ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე

18-წლამდე 7-კაცა - დიდი უპირატესობით ჯგუფურ ეტაპზე

საქართველოს 18-წლამდელთა 7-კაცა ნაკრებმა, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მიმდინარე რაგბი ევროპის ალაფა 2-ის ჯგუფურ ეტაპზე, სამივე თამაში დამაჯერებლად მოიგო და ხვალ თასის ნახევარფინალში ითამაშებს.

პირველ შეხვედრაში, რომელიც ავსტრიასთან გვქონდა, ბიჭები ღელავდნენ და ეს თამაშსაც დაეტყო. ნერვიულობა გასაკვირი არაა, რადგან ამ ბიჭებისთვის ეს პირველი საერთაშორისო ტურნირია. მათ პირველად მოირგეს ბორჯღალოსნების კვართი და პირველად ითამაშეს საქართველოს სახელით.

სწორედ ამიტომ, ტურნირის პირველი ლელო მხოლოდ მე-6 წუთზე გავიტანეთ, როდესაც დაჩი ზანგურაშვილი ფეხით შეცურებულ ბურთს მიყვა და ის ლელოში დაამიწა. მეორე ტაიმი უფრო თამამად დავიწყეთ, დაჩი ოყროშიძე ორ მცველს შორის შევიდა, ნიკოლოზ მუმლაძეს ოფლოუდი გაუხერხა და მისი ლელო ზანგურაშვილმა გარდასახა. ავსტრიამ ერთი ლელოთი გვიპასუხა, თუმცა მატჩის მიწურულს მათე ბებიამ ხაზი ჩვენს ნახევარზე გაჭრა, მის ლელოს ზუსტი გარდასახვა მოყვა და საბოლოო შედეგი დაფიქსირდა - 19:5.

მასპინძელ უნგრეთთან დიმიტრი კიკნაძის ბიჭები უკვე თავისუფლად აბურთავდნენ და ნაირ-ნაირი ლელოები (11) გაიტანეს. პირველ ტაიმში ერთი ლელო ლუკა გორგოძემ, ორ-ორი კი დაჩი ზანგურაშვილმა და მათე ბებიამ მიითვალეს - 31:0. შესვენების შემდეგ თავი დაჩი ოყროშიძემ, ბებიამ, ხოლო იოანე სებისკვერაძემ და კახაბერ ზურაბაშვილმა ორ-ორჯერ გამოიჩინეს - 71:0.

ჯგუფური ეტაპის დასკვნით მატჩში ესტონეთს 8 ლელო ვაკმარეთ. პირველ ტაიმში ლელოები ნიკოლოზ მუმლაძემ, დაჩი ოყროშიძემ, საბა მიქელაძემ და გიორგი ჯანხოთელმა გაიტანეს. შესვენების შემდეგ მიზანს იოანე სებისკვერაძემ, ლუკა გორგოძემ, მიქელაძემ და ჯანხოთელმა უწიეს - 52:0.

ხვალ ჩვენს 18-წლამდელებს კიდევ ორი თამაში ელით. ნახევარფინალში ისინი ბულგარეთს საქართველოს დროით 14:18 საათზე შეხვდებიან და გამარჯვების შემთხვევაში ფინალში ბოსნია-ჰერცოგოვინასა და ავსტრიას შორის გამარჯვებულს შეერკინებიან. ტურნირის გამარჯვებული გაისად რაგბი ევროპის ალაფა1-ში აღზევდება.

18-წლამდელთა 7-კაცა რაგბი ევროპის ალაფაზე

დაჩი ზანგურაშვილი (ყოჩები, კაპ.), სანდრო გოგუაძე (ყოჩები), ლუკა აბრამიძე (რაშები, ვიცე კაპ.), დაჩი ოყროშიძე (რაშები), ნიკოლოზ მუმლაძე (ლელო), ლუკა ჯიქიძე (ლელო), დავით კვირიკაშვილი (ლელო), გიორგი ჯანხოთელი (ლელო), ლუკა გორგოძე (ხვამლი), იო სებისკვერაძე (არმია), კახა ზურაბაშვილი (არმია), მათე ბებია (აია), საბა მიქელაძე (ჩაქვი).

მთავარი მწვრთნელი: დიმიტრი კიკნაძე

მწვრთნელი: ლუკა ხეხელაშვილი

ფიზიო: მირიან ჯაფიაშვილი

მენეჯერი: გიორგი ტყეშელიაძე

Rugby.ge

ავსტრიას,განმეორებით მატჩში,ალბათ ფინალში,31-0 მოვუგეთ.აი ბულგარეთთან ნახევარფინალს კი,ჯერ ვერ მივაგენი.ამ ლიგისათვის ნამეტანი ძლიერები არიან ჩვენი ბიჭები.6 კაცითაც სჯობნიდნენ ავსტრიელებს და ერთ ლელოზე,ფეხბურთიც კი წაუთამაშეს.ვულოცავ ამ გამარჯვებას და სამომავლო წარმატებებს ვუსურვებ.

"შავი ლომი" | განახლებული შემადგენლობით ახალი სეზონისთვის

ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე

შავი ლომი | სექტემბერში პრემიერშიფის ჩემპიონთან

"ლანსთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია

გოგონათა 19-წლამდე ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

ნუთუ ფლიკის გემოვნებაში ჯდება? - "ბარსელონა" ნკუნკუს შეძენის შესაძლებლობას სწავლობს

პსჟ-მ "აიაქსის" ბელგიელი გარემარბი 55 მილიონად შეიძინა

"რაიო ვალეკანოში" წიტაიშვილის დებიუტი გადაიდო - მისმა გუნდმა "სევილიასთან" წააგო

VIDEO | ეროვნული ლიგა | ტორპედო 4-3 იბერია 1999. შეწყვეტილი სერია ქუთაისურ "თრილერში", მაგრამ გოშაძის თითები რომ არა...

ლა ლიგაში საზონოვის დებიუტი შედგა - "ხეტაფე" "ალავესთან" დამარცხდა

ჩაკვეტაძის და გოგლიჩიძის გარეშე - "უდინეზე" თასის 1/16-ფინალში გავიდა

საქართველოს 16-წლამდელთა ნაკრები B დივიზიონში დაქვეითდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დინამო (თბ) 0-3 რუსთავი. საჩემპიონო თამაში, საჩემპიონო ამბიცია...

"ლივერპულს" პსჟ-ს ორი შემტევის დამატება 200+ მილიონი დაუჯდება

აგენტების გამო პსჟ იაპონელ მეკარეს აღარ შეიძენს

U18. საქართველოს ნაკრებმა ირლანდია დაამარცხა

ლუის ენრიკე სუპერთასზე შემადგენლობის შესარჩევად მეუღლეს დაეკითხება

ზივზივაძის "ჰაიდენჰაიმი" "ჰერტასთან" დიდი ანგარიშით დამარცხდა

რევაზ ჩიკოიძე ევროპის ოთხგზის ჩემპიონია

[VIDEO] შინაურის დანდობა არ იციან - პსჟ-ს ვარჯიშზე ახალწვეულებს ასე შეხვდნენ

"ყველაფერი ჩემ გარშემო აღარ ტრიალებს " - ნოვაჯ ჯოკოვიჩი

ხვიჩასა და პსჟ-ის მორიგი სუპერთასის დღე!

რასელ უესტბრუკმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა

18-წლამდე 7-კაცა ალაფა 1-ში აღზევდა