დიდი 10. XVII ტური
გორის "ჯიქმა" მეტად პრინციპული მატჩი მოუგო შინ თბილისის "ლელო სარასენსს" და კიდევ უფრო რეალური გახადა ოცნება ჩემპიონობაზე.

გორის სარაგბო არენაზე გუნდებმა საკმაოდ კარგი სანახაობა შესთავაზეს მაყურებელს. მატჩის დინამიკას არც პუბლიკა ჩამორჩენია - თბილისიდანაც მრავლად იყვნენ ჩამოსულები და ქომაგობაში ტოლს არ უდებდნენ მასპინძლებს.

მატჩის დასაწყისი თანაბარი იყო, ცოტა მეტ დროს მეტოქის ნახევარზე თბილისელები ატარებდნენ, მაგრამ დაწინაურების რეალური შანსი გორელ დიტო კიკნაძეს მიეცა, რომელმაც მოედნის ცენტრში ჩაჭრა მოწინააღმდეგის იერიში და ისე, რომ წინ ხელს არავინ უშლიდა, შეეძლო ლელოს ზონამდე ერბინა, მაგრამ მალე წამოეწივნენ და შებოჭეს. ცოტა ხანში სტუმრები ირაკლი ყიასაშვილმა დააწინაურა საჯარიმოთი - 0:3.

"ჯიქი" ამით არ გატეხილა, მწყობრად შეუტია და ზედიზედ ორჯერ საჯარიმოს დარტყმის უფლებაც მიიღო, თუმცა საჯარიმოების გორელმა შემსრულებელმა რამაზ ხარაზიშვილმა ორივე შანსი გაფლანგა. გორელებს არც ამის შემდეგ ჩამოუყრიათ ხელები, უფრო გააფთრებით შეუტიეს და მორიგი იერიშისას ლელოს ხაზთან ახლოს შერკინება მოიპოვეს. ამ მომენტში, ისევე, როგორც უმეტეს შემთხვევაში, შერკინება გორელებმა მოიგეს, ჩაათამაშეს ბურთი ფლანგზე და აუტის ხაზთან ნიკა ბიწაძემ ლელოც გაიტანა. რთულად შესასრულებელი გარდასახვა ხარაზიშვილმა ამჯერად ზუსტად შეასრულა - 7:3.

მეორე ტაიმის დებიუტშივე მეტოქეს მიძალებულმა თბილისელებმა კიდევ ერთი საჯარიმო დაარტყეს და ყიასაშვილმა ანგარიში მინიმუმამდე შეამცირა - 7:6. გორელებმა ერთხანს მეტოქის ნახევარზე დაჰყვეს დრო და ლელოს დადებით რამდენჯერმე დაემუქრნენ მეტოქეს. აქ სტუმრებმა ორჯერ კი შეძლეს კრიტიკული სიტუაციიდან თავის დაღწევა, მაგრამ 65-ე წუთზე ეს ვეღარ შეძლეს და ნიკოლოზ სუხიაშვილმა ლელო მიითვალა. გარდასახვა ხარაზიშვილმა ისევ კარგად შეასრულა - 14:6.

მალევე ერთხელაც დაიძაბა თამაში, როდესაც მსაჯმა ტექნიკური ლელო ჩაუთვალა "ლელო სარასენსს" და გარდასახვაც იდეალური პოზიციიდან კვლავ ზუსტად შეასრულა ყიასაშვილმა - 14:13.

მატჩის მიწურულს, ანგარიშში სხვაობის შემცირების მიუხედავად, "ჯიქი" უფრო თავდაჯერებულად გამოიყურებოდა და დარჩენილ დროში ანგარიშის შენარჩუნება არ გასჭირვებია. მეტიც, პალიკო ჯიმშელაძის შეგირდებმა კიდევ ერთი საჯარიმოს ზუსტად შესრულებით (რამაზ ხარაზიშვილი) საბოლოო ანგარიშად ტაბლოზე 17:13 დააფიქსირეს.

