საქართველოს XXIX ჩემპიონატი. ეროვნული ლიგა. XVIII ტური
კარგია, რომ საქართველოში ერთი პრინციპული დაპირისპირება მაინც გვაქვს. ალბათ, რაც უნდა სუსტები იყვნენ "დინამო" და "ტორპედო", ერთმანეთს ნებისმიერ დროს ისე "შეასკდებიან", უკან არც ერთი არ დაიხევს.

ამ შეხვედრებსაც იმიტომაც აქვს ხიბლი, რომ მაყურებელი ყოველთვის ესწრება. "დინამო არენა" ხალხს ეროვნულ ჩემპიონატზე ვერ ავსებს, მაგრამ ეს ის იშვიათი გამონაკლისი იყო, როდესაც ტრიბუნების ხმა მოედნამდე, მოთამაშეებამდე აღწევდა და საკმაოდ ხარისხიან ფეხბურთს ეშხს მატებდა. მარტო ქუთაისიდან მინიმუმ 500 მაყურებელი ჩამოვიდა - ჩვენი საფეხბურთო გარემოს გათვალისწინებით, თბილისელებიც მრავლად იყვნენ.

თამაში დასაწყისიდანვე კარგ ტემპში წარიმართა, ბურთი მოედნის ცენტრში არ ჩერდებოდა. ოდნავ მეტი სისწრაფისა და მოძრაობის ხარჯზე, უკეთ მაინც "დინამო" გამოიყურებოდა, მაგრამ თბილისელებმა თავიანთი შანსით ვერ ისარგებლეს, ქუთაისელებმა კი მომენტი გოლად აქციეს.

კახა კაჭარავამ შესვენების შემდეგ მოედანზე გიორგი ჩაკვეტაძე შეუშვა. თბილისელებმა ტემპს კიდევ უფრო უმატეს და ორი მწვავე ჩხვლეტით მეტოქე დაამარცხეს.

"დინამოს" ორივე გოლი გუნდიდან წასასვლელად გამზადებულმა ფეხბურთელებმა გაიტანეს: გიორგი პაპუნაშვილმა ბოლო ორ შეხვედრაში 3-ჯერ გაიტანა, საბა ლობჟანიძემ კი კუთხურიდან ჩაახვია და მართალია, ეს დავით ხურციძის ავტოგოლად ჩაითვალა, საცოდაობაა, ამ შედევრის მთავარი შემსრულებელი რომ არ გამოვყოთ.

საერთოდ კი, ორივემ სეზონში გამორჩეული თამაში ჩაატარა.

ახლა "დინამომ" მოიგო, კონკურენტი "ტორპედო" 6 ქულით ჩამოიცილა და ლიდერობა განიმტკიცა, მაგრამ ასეთი კარგი თამაშისთვის ორივე გუნდს მადლობა ეკუთვნის - მსგავსი დაპირისპირებებია, ჩვენს ჩემპიონატს მაყურებელს რომ უნარჩუნებს.

მატჩის სტენოგრამა

11' - მერაბ გიგაურის ძლიერი დარტყმა კარს ასცდა.

12' - საბა ლობჟანიძის მშვენიერი გადაცემა, ბაჩანა არაბული მცველებს გასცდა და მეკარესთან მარტო დარჩა, მაგრამ როინ კვასხვაძემ "ტორპედო" გადაარჩინა.

13' - არაბულის ეფექტური "მაკრატელა" მიზანს ასცდა.

20' - კუთხური გრიგოლ დოლიძემ შეასრულა. გიგაურის თავური ლიტოვჩენკომ იოლად აიღო.

28' - გიორგი პაპუნაშვილის ჩაწოდებული კუთხური - ბექა მიქელთაძის თავური მცველს მოხვდა და კარში არ წავიდა.

