ყველა როდი ისვენებს...
ესეც ასე: XVIII ტურის მატჩებით, ეროვნულ ლიგაში მეორე წრე დასრულდა და ჩემპიონატშიც თითქმის ერთთვიანი შესვენებაა გამოცხადებული (21 ივლისამდე). თუმცა, ეროვნული ლიგის სამ გუნდს ("ტორპედოს", "ჩიხურას", ბათუმის "დინამოს") უკვე მომავალ კვირაში ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი მატჩები უწევს, ხოლო ჩემპიონთა ლიგაზე მოასპარეზე "სამტრედია" გათამაშებაში ივლისის შუა რიცხვებიდან ჩაერთვება.

თუმცა, სჯობს, ეროვნული ლიგის II წრის ბოლო ტურს დავუბრუნდეთ, მით უფრო, რომ ერთობ საინტერესო ტური გამოდგა დასაწყისითაც და დასასრულითაც! განსაკუთრებით საინტერესო და საინტრიგო კი, რაღა თქმა უნდა, მეორე წრის ბოლო ტურის დასკვნითი მატჩი იყო: "ქართულმა კლასიკომ" მოლოდინი მართლაც გაამართლა და წლევანდელი სეზონის ორი, უდავოდ, გამორჩეული გუნდის პაექრობაც ეროვნული ლიგის გათამაშების მშვენებად იქცა!

რა გასაკვირია, მეორე წრის ბოლო ტურის მიმოხილვას სწორედ თბილისის "დინამოსა" და "ტორპედოს" მატჩის გახსენებით რომ ვიწყებთ...

გაზაფხულზეც და ზაფხულშიც...

იმისთვის, რომ მეორე წრის გამარჯვებული გამხდარიყო, მართლაც მშვენიერ ფორმაში მყოფ "ტორპედოს", ფაქტობრივად, ასტრონომიული ანგარიშით უნდა დაემარცხებინა თავისი ყველაზე პრინციპული მეტოქე თბილისის "დინამო" (თანაც, "დინამო არენაზე").

წინდაწინ უნდა ვთქვათ, რომ მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი გამორჩეული მწვრთნელის, კახა ჩხეტიანის დამოძღვრილმა "ტორპედომ" თავის მართლაც შთამბეჭდავი სერიის გასაგრძელებლად ცდა არ დააკლო და პირველი ტაიმი მოიგო კიდეც.

აღსანიშნავია, რომ კვლავაც შედეგიანად ითამაშა "ტორპედოს" გამოცდილმა გარემარბმა გრიგოლ დოლიძემ, რომელმაც მასპინძელთა უკრაინელ მეკარეს, სერგეი ლიტოვჩენკოს ლამის მთელი სეზონის განმავლობაში დაშვებული ერთადერთი შეცდომა არ აპატია!

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ მეტოქისაგან განსხვავებით, "დინამოს" მთავარ მწვრთნელ კახა კაჭარავას სერიოზული საკადრო პრობლემები ჰქონდა: ტრავმების გამო ძირითადი შემადგენლობის საკვანძო ფეხბურთელები, ოთარ კიტეიშვილი და ლუკა ლოჩოშვილი მოისაკლისა; თუმცა ეროვნული ლიგის პირველი და მეორე წრის საუკეთესო მწვრთნელმა ეფექტიანი გადაადგილებები მოახდინა და მეორე ტაიმში ისეთი ზემოტივირებული "დინამო" ვიხილეთ, გულგრილს რომ ვერავის დატოვებდა.

აშკარად გაამართლა კაჭარავას იმ ჩანაფიქრმაც, როცა მიმდინარე სეზონის მართლაც აღმოჩენა და, საერთოდ, ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელი გიორგი ჩაკვეტაძე მოედანზე შესვენების შემდეგ შეიყვანა. 17 წლის ჩაკვეტაძეზე უკვე ბევრი დაიწერა და ითქვა, თუმცა ამ უნიჭიერესმა ბიჭმა კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ მართლაც განსაკუთრებული მონაცემები გააჩნია და მისმა აქტიურმა და, რაც მთავარია, გუნდისთვის სასარგებლო თამაშმაც ძალიან დიდი როლი შეასრულა მატჩის საბოლოო შედეგში!