მატჩის შემდეგ:

პალიკო ჯიმშელაძე (ჯიქი):

"დღევანდელი თამაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო საიმისოდ, რომ პირველ-მეორე ადგილზე დაგვემთავრებინა რეგულარული სეზონი. "ლელო სარასენსი" ძალიან ძლიერი გუნდია, ერთ-ერთი გამორჩეულია საქართველოში და მასთან მოგება, ცხადია, ურთულესი საქმეა. სასიხარულოა, რომ ჩვენმა გუნდმა შეძლო გამარჯვების მოპოვება, უშუალო კონკურენტი კიდევ უფრო ჩამოვიტოვეთ. ამით გაგვეზარდა სატურნირო ცხრილის სათავეში დამკვიდრების შანსი".

დიდი 10. XVII ტური

გორი. რაგბის სტადიონი. 2. აპრილი

ჯიქი-ლელო სარასენსი 17:13

ჯიქი: (15-9) კიკნაძე, ბიწაძე, ჯინჯიხაძე, სამხარაძე, ხარაზიშვილი, ნინიძე, ზაბახიძე (ბროძელი 41) (1-8) ორაგველიძე, სუთიძე (მამრიკიშვილი 41), დონაძე (გურგენიძე 76), გოგოლიძე, ტრაპაიძე (დიდებულიძე 70), შენგელია (ჯიმშელეიშვილი 71), მჭედლიშვილი, სუხაშვილი

2 ლ. ბიწაძე, სუხიაშვილი 2 გ ხარაზიშვილი 1ს ხარაზიშვილი

ლელო: (15-9) კვირიკაშვილი (მარგალიტაძე 55), ხეცოიძე, თოდუა, ბარკალაია, ყიასაშვილი, ხმალაძე, მინდიაშვილი (1-8) ჯულაყიძე, ჭყოიძე, ქართველიშვილი, ჭეიშვილი, ქოიავა, ბუბუტეიშვილი, ბერიაშვილი (ლომთაძე 52 ხორბალაძე 79), მაისურაძე

1ლ. ტექნიკური 1გ ყიასაშვილი 2ს ყიასაშვილი

სინბინი: მარგალიტაძე

სხვა მატჩები

აია-აკადემია 35:6

ყოჩები-არმაზი 17:17

ლოკომოტივი-ბაგრატი 64:14

ბათუმი-არმია 40:7

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

kishvard manvelishvili
ძალიან მინდა გორში დასწრება მაგრამ ვერ ვიგებ როდის არის თამაშები
leng
სოსო ხეთაშვილი რატომ არ იყო სარასენსის შემადგენლობაში? ძალიან მაგარი ბიჭია
ვასილ ბალახაძეს
ბატონო ავტორო, პარივი ვცეთ სარაგო ტერმიენბს და შესაბამისად სტატია სარაგბო თემატიკაზე გამართულად ვწეროთ ლელოს ზონა / ჩათლის მოედანი - ლელო ლელო გაიტანა - დაალელოვა, ლელო დადო
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
დიდი 10: "ჯიქი" "ხარებს" დაუზავდა
ვეტერანმა მორაგბეებმა პრესკონფერენცია გამართეს [VIDEO]
პალიკო ჯიმშელაძე ბორჯღალოსნებში ბრუნდება!
დიდი 10. IX ტური: "ბათუმი" "ჯიქთან" დამარცხდა
დიდი 10. VII ტური: აკადემია-ჯიქი 18:19
დიდი 10. VII ტური: ვის წაადგა ორკვირიანი ტაიმ-აუტი?
საქართველოს 7-კაცა რაგბის ნაკრები: ექსეტერში ბოლო ეტაპზე
დიდი 10: 2018 წლის ზაფხულის ტრანსფერები
დიდი 10: "ბათუმმა" "ჯიქი" დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
საქართველოს 7-კაცა ნაკრები ტურის საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს
ჯიქი-ბათუმი 5:18 - ქარმაც ვერ შეაკავა
პალიკო ჯიმშელაძე: გამარჯვების დროც ახლოვდება