38' - თორნიკე კაპანაძის უძლიერესი დარტყმა. ბურთი ჯერ ლაშა სალუქვაძეს მოხვდა, შემდეგ გიორგი გველესიანს, ტრაექტორია შეიცვალა და კარს ოდნავ ასცდა!

40' - ლაშა თოთაძემ ჯარიმა სახიფათოდ კი შეასრულა, თუმცა კვასხვაძემ პოზიცია კარგად შეარჩია და ბურთს დაეუფლა.

43' - ბექა ტუღუშის ფლანგური გადაცემა - გამოსვლაზე სერგეი ლიტოვჩენკო უხეშად შეცდა და დამატებაზე გრიგოლ დოლიძემ ლამის ბადე გახია - 0:1.

47' - ჯარიმა უკვე პაპუნაშვილმა შეასრულა: კვასხვაძემ პოზიცია ისევ ზუსტად შეარჩია და ბურთს დაეუფლა.

48' - დოლიძე-კაპანაძის უსწრაფეს შეტევას ტუღუში ასრულებდა, მაგრამ ძალიან არაზუსტად დაარტყა.

49' - გიორგი ჩაკვეტაძემ, ლობჟანიძემ და თოთაძემ უსწრაფესი შეტევა განავითარეს, მიქელთაძემ ერთი შეხებით გაისროლა და მიზანს ააცილა.

51' - ლობჟანიძემ საჯარიმოსთან პაპუნაშვილს უპასა, რომელმაც უძლიერესი დარტყმით ანგარიში გაათანაბრა 1:1

62' - ლობჟანიძე ორ მცველს გასცდა და 60 მეტრი მაინც ირბინა: საჯარიმოს მიახლოებულმა კიდევ სამ მეტოქეს ჩაუქროლა და კარში დაარტყა - ბურთი მცველმა მოიგერია და გუნდი გადაარჩინა. ულამაზესი ეპიზოდი იყო.

65' - ტუღუშის შეტევას ლიტოვჩენკო გადაეღობა!

66' - მორიგი გოლი კუთხურიდან! ლობჟანიძემ კარში ჩაახვია. ბურთის მოგერიებას დავით ხურციძე შეეცადა და საკუთარ კარში ჩაჭრა - 2:1.

71' - გიორგი ქიმაძის ფლანგური გადაცემა და ორიოდე მეტრიდან თორნიკე კაპანაძის თავური - ლიტოვჩენკომ გუნდი გადაარჩინა!

73' - პაპუნაშვილის მორიგი ეფექტური შეტევა! ორ მცველს გასცდა და ბურთი ძელს მოარტყა!

80' - დოლიძის გადაცემაზე ტუღუშმა კარის აღება "მაკრატელათი" სცადა - ბურთს მცველი გადაეღობა.

81' - ჩაკვეტაძემ მეკარესთან პირისპირ ლობჯანიძე დატოვა, რომელმაც კარს ოდნავ ააცილა!

82' - პაპუნაშვილის გადაცემა, მიქელთაძის უძლიერესი დარტყმის შემდეგ ქუთაისელები ჯერ კვასხვაძის გასაოცარმა რეაქციამ გადაარჩინა, შემდეგ - ძელმა!

86' - ტუღუშის ჯარიმა და ბურთი კარს ოდნავ ასცდა.

ეროვნული ლიგა. XVIII ტური

21.06. თბილისი. "დინამო არენა"

დინამო(თბ)-ტორპედო 2:1

გილები: 0:1 დოლიძე (43), 1:1 პაპუნაშვილი (51), 2:1 ხურციძე (66-საკ. კარში)

დინამო (4-2-3-1): ლიტოვჩენკო - მიშენკო, გველესიანი, სალუქვაძე, თოთაძე - ქარდავა, კუცია (46. ჩაკვეტაძე) - მიქელთაძე, პაპუნაშვილი (90+3. თევზაძე), ლობჟანიძე - არაბული.

