საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების გადამწყვეტ ეტაპზე გადავიდნენ
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებები მსოფლიოს ჩემპიონატისთვის მზადების გადამწყვეტ ეტაპზე გადავიდნენ და შეუდგნენ საბაზისო ციკლს - შეკრებებს ფიზიკური მომზადებისთვის. ბუნებრივია, აქამდეც მათი ყოველი შეჯიბრება თუ შეკრება მოსამზადებელი ხასიათისა იყო, მაგრამ ახლა კონკრეტულად პლანეტის პირველობისთვის ემზადებიან.

საამისოდ ნაკრებთა მწვრთნელებმა განსხვავებული გზები აირჩიეს - "ბერძენ-რომაელები" საქართველოში ემზადებიან, თავისუფალი სტილით მოჭიდავეები კი შაბათს სომხურ წახკაძორში გაემგზავრნენ, იქაურ ოლიმპიურ ბაზაზე. ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი იანტბელიძემ სომხეთში 18 სპორტსმენი წაიყვანა, რომლებიც იქ 2 კვირის განმავლობაში ივარჯიშებენ. ამ შეკრებაზე იქნებიან მასპინძლებიც - გაფართოებული შემადგენლობით, უკრაინა და კიდევ რამდენიმე გუნდიც აპირებს ჩასვლას, ანუ ერთობლივი ვარჯიშები იქნება.

20 ივნისს "ბერძენ-რომაელებმა" ბაკურიანში დაიწყეს შეკრება, სადაც ბექა როყვას და ვლადიმერ გეგეშიძის სამწვრთნელო დუეტმა 35 შეგირდი წაიყვანა. ეს შეკრებაც 2 კვირა გაგრძელდება, მერე კი ორივე ნაკრები პოლონეთში გაემგზავრება საერთაშორისო ტურნირზე.

ვარშავაში 7-9 ივლისს ერთბაშად სამი შეჯიბრება ტარდება სამივე საჭიდაო სტილში: თავისუფალ ჭიდაობაში ვაცლავ ციოლკოვსკის XXVI მემორიალი, ბერძნულ-რომაულში - ვლადისლავ პეტლიასინსკის LX მემორიალი და ქალთა ჭიდაობაში - "პოლონეთის თასი", რომელიც 21-ედ ტარდება.

მწვრთნელები ჯერ არ ასახელებენ პოლონეთში წასაყვან ფალავნებს - ელოდებიან შეკრებების დასრულებას და ამის მიხედვით გაარკვევენ, ვის სჭირდება შეჯიბრება. დაახლოებით ამავე პერიოდში ბაქოში ჰეიდარ ალიევის სახელობის "ოქროს დიდი პრიზის" ფინალური ტურნირიც იმართება და ჩვენები იქაც უნდა გამოვიდნენ. თუმცა იმ ტურნირში მონაწილეობა კვოტირებულია - მხოლოდ ოლიმპიადის, ევროპისა და მსოფლიოს ჩემპიონატის მედალოსნებს იწვევენ. მათი გამოსვლა სავალდებულოა, თუმცა მონაწილის შეცვლაც შეიძლება. ჩვენი მწვრთნელებიც ახლა ამის გარკვევას ელოდებიან, ვინ სად გაუშვან, ამაზე კი საბოლოოდ შეკრებების მიმდინარეობისას ჩამოყალიბდებიან.

ორივე შეჯიბრებას თავისი პლუს-მინუსები აქვს: წესით, ბაქოში ტიტულოვანი შემადგენლობა უნდა შეიკრიბოს, მაგრამ იქნებ ზოგიერთ ლიდერს ამ ეტაპზე სულაც არ სჭირდება ძლიერ მეტოქეებთან შეხვედრა, იქნებ სავარჯიშოდ სუსტები ჯობდეს, როგორც სავარჯიშო "მსხალი".

მაგალითად, ოლიმპიური და მსოფლიოს, ევროპის სამგზის ჩემპიონი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (61) ძლიერ კონკურენტებს რომ მოარიდონ, რა გასაკვირია - სუსტებთან უფრო დაამუშავებს, თუ რამ სიახლე აქვს, თანაც, გაშიფვრა ერთია და ძლიერებთან ჭიდაობაში ტრავმის მიღების ალბათობაც მეტია. ამიტომ ჩვენი მწვრთნელებისაც გასაგებია, შეკრებების გავლას რომ ელოდებიან, თუმცა საქმეს ისეთი პირი უჩანს, ძირითად შემადგენლობებს პოლონეთში გაგზავნიან.