აღარაფერს ვამბობთ "დინამოს" კიდევ ორ ლიდერზე: 21 წლის გიორგი პაპუნაშვილი მეორე წრის ფინიშისაკენ ისე ათამაშდა, როგორც თავისთვის საუკეთესო სეზონში (2014/15) და ამის დასტურად წინა ტურში "საბურთალოსთან" შესრულებული "დუბლი" და "ტორპედოს" კარში გატანილი ეფექტური გოლიც გამოდგება.

არანაკლებ ქებას იმსახურებს "დინამოს" და, საერთოდ, მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელის, საბა ლობჟანიძის ასევე ზეაქტიური და ოსტატური თამაშიც! საბა ლობჟანიძემ ძალიან ბევრი თავსატეხი გაუჩინა მეტოქეთა მცველებს, ერთ ეპიზოდში ისეთი სოლო-რეიდი განახორციელა, ნებისმიერ მაღალი დონის ფეხბურთელს რომ შეშურდებოდა.

22 წლის შემტევ ნახევარმცველს ასეთი აქტიური თამაში იმითაც დაუფასდა, რომ სწორედ მისი ჩამოწოდებული კუთხურის მერე გავიდა სტუმართა კარში გადამწყვეტი გოლი!

დინამიკური ეპიზოდი სხვაც მრავლად იყო ბოლო წლების ერთ-ერთ გამორჩეულ ამ "ქართულ კლასიკოში": როინ კვასხვაძემ იშვიათი რეაქციის წყალობით ურთულესი ბურთი რომ აუღო ბექა მიქელთაძეს თუ საპირისპირო კართან სერგეი ლიტოვჩენკომ რომ შეძლო თორნიკე კაპანაძის მძლავრი თავური დარტყმის მოგერიება...

მოკლედ, ლიდერების (და მიმდინარე სეზონის გამოკვეთილი ფავორიტების) მატჩმა მოლოდინი ნაღდად გაამართლა და საბოლოო შედეგიც ისეთი იყო, საკამათო არავისთვის რომ არ უნდა ყოფილიყო; ანუ ისე, როგორც პირველ წრეში გაიმარჯვა "დინამომ" დამსახურებულად, ასეთივე დამსახურებულად უნდა მივიჩნიოთ ჩვენი ყველაზე ტიტულიანი გუნდის წარმატებული ასპარეზობა მეორე წრეში.

თუმცა "დინამოს" გულშემატკივრებს საფიქრალი, ალბათ, უკვე ახლავე უნდა ჰქონდეთ: როგორი საქმეა საბა ლობჟანიძისა და გიორგი პაპუნაშვილის სრულფასოვანი შემცვლელების მოძებნა?!. მოგეხსენებათ, რომ ორივე ეს ფეხბურთელი კარიერას უცხოეთში გააგრძელებს და ჩვენც, ისღა დაგვრჩენია, ლობჟანიძესა და პაპუნაშვილს წარმატებები ვუსურვოთ, ისევე, როგორც "ტორპედოს" - ევროტურნირებზე...

კიდევ ერთი შემოტრიალება

მიმდინარე სეზონში უკვე რამდენჯერმე დაფიქსირდა ისეთი შემთხვევა, როცა წაგებული პირველი ტაიმის შემდეგ, ესა თუ ის გუნდი შესვენების შემდეგ თამაშს იგებდა! მეორე წრის ბოლო ტურში კი სულაც 2 ასეთი შემთხვევა მოხდა და თბილისის "დინამოს" მსგავსად, "საბურთალომაც" შეძლო თამაშის "შემოტრიალება".

თანაც, გიორგი ჭიაბრიშვილის გუნდისთვის ნამდვილად არ იქნებოდა იოლი საქმე, წინა ტურში დიდი ანგარიშით (0:5) წაგების მერე მაქსიმალური კონცენტრაციით ჩაეტარებინა მეორე წრის ბოლო მატჩი; მით უფრო, რომ ისედაც სარეკორდო რაოდენობის ტრავმირებული ფეხბურთელების არყოფნაში, "საბურთალოს" ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე ელვინ ტერა "შუქურასთან" მატჩის მეორე ტაიმის დასაწყისში მოედნიდან გააძევეს.