სათადარიგოები: რევიშვილი, ბ. ქავთარაძე, ნ. ნინუა, ქაფიანიძე, კობოური

მწვრთნელი: კახა კაჭარავა

ტორპედო (4-2-3-1): რ. კვასხვაძე - ხურცილავა, ჭიჭინაძე, გ. გურული, ქიმაძე - გიგაური, კუხიანიძე (72. კუჭუხიძე) - გ. დოლიძე, ბაბუნაშვილი (64. ხურციძე), ტუღუში (86. საღრიშვილი) - კაპანაძე.

სათადარიგოები: მ. ქვილითაია, ადამაძე, მამასახლისი, კვირკვია

მწვრთნელი: კახა ჩხეტიანი

გაფრთხილებები: ტუღუში (39), პაპუნაშვილი (51), ჩაკვეტაძე (64)

არბიტრი: გ. ყრუაშვილი.

ბომბარდირები

ი. სიხარულიძე (ლოკომოტივი) 15

ბ. არაბული (დინამო თბ) 11

დ. ტატანაშვილი (ჩიხურა) 11

მ. კოვტალიუკი (კოლხეთი) 10

მომდევნო ტური

21 ივლისი, პარასკევი

დინამო (თბ)-კოლხეთი

22 ივლისი, შაბათი

საბურთალო-ტორპედო

სამტრედია-შუქურა

ჩიხურა-დილა

23 ივლისი, კვირა

დინამო (ბთ)-ლოკომოტივი.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ქუთაისი-ტორპედო
ქუთაისელი 22 ივნისი 2017 11:48 ჩაჩავას სუსტი მრჩეველები ყავს.სირცხვილია, რა უნდა ტორპედოში კუჭუხიძეს, მეგრელაძეს, კორობკას,ბაბუნაშვილს მადლობა დიდი, ცოდვა არის.იღლება და დასვენება უნდა. ერთი მითხარი ტორპედოში სად ნახაე კორობკა და მეგრელაძე? შენ თუ ტორპედოს გულშემატკივარი ხარ ერთი მითხარი რომელ თამაშზე ნახე ესენი? მეგრელძე ადრე კი ბაზარი არაა თამაშობდა, მაგრამ ახლაა??? ტორპედო სამუდამოდ!!!!!
აფხაზი
მოკელდ ვერ გაცდით საბჭოთა მემკვიდრეობას, "დინამო ლოკომოტივი"...
გივი
პატრონი არ ყავს ქუთაისელ-ფოთელ ბუხაიძეს, და რატომ ამ კარგ ფორვარდს არ აძლევთ შანს ითამაშოს ტორპედოში, თუ საღრიშვილი ან ფურცხვანიძე ჯობია მას.
ქუთაისელი
ჩაჩავას სუსტი მრჩეველები ყავს.სირცხვილია, რა უნდა ტორპედოში კუჭუხიძეს, მეგრელაძეს, კორობკას,ბაბუნაშვილს მადლობა დიდი, ცოდვა არის.იღლება და დასვენება უნდა.
jarji22
ლუკა სამივე გოლი უაზრო შეცდომების გამო გავიდა. მართალი ხარ, სამივე უაზრო შეცდომებით გავიდა,როგორც დინამოს კარში ასევე ტორპედოს კარში,ესე იგი მატჩი მოგებულიც კი არ ჰქონდათ და ყველაფერი კანონზომიერეად დამთავრდა. ის რომ დინამო სჯობს ტორპედოს,ამაზე საუბარი და დავა არც ღირს.
ქუთაისელი
მადლობა უფრო დინამოს კარგი საღამო, საფეხბურტო სპეკტაკლი გვაჩუქა.
Guadua
ტორპედოს რვამატჩიანი წაუგებელი სერია დამთავრდა. ზღაპარი ჩემპიონობის ფავორიტ ტორპედოზეც ნელ -ნელა მიილევა, თუმცა საუკეთესო სამეულში რჩებიან ქუთათურები. ბოლო ორი მატჩი ტორპედოსი რბილად რომ ვთქვათ უმსგავსო იყო. ასევე მიილევა დინამოს აღმასვლის ტრენდი მალე,3 წამყვანის გაშვება მრავალთვიან დაღს დაასვამს ამ კლუბს რომლის კარგ ფორმაში ყოფნა ყველასათვის საჭირო და საასრგებლოა, ფიფია კი ცრუობს , ის არა ქართულ ფეხბურთზე ზრუნავს არამედ მცირე მოგებებზე. ისვე და ისევ ჯიბეს ეწირება მთელი ქართული ფეხბურთის ინტერესი. ამ მხირვ სამტრედიელებს გაუმართლათ, კლუბი მეტნაკლებად გამართულად თამაშობს, არცერთი მისი ფეხბურთელის ყიდვა ცუდ სიზმარშიც კი არავის სურს და არიან ასე, გაუყიდველი და გაუგდებელი მოთამაშეებით. როგორც მინიმუმ სამეულში კი იქნებიან, სინამდვილეში მეორეჯერ ჩემპიონობასაც გამოკრავენ ხელს აუცილებლად დასუსტებადი დინამოს და ტორპედოს ფონზე. მოკლედ საქართველოში ფეხბურთი უკევ კუბოში წევს, ახლა მელურსმნეები მოვლენ და დაიწყებენ ლურსმნების ჩაჭედებას ამ კუბოში და ეგაა.
