"უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკასთან გასამართიი მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში ექვსი მორაგბე შეცვალა
ფოტო: თამუნა ყულუმბეგაშვილი

არგენტინის 20-წლამდელთა ნაკრებთან გადატანილი ბრძოლის შემდეგ, "უმცროსი ბორჯღალოსნების" სამწვრთნელო შტაბმა სამხრეთ აფრიკასთან გასამართიი მატჩისთვის სასტარტო შემადგენლობაში ექვსი მორაგბე შეცვალა.

მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის პირველ ტურში არგენტინასთან გელა აფრასიძემ პირველ ტაიმში 4 ჯარიმა გაიტანა. შესვენების შემდეგ შეცვლაზე შესულმა გიორგი კვესელაძემ და უშანგი ჭეიშვილმა ლელოები დადეს, ხოლო აფრასიძემ და გიორგი გოგოლაძემ გარდასახვები შეასრულეს, თუმცა გამარჯვებისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა - 26:37.

"მონდომება დიდი იყო, ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს, მაგრამ მოვიკოჭლებდით სათამაშო დისციპლინაში, მღელვარების ფონზე დაცვაში რამდენიმე მარტივი შეცდომა დავუშვით და მეტოქეს ქულების მარტივად აღების საშუალება მივეცით. თავის მხრივ, ჩვენ თითოეული ქულის მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდა და კლასით უფრო მაღალმა გუნდმა შანსი ხელიდან არ გაუშვა" - აფასებს განვლილ თამაშს "უმცროსი ბორჯღალოსნების" მთავარი მწვრთნელი ილია მაისურაძე.

მომავალი თამაშისთვის ორი მორაგბე ტრავმის გამო დაგვაკლდება. სამწუხაროდ, 20-წლამდელთა ჩემპიონატში ვეღარ ითამაშებს გარემარბი ლადო მიმინოშვილი, ხოლო ბურჯ გურამ პაპიძეს დასვენება სჭირდება და საფრანგეთთან მატჩისთვის მწყობრში იქნება.

მთლიანობაში, სასტარტო შემადგენლობაში 6 ცვლილება განხორციელდა - მიმინოშვილის ნაცვლად, გარემარბად თამაშს აკაკი ტაბუცაძე იწყებს, ხოლო შუამარბის პოზიციაზე გიორგი წიკლაურს გიორგი კვესელაძე შეცვლის, რომელმაც პირველ მატჩში ტრავმირებული მიმინოშვილი შეცვალა.

შერკინების პირველ ხაზში გურამ გოგიჩაშვილის ნაცვლად სასტარტოში უშანგი ჭეიშვილი გამოჩნდა, მეორე ხაზში ბექა საღინაძე ლაშა ჯაიანმა შეცვალა, ხოლო მესამე ხაზში გიორგი ნუცუბიძისა და არსენ მაჩალაძის ნაცვლად, თამაშს თორნიკე ჯალაღონია და შოთა არეშიძე იწყებენ.

"განვლილმა თამაშმა აჩვენა, რომ ფიზიკურად კარგად ვართ მომზადებული, თუმცა ამ მხრივ სამხრეთ აფრიკასთან რთული შეხვედრა გველის. გვაქვს გეგმა შერკინებაში და იმედია, ის კარგად იმუშავებს.

აფრიკელებს მაღალი ბიჭები ყავთ, მაგრამ ვეცდებით დერეფნებში დავუპირისპირდეთ და მეტოქეს კარგი პირველი ბურთი არ მივცეთ. ვფიქრობ, აფრიკელებს ფრანგებთან თამაში არ წაუვიდათ და რეალურად უფრო კარგი გუნდია. მათი თამაში განვიხილეთ და გარკვეული გეგმა დავსახეთ" - ამბობს მაისურაძე.

მთავარი მწვრთნელი იმედოვნებს, რომ "უმცროს ბორჯღალოსნებს" მაყურებლისგან სამხრეთ აფრიკასთანაც ისეთივე მხარდაჭერა ექნება, როგორც არგენტინასთან შეხვედრისას ჰქონდა:

"ეს ბიჭები მსგავს გარემოში თამაშს მიჩვეულები არ არიან. მაყურებლებისგან დიდი მხარდაჭერა ვიგრძენით და ამან დიდი ძალა შეგვმატა. რთულ მომენტებში ეს განსაკუთრებით იგრძნობოდა, მინდა თითოეულ მათგანს დიდი მადლობა გადავუხადო".

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრები მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატის მეორე შეხვედრას სამხრეთ აფრიკასთან "ავჭალაში" 18:00 საათზე გამართავს, რომლის პირდაპირ ტრანსლაციას საზოგადოებრივი მაუწყებლის პირველი არხი განახორციელებს.

