ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) ლელო, რომელიც საქართველოს ნაკრებს ოდესმე გაუტანია
საქართველოს ნაკრებმა ივნისის ტესტების ბოლო მატჩი არგენტინის ჩრდილოეთში, ხუხუიში გამართა და მასპინძელთა ეროვნულ გუნდთან 29:45 დამარცხდა.

მიუხედავად ამისა, საქართველოს ნაკრებმა რამდენიმე მაჩვენებელი გააუმჯობესა. "ბორჯღალოსნებმა" მეტოქეს ოთხი ლელო გაუტანეს, რაც მანამდე, ოთხ შეხვედრაში ვერ შეძლეს - ჩვენების ანგარიშზე მხოლოდ ერთი ლელო იყო. ამასთან, 29 ქულა არგენტინასთან აქამდე არასდროს დაგვიგროვებია, თანაც, ეს სტუმრად, მეტოქის მოედანზე მოხდა.

არგენტინის ნაკრების პროგრესსა და მის ადგილზე თანამედროვე რაგბიში აქ არ შევჩერდებით, ეს ისედაც კარგადაა ცნობილი. მნიშვნელოვანი და საინტერესო ისაა, ჩვენ რამდენად ჩამოვრჩებით მათ. კაცმა რომ თქვას, ძალიან შორსაც არ არიან.

ყბადაღებული თემაა, მაგრამ იმავე არგენტინას ყოველ წელიწადს თითოჯერ მაინც რომ ვეთამაშოთ (აღარაფერს ვამბობთ ექვსი ერის გუნდებსა და სხვა ბობოლებზე), ეს ჩამორჩენაც მალე აღმოიფხვრება.

რა გვაძლევს ამის თქმის საფუძველს? "ბორჯღალოსნები" 38-ე წუთისთვის 3:26 აგებდნენ, მეორე ტაიმში ჩამორჩენა უფრო გაიზარდა - 15:45. ამის მიუხედავად, გუნდმა მობილიზება ორივეჯერ შეძლო. სულ რამდენიმე წლის წინათ კი გავტყდებოდით და ხელებს ჩამოვუშვებდით.

ჩვენს გუნდს ეტყობა, რომ მეტი პოტენციალი გააჩნია, მეტი შეუძლია.

ამის დასტურად პირველი ტაიმის ბოლოს გატანილი უმაღლესი კლასის ლელოც გამოდგება. კონტრშეტევა მგეზავმა ლაშა ხმალაძემ საკუთარი 22-მეტრიანი ზონიდან დაიწყო. გზად რამდენიმე მეტოქეს აუარა გვერდი, არგენტინელთა 22-მეტრიანი ზონის მისადგომებთან შეტევაში დავით კაჭარავა, ვასილ ლობჟანიძე და ოთარ გიორგაძე ჩაერთნენ. მათ ხელდახელ შესანიშნავად იბურთავეს და ლელოში კაჭარავამ შეაღწია. ეს იყო ერთ-ერთი საუკეთესო (თუ საუკეთესო არა) ლელო, რომელიც საქართველოს ნაკრებს ოდესმე გაუტანია.

იხილეთ ვიდეო

მერე გვქონდა საგრძნობი უპირატესობა შერკინებაში, რომელიც კიდევ უფრო გამოიკვეთა, როცა მოედანზე ჩვენი ახალგაზრდა ბურჯები გამოვიდნენ.

და მაინც, რატომ წავაგეთ არგენტინასთან, რით გვჯობია ეს გუნდი? სისწრაფეში, აგრესიულობაში, შეტევის ორგანიზებასა და ტაქტიკურ მონახაზში ჯერჯერობით "პუმები" წინ არიან.

ცუდი ისაა, რომ ცალკეულ მომენტებში დაცვაში თამაში გაგვიჭირდა, ისე, რომ მეტოქის გარემარბ რამირო მოიანოს სამი ლელოს გატანის საშუალება მივეცით. მასპინძლებზე ხშირად ჩვენ ვჯარიმდებოდით და მათმა მგეზავმა ნიკოლას სანჩესმა ხუთი დარტყმიდან ოთხი გაიტანა. ჩვენ მას მხოლოდ ერთი საჯარიმოთი ვუპასუხეთ, ისიც მატჩის დასაწყისში.

თუმცა, ისიც აშკარად გამოჩნდა, რომ, როდესაც ორივე გუნდში ცვლილებები განხორციელდა და არგენტინელთა ლიდერებმა მარტინ ლანდახომ, ნიკოლას სანჩესმა და ავგუსტინ კრევიმ მოედანი დატოვეს, უპირატესობას ჩვენი ნაკრები დაეუფლა და ისე გამოვიდა, რომ მეორე ტაიმი "ბორჯღალოსნებმა" 21:19 მოიგეს.

ესეც რაღაც ახალია - აქამდე პირველი ტაიმი ორჯერ გვქონდა მოგებული და, როგორც წესი, მეორეში ვმარცხდებოდით. ახლა პირიქით მოხდა.

პირველი ტაიმის შემდეგ, რომელიც 8:26 წავაგეთ, საქართველოს ნაკრებმა სამი ლელო გაიტანა. ამათგან ერთი საჯარიმო ლელო იყო. "ბორჯღალოსნების" შერკინების მიძალებას მასპინძლებმა ვერაფერი დაუპირისპირეს და აშკარა ლელოსგან თავის ხსნას წესის დარღვევით აპირებდნენ. არბიტრი წამითაც არ შეყოვნებულა, საჯარიმო ლელო დააფიქსირა.

