საქართველოს 7-კაცა ნაკრები ევროპის გრან პრის პირველ ეტაპამდე ერთი კვირით ადრე საფრანგეთში, ტურის საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს
საქართველოს 7-კაცა ნაკრები ევროპის გრან პრის პირველ ეტაპამდე ერთი კვირით ადრე საფრანგეთში, ტურის საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს.

მოსამზადებელი ტურნირისთვის გუნდის მთავარმა მწვრთნელმა პალიკო ჯიმშელაძემ ის მორაგბეები მოისაკლისა, რომლებიც მილტონ ჰეიგმა ამერიკული ტურნესთვის "ბორჯღალოსნების" შეკრებაზე გამოიძახა - მიხეილ გაჩეჩილაძე და იოსებ მათიაშვილი.

მწვრთნელი ფიქრობს, რომ ეს ორი მორაგბე "ბორჯღალოსნებთან" ერთად ოკეანის გაღმა გაემგზავრება, თუმცა ტურის ტურნირზე გუნდი საუკეთესო გამოცდილებას შეიძენს.

"25 მაისს საფრანგეთში მივემგზავრებით და საკმაოდ ძლიერ, ტურის ტურნირში მივიღებთ მონაწილეობას. იქ შარშანაც ვითამაშეთ, ფრანგული კლუბების გარდა, კანადის, ახალი ზელანდიის და ფიჯის გუნდები თამაშობდნენ, ასევე, ჩვენი კონკურენტები ევროპის გრან პრიზე - საფრანგეთის (2 გუნდით), გერმანიის და ბელგიის ნაკრებები. აქ ჩვენ გამოვცდით იმ მორაგბეებს, რომელთაც ევროპის გრან პრის პირველ ორ ეტაპზე დავეყრდნობით და შევიგრძნობთ იმ რიტმს, რომელიც 7-კაცასთვის აუცილებელია" - გვიამბობს ჯიმშელაძე.

უძლიერეს ჯგუფში მოსკოვის ეტაპზე

მას შემდეგ, რაც 7-კაცა ოლიმპიური სახეობა გახდა, რაგბის ამ მიმართულებას მთელი მსოფლიოს და მათ შორის, ევროპის მასშტაბით დიდი ყურადღება ეთმობა. თუკი აქამდე ევროპის გრან პრიზე რამდენიმე გამოკვეთილი ლიდერი იყო, ახლა ყველა ანგარიშგასაწევ ძალად იქცა და შედეგის მიღწევა გართულდა.

მიუხედავად ამისა, შეიძლება ითქვას, რომ პირველ, მოსკოვის ეტაპზე (3-4 ივნისი) ჩვენი 7-კაცა განსაკუთრებულად რთულ ჯგუფში მოხვდა: ირლანდია, უელსი და გერმანია.

"მას შემდეგ, რაც 7-კაცა ოლიმპიური სახეობა გახდა, არასარაგბო ქვეყნების ოლიმპიურმა კომიტეტებმა ამ მიმდინარეობაში დიდძალი ფული ჩადეს და ევროპის მასშტაბით ისეთმა ქვეყნებმაც კი წამოიწიეს, როგორებიც გერმანია, ბელგია და იტალიაა. ევროპის გრან პრიზე, რომელიც მსოფლიოს სერიის შესარჩევი, ჰონკონგის ეტაპის და ასევე, მსოფლიო თასის შესარჩევი ეტაპიცაა, უწინდებურად გამოკვეთილი ლიდერები აღარ არიან და ნებისმიერი გუნდი ბოლომდე იბრძვის.

გრან პრიზე პირველად ითამაშებს ირლანდია, რომელმაც 7-კაცას განვითარებას ბოლო წლებში მოჰკიდა ხელი, ზაფხულის ოლიმპიური თამაშების შესარჩევ ტურნირშიც ითამაშა და ჩვენზე უკეთესი შედეგი აჩვენა. მას დუბაიში შევხვდით და ბოლოს გაშვებული ლელოთი დავმარცხდით. ესაა სარაგბო ქვეყანა, რომელსაც უდიდესი რესურსი გააჩნია.

ყველამ იცის, რა დონის გუნდია უელსი, რომელიც რეგულარულად მონაწილეობს მსოფლიო სერიებში. ვფიქრობ, პიირველ ეტაპზე ეს გუნდი შედარებით გადახალისებული შემადგენლობით ითამაშებს, თუმცა, ირლანდიის მსგავსად, უელსის რესურსიც ჩვენსას ბევრად აღემატება.