არადა, ამ დროისათვის "შუქურა" უკვე 1:0-ს იგებდა (ქობულეთელთა გუნდის საუკეთესო ფეხბურთელმა ლევან კუტალიამ მე-6 გოლი გაიტანა მიმდინარე სეზონში). თუმცა კაცნაკლული "საბურთალო" არ გატყდა და ერთმანეთზე უკეთესი გატანილი 2 გოლით მეტად საჭირო გამარჯვება მოიპოვა: 19 წლის ვლადიმერ მამუჩაშვილის ზუსტი თავური დარტყმაც ეფექტური იყო და 20 წლის გიორგი ხარაიშვილის ოსტატურად შესრულებული "სტანდარტულიც"!

ლოკომოტივმაც მხარი აუბა...

მეორე წრეს "ლოკომოტივს" აქტივში ნამდვილად ვერ ჩავუთვლით, თუმცა გიორგი დევდარიანის გუნდი ბოლო ტურში ისე გამოიყურებოდა, როგორც - სეზონის დასაწყისში. აი, მაშინ, როცა "ლოკომოტივის" თამაშის ცქერაც სიამოვნება იყო და როცა ეს გუნდი ერთიმეორის მიყოლებით ამარცხებდა აუტსაიდერებსა თუ ფავორიტებს.

...პირველ წრეში "ლოკომოტივმა" ძალიან მტკივნეული მარცხი აგემა "ჩიხურას" (5:0), ახლა კი, გასვლით მატჩში კვლავაც დიდი ანგარიშით (3:0) მოუგო ამ სეზონამდე თავის ერთ-ერთ ყველაზე უხერხულ მეტოქეს. აღსანიშნავია, რომ კვლავაც გამოიჩინა თავი ეროვნული ლიგის საუკეთესო ბომბარდირმა ირაკლი სიხარულიძემ, რომელმაც უკვე მეშვიდე(!) დუბლი შეასრულა მიმდინარე სეზონში.

ორივე შემთხვევაში აშკარად ჩავარდა მასპინძელთა მარცხენა ფლანგი, თუმცა ამით სულაც არ გვინდა, ირაკლი სიხარულიძის გოლის ალღოს ჩრდილი მივაყენოთ; ისე, როგორც მიმდინარე სეზონის ერთ-ერთი აღმოჩენის, ვატო არველაძის მორიგ ჩინებულ მატჩს - 19 წლის ნიჭიერმა შემტევმა ორივე შემთხვევაში ჩინებული ასისტენტობა გაუწია სიხარულიძეს.

ამ მატჩს კი წერტილი დაუსვა გიორგი რეხვიაშვილმა, ზუსტი თავური დარტყმით რომ გაუტანა გოლი თავის ყოფილ გუნდს...

ჩემპიონი არ ნებდება!

მშვენიერი განწყობით ხვდება მოახლოებულ ევროტურნირებს მოქმედი ჩემპიონი "სამტრედია": გია ცეცაძის გუნდმა ამ ტურის კიდევ ერთ სანახაობრივ და დაძაბულ მატჩში აჯობა "დილას". აღსანიშნავია, რომ მასპინძლები ორჯერ აგებდნენ (საქართველოს ჩემპიონატში პირველი დუბლი შეასრულა გორელთა გუნდის ბრაზილიელმა ნახევარმცველმა ჟეან დერეტიმ).

თუმცა მაინც შეძლეს უმნიშვნელოვანესი 3 ქულის აღება. გამარჯვების მომტანი გოლი კი "სამტრედიის" ცენტრალურმა მცველმა ნიკა სანდოხაძემ მაშინ გაიტანა, როცა მატჩის დასრულებამდე 3 წუთიღა რჩებოდა.

ამ მომენტისთვის სტუმრები კაცნაკლულნი იყვნენ და, ჩვენი აზრით, სწორედ ამ ფაქტმაც იქონია გარკვეული გავლენა შეხვედრის შედეგზე, მით უფრო, რომ გადამწყვეტ გოლამდე რამდენიმე წუთით ადრე გიორგი პაპავას ("დილა") გაძევება, რბილად რომ ვთქვათ, საკამათო გადაწყვეტილებად მიგვაჩნდა ტელერეპორტაჟის ცქერის დროსაც და ახლაც...