ძალიან კარგი გამოდგა სოსო მათიაშვილის მიერ გატანილი ლელოც. "ბორჯღალოსნები" მორკინალების დარტყმებით დიდხანს უტევდნენ მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში. რაკში არგენტინელები უხვად ჩაითრიეს, ისე, რომ მარცხენა ფრთა მოუშიშვლდათ. ეს დროულად შენიშნა შეცვლაზე შესულმა ცხრა ნომერმა გიორგი ბეგაძემ, რომელმაც ბურთი ხაზზე გაიტანა. იქ კი, რიცხობრივი უპირატესობის გათამაშება ჩვენებს არ გასჭირვებიათ.

ეს მეორე ლელოა ახალგაზრდა ქართველი მორაგბის სანაკრებო კარიერაში, რომელიც მატჩში ფულბეკის, მერაბ კვირიკაშვილის ნაცვლად ჩაერთო. მათიაშვილმა, ლელოს გარდა, კიდევ ორი გარდასახვაც გაიტანა.

აბა, ის რა თამაშია, ჩვენმა მორაგბეებმა ერთი მძლავრი მოლი მაინც თუ ვერ ააგორეს. მატჩის მიწურულს ესეც შეძლეს. მეტოქის ლელოდან ხუთ მეტრში დერეფანი მოვიგეთ და მოლი შევკარით, რომელიც არგენტინელთა ჩათვლის მოედანში სირბილით შევიდა. ლელო შეცვლაზე შესულმა შერკინების კვაჭმა შალვა მამუკაშვილმა მიითვალა.

ერთი სიტყვით, საქართველოს ნაკრებმა ივნისის ტესტებზე სამი მატჩიდან ორი მოიგო (კანადა, აშშ) და ერთში დამარცხდა.

- აშშ-საქართველო 17:21 - გამარჯვება ამერიკულ ჯორჯიაში [VIDEO]

- კანადა-საქართველო 0:13 - ქარში, წვიმასა და ავდარში [VIDEO+PHOTO]

ურიგო შედეგი არაა, მაგრამ გუნდის შესაძლებლობებიდან გამომდინარე, ალბათ, უკეთესი თამაშის ხარისხია სასურველი.

მატჩის შემდეგ

დანიელ ურკადი, არგენტინის ნაკრების მთავარი მწვრთნელი:

"ვიცოდით, რომ მძიმე მატჩი გველოდა. ამიტომ საქმეს დასაწყისშივე სერიოზულად მივუდექით. მაღალი სისწრაფეები ჩავრთეთ, თუმცა მერე ეს სისწრაფე დავკარგეთ და მეტოქემ თავისი სათამაშო სტილი მოგვახვია თავს - ისეთი, როგორშიც ის ძალიან კომფორტულად გრძნობს თავს. შეხვედრის ბოლო წუთებმა მწარე გემო დაგვიტოვა.

მატჩის ბედი მეორე ტაიმის საწყის 15 წუთში გადაწყდა. ამ დროს შეგვეძლო, თამაში უფრო გაგვეძლიერებინა, მაგრამ ეს ვერ მოვახერხეთ. მე-60 წუთამდე ყველაფერი კარგად მიდიოდა, რასაც ვერ ვიტყვი ბოლო 20 წუთზე. არადა, თამაში 80 წუთი გრძელდება".

ივნისის ტესტები

არგენტინა-საქართველო 45:29

არგენტინა: (15-9) ტუკულეტი, მორონი, ორლანდო (შულცი 54), დე ლა ფუენტე, მოიანო (ორლანდო 67), სანჩესი (გონსალესი 60), ლანდახო (ვერტრანუ 60). (1-8) ჩაპარო (პასი 52), კრევი (მონტოია 41)მ ეილანი (ერერა 51), პეტი, ალემანო, ლესანა (მატერა 17), ვაესი, სენატორე (მაკომე 51).

5ლ: კრევი, ტუკულეტი, მოიანო (3) 4გ,4ს: სანჩესი

სინბინი: მოიანო

საქართველო: (15-9) კვირიკაშვილი (მათიაშვილი 48), მჭედლიძე, კაჭარავა, შარიქაძე, თოდუა, ხმალაძე, ლობჟანიძე (ბეგაძე 55). (1-8) ნარიაშვილი (მატარაძე 55), ბრეგვაძე (მამუკაშვილი 55), ბეკოშვილი (ხატიაშვილი 62), ნემსაძე (მალაღურაძე 71), მიქაუტაძე, გიორგაძე (ჩხაიძე 70), კოლელიშვილი (ცუცქირიძე 58), ლომიძე.

4ლ: კაჭარავა, საჯარიმო, მათიაშვილი, მამუკაშვილი. 3გ: მათიაშვილი (2), ავტ. ს: კვირიკაშვილი.

სინბინი: ნემსაძე

მსაჯი: ლუკ პირსი (ინგლისი).

