გარსიას მოხსენება - მტკიცებულებები არასაკმარისია
"ბილდის" ჟურნალისტი პეტერ როსბერგი მიიჩნევს, რომ ფიფას ეთიკის კომიტეტის საგამოძიებო ჯგუფის ექსხელმძღვანელის, მაიკლ გარსიას მოხსენება ვერ ამტკიცებს, რომ 2018 წლისა და 2022 წლების მსოფლიოს ჩემპიონატები (რუსეთსა და ყატარში) მასპინძელმა ქვეყნებმა "იყიდეს".

"ამაში განსაკუთრებული არაფერია. ძნელი იქნებოდა, გარსიას ეპოვა უშუალო მტკიცებულებები, რომ რუსებმა და არაბებმა მუნდიალები "იყიდეს". ამის ვარაუდი ძალიან გულუბრყვილო საქციელი იქნებოდა", - განაცხადა როსბერგმა, რომელმაც თქვა, რომ ბილდი "გარსიას მოხსენებას" ნაწილ-ნაწილ გამოაქვეყნებდა, თუმცა გუშინ ფიფამ გადაწყვიტა, თავადვე გამოექვეყნებინა ეს დოკუმენტები, რომლებიც ოფიციალურ საიტზე განათავსა. მაგალითად, რუსეთთან მიმართებაში მოხსენება 39-გვერდიანი ტექსტია.

"მთავარი დამსახურება გარსიას მუშაობის ისაა, რომ ამ გამოძიებამ ხელი შეუწყო ფიფას ბევრი ჩინოსნის დისკვალიფიკაციასა და ზოგის დაკავებასაც კი. ეს ყველაფერი "გარსიას მოხსენების" რეალური დამსახურებაა", - განაცხადა როსბერგმა.

მართლაც, ამ მოხსენებაში (რომელიც ჯამში 400-გვერდიანია) ბევრი ხმაურიანი ფაქტია. მაგალითად, "გარსიას მოხსენებაში" ნათქვამია, რომ სანამ ყატარს მასპინძელ ქვეყნად აირჩევდნენ, ფიფას ერთ-ერთი ჩინოსნის 10 წლის შვილის ანგარიშზე 2 მილიონი დოლარი გადაირიცხა. ფიფას სამი ჩინოსანი კი რიო დე ჟანეიროში ხმის მიცემამდე ერთი დღით ადრე კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა, რომელიც ყატარის ფეხბურთის ფედერაციის საკუთრებაა.

შეგახსენებთ, რომ რუსეთმა და ყატარმა მსოფლიოს ჩემპიონატის მასპინძლობის უფლება ერთდროულად, 2010 წლის დეკემბერში მოიპოვეს. მას მერე, რაც ფიფამ ჩათვალა, რომ ამ მოხსენების საფუძველზე არ მტკიცდებოდა ჩემპიონატის მასპინძლობის გაყიდვის ფაქტი, მაიკლ გარსიამ პროტესტის ნიშნად დატოვა თანამდებობდა. ეს 2014 წლის დეკემბერში მოხდა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sos
მითხარით ერთი რომელი მუნდიალი არ გაყიდულა?
"ბედნიერი ვარ, რომ ისინი ჩვენს ქვეყანაში აღარ დაბრუნდებიან" - აშშ-ის შიდა უსაფრთხოების მდივანი ირანის გავარდნამ სიმღერისა და ცეკვის ხასიათზე დააყენა
მუნდიალიდან გავარდნის შემდეგ: კუმანი გადადგა, თურქეთმა მონტელა არ გაუშვა
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
იამალმა ალვარესს "ბარსელონაში" გადასვლა ურჩია და მის ტრანსფერს მიესალმება
ნიდერლანდების ნაკრებს "ლივერპულიდან" დათხოვნილ სლოტს ჩააბარებენ
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
ოფიციალურად - რამუში პსჟ-დან "მილანში" გადავიდა
ოფიციალურად: ლებრონ ჯეიმსმა "ლოს ანჯელეს ლეიკერსი" დატოვა
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
[PHOTO] სამი ვარიანტი - როგორი იქნება პსჟ-ის შემადგენლობა დიომანდეს მისვლის შემდგომ და სად დადგება კვარაცხელია
მანუელ ნოიერმა კარბახალის ანტი-რეკორდი გაიმეორა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
"ეს გადაწყვეტილება უბრალოდ სასაცილო იყო" - ნაგელსმანმა მუნდიალიდან გერმანიის გამოვარდნის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა
[VIDEO] მუნდიალის ყველაზე ემოციური მომენტი და ბონოს სასწაული პენალტებში - მაროკომ ნიდერლანდები დაამარცხა
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
"ეს ყველაფერი როგორ გავიგო?" - გვარდიოლა აღშფოთებულია
ᓨᓐᓕᓘ ᓦᓠᓣᓑᓚᓔᓑᓘ ᓛᓘᓨᓔᓚ ᓞᓚᓐᓢᓘᓜᓘᓡ ᓗᕐᓕᓖᓔ
უეფას გამარჯვება და პერესის კაპიტულაცია - სუპერლიგა ოფიციალურად დაიხურა
მიშელ პლატინი 2018 და 2022 წლების მუნდიალების მასპინძლობაზე ხელმეორე არჩევნებს არ გამორიცხავს
"ფეხბურთი საუდის არაბეთთან დავთმეთ" - ბლატერი ფიფას აკრიტიკებს
გარიცხეთ რუსეთი და მოკვეთეთ ირანი - უკრაინელები უეფასა და ფიფას მიმართავენ
კიდევ უფრო მკაცრი წესები რასიზმის წინააღმდეგ - ინფანტინოს ინიციატივა
აშშ დაეხმარა. ისრაელს არ მოკვეთენ - რუსეთი დაბრუნებას ითხოვს