შემადგენლობა

საქართველო: 15. მირიან მოდებაძე (აია), 14. აკაკი ტაბუცაძე (ლელო სარასენს), 13. ბეჟან გავაშელიშვილი (ლელო სარასენს), 12. გიორგი კვესელაძე (ლელო სარასენს), 11. დავით მესხი (არმია), 10. თედო აბჟანდაძე (აია), 9. გელა აფრასიძე (ლელო სარასენს); 1. უშანგი ჭეიშვილი (მონპელიე, საფრანგეთი), 2. ლევან პაპიძე (ლელო სარასენს), 3. ლაშა ტაბიძე (ბორდო, საფრანგეთი), 4. კობა ჯიმშელეიშვილი (არმაზი), 5. ლაშა ჯაიანი (ექსეთერი, ინგლისი), 6. თორნიკე ჯალაღონია (ჯიქი), 7. ილია სპანდერაშვილი (არმია, კაპ.), 8. შოთა არეშიძე (აია).

მარქაფა: 16. თენგიზ ზამთარაძე (ლელო სარასენს), 17. გურამ გოგიჩაშვილი (ლოკომოტივი), 18. რევაზ დუგლაძე (ლელო სარასენს), 19. ბექა საღინაძე (ლელო სარასენს), 20. ალექსანდრე კალმახელიძე (არმია), 21. ლუკა დვალიშვილი (არმაზი), 22. გიორგი წიკლაური (ჯიქი), 23. გიორგი გოგოლაძე (მონპელიე, საფრანგეთი).

დღის სხვა მატჩები:

C ჯგუფი. ავჭალა

არგენტინა-საფრანგეთი 13:00

სამხრეთი აფრიკა-საქართველო 18:00

B ჯგუფი. ქუთაისი

ირლანდია-შოტლანდია 13:00

ახალი ზელანდია-იტალია 15:30

A ჯგუფი. ავჭალა

ავსტრალია-სამოა 15:30

ინგლისი-უელსი 20:30

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით

quTaiseli
და რა აქვთ ჩვენ ბიჭებს გაჭირვებულის ისრო სამხრეთაფრიკას ვერუგებენ ხო რაგბში.დდ შენ შე გუშინ დაიწყე თამაში და ეს იგივეაეხლა რო საქართველომ ბრაზილიას მოუგოს ფეხბურთში.დდ აცალე შე დალოცვილო ცოტაც შეეჩოვიან ელიტას და მერე ნახავ ვინ იქნება გაჭირვებული.ქვეყანა ერთ დღეში არ შენდება არა.რაარი რახდება ამდენი ჩასაფრებული და ნეგატივზე მომართული ადამიანი ამ რაგბზე.
lado
რა უნდათ ამათ ელიტაში.ბურთს ვერ იჭერენ ხელში და ფეხებზე თითქოს გირები აქვთ ჩამოკიდებული.ამათი იმედი აქვთ მაგარი შევსება მოდისო? რომ მოინდომოს აფრიკამ ალბათ სამნიშნა ციფრით მოუგებს ამ გაჭირვებულებს
ირაკლი
ყველა ჩვენი ნაკრების ბიჭები ქართველი ერისთვის ხართ გმირები მიდით გააკეთეთ ის რაც თქვენ ყველაზე კარგად იცით ითამაშებთ ქართულად ღმერთო შეგთხოვთ მიეც ძალა და შესაძლებლობები ჩვენ რაგბისტებს დაიდება უფალს
mitro2
ღმერთი თქვენსკენ ბიჭებო... მეტი შემართებით და მეტი მონდომებით საკუთარ თავს აჯობეთ და აჩვენეთ მსოფლიო რაგბის ბოსებს ქართული ძალა და შემართება!!! გაიხარეთ და გაგვახარეთ!!!
სოსო
მიმინოშვილი ძალიან დაგვაკლდება.შერკინებაში არ მეშიმია,მაგრამ უკანა ხაზში ყოველი დანაკლისი შეიძლება აუნაზღაურებელი დანაკლისი აღმოჩნდეს. კარგი თამაში და წარმატებები ჩვენს ბიჭებს.
18 წ. | დრამატული ფრე ირლანდიასთან
18 წ. | ირლანდიასთან ინგლისის მსგავსად
18 წ. | სამხრეთ აფრიკამ გვაჯობა
[VIDEO] ოგბაიძის გოლი და საგოლე პასი "ცვიკაუსთან"
[VIDEO] მესის მორიგი გაბრწყინება და ინტერ მაიამი ლიგის თასის ფინალშია
"ჩემპიონთა ლიგიდან გამოვარდნა? სამაგიეროდ, ევროპალიგის მოგებისთვის ვიბრძოლებთ" - ჟოზემ მოურინიო
ევროპაში ამიტომ არ გაუშვეს? - სპერციანს მოულოდნელი მსურველი გამოუჩნდა
[VIDEO] უდიდესი სენსაცია - "მანჩესტერ იუნაიტედმა" მეოთხე დივიზიონის გუნდთან წააგო
ჩემპიონთა ლიგა სრულად დაკომპლექტდა
უკრაინელი თავდამსხმელი "ვილიარეალში" არ გადავა, რომელიც მიქაუტაძის შეძენას ცდილობს
"ყარაბაღი" მეორედ იასპარეზებს ჩემპიონთა ლიგაზე
თურქეთი მაგრად იწყებს - ლატვია შინ 20 ქულით დამარცხდა
ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს
დეშამმა საფრანგეთის ნაკრებში პსჟ-ს ხუთ ფეხბურთელს უხმო
ევრობასკეტი 2025. ჯიკიჩმა საქართველოს ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
იური ტაბატაძე "კადისის" ფეხბურთელი გახდა
ლიეტუვამ ევრობასკეტი მარტივი გამარჯვებით დაიწყო
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა სექტემბრის მატჩებისთვის ცნობილია
2020 წლის ევროპის ჩემპიონმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
პსჟ-მა მეკარე გაასხვისა და საფონოვის წასვლა თითქმის გამოირიცხა
ოფიციალური შეთავაზება გაგზავნილია - მიქაუტაძე შესაძლოა, ამავე სეზონში ჩემპიონთა ლიგასა და ცნობილ ესპანურ კლუბში ვიხილოთ
"ფიორენტინა" 24 წლის იტალიელი ფორვარდით გაძლიერდა
პსჟ გამოცდილი მცველის გასხვისებას აპირებს
"უმცროსი ბორჯღალოსნები" U20 ექვსი ერის ზაფხულის სერიაზე გაემგზავრნენ
"უმცროსი ბორჯღალოსნების" მეტოქეები და განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" წლის პირველი შეკრება დაასრულა
5 ეფექტური ლელო! - "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" სამხრეთ აფრიკა ბოლოსკენ გატეხეს, თუმცა... [VIDEO]
საქართველოში გამართულ რაგბის 20-წლამდელთა ჩემპიონატს მილიარდამდე ადამიანმა უყურა
უმცროსმა ბორჯღალოსნებმა ზამთრის შეკრება გაიარეს
U20. მ/ჩ: იტალიამ ირლანდიას გამარჯვება გამოგლიჯა, საფრანგეთმა ფრე გააგორა
U20. მ/ჩ: საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთანაც დამარცხდა [VIDEO]
ურუგვაის მხოლოდ ერთი საათით ვაჯობეთ [VIDEO]
"მსოფლიო რაგბის" პრეზიდენტმა გიორგი კვირიკაშვილს წერილით მიმართა
ილია მაისურაძე: არ ვოცნებობდით და მიზანიც რეალობიდან გამომდინარე დავისახეთ
პირველი პრესკონფერენცია სამხრეთ აფრიკიდან
საოცარი მატჩი დრამატული დასასრულით - სამხრეთ აფრიკამ მსოფლიო თასის მასპინძელი დაამარცხა [VIDEO]
სამხრეთაფრიკული კლუბის პრეზიდენტი ბაზის დატოვებისთანავე საკუთარ მანქანაში ჩაცხრილეს
მძიმე არტილერია ბრუნდება! - "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა მსოფლიო ჩემპიონ სამხრეთ აფრიკის წინააღმდეგ
ექვსმა ერმა დაგვიმატა! ჯერ მხოლოდ "უმცროსი ბორჯღალოსნები"
ილია მაისურაძე: მთლიანობაში, ამ ორრაუნდიანი ტესტებით კმაყოფილი ვარ
მსოფლიო რაგბის 20-წლამდელთა 16-გუნდა ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
"უმცროსი ბორჯღალოსნების" განრიგი მსოფლიოს ჩემპიონატზე ცნობილია
ილია მაისურაძე: უელსთან შერკინებამ ერთ მექანიზმად იმუშავა
"უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" 11-დღიანი შეკრება დაიწყო
მარცხი მოსალოდნელი შედეგით - საქართველოს ნაკრები სამხრეთ აფრიკასთან დამარცხდა
"საქართველოს 20-წლამდელთა ჩემპიონატის მასპინძლობა 5 მილიონზე მეტი დაუჯდა"
"უმცროსი ბორჯღალოსნები" სამხრეთაფრიკული ტურნესთვის ემზადებიან