ლუკა
ტორპედი კარგი გუნდია, მაგრამ ყველა ფეხბურთელი არ არის მოწოდების სიმაღლეზე. დინამოსნაირ გუნდთან რომ წააგებ მოგებულ თამაშს, ევროპალიგაზე რაღა გესაქმება? სამივე გოლი უაზრო შეცდომების გამო გავიდა.
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
გოჩოლეიშვილი უნიღბოდ დაბრუნდა - "ჰამბურგმა" თასზე ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმს" მოუგო
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
[VIDEOS] მამუკელაშვილი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა - ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს
ეროვნული ლიგა. XVIII ტური: "დინამომ" "ტორპედოს" მეორეც მოუგო
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
კახა ჩხეტიანი: ვინც უნდა შეგვხვდეს ევროპალიგაზე...
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
"ტორპედომ" გრიგოლ დოლიძეს კონტრაქტი გაუგრძელა
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
იმედია, ყველა არ გავარდება - დღეს ქართულ კლუბებს განმეორებითი მატჩები აქვთ
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
რა გეგმა აქვს შუსტერს? - დღეს 2 ქართული კლუბი ითამაშებს
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
დავით ხურციძე ქუთაისის "ტორპედოდან" მოსკოვის "არარატში" გადავიდა
"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]
დღეს სამი ქართული კლუბი ითამაშებს - წაგებით დავიწყეთ...
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
ოთხიდან ოთხივე გავარდა - რა ვიხილეთ ქართული გუნდებისგან ევროტურნირებზე?
დღეს ქუთაისის "ტორპედოს" ახალი პატრონი უნდა გამოუჩნდეს
ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
საბრძოლო ანგარიშებით საპასუხო მატჩებში - კონფერენს ლიგის მეორე რაუნდის პირველი შეხვედრების მიმოხილვა
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
ქუთაისის "ტორპედომ" მათე კვირკვია და დავით ხურციძე დაიმატა
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
საქართველო მხოლოდ 5 ქვეყანას უსწრებს - UEFA-მ კლუბების შედეგების მიხედვით, ახალი რეიტინგი გამოაქვეყნა
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
გრიგოლ დოლიძე წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
ხურციძის დუბლი ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციოზე [VIDEO]
ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
გრიგოლ დოლიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
ტორპედო VS ვიკინგური - საჭიროა დამაჯერებელი გამარჯვება, კითხვების გარეშე