სხვა მატჩები

სამოა-უელსი 17:19

ახ. ზელანდია-ბრ. ლომები 30:15

ფიჯი-შოტლანდია 27:22

ავსტრალია-იტალია 40:27

იაპონია-ირლანდია 13:35

სამ. აფრიკა-საფრანგეთი 35:12

კანადა-აშშ 28:28

რუმინეთი-ბრაზილია 56:5.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

fraternity
სპანდერაშვილი, საღინაძე, კვესელაძე, ჯიმშელეიშვილი ნელ-ნელა უკვე დროა ძირითად ნაკრებში დაიწყონ ადაპტაცია. ეს პროცესი უცებ არ ხდება, დრო ჭირდება და დასაკარგი დრო მემგონი არ გვაქვს. სადაცაა მოგვადგება კარს მსოფლიო თასი და იმ დრომდე კარგი, ჩამოყალიბებული და თავდაჯერებული შევსება უნდა მიიღოს ნაკრებმა. მილტონმაც არ დაიშურა საქებარი სიტყვები, რამდენიმე კაცი ბრწყინვალე მორაგბე იქნებაო და ვნახოთ, ველოდები ცვლილებებს...
სოსო
ნიკო.მამრიკიშვილი მეც მომწონს,მისი თავისებური მანერა,საკმაოდ მხიარული და რაც მთავარია რაგბის მოყვარული და მცოდნე.გუცაევი ბევრს აფორმებდა,მაგრამ ორი იმდენი ხვდებოდა და რუსი მსაჯი ვერ კი არა,არ ხედავდა.სამ წელზე მეტი აქვს საავადმყოფოში გატარებული.ამ ტურნეზე ჩვენ პირველად დავამარცხეთ ამერიკაში კანადა,ამერიკა,4 ლელო დავუდეთ არგენტინას,ასე რომ პარამეტრები ობიექტურად გაუმჯობესებულია,თუმცა ადრე ბორჯღალი სრული შემადგენლობით არასოდეს წასულა ამერიკაში,არგენტინას კი ბოლო 12 თამაშში მესამე გამარჯვება გამოუვიდა,ჩვენამდე კი სულაც 5 წაგება ჰქონდა მიყოლებით.ამერიკასთან და არგენტინასთან ჩვენ რაც ჩავარდნები გვქონდა,იმის გამო გვქონდა,რომ სისწრაფეში ვერ ავდევდით მათ შემტევებს,არგენტინა კი შეტევაში ტაქტიკურადაც გვჯობდა,ჩვენი უხეში შეცდომები სწორედ სისწრაფეში სხვაობამ განაპირობა და უმეტესად საქართველოში მოთამაშე ბიჭებისაგან მოდიოდა,ჩვენთან ხომ გაცილებით ნელა ვთამაშობთ,ხოლო თუ ყველა ჩამოთვლილ ნაკლს გამოვასწორებთ,მაშინ ზელანდიასაც გავბდღვით,შერკინება ხომ უძლიერესი გვყავს.სირბილის სწავლა ჟერ კიდევ სკოლაში უნდა ისწავლოს სპორტსმენმა,მაგრამ მიშამ სპორტის აკადემია გაანადგურა და სპეციალისტები თან ახალგაზრდა საიდან მოვიყვანოთ.მეკომ პირველი თამაში მაგრად ითამაშა,მაგრამ ლელოს მომენტში აშკარად რაღაცა ეტკინა და შემდეგ აშკარად გაუფუჭდა თამაში,მაგრამ მისი ჩამოწერა აშკარად ნაადრევია,ჯერ კიდევ ბევრი შეუძლია.მათიაშვილმა კარგად წარმოაჩინა თავი და ეჭვგარეშეა,მომავალში გაცილებით მეტ დროს მისცემენ,მსოფლიოსთვის კი შეიძლება ოცწლამდელებიდანაც წამოგვესწრონ ბიჭები ,ვნახოთ,იმედი ვიქონიოთ და მაშინ ხელით თამაშიც გაცილებით გაუმჯობესდება.მთლიანობაში ამ ტურნეს მე მაინც დადებითად შევაფასებდი და ამის დადასტურებას ნოემბრის ტესტებზე დაველოდოთ
niko
ნიაზთან რა გინდათ? მაქედან დავიწყოთ. შაერთოდ ლათინო ამერიკელები სიმულაციით გამორჩევიან, ბევრთან მაქვს ნათამაშები. მაგრამ სიმულიაცია გუცაევს რომ ეხერხებოდა მასეთი მონაგონია. ასე რომ ნიაზი ძველი მოთამაშე და ჯიგრიანი ადამიანია და ღელავს, ემოციები კარგია და სასაცილოც, იუმორისტული და მირჩევნია ვისაც თამაში ესმის იმან წაიყვანოს ემოციურად ვიდრე მონოტონურმა დიქტორმა. არგენტინას კიდევ ვერა გამოვგლიჯეთ რა და საერთოდ ეს ტური მიმაჩნია წარუმატებლად. კანადასთან ამინდმა შეგვიშალაო ხელი ამერიკას კიდევ უპირატესობა უკან ჩააბარეს მთლიანად მეორე ტაი ში და კინაღამ წააგეს. არგენტინასთან ვთქვი ადრეც რომ 40 ქულის მეტს გავუშვებდით და ასეც მოხდა. სანამ უკანა ხაზი სწორად შეტევა თუ დაცვაში დადგომას არ ისწავლის, ბურთის ხელიდან დავარდნას გადავეჩვევით, დაკიდებულ ბურთს სწორად ავუხტებით და აუტს სწორად შემოვაგდებთ, სირბილს სწორად ვისწავლით წინ ვერ წავალთ. სირბილს ბრტყელ მთელ ტერფზე სისწრაფე არ მოაქვს. კუს ნაბიჯებით ან როგორც ჯუგზარ ნუღელი ამბობდა კუებით წინ მივდივართ. იქნებ ცოტა მეტი ლობიო გვეჭამა რომ მეტი გაზი და მოვუმატოთ:)) მილტონს სჭირდება დახმარება უკანა ხაზზის საწვრთნელლად. სანდო 15 ნომერია საპოვნი. მათიაშვილი კარგი იყო. მეკო ძალიან არა სტაბილურია და მის რეკორდების დევნას გუნდის შედეგები არ უნდა გადავაყოლოთ. ახალგაზრდები არიან და ელოდებიან შანსს, თან ისენი ხელით ბევრად უკეთ თამაშობენ. ჭინა 20-იანებიდან და ამ 20-იანებიდან არის კონტინგენტი და კიდევ უფრო წინ უნდა წავიდნენ. ახალი ზელანდიის მოსახლებობაც ჩვენსავით რის რაოდენობით 4.596 მილიონი და მათ ფეხბურთშიც ამოქაჩეს. მატსავით დალაგებული ქვეყანა არ გვაქვს მაგრამ მთავარია მონდომენბა და ცოდნისადმი სწრაფვა დაუღალავი სწორი შრომით!