ტრადიციულად, იქაც ყოველთვის ძალიან ძლიერი შეჯიბრებები იმართება, თუმცა ამას თავისი პლუსები აქვს და იქ მთელი მსოფლიოდან ბლომად ჩადიან გუნდები. ამასთან, მწვრთნელებს ურჩევნიათ, სადავო წონებში კანდიდატები ერთად გაუშვან ტურნირზე, ამის შანსი კი ბაქოში იქნებ არ იყოს, ხოლო ვარშავაში შეზღუდვა არ ექნებათ. ვეჭვობთ, ჩვენს მწვრთნელებსაც ექნებათ კონკურენციის დილემა გადასაჭრელი.

ბოლოს შეგახსენებთ, რომ ნაკრებების მწვრთნელთა განცხადებებით, აგვისტოში პარიზში გასამართავ მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა დაბევებული აქვთ ევროპის წლევანდელი ჩემპიონატის მედალოსნებს. აქედან გამომდინარე, თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებში ოთხ წონაში უკვე გარკვეულია მონაწილე. ესენია: ჩემპიონი ხინჩეგაშვილი და ბრინჯაოსმედალოსნები: ზურაბ იაკობიშვილი (65), ელიზბარ ოდიკაძე (97) და გენო პეტრიაშვილი (125).

"ბერძენ-რომაელთა" გუნდში ევროპის ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (80) გახდა, მესამეზე კი გოგა გოგიბერაშვილი (66) და მძიმეწონოსანი ლევან არაბული გავიდნენ. თუმცა არ გამოვრიცხავთ, "ბერძენ-რომაელებში" პოლონეთის ტურნირმა რაღაცები შეცვალოს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