ნავსზე მეტია

ამ ტურის წინათქმაშიც ვწერდით, რომ აშკარად დანავსული გამოდგა ბათუმის "დინამოსათვის" საშინაო მატჩების... მშობლიურ ქალაქში ჩატარება; აჭარული გუნდის გულშემატკივართა სამწუხაროდ, სიტუაცია არც ამჯერად შეიცვალა: ბათუმის "დინამომ" ვერც ამჯერად შეძლო მოგება და, საერთოდაც, მეორე წრე ძალიან სუსტად ჩაატარა; არადა, ყველას კარგად მოეხსენება, რომ "დინამოს" სულ მალე ევროპალიგაზე უწევს გამოსვლა.

...5 საშინაო მატჩი ბათუმის სარაგბო სტადიონზე, 1 ფრე და 4 წაგება - აი, ასეთია "დინამოს" "მონაგარი" მშობლიურ ქალაქში დაბრუნების შემდეგ. სწორედ ამის გამოა პლეი აუტის ზონაში.

იქვე იმყოფება "კოლხეთიც", თუმცა, ნუ დაგვავიწყდება, რომ გელა სანაიას გუნდი უკვე 4 ტურია, რაც გასვლით მატჩებს აღარ აგებს! სამაგიეროდ, სხვა "მიმართულებით" აქვს პრობლემა ფოთელთა გუნდს: "კოლხეთის" ფეხბურთელები, ფაქტობრივად, ყოველ ტურში იღებენ "საჭირო" თუ "არასაჭირო" წითელ ბარათებს და ახლა სულაც ორი მოთამაშე გააძევეს მოედნიდან...