giorgi94
აქ ხალხო ქვეყნის ეკონომიკურმ დგომარეობას უნდა შევხედოთ. ქვეყანაში ხალხი შიმშილობს და ვაფინანსებთ ფეხბურთს რომელიც არაფრის მაქნისია 30 წელია. კორუფცია ჩაწყობები ზარმაცობა თავში ავარდნა ამის მეტი არაფერი გვინახავს ფეხბურთისგან. პერსპექტიულ ფეხბურთელებზე კი ყენია რომ პერსპექტიული იყო არაბიძე ვერც კი შეედრება მას ,მაგრამ რაც დაემართა ნახეთ. პაპუნაშვილი როგორ იმედებს ვამყარებდით მაგრამ დაიკარგა. ანანიძე მუდამ პერსპექტიული .3000 ლარი ხელფასი ცოტა არისო გავგიჟდი კინაღამ. 300 ლარი არ აქვს ზოგ მოთამაშეს ეროვნულ ჩემპიონატში კვების და ფიზმომზადების სპეციალისტები არ გვყავს და ერთი არ დაუწუწუნებიათ ხელფასზე. პროფესიონალური ჩემპიონატი არ გვაქვს.ბიჭების უმეტესობა არჩევანის წინაშეა ან ოჯახი ან რაგბი და უმეტესობა ტოვებს რაგბის ნიჭიერი მოთამაშეები. აღარ ვამბობ ძიუდოზე დარბაზი რომ არ ჰქონდათ წლების განმავლობაში აღარ ვამბობ კალათბურთზე ჭიდაობაზე მძლეოსნობაზე სადაც შედეგებია და ოლიმპიური ოქროებიც კი. ფეხბურთი რას აკეთებს გარდა იმისა რომ ბიუჯეტში შეტანილ ნაწვალებ ფულს მუქთახორად ვახარჯავთ გუნდებს? ხელფასებში მიდის უმეტესწილად თანხები. თU ფეხბურთის განვითარება უნდათ გაამაგრონ ინფრასტრუქტურით და დეხმარონ ბავშვთა ფრეხბურთს დანარჩენები თU არ აიღებენ 3000 ლარიან ხელფას არაფერი დაშავდება მაგით
ზურა22
რომ იძახიან ბიძინამ რაგბს სტადიონები და ბაზები აუშენაო კიო ბატონო მართლა აუშენა მაგრამ აქაც გჰამოტყვრნენ ფულისტი არაკაცები და არავითარი უფასო არაა იქ ვარჯიში მე როგორც ვიცი ყველაზე ცოტა 50 ლარია გადასახადი ერთ ბავშვზე @@ და ბავშვებიც იძულებულები არიან ისევ იპოდრომის ოღროჩოღროებზე ივარჯიშონ @@@
ბს
სისწრაფეეეეეეეეეეეეეეეეე!!!!! ჩვენი მთავარი მინუსი! უნდა იმუშავოს ყველა დონის მწვრთნელმა საქართველოში ამ ნაკლზე, ამის შეცვლა სწორი ვარჯიშით შესაძლებელია, სისწრაფე გვჭირდება!
xvistani
ხ იდეალური სახელი მოგიფიქრებია კომენტარიდან გამომდინარე. :D
ხ
ეტყობა ანგარიშს ვინ ვის გამოგლიჯა
giorgi
მე არგენტინასთან თამაშის შეფასებისგან თავს შევიკავებ, ბევრი ითქვა უკვე. ამ საიტზე იმედი მაქვს ჯურნალისტებიც კითხულობენ ჩვენს კომენტარებს, ან თუ ვინმე ამ კომენტარის წამკითხავი გადასცემდით მათ: დიდი ხანია უკვე მაინტერესებს, რატომ ქრებიან ნაკრებიდან მოულოდნელად მოქმედი რაგბისტები, თუკი ტრამვა არა აქვთ? მაგალითად შალვა სუთიაშვილი? სხვებიც არიან ასეთები. მესმის, რომ სელექცია მიდის, მაგრამ იქნებ ჯურნალისტებმაც დასვან კითხვა მწვრთნელებთან. მადლობა!
musenbezi
ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ გუნდი არ იყო ერთიანი, შარიქაძე კაპიტნად აშკარად ვერ ამართლებს, კვირიკაშვილზე კიდე რა ვთქვა...
ლადო
შალვა-ს. ნეტავ ისეთი სიტუაცია იყოს, რომ სპორტის ყველა სახეობას ქონდეს არნახული დაფინანსება. ვფიქრობ ამ კუთხით რაგბს არაფერი აქვს საწუწუნო. თუნდაც რამდელი სარაგბო სტადიონი აიგო და რამდენი ბავშვი ვარჯიშობს საძრაურის გარეშე (იხდის "ის") და ასე შემდეგ, მაგრამ ფეხბურთისკენ თუ ვინმე გაიხედავს (თუნდაც სახელმწიფო), ნუ ვიქნებით წინაამღდეგი და ნუ ვაყენებთ შეურაცყოფას, განსაკუთრებით დამწყებ ფეხბურთელებს. ამაზე გავამახვილე ყურადღება, მეტი არაფერი.
შალვა
ლადო, გეთანხმები, მაგრამ ალბათ კარგი იქნება თუ ყველა ამოიღებს და მოითხოვს, რომ ნუ გამოვარჩევთ სპორტის ერთ სახეობას, ქონდეს დაფინანსება ფეხბურთს და მივცეთ დაფინანსება რაგბსაც. არა მგონია სახელმწიფო ბიუჯეტისთვის ძალიან დამატებითი ტვირთი იყოს წელიწადში დაახლოებით 15 მილიონი ლარი, რაც ძალიან წაადგებოდა რაგბის განვითარებას.

ლელა კაკლულიამ ვის როგორ მომავალი უწინასწარმეტყველა არ ვიცი მაგრამ ფეხბურთში რომ არაფერს ვაკეთებთ ფაქტია! დაენიშნებათ ხელფასები და კიდიათ მერე ყველაფერი გულაობენ ბიჭები! ხელფასიდან დიდი დაქვითვა უნდა იყოს და მერე გაანძრევენ ერთ ადგილს! ასე თუ გაგრძელდა მეც იმ აზრისკენ ვიხრები რომ შეუწყვიტონ დაფინანსება ფეხბურთს! რამდენი სპორტის სახეობა ვერ ვითარდება უსახსრობუის გამო! მსოფლიოზე კანოეთი მეხუთზეზე რომ გავიდა არც ახლა ვარჯიშობს სახარბიელო მდგომარეობაში მაგრამ მაინც არ ნებდებნა! მშვილდოსნობა სროლა და კიდე რა ვიცი ბევრ სპორტს არ აქვს დაფინანსება მგარამ ცდილობენ და ღარაც შედეგს დებენ და ფეხბურთში შედეგი ნოლი ფეხზე თუ მოხვდებათ და ისე გავა ბურთი თუ არა თვითონ რაის გამტანები არიან :)
ლადო
ავთო-ს. არ მინდა გეწყინოს, მაგრამ შენი ეს მართლაც კარგი შეფასება რაგბთან მიმართებში, ერთი ხელის მოსმით გადაყარე წყალში ამ უაზრო პასკვილით - "წაართვით იმ უმაქნის და უნიჭო ფეხბურთელებს ფული და ჩადეთ ის რაგბში და მიიღებთ შედეგ". თუ გიფიქრია, რამდენ დამწყებ და უკვე თითქმის არენაზე გამოსულ ფეხბურთელს გაუტეხე ამით გული? გიფიქრია!! არა მგონია. გამოდის რომ ამ მართლაც უმაგრესი რაგბისტების გამო, უნდა მოვისროლოთ სანაგვეზე ისეთი ტალანტები, როგორიც თუნდაც გიორგი არაბიძე და გიორგი ჩანკვეტაძეა, რომელსაც ძალიან მაგარ მომავალს უწინაწსარმეტყველებენ სპეციალისტები!!! ან რატომ ადარებ სპორტის ამ სახეობებს ერთმანეთს. მათი შედარება მკრეხელობაა მხოლოდ და მეტი არაფერი. ფეხბურთი იყო არის და დარცება სატამაშო სპორტის უპირველეს სახეობა. ეგაა რა!!!
ავთო.
თუ გავითვალისწინებთ იმას რომ, სულ რამდენიმე წლის წინ ასეთი გუნდების 22 მეტრიანტანთან ახლოსაც ვერ მივდიოდით,ახლა კი არგენტინას მის მოედანზე 4 ლელოს ვუდებთ. ამას თუ დავუმატებთ 20- წლამდელებში, სამხრეთ აფრიკასთან და არგენტინასთან დადებულ ლელოებს, ხოლო ამ უკანასკნელის საერტოდაც დამარცხებას, შეიძლება ითქვას, რომ პროგრესი სახეზეა. მე რაგბისტი არ ვარ და რიგითი გულშემატკივრის პოზიციიდან ვმსჯელობ, მაგრამ ნუ ვიქნებით ზედმეტად კრიტიკულები,და მაქსიმალისტები დიდი გამარჯვებების დროც მოვა, მაგრამ ამას უდიდესი შრომა სწორი მიდგომა და ფინანსები ჭირდება. პ.ს. წაართვით იმ უმაქნის და უნიჭო ფეხბურთელებს ფული და ჩადეთ ის რაგბში და მიიღებთ შედეგს.
ggg
საბოლოო ჯამში წარმატებული ტურნე გამოვიდა და შედეგიც საკმაოდ ნორმალურია. უბრალოდ გულდასაწყვეტი ის არის, რომ ეპიზოდებში გვაქვს ჩავარდნები და ამ დროს ვუშვებთ ლელოს. ასეთ გუნდებს თუ ხშირად შევხვდებით დარწმუნებული ვარ, შედეგიც არ დააყოვნებს.
კოლა
ყოველთვის მინდა რაგბის ეროვნულ ნაკრებზე დადებითად ვისაუბრო, თამაშა არ მიყურებია თუმცა ველოდი უფრო დიდი ანგარიშით წაგებასაც. თუ ეს თაობა მეტი წინ ვერ მიდის რა უნდა ვქათ, ისევ მომავლის იმედათ უნდა ვიოთ.
ლევანი
ნამდვილად კარგი კომენტატორია! იმედია შემდეგშიც ის იქნება.
gega
სისწრაფე აბსოლიტურად ყველა სპორტში ჩვენი ნაკრებების აქილევსის ქუსლია, ყველგან ამ კომპონენტში გვაქვს პრობლემები
Me
რუმინეთმა ნეტა მოუმატოს ჩვენთვის უკეთესია მე ფიჯი მაწუხებს მაგრად წინ წავიდნენ უკვე. ისე ბრაზილიასთან კაი თამაშისთვის რუმინეთის შექება ცოტა სირცხვილია.
gio-ს
რუმინეთმა ძალიან მოუმატა, მაგრამ ბრაზილია ჯერ ვერ არის იმ დონეზე რომ ძალისმიერ გუნდებს ტოლ-სწორად ეთამაშოს, გახსნილ თამაშში გაცილებით უკეთ თამაშობენ.
giglia
მინდა დიდი მადლობა მოვუხადო ჩვენს ბიჭებს! ღირსეულად იბრძოლეს, არ გატყდნენ და არ მისცეს არგენტილებს იმის საშუალება სასაცილოდ ავეგდეთ. პირიქით, როგორია შენი გულშემატკივრის თვალწინ რო რეგულარულად გჩაგრავენ შერკინებაში?! რაგბი ხო მარტო ანგარიში არ არის... იმ პირველი ლელოს ყურება კი არ მწყინდება. დიდებული იყო და ღმერთმა ქნას ხასიათში გადაგვივიდეს ეგეთების კეთება:)
ირაკლი
რა კომენტატორი არ მოგეწონათ, რაგბს პირველად უყურეთ? :დ ნიაზაზე მაგარი რაგბის კომენატორი რომელია :))))
Me
რაც შეეხება სიმულიანტობას ფეხბურთთან შედარებას, არგენტინა რა შუაშია იტალია არ სიმულიანტობს ან ნებისმიერი სხვა თუნდაც რამოსმა ფინალში რა კორდებალეტი დადგა. მეორე არგენტინელი, რომ დაიმტვრა მერე ავთამაშდით და მეორე გუნდი რო იყოს პასუხად გეტყვით, რომ რაგბში მესამოცე წუთიდან ცვლილებები მიდის და მეორე და მეშვიდე არაფერ სუაშია, ღუ გესმის რაგბი უნდა იცოდე, რომ ნამდვილ თამაშს უმაღლესი კლასის გუნდები ზუსტად მესამოცეზე იწყებენ და ფეხბურთივით არ არი შეიძლება სკამზე უკეთესი გეჯდეს მაგ დროისთვის დასვენებული, რომ შეიყვანო დაღლილების წინააღმდეგ. მეკოზე შეფასებას ვეთანხმები და მთელი წელია ვამბობ კარგით რა ნუ გადაგვაყოლეთ ცენტურიინ-მექულეობანას, რომ გავიდა მაშინ ავთამაშდით.
პაატა
მადლობა ბიჭებს ბრძოლისთვის! ვეთანხმები კახას, კრიტიკა არ ნიშნავს მტრობას და არ არის საჭირო ამის გამო ურთიერთლანგვაზე გადასვლა! მე მაინც ისეთი შტაბეჭდილება მრჩება რომ მომენტებში ძლიერი წნეხის ქვეშ ჩვენი გუნდი საკმაოდ უსუსურად გამოიყურებოდა...მეკოზე დავწერე და კიდევე ერთხელ დავწერ, მართლა დროა სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთოს თამაშში. ტაქტიკურად უკეთ შეგვეძლო თამაში და ჩვენი ძლიერი მხარე მეტად გამოგვეყენებინა, მაგრამ დერეფანში პრობლემებმა ამის საშუალება არ მოგვცა. რა ვქნა მაინც უნდა დავწერო, ჰეიგს დიდი მადლობა ყველაფრისთვის მაგრამ უფრო მცოდნე და გამოცდილი მწვრთნელია უკვე საჭირო! ვიცი დაიწერება ხელფასზე, დაფასებაზე და ა.შ. მაგრამ რეალობას თუ არ გაითვალისწინებს ფედერაცია ნაკრების განვითარება შეფერხდება. ძალიან გამიხარდება თუ ვცდები და მელიტონი დადებს შედეგს (ვაფასებ მსოფლიოზე მაგარი შედეგი დადო!)!
Kaxa qartveli.7
Komentatori mec ar momewona zalian stranni xma ak, da ragac sisuleleebs laparakobs.
კახა
არ შეიძლება ასე დაბრმავება კი ბატონო ჩვენი საამაყო ხალხია მორაგბეები მაგრამ მხოლოდ მაშინ შევძელით წინააღმდეგობის გაწევა როცა არგენტინელები მეორე შემადგენლობით იყვნენ მოედანზე(პირველ ტაიმში ჩვენი ამწიოკებელი რომ არ დამტვრეულიყო კიდე უარესი შედეგი გვექნებოდა) კრიტიკა მტრობას არ ნიშნავს ფედერაციამ უნდა გამოიფხიკოს ყურები ახალი მწვრთნელია საჭირო და არ უნდა დაელოდონ დამადლებულ თამაშებს სხვა გზებიც უნდა ეცადონ არაა აუცილებელი მანდამაინც ნაკრებებს ვეთამაშოთ მოიწვიონ ძლიერი კლუბები და მათთანაც შეიძლება კლასის ამაღლება სწორი მენეჯმენტი და ცოტა თანხების მოძიებაა საჭირო და ერთი ადგილის განძრევა და ფიჯიმ შოტლანდიას მოუგო რაგბის მაგარო მცოდნეებო???
xvistani
მოკლედ დავდებ გარჩვეას და ამასაც თუ არ გამოაქვეყნებთ არ ვიცი: ჩემი აზრით კარგია იყო: 1) რაქში თამაში. ამ კომპონენტში პროგრესი აშკარააა. 2) სასიამოვნოდ გამაოცა იმან, რომ ბურთი მხოლოდ ერთხელ დაგვივარდა წინ და ერთხელაც ბრძOლაში. ეს ნამდვილად დიდი მიღწევაა. 3) შერკინება როგორც ყოველთვის არის არანორმალურად მაგარი. დავანახეთ ყველას რომ მართლაც მსოფლიოში დიდ სამეულში შევდივართ ამ კომპონენტში. 4) ძალიან კარგი იყო სკამი. ჩვენმა სათადარიგოებმა აშკარად დაჩაგრეს არგენტინელი სათადარიგოები. ახლა რაც შეეხება უარყოფით მხარეებს. 1) აუტი. კოშმარი იყო. 2) თამაშის ორგანიზება. არგენტინელების ლელოები იმას არ მოჰყოლია რომ ბიჭებმა ბოჭვები არ იციან ან ძალა არ შესწევთ, უბრალოდ გვიჩირს მეტოქის ჩანაფიქრის მიხვედრა წამის მეასედში. თითქოს ვაგვიანებთ. ეს არა მხოლოდ ფიზიკური სისწრაფის ხარჯზე ხდება. დროულად გადაწყობას და სივრცეების ამოვსებას ვგუილისხმობ. 3) მაპატიეთ მარა არ შემიძლია არ ვტქვა: მეკომ სკამზე უნდა გადაინაცვლოს. მესმის რომ სარაგბო თემი მას მხარში უდგას მაგრამ მას ჯერ კიდევ უდიდესი სარგებლობის მოტანა შეუძLია გუნდისათვის ტავისი გამოცდილებითა და კლასით მარა სკამიდან. ჩემი აზრი ასეთია. დასკვნა: თამაში უნდა შეფასდეს ორმაგი განცდით. წაგებულ თამაშს ვერ უწოდებ ვერანაირად მაგარს, მაგრამ უკვე კარგია რომ ბობოლასთან გასვლაზე ორმაგი განცდა გვაქვს და არა ისეთი მაგალითად როგორიც სქოთებთან თამაშის მერე დამრჩა. მადლობა და გამოაქვეყნეთ :(
გიორგი
ერთი კარგი მორბენალი რა გახდა ჩვენი გუნდისთვის? 3-ჯერ ჩარბენით დადებული ლელოდან ორს ნორმალური მორბენალი შეაჩერებდა. 2 ლელო გარდასახვებით 14 ქულაა. მძლეოსნობის გარეშე ვერ გავხდებით ზე რაგბის ქვეყანა, რით ვერ გაიგეს?! ბიჭები ბდღვნიან შერკინებაში და მათი შრომა წყალში იყრება. მოაშორეთ ეს ნაგავი სპორტის უცოდინრები სამინისტროდან და ფედერაციებიდან, აი მერე ვნახოთ შედეგები!!!
dato
პროგრესი აშკარაა 4 ლელო 15 არგენტინელისა და მე16 მოთამაშის მსაჯის წინააღმდეგ ცუდი არ არის, შერკინებაში ჩავხადეთ, დაცვაში იყო უხეში შეცდომები.. მაგრამ თამაში კარგი იყო... ბრწყინვალედ მიყავს ნიაზ მამრიკიშვილს რეპორტაჟები... და რატომ გაკლებენ ქართველ ტელემაყურებელ ამ სიამოვნებას. ნიაზისა და ზაალის მაგივრად ვიღაც უვიცი კომენტატორები რომ გამოყავთ
roony
ისე რა სტრანნი სპორტია,აგებ და კმაყოფილებისგან ვერ იძინებ
niaz mamrikishvils
ნიაზ ნუ კბენ ფეხბურთს,სიმულაცია სამხრეთელების მოგონილია თორემ ინგლისსა და ნორვეგიაში უსტვენენ სიმულანტებს.რაგბის რომ რონალდუს და ნეიმარის ქვეყნები კარგად თამაშობდნენ და ეს მაყუთი ტრიალებდეს,კოტრიალი მერე გენახა,თორემ სამოცდაათიანების ფეხბურთი ძალიანაც ვაჟკაცური იყო.ახლა მოგიძლიერდა რაგბში არგენტინა და აღმოაჩინე რომ თურმე ფეხბურთიდან შემოაქვთ სიმულაცია,არადა კაპასი ქალივით ტვინდახშულს მინდა მიგახვედრო რომ ეგ არგენტინული თვისებაა და არა საკუთრივ რომელიმე სპორტის მახასიათებელი.ეფენბერგის და ლინეკერის კოტეიალი არ მახსენდებარაღAც
dato
პროგრესი აშკარაა 4 ლელო 15 არგენტინელისა და მე16 მოთამაშის მსაჯის წინააღმდეგ ცუდი არ არის, შერკინებაში ჩავხადეთ, დაცვაში იყო უხეში შეცდომები.. მაგრამ თამაში კარგი იყო... ბრწყინვალედ მიყავს ნიაზ მამრიკიშვილს რეპორტაჟები... და რატომ გაკლებენ ქართველ ტელემაყურებელ ამ სიამოვნებას. ნიაზისა და ზაალის მაგივრად ვიღაც უვიცი კომენტატორები რომ გამოყავთ
xvistani
ადმინისტრაცია.. გთხოვთ გადახედოთ და გამოაქვეყნოთ ჩემი კომენარი წინა სატატიაზე (რაგბის). არაფერი უცენზურო არ დამიწერია. თამაშის გარჩევა დავდე და დავიღალე უკვე რა რის რა
mvx
ისეთი შთაბეჭდილება მრჩება მოწინავე გუნდებთან შეხვედრებში, თითქოს ჩვენები თავიდანვე შეგუებულები არიან მარცხს. სანამ ,,ამოიქოქებიან " და გააცნობიერებენ, რომ თამაში მოგებაზეც შეიძლება, მოწინააღმდეგე დასეირნობს ჩვენს ჩათვლის მოედანში. მესამე ტაიმი, რომ ყოფილიყო ჩვენები აუცილებლივ დაამარცხებდნენ არგენტინას. ალბათ, სულ ცოტაც და ეს დღეც დადგება
gio
ბრაზილია რაგბიში ვერ ქაჩავს? თუ რუმინეთი გაძლიერდა?
"ბორჯღალოსნები" | ირლანდიასთან პიარდი, სამხრეთ აფრიკასთან ქარლი
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ბორჯღალოსნები | ექვსი ერის 24-გზის გამარჯვებული თბილისში - ირლანდიასთან 5 ივლისს „მიხეილ მესხზე“
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
სასამართლომ მერაბ კვირიკაშვილი უდანაშაულოდ ცნო
მიხაილ შუმახერი კომიდან 2014 წელს გამოვიდა - 11 სექტემბრის დაიჯესტი
თედო აბჟანდაძე "ბორჯღალოსნების" პროგრესზე, ნინიაშვილის წარმატების ფაქტორებსა და საკლუბო სირთულეებზე
ავარიისას დაღუპულის მამა - მერაბ კვირიკაშვილს თუ ასე უნამუსოდ, თავხედურად გაამართლებდნენ, არ მეგონა
მილტონ ჰეიგი: ჩვენს ქვეყანას სიამაყის საბაბი მივეცით
შალვა მამუკაშვილი: მოედანზე ყველა თამაშში მხოლოდ მოსაგებად გავდივართ!
მილტონ ჰეიგი: ავსტრალიური მედიის დამოკიდებულება აგდებული და უპატივცემულო იყო
რაგბი ევროპა - ლაშა ხმალაძე და გიორგი ჭყოიძე "ფინალისთვის" მზადებაზე
კანადა VS საქართველო - "ბორჯღალოსნები" ამერიკულ ტურნეს იწყებენ
ლაშა ხმალაძე: რეკორდსმენი "ალაფიდან" დაწინაურებულ მორაგბეებს შორის
მამუკა გორგოძე სტეფანწმინდის "ყაზბეგს" ეწვია და მორაგბეებს საკუთარი გამოცდილება გაუზიარა
მაისაშვილი: შედეგით და თამაშით უკმაყოფილო ვარ, ბევრი შანსი გავანიავეთ და შედეგიც ლოგიკური დადგა
შალვა მამუკაშვილი: "ბაიონას" შემადგენლობაში არაერთი ვარსკვლავური სახელი და გვარია
"არ ვითხოვთ ფულს, ვითხოვთ შესაძლებლობას" - ლევან მაისაშვილი
ეს მხოლოდ სპორტული დაპირისპირება არაა - "ბორჯღალოსნები" რუსეთთან მატჩისთვის ემზადებიან
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარედ აირჩიეს
მამუკაშვილს დებიუტი "ბრისტოლთან" ექნება
"მიმიფურთხებია ყველა იმ ადამიანისთვის, ვინც ჩემი 20 წელიწადი 2 დღეში გაყიდა და იფიქრა, რომ მე სამშობლო რუსეთში გავცვალე" - დავით კაჭარავა
2 ცვლილება ხაზში - "ბორჯღალოსნების" 23-კაციანი რაზმი უელსთან მატჩისთვის ცნობილია
რაგბი ევროპა - "ბორჯღალოსნები" გულშემატკივრის მოლოდინში
დავით კაჭარავა რაგბის კავშირის გამგეობაში აირჩიეს
შალვა მამუკაშვილი: სამხრეთ ამერიკაში მაღალი დონის თამაშები გველის
საქართველო-იტალია ბათუმში შედგება
კანადა-საქართველო 0:13 - ქარში, წვიმასა და ავდარში [VIDEO+PHOTO]
ლაშა ხმალაძე: მომავალ მსოფლიო თასს უფრო გამოცდილი გუნდით ვხვდებით
ავარიისას გარდაცვლილის მამა: მეც გამიჩნდა მერაბ კვირიკაშვილის მიმართ სიბრალულის განცდა, მაგრამ დანაშაული უნდა ეღიარებინა
როვიგო VS ბათუმი - დებიუტი "კონტინენტურ ფარზე"
lerugbynistere: თამაზ მჭედლიძე "რუონში" ითამაშებს; ალბათ, სოსო მათიაშვილიც
Rugby World: 10 რამ, რაც შალვა მამუკაშვილის შესახებ უნდა იცოდეთ
"რუსეთისა და ყველა ამათნაირი მოძალადის დდ*** ყველგან და ყოველთვის" - სოსო მათიაშვილი [PHOTO]
"ბორჯღალოსნების" შემადგენლობა ნოემბრის ტესტ-მატჩებისთვის
რა უნდა ვისწავლოთ მსოფლიო თასიდან - World Rugby "ბორჯღალოსნებზე" სტატიას აქვეყნებს
მორაგბე გიორგი ლომინაძე - სულ ერთად ვართ და მერაბ კვირიკაშვილს ჩქარა არასდროს უვლია
მოედნები კახეთში და პარტნიორი დედოფლისწყაროში
აშშ-სთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო შემადგენლობა ცნობილია
ჯორჯიის შტატი მსოფლიო თასზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრებს უქომაგებს - ოფიციალური განცხადება
"როგორც ჩანს, რაღაც მომენტში ჰეიგი საკუთარი წარმატების ტყვე გახდა და მოსალოდნელი მარცხის შიშით პრაგმატული თამაში დაგეგმა"
საქართველო - იტალიის სარაგბო მატჩის არბიტრი ცნობილია
საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტად დავით კაჭარავა დანიშნეს
"ბორჯღალოსნების" ავსტრალიასთან მატჩისწინა პრესკონფერენცია - იოლი თამაში არც ერთისთვის არ იქნება
Ultimaterugby-მ სოსო მათიაშვილი კვირის სიმბოლურში შეიყვანა
აშშ VS საქართველო - გამოცდა "არწივებთან"
მილტონ ჰეიგმა კანადასთან მატჩისთვის "ბორჯღალოსნების" შემადგენლობა დაასახელა
მორაგბე მერაბ კვირიკაშვილის საქმეზე განაჩენი გამოცხადდება
ხაბი ალონსოს პატიმრობა ელის - 10 ოქტომბრის დაიჯესტი
მილტონ ჰეიგი: ჯერ კიდევ გვახსოვს მარტში, რუმინეთთან წაგებული მატჩი
"All Blacks"-ის ვარსკვლავი მილტონ ჰეიგთან ითამაშებს
"რუსეთშიც ვთამაშობდი და ჩემი ყოფილი გუნდიც არის საქართველოში ნამყოფი" - დავით კაჭარავა რუსეთის ნაკრების შესაძლო შეკრებაზე საქართველოში კომენტარს აკეთებს