გერმანიას შარშანდელი გრან პრის ბოლო ეტაპზე მოვუგეთ, თუმცა საბოლოოდ ჩვენზე მაღალი ადგილი დაიკავა და მსოფლიო სერიის შესარჩევ ტურნირში, ჰონკონგში ითამაშა. ჰონკონგის ტურნირის ფინალში ორი ევროპული გუნდი - ესპანეთი და გერმანია გავიდა და ეს ევროპის გრან პრის მონაწილეთა სიძლიერეზე მეტყველებს.

გერმანელები სწრაფი ტემპებით ვითარდებიან და ჩვენ მსგავსად, სამხრეთ აფრიკაში შეკრება მათაც გაიარეს" - ასე ახასიათებს მომავალ მეტოქეებს 7-კაცას მთავარი მწვრთნელი.

უცვლელი მიზანი - ჰონკონგის და მსოფლიო თასის საგზური

წლევანდელი ევროპის გრან პრი, ტრადიციულად, მსოფლიო სერიის შესარჩევის, ჰონკონგის ტურნირის შესარჩევი ეტაპის ტურნირიცაა. ჰონკონგის საგზურს იღებს ის ორი გუნდი, რომელიც მსოფლიო სერიის მუდმივი მონაწილეების შემდეგ პირველ-მეორე ადგილებს დაიკავებს.

ევროპის გრან პრიზე სულ 12 გუნდი თამაშობს და აქედან 5-ს სერიის საგზური უკვე მოპოვებული აქვს - ინგლისი, საფრანგეთი, რუსეთი, ესპანეთი და უელსი; შესაბამისად, საქართველოს კონკურენტები გერმანიის, ირლანდიის, იტალიის, ბელგიის, პორტუგალიისა და პოლონეთის ნაკრებები იქნებიან.

პარალელურად, წლევანდელი ევროპის გრან პრი 7-კაცა რაგბში 2018 წლის მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა. ჯერჯერობით უცნობია, ზუსტად რა სისტემით ჩატარდება შესარჩევი ტურნირი და არაა გამორიცხული, რომ მოსკოვის (რუსეთი, 3-4 ივნისი), ლოძის (პოლონეთი, 10-11 ივნისი), ლიონის (საფრანგეთი, 24-25 ივნისი) და ექსეტერის (ინგლისი, 15-16 ივლისი) ეტაპების შემდეგ, პორტუგალიაში მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირი დამოუკიდებლად გაიმართოს.

"ჩვენი მიზანია, რომ ევროპის გრან პრი ზედა ექვსეულში დავასრულოთ (4 ეტაპის შემდეგ) და ჰონკონგის საგზური მოვიპოვოთ. გარდა ამისა, უკვე დიდი ხანია, ევროპის გრან პრის არცერთ ეტაპზე საპრიზო ადგილი არ აგვიღია და ვეცდებით, ეს უსიამოვნო სერია შევწყვიტოთ.

წელს ძალიან რთული იქნება მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიც, თუმცა ვიმედოვნებთ, რომ ბოლო 2 ეტაპზე მაქსიმალურად კარგი გუნდით წარვდგებით და შედეგიც შესაბამისი იქნება" - ამბობს ჯიმშელაძე.

შეგახსენებთ, ევროპის გრან პრის თითოეულ ეტაპზე გუნდებს დაკავებული ადგილების მიხედვით ქულები ენიჭებათ და გამარჯვებულია ის გუნდი, რომელსაც 4 ეტაპის შემდეგ ყველაზე მეტი ქულა დაუგროვდება, ხოლო ბოლო ადგილზე გასული ნაკრები "ალაფაზე" დაქვეითდება.

"ბორჯღალოსნები" 7-კაცაში

რადგან წლევანდელი 7-კაცა მსოფლიო თასის შესარჩევი ტურნირიცაა, პალიკო ჯიმშელაძეს ბოლო, ექსეტერის და პორტუგალიის ეტაპებზე უძლიერესი შემადგენლობის გამოყვანის შესაძლებლობა ექნება.

"მჭიდროდ ვთანამშრომლობთ მილტონ ჰეიგთან და 24 ივნისის, ანუ არგენტინასთან ტესტ-მატჩის შემდეგ 7-8 "ბორჯღალოსანი" დაგვემატება. რა თქმა უნდა, უკეთესი იქნებოდა, რომ უძლიერესი გუნდი პირველივე დღიდან გვყოლოდა, მაგრამ უპირატესობა ეროვნულ გუნდს ენიჭება.

ეს ჩვენთვისაც სასიამოვნოა, რადგან 7-კაცას გავლით არაერთი მორაგბე მოხვდა ეროვნულ გუნდში, ბოლო დროს მიხეილ გაჩეჩილაძე და იოსებ მათიაშვილი. ვფიქრობ, ისინი ამერიკულ ტურნეზეც გაემგზავრებიან. ამას ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს. ყველა ხედავს, რომ 7-კაცა ნაკრებიდან ეროვნულამდე ერთი ნაბიჯია, რაც ზრდის ჩვენი მორაგბეების მოტივაციას".

ტურის მოსამზადებელი ტურნირის შემდეგ ჩვენი 7-კაცა სამშობლოში ბრუნდება და ევროპის გრან პრის პირველ, მოსკოვის ეტაპზე 1-ელ ივნისს გაემგზავრება.

ტურის ტურნირზე მიდიან: ბექა ურჯუკაშვილი (არმია), ნიკა გიგაური (არმაზი), ნიკო აფციაური (ყოჩები), გუგა შენგელია (ჯიქი), ზურაბ ძნელაძე (აია), შავლეგ მახარაშვილი (არმია), ბესიკ ბროძელი (ჯიქი), მამუკა ნინიძე (ჯიქი), გიორგი ბაბუნაშვილი (აია), რეზი ჯინჯიხაძე (ჯიქი), ლევან გოგოლაშვილი (ლოკომოტივი), რამაზ ხარაზიშვილი (ჯიქი).

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

გუჯა კახაძე
გილოცავთ ღირსეულ IV ადგილს (I ადგილი - სამხრეთ აფრიკა, II ადგილი - ახალი ზელანდია და III ადგილი - ფრანგი ბასკები)! მადლობა მინდა გადავუხადო ქართველ ემიგრანტენს, რომლებიც ბოლომდე მხარში ედგნენ საქართველოს ნაკრებს და გულმხურვალედ ქომაგობდნენ!
Irakli apkhaidze
ერთი ქართული წარმოშობის ინგლისელი რომ გვყავდა რატო აღარ ვეხმიანებით? თუ კონკურენცია ვერ დაძლია?
7-კაცა | ნუტრიციის, ჩვევებისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის სემინარი სანდრო ნოზაძისგან
[VIDEO] "შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ჩელენჯ თასი | საბრძოლო რაზმით "ძებრესთან"
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
კაცნაკლულმა "ნაპოლიმ" "ჯენოას" მატჩის ბოლოს გატანილი გოლით სძლია
[VIDEO] "არსენალი" ფორმას იბრუნებს - დიოკერეშის მეორე ტაიმი!
[VIDEO] ლევანდოვსკის და იამალის ბრწყინვალე გოლები - "ბარსელონამ" "მალიორკა" მარტივად დაამარცხა
ზივზივაძე და გოჩოლეიშვილი შეცვლაზე შევიდნენ - "ჰამბურგმა" "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
[VIDEO] კვერნაძის საგოლე გადაცემა და "ფროზინონეს" დასანანი მარცხი მნიშვნელოვან მატჩში
[VIDEO] ქერიკი და "მანჩესტერ იუნაიტედი" იღბლიან ზოლზე - "ტოტენჰემიც" დამარცხებულია
[VIDEO] ლოჩოშვილი გერმანიაში ბრწყინავს - მისმა გოლმა კაცნაკლული "ნიურნბერგი" "პადერბორნთან" მარცხისგან ვერ იხსნა
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
"გვიანობამდე ტელეფონში იყურება და მეორე დღეს გამოუძინებელია" - რაფინიამ იამალზე ისაუბრა
ფლორენტინო პერესს ფიგუს ისტორიის გამეორება და "ბარსელონას" ლიდერის შეძენა სურს
[VIDEO] სტვენა ჯეი დი ვენის მისამართით და ქართველები სან-სიროზე - როგორ აქციეს იტალიელებმა ოლიმპიადის გახსნა ხელოვნების ნიმუშად
სამი ქართველი ტოპ 5 ლიგის მატჩში ერთ გუნდში - "მეცმა" წაგებათა სერია შეწყვიტა
ჯიქი-ლელო სარასენსი 17:13 - ჩემპიონთან მოგება ჩემპიონობისთვის ბრძოლაა
ვეტერანმა მორაგბეებმა პრესკონფერენცია გამართეს [VIDEO]
7-კაცა | მადაგასკართან და გერმანიასთან მეორე ეტაპზე
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები: ექსეტერში ბოლო ეტაპზე
7-კაცა | უკეთ, მაგრამ არასაკმარისად
7-კაცა | ბრძოლა გრძელდება - მე-5 ადგილის ნახევარფინალში ტონგასთან
7-კაცა | რულოფ კოცე - Sharks Academy-ს დამაარსებელი ქართული 7-კაცას განვითარებისთვის
ჯიქი-აკადემია 29:0 - "ჯიქს" გორიც მოუხდა
7-კაცა | გიორგი ნოზაძე - შეიყვარე და გამოგვყევი
ჯიქი-ბათუმი 5:18 - ქარმაც ვერ შეაკავა
პალიკო ჯიმშელაძე: გამარჯვების დროც ახლოვდება