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

burnuta
ჩიკვაიძე უსუსტესია ჩიხურაში,ისევე როგორც გელაშვილი!
სამი ფრე და "დილას" მოგება ბათუმში
ტური 14: დაძაბულობა, ბოლო წუთების დრამა, სადებიუტო გოლები
"იბერია 1999" და "ტორპედო" კვლავ იგებენ
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"თუ ზივ არიე თავად არ მოისურვებს "დილადან" წასვლას, მას არავინ გაუშვებს"
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
"დილას" დირექტორი: უეფას პასუხი უარყოფითიც რომ იყოს, გუნდი არ დაიშლება!
მჭედლიძესთან ერთად 2 ფეხბურთელი წავიდა, არის შევსებაც - ქუთაისის "ტორპედოში" სიახლეებია
"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება
გიორგი პაპუნაშვილი: "ტორპედოს" შეუძლია ჩემპიონობისთვის იბრძოლოს
ტრავმირებული ჩაკვეტაძე მარცხენა ფეხზე ფიქსატორით, ბირმინგენში კვარაცხელიას საქომაგოდ ჩავიდა
გორის "დილა": ჟეან დერეტი უკეთესადაა, მაგრამ...
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
კახა ჩხეტიანი ეროვნულ ლიგას დაუბრუნდა
კახა კაჭარავა: ყველას გვინდა, რომ შვეიცარიასა და ხორვატიას მოვუგოთ, მაგრამ...
ლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ
"საბურთალოს" მცველმა "შერიფის" ფეხბურთელებს თავბრუ დაახვია [VIDEO]
კახა კაჭარავამ და მისმა თანაშემწეებმა "სამტრედია" დატოვეს
ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია
კვარაცხელიას სვლა ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად და მიქაუტაძის დიდი დაპირისპირება "მანჩესტერთან" - მთავარი ამბები ზაფხულამდე
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ჩაკვეტაძეს კლევერლი აღარ გაწვრთნის - "უოტფორდმა" ინგლისელი სპეციალისტი გაათავისუფლა
"ტორპედომ" გრიგოლ დოლიძეს კონტრაქტი გაუგრძელა
ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდი" "ვესტ ბრომვიჩთან" დამარცხდა
ქართველ ფეხბურთელებს რაც აკლიათ, ეს არის პროფესიონალიზმი - კახა კაჭარავას ინტერვიუ
ნიკა სანდოხაძე: "ტორპედოს" მიზანი ერთია - ჩემპიონობა!
გიორგი რეხვიაშვილმა თბილისის "საბურთალო" დატოვა
"ლეო, "ბარსელონაში" დაბრუნება მინდა" - ნეიმარი - 13 ნოემბრის დაიჯესტი
ნიკა სანდოხაძემ თბილისის "დინამოსთან" კონტრაქტი გააფორმა
"ტორპედოს" ამბები: დოლიძე არ იქნება, დაფე და ტრანსლაცია - კი [VIDEO]
ნიკა სანდოხაძემ "საბურთალოსთან" კონტრაქტი გააფორმა
ხარაიშვილი თურქული კლუბის ფეხბურთელი გახდა
თბილისის "დინამომ" გიორგი ხარაიშვილი დაიმატა
ჩაკვეტაძის ორი საგოლე პასი და ტრავმა - "სლოვანმა" სტუმრად მოულოდნელად "ბაზელს" სძლია [VIDEO]
ნიკა სანდოხაძე თბილისის "ლოკომოტივში" გადავიდა
დავით ხოჭოლავა ინდივიდუალურად ვარჯიშობს
ხარაიშვილი სეზონის ბოლომდე თბილისის "დინამოში" დარჩება
სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
"უოტფორდმა" ისევ წააგო და მე-12 ადგილზე დაქვეითდა
სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა
ეროვნული ლიგის XIV ტურის სიმბოლური ნაკრები Sportall.ge-ს ვერსიით
ნიკა სანდოხაძემ "კარპატი" დატოვა
გიორგი რეხვიაშვილი: თამაშიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ლოგიკური შედეგია
კახა ჩხეტიანმა "ტორპედო" დატოვა
"უღმერთოები ხართ ბიჭო? ღმერთის როგორ არ გეშინიათ?" - გიორგი ხარაიშვილი ქვეყანაში განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს ეხმაურება
დილა-ბანანცი 3:1 - ოთხი გოლი, ოთხივე პირველ ტაიმში... [VIDEO]
კახა კაჭარავა: ჩემპიონატის განახლებას ვემხრობი, რადგან ევროტურნირებს ქართული გუნდები კარგ ფორმაში უნდა შეხვდნენ
გოლი, რომელიც "საბურთალოს" არ ჩაუთვალეს - იყო თუ არა თამაშგარე? [VIDEO]
ქართველები ევროპა ლიგაზე - კიტეიშვილმა ხანგრძლივი პაუზის შემდეგ ითამაშა
კოლხეთი-დილა 0:0 - ფსიქოლოგიური სტრესის ფონზე...
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშა - "უოტფორდმა" სახლში აუტსაიდერს ვერ მოუგო
ირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება
ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]
ლამის ტრავმა მიიღო - კურიოზი "საბურთალოს" გოლის აღნიშვნის დროს [VIDEO]
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
გრიგოლ დოლიძე წყალტუბოს "სამგურალში" გადავიდა
ოფიციალურად - ჩხეტიანი "ტორპედოში" დაბრუნდა
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
სამტრედია-დილა 3:2 - ბრძოლას აზრი ყოველთვის აქვს [VIDEO]
[წარდგენა] ბიჭები ძმობისა და მეგობრობის ქალაქიდან...
ქუთაისის "ტორპედო" 20 მაისს ახალ მწვრთნელს წარადგენს
გრიგოლ დოლიძემ გუნდთან ერთად ვარჯიში განაახლა
ლობჟანიძის გუნდის უდიდესი სენსაცია - "ატლანტამ" ლიონელ მესის მაიამის "ინტერი" პლეი-ოფიდან გამოთიშა [VIDEO]
უდრამატულეს შეხვედრაში მესის გუნდი დამარცხებულია - ლობჟანიძეს ლეგენდარულ არგენტინელთა დაპირისპირება უკვე გადამწყვეტ მატჩში მოუწევს [VIDEO]
ტორპედო VS ვიკინგური - საჭიროა დამაჯერებელი გამარჯვება, კითხვების გარეშე
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება