კონფედერაციათა თასი 2017. 1/2-ფინალის წინ

დღეს კონფედერაციათა თასის მეორე ფინალისტიც გაირკვევა - მსოფლიოს ჩემპიონი გერმანია მექსიკის ნაკრებს შეხვდება, რომელმაც ჯგუფში მასპინძელი რუსეთის ნაკრები ჩატოვა.

ყველამ კარგად იცის, რომ იოახიმ ლიოვმა ბევრი თავისი დიდი ვარსკვლავი სამშობლოში დატოვა და რუსეთში ექსპერიმენტული შემადგენლობით ასპარეზობს. ამის მიუხედავად, ბუნდესგუნდი ერთ ნაბიჯზეა ფინალთან და მექსიკასთან ნახევარფინალშიც ფავორიტად მიიჩნევა. ახალი ვარსკვლავები ნელ-ნელა იკიდებენ ფეხს გერმანიის ნაკრებში. კაპიტანმა იულიან დრაქსლერმა დაამტკიცა, რომ საჭირო კაცია გუნდში, ხოლო ასევე ახალგაზრდებმა, ტიმო ვერნერმა და ლარს შტინდლმა 2-2 გოლი გაიტანეს ამ ტურნირზე.

გერმანია ფავორიტია, მაგრამ "ელ ტრი" მუდამ შეკრული და მებრძოლი გუნდია, როცა გადამწყვეტ ტურნირებში გამოდის. ჯგუფში მექსიკამ 7 ქულა მოიპოვა, რუსეთი ჩამოიტოვა და პირველზე მხოლოდ პორტუგალია გაუშვა (ბურთების უკეთესი შეფარდებით). სხვათა შორის, გერმანელებს ჯერ ერთხელაც არ დაუსრულებიათ მატჩი მშრალი ანგარიშით. მექსიკამ ტურნირზე 6 გოლი გაიტანა, ექვსივე სხვადასხვა ფეხბურთელის ანგარიშზეა. მოკლედ, მექსიკა ინდივიდუალურზე მეტად გუნდური თამაშითაა ძლიერი ამ ტურნირზე.

მექსიკისა და გერმანიის ნაკრებს აქამდე ათჯერ უთამაშიათ, ბოლო დაპირისპირება კი 12 წლის წინანდელია, ამავე ტურნირზე. იმ შეხვედრაში ძირითადი დრო 3:3 დასრულდა, ხოლო მიხაელ ბალაკის გოლმა დამატებით დროში გერმანიას კონფედერაციათა თასის ბრინჯაო მოუტანა.

ლიოვი ხშირად მიმართავდა თავისი ახალგაზრდული შემადგენლობის როტაციას. ასე რომ, შემადგენლობის გამოცნობა ძნელია. ტიმო ვერნერი იმედოვნებს, რომ სასტარტოში ადგილს ბოლო მატჩში დუბლის წყალობით შეინარჩუნებს. დაცვის ცენტრს დაუბრუნდება შკოდრან მუსტაფი.

ხავიერ ერნანდესი ინდივიდუალურად ემზადებოდა მცირე ტრავმის გამო, მაგრამ დიდი ალბათობით, ჩიჩარიტო თამაშს შეძლებს. ანდრეს გუარდადო დისკვალიფიცირებულია, დიეგო რეიესი კი - ტრავმირებული.

ხუან კარლოს ოსორიო (მექსიკა): "გერმანიის ნაკრები არის ახალგაზრდული გუნდი? მოდი, ვნახოთ - მათი ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელი ჰენრიხსია, ის 20 წლისაა. უმეტესობა კი 23-25 წლისაა. მათ უკვე 100 და მეტი თამაში აქვთ უმაღლეს დონეზე გამართული. უთამაშიათ ნაკრებში. როგორ შეიძლება მუდამ მათ ახალგაზრდულ და გამოუცდელ გუნდზე ლაპარაკი? გერმანიის ნაკრებში არის დრაქსლერი, რომელსაც დებიუტი მაღალ დონეზე უკვე 16 წლის ასაკში ჰქონდა, ის უკვე გამოცდილი ფეხბურთელია. ეს უბრალოდ საოცარია. ჩვენ გვინდა ასეთი გუნდებისგან ვისწავლოთ, გერმანიის ნაკრები შემთხვევით არ გამხდარა მსოფლიოს ჩემპიონი".

იოახიმ ლიოვი (გერმანია): "ჩვენი მეტოქე ძალზე ძლიერია. არ გველის იოლი დაპირისპირება. ეს უკვე აღარ არის კამერუნისა და ავსტრალიის კალიბრის გუნდი. მექსიკას შეუძლია იამაყოს თავისი ეროვნული ნაკრებით. მაგრამ ჩვენს ფეხბურთელებსაც უკეთ თამაში სურთ. შეიცვლება ტაქტიკა წინა მატჩებთან შედარებით და, ალბათ, შემადგენლობაც.

ჩვენთვის კონფედერაციათა თასი მნიშვნელოვანი ტურნირია. მე მინდოდა, რუსეთში მოგებებზე დამშეული გერმანია მენახა და ასეც არის. გუშინ ერთად ვუყურეთ, როგორ გავიდა ჩვენი ახალგაზრდული ნაკრები ფინალში და გავიხარეთ, ხვალ კი ჩვენი ჯერია".

ხუთშაბათი. 29 ივნისი

გერმანია-მექსიკა 22:00

სავარაუდო შემადგენლობები

გერმანია (3-4-2-1): ტერ შტეგენი - გინტერი, მუსტაფი, რიუდიგერი - კიმიხი, გორეტცკა, ჯანი, ჰექტორი - შტინდლი, დრაქსლერი - ვერნერი

მექსიკა (4-3-3): ოჩოა - ლაიუნი, არაუხო, მორენო, ალანისი - ჯონათან დოს სანტოსი, ე. ერერა, რეიესი - ხიმენესი, ხ. ერნანდესი, ველა

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
მოსტოვოი: პსჟ-მ ბატრაკოვს ხელი დაუქნია - რუსეთში შეუძლია მეტი გამოიმუშაოს
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
საქართველოს ნაკრებმა რიგაში ივარჯიშა - გუნდს მამუკელაშვილი ვერ დაეხმარება
პსჟ ბარკოლას 116 მილიონზე ნაკლებად არ გაყიდის
"ყოველთვის იქნება ჩემი ისტორიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი" - საბა ხარებაშვილი თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ლუკას კიდევ 1 წლით ვნახავთ? - მოდრიჩი შესაძლოა, "მილანში" დარჩეს
ოფიციალურად: მარესკა "სიტის" ახალი მთავარი მწვრთნელია
გადაწყდა - "ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ალეგრი იქნება
არ გაუშვებენ და ახალ კონტრაქტსაც შესთავაზებენ - პულიშიჩი "მილანში" დარჩება
"ეს გოლი გასაუქმებელი, რომ ყოფილიყო, მაშინ "არსენალი" პრემიერ ლიგას ვერ მოიგებდა!" - კლოპი მსაჯობით უკმაყოფილოა
ოფიციალურად: ლევანდოვსკი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
"ტორპედომ" ფრანგ შემტევს კონტრაქტი გაუფორმა
ქვილითაიამ კონტრაქტი გერმანულ კლუბთან გააფორმა
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
კაბო-ვერდეს კაპიტანი სექსუალური მანიაკია? - დაზარალებულის მტკიცებით, ის მას ახრჩობდა, კბენდა და გააუპატიურა
მოსტოვოი: პსჟ-მ ბატრაკოვს ხელი დაუქნია - რუსეთში შეუძლია მეტი გამოიმუშაოს
მნიშვნელოვნად შეცვლილი შეტევითი ხაზი - მომდევნო სეზონისთვის პსჟ-ში დიდი ცვლილებებია
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
უარი "ლივერპულს" - მუნდიალის ერთ-ერთმა აღმოჩენამ პსჟ აირჩია
როგორ ჰყვარებია ფული - სპერციანის ახალი კლუბი ცნობილია
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
ჩინებულმა არგენტინამ ჯგუფი მოიგო - დამარცხებული პოლონეთიც პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]
შეცვლაზე შესულმა უნდავმა კოტ-დ'ივუართან თამაში შემოატრიალა და გერმანიას გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] კურასაოს ისტორიული გოლი ნოიერის კარში - გერმანიამ შვიდით უპასუხა
კონფედერაციათა თასი 2017. შეჯამება: ეს იყო პეტერბურგში...
სამი კანდიდატი - "ბაიერნში" ტუხელის შესაძლო შემცვლელები ცნობილია
კაპაძემ უზბეკეთი მუნდიალზე გაიყვანა და მაინც უშვებენ? - ადგილობრივ ფედერაციას ამ ცნობილი მწვრთნელის მიწვევა სურს
კონფედერაციათა თასი 2017: გერმანია ფინალში ჩილეს დაუპირისპირდება
გერმანია-მექსიკა 4:1 - მუნდიალის ჩემპიონი მუნდიალის რეპეტიციის ფინალშია [VIDEO]
პრობლემები და უპირატესობები პლეი-ოფში - შესაძლო მეოთხედფინალები
[VIDEO] ვაი პარაგვაისგან - გერმანია მსოფლიო ჩემპიონატს დაემშვიდობა!
"მისთვის უკეთესია ილოცოს, რომ არსად გადამეყაროს" - ცნობილი მოკრივე მესის ემუქრება
ჩილე-გერმანია 0:1 - ტერ შტეგენის ფინალი [VIDEO]
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
ლიოვი მსოფლიო ჩემპიონატზე ერთ-ერთ ნაკრებს გაწვრთნის - მოულოდნელი დაბრუნება მუნდიალამდე 2 თვით ადრე
ლიოვმა ახსნა, თუ რატომაა იმედიანად ინგლისთან მატჩის წინ
[VIDEO] მსოფლიო ჩემპიონატი სამი გაძევებით დაიწყო - მექსიკამ სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] ეკვადორმა გერმანიას მოუგო - E ჯგუფიდან 1/16-ფინალში სამი ნაკრები გავიდა
პორტუგალია - მექსიკა 1:1 (2:1. დ. დ) - პეპე რომ არა [VIDEO]
ხავი შესაძლოა გაათავისუფლონ - მის შემცვლელად 3 კანდიდატი სახელდება
[VIDEO] ორიდან ორი და კურიოზული გოლი - მექსიკამ სამხრეთ კორეაც დაამარცხა
კონფედერაციათა თასი 2017: გერმანია ჩემპიონია
ლიოვმა მიულერს დაურეკა და ნაკრებში უხმო
ეკვადორში ზეიმია - პრეზიდენტმა დასვენების დღე გამოაცხადა