beso88
მელიას კარგი ფორმა სად ნახე თუ კაცი ხარ?
zaza
პატარიძე და ზოიძე იმსახურებენ მსოფლიოზე გამსვლას! მელიაც ძალიან მაგარ ფორმასჰია!
ევროპის ჩემპიონატზე ბოლქვაძემ და ხეცურიანმა ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს
ზოიძის ვერცხლი და ლოლუას ბრინჯაო ევროპის ჩემპიონატზე
სოლომონ მანაშვილი ევროპის ჩემპიონატის ფინალში დამარცხდა
"ტოტენჰემმა" პოსტეკოგლუ დაითხოვა და მის შემცვლელთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
კაპაძის ხელმძღვანელობით - უზბეკეთი პირველად გავიდა მსოფლიოს ჩემპიონატზე
[VIDEO] 5:4 - ესპანეთმა საფრანგეთს მოუგო და ფინალში გავიდა
სანიოლი: საუკეთესო ლობჟანიძე გახლდათ - მეორე ტაიმში მეტი ემოცია და ნაკლები მონდომება იყო
ფარერების მწვრთნელი: დასანანია, ფრეს რომ ვერ გამოვრჩით
[VIDEO] ლორიას ბოლო და 16 წლის ხარებაშვილის პირველი მატჩი - საქართველოს ნაკრებმა ფარერებს მოკრძალებული ანგარიშით მოუგო
[VIDEO] პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფარერებს 1:0 ამარცხებს
პსჟ-ს თავდამსხმელი შეიძლება "მანჩესტერში" გადავიდეს
ბოლო წამების სინდრომი - ოდიკაძე ბოლო წამებზე დამარცხდა [VIDEO]
გენო პეტრიაშვილი და ირაკლი მწითური მსოფლიოს ჩემპიონატის ნახევარფინალში გავიდნენ
ოდიკაძემ კრასნოიარსკში მედალი მოიპოვა
პოლონეთის ტურნირი: ქართველთა პოლონური გამოფენა - 3 ოქრო და 7 ბრინჯაო
ქართველები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში! [VIDEO]
ოლიმპიური დილემის წინაშე - "კლასიკოსებში" ყველაფერი თავდაყირა დადგა
ღონიერი, გონიერი... ინტერვიუ ვლადიმერ გეგეშიძესთან
"ამ ძვირფას ქართველზე შეურაცხყოფას მიზანმიმართულად ახდენენ, არ ვიცი მათ ადამიანები თუ უნდა ვუწოდო..." - პეტრიაშვილმა და ლიპარტელიანმა კვარაცხელიაზე ისაუბრეს
SPORTALL - გადაცემის სტუმარია თავისუფალი სტილით მოჭიდავე ელიზბარ ოდიკაძე [VIDEO]
იაკობიშვილის ოქრო და ბუჯიაშვილისა და გამყრელიძის ბრინჯაო ევროპირველობაზე [VIDEO]
პეტრიაშვილმა მეშვილდიშვილი დაამარცხა და ოლიმპიადის ფინალში ზარეს შეხვდება
თავისუფალთა ნაკრები: ულიდერებოდ ვანაძორის ტურნირში
მსოფლიოს ჩემპიონატი: ზურაბ დათუნაშვილი ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
"მივიღე გადაწყვეტილება, ჩავერთო პოლიტიკაში, იმიტომ, რომ..." - ზურაბ დათუნაშვილი ნიკა გვარამიას დაფუძნებულ გუნდს უერთდება
გამარჯვებას ნიკა მელიასა და ძმებ წულუკიძეებს ვუძღვნი - ზურაბ დათუნაშვილი
მსოფლიოს ჩემპიონატისთვის საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებები ცნობილია
მსოფლიოს ჩემპიონატი: ბრინჯაოსთვის მხოლოდ დათუნაშვილი იბრძოლებს
არის ოქრო - პეტრიაშვილმა ზარე დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონი გახდა!
კორცხელში მომხდარ ინციდენტში ნაკრების წევრი, მოჭიდავე ვლადიმერ გეგეშიძე მონაწილეობდა
რას ნიშნავდა გენო პეტრიაშვილის ჟესტი, რომელმაც გულშემატკივრებში გაორებული ემოცია გამოიწვია?
მოჭიდავეებმა გეგა გეგეშეძის დაკავების გამო პროტესტის ნიშნად ვარჯიში შეწყვიტეს [VIDEO]
მსოფლიოს ჩემპიონატი: მესამე ბრინჯაო არ შედგა
სამჯერ 9:0 და ქართველი გოლიათი ლევან არაბული ევროპირველობის ფინალში გავიდა [VIDEO]
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატისთვის ცნობილია
ირანელებმა პეტრიაშვილს შეუტიეს - ნახეთ, რა გააკეთა 2023 წელს ზარემ, ქართველ სპორტსმენთან მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გამარჯვების შემდეგ [VIDEO]
დათუნაშვილმა სერბეთს ბრინჯაო მოუპოვა
პოლონეთის ტურნირი: გამოცდა მსოფლიოს ჩემპიონატის წინ
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილმა ჩეჩენ ფალავანს სძლია და ფინალში გავიდა [VIDEO]
ლაშა ტალახაძე და გენო პეტრიაშვილი "ქართული ოცნების" საარჩევნო სიაში არიან
თავის მართლებას არ ვაპირებთ, ვიხდით ბოდიშს დაუფიქრებელი ნაბიჯის გამო - პეტრიაშვილი და იანტბელიძე გავრცელებულ ფოტოზე განმარტებას აკეთებენ
"მედვედის" ახალგაზრდა კავალერები - ლიდერთა გეგმები, ახალი წონები და საქართველოს ჩემპიონატი
საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების შემადგენლობა მსოფლიოსთვის ცნობილია
ქართველმა "თავისუფლებმა" მსოფლიოს ჩემპიონატზე გამოსვლა 4 მედლით და გუნდური მე-3 ადგილით დაასრულეს
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 27 ივნისის განრიგი
სერბებმა დათუნაშვილი დააფასეს - საპატიო სპორტსმენობა
"ბერძენ-რომაელთა" ნაკრები: ვარშავა გაირკვა, ბაქო გაურკვევლობაშია
ქართველმა თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა მსოფლიო ჩემპიონატი მარცხით დაიწყეს
საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა იალბუზზე ემზადებიან
კიდევ ერთი მედლის შანსი - ოდიკაძე ბრინჯაოსთვის იჭიდავებს
მედალთცვენა - ქართველ მოჭიდავეთა ტრიუმფი საფრანგეთში! [VIDEO]
ზურაბ დათუნაშვილი სერბეთის საუკეთესო სპორტსმენად აღიარეს
გოჩა შელია: ჭიდაობის ფედერაციაში ფინანსური დარღვევებია, 27 დღეში 100 000 ლარის პრემიებია გაცემული
მიეცემა თუ არა ზვიად პატარიძეს ევროპის ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი?
მინსკი 2019: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი ალიევთან დამარცხდა და ვერცხლის მედალს დასჯერდა [VIDEO]
ევროპის ჩემპიონატი. თავისუფალი: ელიზბარ ოდიკაძე ნახევარფინალში გავიდა
"ბრავო, ოსტატო!" - როგორ მიულოცა ნოვაკ ჯოკოვიჩმა ზურაბ დათუნაშვილს ოლიმპიური მედალი [PHOTO]
"იმედია, პროცესი ისე წარიმართება, ხელს არავინ შეგვიშლის" - თავისუფალი სტილით მოჭიდავეებმა შეკრება დაიწყეს
"ყველაზე უადგილო მომენტი და ყველაფერი დასრულებულია..." - სამწუხაროდ, ოლიმპიადას მოქმედი ჩემპიონი გამოტოვებს...
ბ/რ ჭიდაობა. უნგრეთის ტურნირი: არაბულმა სომბათჰეი ქართულად გაანათა
მსოფლიოს ჩემპიონატი. II დღის ანონსი: დღეს ჩვენი ლიდერები გამოვლენ