საქართველოს ჩემპიონის პრეზიდენტის ინტერვიუ აზერბაიჯანულ მედიასთან
ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველოს ჩემპიონი "სამტრედია" "ყარაბაღს" ხვდება. ამიტომ გასაკვირი არ არის აზერბაიჯანული მედიის დაინტერესება ჩვენი გუნდით.

azerisport.comმა ინტერვიუ ჩამოართვა "სამტრედიას" პრეზიდენტ გია ომანაძეს. ინტერვიუდანაც კარგად ჩანს, რა თავდაჯერებულები არიან აზერბაიჯანელები.

- "სამტრედია" შეიძლება ზედიზედ მეორედ გააგდონ ევროთასებიდან აზერბაიჯანულმა კლუბებმა, წილისყრამ იმედი არ გაგიცრუათ?

- არა. ჩემპიონთა ლიგაზე იოლი მეტოქე არ არსებობს. არ იქნებოდა აზერბაიჯანის ჩემპიონი, შეგხვდებოდა რომელიმე სხვა ქვეყნის ჩემპიონი. ასე რომ, დიდი მნიშვნელობა არა აქვს ვის ვეთამაშებით.

- გასულ წელს აღნიშნეთ, რომ კლუბის ბიუჯეტი მილიონი დოლარიც არ არის, წლეულს როგორ არის ამ მხრივ საქმე?

- სტაბილური სიტუაციაა, ნელნელა ვვითარდებით. ვიყავით ვიცე-ჩემპიონები, გავხდით ჩემპიონები.

- "ყარაბაღის" ბიუჯეტი, რომ გაცილებით აღემატება თქვენი კლუბისას?

- ეს არ არის პანიკის მიზეზი. ზოგს მეტი ფული აქვს, ზოგს ნაკრები. მინდორზე ვიბრძოლებთ, რომ მერე არ თქვან, დაბალი ბიუჯეტი აქვთ და თამაში არ იციანო.

- რა შანსები გაქვთ იმის გათვალისწინებით, რომ "ყარაბაღი" კავკასიის საუკეთესო გუნდია?

- აი, შევხვდებით მას მოედანზე და ვნახოთ. დიახ, ძლიერი ჩემპიონი გყავთ, მაგრამ ჩვენ დანებებას არ ვაპირებთ და მოედანზე ვაპირებთ ამის დამტკიცებას.

- როგორ შეიცვალა თქვენი გუნდი მას შემდეგ, რაც "გაბალასთან" 1:5 წააგო?

- როგორც უკვე ვთქვი, ყოველწლიურად ვვითარდებით.

- ქართული ფეხბურთი ახლა სანაკრებო და საკლუბო დონეზეც მაგრად ჩამორჩა, რა მოხდა, რამდენიმე წლის წინათ ჩვენ თქვენგან ვიღებდით მაგალითს...

- ახლა სახელმწიფომ დაიწყო ფეხბურთის დახმარება, ჩემპიონატის დონეც გაიზარდა, მეტი კონკურენციაა. თქვენ ეს ყველაფერი უფრო ადრე განახორციელეთ.

- საქართველოში დიდი სომხური დიასპორაა, ხომ არ უნდა ველოდოთ პროვოკაციებს?

- არა. "გაბალა" გვესტუმრა შარშან და მსგავსი არაფერი ყოფილა. ჩვენ პროვოკაციებს არ დავუშვებთ.

- ვინმეს სომხეთის დროშით რომ მოუნდეს მოსვლა?

- ჩვენ არ დავუშვებთ პროვოკაციებს.

- ბაქოში თუ გამოგყვებიან ფანები?

- დიდი ალბათობით ფანების მცირე რაოდენობა გამოგვყვება.

vato
კიდევ ერტი დიდი სირცხვილი გველოდება
rezo
aba kobiashvilma done aamagla sakartvelos chempionatshio, gamochndeba rogor iasparezebs kartuli gundebi....nakrebi vnaxet ukve)))
კოტე
რამდენჯერ უნდა დაიდოს ერთი და იგივე ინტერვიუ? ))
Ultranationalist
რა იყოთ რო არ მიქვეყნებთ კომენტარს აზერებს არ ეწყინოთ
oto
საქარტველოს სახელია აბა ტქვენ იციტ ბოლომდე
ჩემპიონთა ლიგის ფინალი ბარსელონაში - ახლადგარემონტებულ "კამპ ნოუს" ერთი კონკურენტი ეყოლება
ისევ ტრუბინი და მოურინიო - "რეალს" კენჭისყრაზე არ გაუმართლა?
რატომ ათამაშეს "ნიუკასლთან" შევალიეს ნაცვლად საფონოვი - ფრანგი ჟურნალისტი განმარტავს
პსჟ-ს ნახევარმცველს გული "რეალისკენ" მიუწევს
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
კაზემიროს ტონალი შეცვლის? - იტალიელი "მანჩესტერ იუნაიტედის" სამიზნეა
მატჩის გმირი, გურჯაანელი კინგი | დელტამ კსუ-კავკასია ბოლო წამებზე დაამარცხა
[VIDEO] ჰარდენი წავიდა, თუმცა კავაი აქ არის - "კლიპერსმა" "მინესოტა" დაამარცხა
[VIDEO] მამუკელაშვილის შესანიშნავი მატჩი - "ტორონტომ" "ინდიანა" დაამარცხა
ლუის ენრიკემ "მარსელთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
კიტეიშვილის საგოლე პასი, მამაგეიშვილის დებიუტი და "შტურმის" გამარჯვება
საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი 37 წლის ასაკში გარდაიცვალა
[VIDEO] საქართველოს ნაკრებმა შვეიცარია დიდი ანგარიშით დაამარცხა
ლოკატელის პრემიერ ლიგაში ეპატიჟებიან - "იუვენტუსიდან" შესაძლოა, კაპიტანი წავიდეს
11 ფეხბურთელი უკვე შეარჩია - ანჩელოტის სამუნდიალო სიაში ეს მოთამაშეები აუცილებლად იქნებიან
თუ "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაუშვებენ - კერიკს პრემიერ ლიგიდან უკვე სამი მსურველი ჰყავს
[VIDEO] პსჟ "მარსელის" დღევანდელ მატჩს განსაკუთრებული სტუმარი გახსნის
"ტორპედოში" 2 მატებაა - კლუბი დღეიდან მზადებას კვიპროსში განაგრძობს
პეპის დარწმუნებას ამ ორი ტრანსფერით შეეცდებიან - გვარდიოლა შესაძლოა, "სიტიში" დარჩეს
რუსულად საუბრის გამო დაისაჯა - "კარპატის" უკრაინელ მცველს კაპიტნის სამკლაური ჩამოართვეს
მამარდაშვილზე უარის მიღების შემდეგ, "ბეშიქთაშმა" კოლუმბიელი მეკარე დაიმატა
ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე დევისის და სმოლკინის წყვილმა თავისუფალ პროგრამაში მეოთხე ადგილი დაიკავა
კვარაცხელიას დაბრუნება ფრანგულ კლასიკაში - მიქაუტაძის გამარჯვების დრო!..
"სამტრედიას" პრეზიდენტი azerisport-ს: შევხვდებით მოედანზე და მერე ვნახავთ
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
დაფინანსდეს "ზესტაფონიც" ისე, როგორც "სამტრედია" - გამოსავალი ნაპოვნია?!
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"სამტრედიას" გია ცეცაძე ჩაიბარებს? კლუბში ჯერ შოკიდან გამოსვლაზე ფიქრობენ
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]