალხი რო დადის იმ პირობებში თანამედროვე სტადიონზე დაგვთალეთ მერე.
lo ici ras getyvi
naxe kadrebi dinamostan da 7000 kacic iyi samtrediis tamashzee.... aaze araxart da dabogmilebi xart samtrediazee guaduasi ar iyos
dave
ისე მოხდებოდეს რომ ჩვენი ჩემპიონატის თამაშზე, დინამო არენაზე ნემსის ჩასაგდდები ადგილი არ ყოფილიყოს.. მაგრამ მაქამდე შორია. ფაქტია რომ არაფერი ისე არ ალამაზებს თამაშს როგორც გულშემატკივარით სავსე სტადონი და კარგ ატმოსფეროს ქნის. როდესაც დინამო თბილისი სახლში თამაშობს და მის თამაშზე დინამო არენაზე მიდის 3000 ადამიანი, იმდენად მცირე რაოდენობაა ეს იმ გრანდიოზული არენასათვის, თითქოს ცარიელი ტრიბუნების წინ უთამშიათ, მაშინ როცა იგივე რაოდენობა მისული აგრე ბოლო პერიოდში ბათუმის დინამოს საშინაო მატჩებზე მისულმა იგივე რაოდენობამ და პატარა მაგრამა სავსე ტრიბუნებმა სულ სხვა ატმოსფერო შექმნა. ამიტომ ვფიქრობ, რეგიონებში ამ ეტპაზე გაეკთდეს ახალი მცირე ზომის ტრიბუნიანი (შემდგომში ზრდის პერსპექტივით) სტადიონებიდეს არსებულები, ხოლო თბილსის დინამომ ცოტა ხანი, სანამ მაყურებელი მოემატება თამაშებს გადაინაცვლოს სხვა შედარებიტ მცირე ზომის სტადიონზე.
lo
სამტრედსკი შესასვლელ კართან დადექი და კარგად დაითვალე. 8000 ს კაცზე მეტი არ შევიდეს.
1,2,3,5,8...
თამაშის ტემპს თუ არ მოუმატეთ ვინც გინდა მოიყვანოთ მაინც არავინ მოვა სტადიონზე
samtredski
სხვისი არ ვიცი მარა სამტრედიაში 3000 კაცი ეხლანდელ პირობებში დადის და სტადიონი თუ გაკეთდა შვიდი რვა ათასი ყოველ თამაშზე ივლის
გია
გადაუხადონ კარგად და დაბრუნდებიან.
lo
რატო უნდა მოვიწვიოთ უცხოეთში მოთამაშე ბიჭები. მოედანზე რომ გამოვიდნენ გუცაევი სულაქველიზე კალაძე არველაძეები უფრო ბევრი გულშემატკივარი ივლის სტადიონებზე. მთავარი ფეხბურთის თამაში ხომ არ არის.
giga
მაგრა ვიცინე, 1 მერცხლით მოიყვანეთ გაზაფხული? და მერე კიდე ეგ თქვენი ჭაობის ჩემპი რო ფორმის აღსადგენად თუ გამოიყენებენ ლეგიონერები რით ვერ დაიმახსოვრეთ?
დინამოების დაპირისპირება და სადებიუტო გოლები
"დილამ" და "ტორპედომ" გაიმარჯვეს
კრისტალბეთ ეროვნული ლიგა განახლდა: მოგებები 10 კაცით
"ნაპოლიმ" სიმეონე "ტორინოში" გაანათხოვრა
ფიფას ტალანტების განვითარების სქემის კოორდინატორის ვიზიტი საქართველოში
"ბარსელონას" ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით ტერ-შტეგენს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
"მესმის, რომ "მანჩესტერ იუნაიტედი" უდიდესი კლუბია, მაგრამ არა დღესდღეობით" - შირერმა შეშკოს "მანკუნიანელებში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
"არ მესმის, ისაკის ტრანსფერი მბაპეს ფასი რატომ უნდა დაგვიჯდეს?" - კარაგერის მოსაზრება შვედის ტრანსფერთან დაკავშირებით
ოდიშარია განაცხადში არ იყო - რფს სახლში "კუპსთან" დამარცხდა
ოფიციალურად - ტომას მიულერი "ვანკუვერ უაიტკეპსის" ფეხბურთელი გახდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის მატჩს მოემსახურებიან
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
საქართველოს ნაკრების კალათბურთელმა "ბაიერნში" გადასვლის შემდეგ განცხადება გააკეთა: ევრობასკეტზე ჯგუფური ეტაპი უნდა დავძლიოთ და შემდეგ ყველაფერია შესაძლებელი
თანამდეობაზე მხოლოდ რამდენიმე თვე დაჰყო - საქართველოსთან განადგურებული ვან'ტ სხიპი სომხეთის ნაკრებიდან დაითხოვეს
შეშკომ არჩევანი გააკეთა - "ლაიფციგის" ფორვარდი კარიერას პრემიერ ლიგაში განაგრძობს
"ბარსელონა" ლა ლიგაში სეზონის დაწყებას საკუთარ სტადიონზე გეგმავს
დარვინ ნუნიესმა მამარდაშვილის "ლივერპული" დატოვა - ფეხბურთელი კარიერას საუდის არაბეთში განაგრძობს
ლუკა იოვიჩი კარიერას საბერძნეთის ჩემპიონატში განაგრძობს
Geo Team: გიორგი გოჩოლეიშვილი კარიერას გერმანიის ბუნდესლიგაში განაგრძობს
[VIDEO] "ძალიან დამწუხრებული ვარ... ახლა მას ჩემთან საუბარი, რომ შეძლებოდა, ამას მეტყოდა..." - მოურინიო პრესკონფერენციაზე ატირდა
ერთი ნაბიჯი ტურნირის ძირითად ბადემდე - ბასილაშვილი ცინცინატის მასტერსის კვალიფიკაციის ფინალშია
U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო
მიქაუტაძის "ლიონი" აღარ ხუმრობს - "ლივერპულის" ნახევარმცველიც შეიძინა
ნიკოლაი ყიფიანმა კვიპროსის ჩემპიონატზე დუბლი შეასრულა
იტალიურ ლეგა პროში ორი ქართველი ლეგიონერი ითამაშებს
ლევან ყენიამ საფეხბურთო კარიერა განაახლა - მის პირველ მატჩში 7 გოლი გავიდა
შეტევაში ბალოტელისთან ერთად - "ჯეონამ დრაგონსმა" კაჭარავა წარადგინა
PES 2018 - 17 ქართველი თამაშის ახალ ვერსიაში
ლევან ყენია გერმანიის ჩემპიონატში ითამაშებს
დევდარიანი, ფრუიძე თუ ისევ ჭიაბრიშვილი? - მწვრთნელის ვარიანტები "საბურთალოსთვის"
ირაკლი შეყილაძე კარიერას იტალიის სერია ც-ს კლუბში გააგრძელებს
ყენია ისევ გერმანიაში, ამჯერად, როგორც მწვრთნელი
"ეთნიკოსი" დამარცხდა, ყიფიანმა გაიტანა
[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება
საქართველოს ნაკრების ექსკალათბურთელი ხანძრის გამო უსახლკაროდ დარჩა
რომან ჭანტურია "ემპოლიში" დაბრუნდა
ლეგიონის უქმეები: ოთარ კაკაბაძის საგოლე გადაცემა [VIDEO]
ჭანტურია კარიერას ყაზახეთში გააგრძელებს
გიორგი დევდარიანი: ღირსეული წაგებებით დავიღალეთ, მე ოპტიმიზმის საფუძველს ვერ ვხედავ
იტალიური პრესა: ირაკლი შეყილაძის გადაბირება სერია ც-ს კლუბს სურს
კარიერაში წინსვლა მსურს და საქართველოში დაბრუნებაზე არ მიფიქრია - ქართველები "ბალმაზიუვაროშიდან" წამოვიდნენ
"ხვიჩას ვუყურებ და ვტკბები... მისთვის ვარსკვლავური სენის შეყრა? მგონია, რომ..." - დევდარიანმა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა
[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი
"საქმე სასამართლოშია გადასული" - რა კარიერული გეგმები აქვს ლევანს ყენიას
ეროვნული ლიგა. XV ტური: ლოკომოტივი - დინამო თბ [LIVE]
[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?
ჯილარდინო "სპეციაში", შეყილაძეს იჯარით "ლუკეზეში" უშვებენ?
[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...
ლევან ყენია გერმანულ კლუბში კვლავ მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსს მოირგებს
ბათუმის "დინამო" ორმა ფეხბურთელმა დატოვა, 1 მივიდა
ეროვნული ლიგა. XII ტური. "გაგრა" - "ლოკომოტივი" [LIVE]
ნიკა კაჭარავა ლიეტუვის "პანევეჟისში" გადავიდა
ეროვნული ლიგა. XXXIII ტური. "ლოკომოტივი" - "დინამო" თბ [LIVE]
[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი
"რუსთავი" "ემპოლის" ყოფილი თავდამსხმელით გაძლიერდა და "არაგვი" დაამარცხა
"სამტრედიამ" ახალწვეულების პრეზენტაცია მოაწყო
"პაატა უწესიერესი ბიჭია... სანამ მას განსჯით..." - რომან ჭანტურია ღუდუშაურის შესახებ "პირატების" განცხადებას ეხმაურება
"ემპოლიმ" რომან ჭანტურია იჯარით ბათუმის "დინამოში" გაუშვა
თბილისის "ლოკომოტივმა" ექვსი ზამბიელი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველოს ნაკრების ფორვარდი აზიის თასების მფლობელთა თასის გამარჯვებულში ითამაშებს
ქეცბაიამ კაჭარავას შემცვლელი შეიძინა - "ნაპოლის" ექსფორვარდი გერმანიიდან
[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...
ნიკა კაჭარავა "ტორპედოს" ფეხბურთელი გახდა
დევდარიანი: კვარაცხელია ორფაზიანი მოთამაშეა; ავხსნი, რას ვგულისხმობ...
ნიკა კაჭრავამ გოლი გაიტანა და "ანორთოსისმა" გაიმარჯვა
ნიკა კაჭარავამ "ტორპედო" დატოვა
ქართველმა ფეხბურთელმა კვიპროსის მოქალაქეობა მიიღო
გიორგი დევდარიანი: ჩვენ ვცდებით, როცა ვამბობთ, რომ ჩემპიონატის დონემ აიწია
რომან ჭანტურიამ ბათუმის "დინამო" დატოვა
ეროვნული ლიგა. X ტური. "თელავი" - "ლოკომოტივი" [LIVE]
მიქელთაძემ გოლი გაიტანა, მაგრამ მისი და კაჭარავას "ანორთოსისი" მაისურაძის "ენოსისთან" დამარცხდა [VIDEO]
goal.philenew: ქართველი ფეხბურთელი კვიპროსის ნაკრებში ითამაშებს?
ილურიძემ და ჩიხრაძემ "ეთნიკოსი" დატოვეს
10 გამორჩეული მოქმედი ქართველი მწვრთნელი - ვინ არის საუკეთესო?
რომან ჭანტურია "დილას" ფეხბურთელია
ეროვნული ლიგა. XIII ტური. "ლოკომოტივი" - "ტორპედო" [LIVE]
საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი და ყოფილი ფეხბურთელები უეფას A ლიცენზიის მფლობელები გახდნენ