"დასასრული" - გერმანიის ეროვნული გუნდის პრესსამსახურმა სოციალურ ქსელში ერთი სიტყვით მოახდინა შედეგზე რეაგირება.

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალში პარაგვაიმ, რომელმაც ჯგუფური ეტაპი მესამე ადგილით გადალახა, სენსაცია შემოგვთავაზა და გერმანია პენალტების სერიაში დაამარცხა.

პარაგვაიმ მეტოქეს თამაში ჩაუკეტა, გასაქანი არ მისცა და პირველი ტაიმის ბოლოს, ერთ-ერთი იშვიათი კონტრიერიშისას ენსისომ თავურით დალაშქრა ნოიერის კარი. შესვენების შემდეგ კიმიხის შეცდომის შედეგად ენსისოს დუბლის შესრულება შეეძლო, მაგრამ ნოიერმა არ გაატანინა. მერე კი ჰავერცმა გაათანაბრა ანგარიში. ეს კარში გერმანელთა პირველი დარტყმა იყო. ძირითად დროში მეტი გოლი არ გავიდა და ექსტრა ტაიმები დაინიშნა.

უპირატესობას უკვე გერმანელები ფლობდნენ. 102-ე წუთზე კუთხურიდან ბრაუნის ჩაწოდებულ ბურთს ტამ ხილის კარში მიუჩინა ადგილი, თუმცა ანტონის მხრიდან მეკარეზე უხეშობა დაფიქსირდა და გოლი არ ჩაითვალა. საბოლოოდ საქმე პენალტების სერიამდე მივიდა, რომელიც უკეთესად სამხრეთამერიკელებმა შეასრულეს.

პარაგვაი 4 ივლისს, 1/8-ფინალში, საფრანგეთსა და შვედეთს შორის გამარჯვებულს დაუპირისპირდება.

ფოქსბორო. „ჯილეტ სთედიუმი“

გერმანია - პარაგვაი პენ 3:4 (ძირ. და დამ. დრო 1:1)

გოლები: 0:1 ენსისო (42), 1:1 ჰავერცი (54)

- გერმანიამ დიდ ტურნირებზე 1976 წლის შემდეგ პირველად განიცადა მარცხი თერთმეტმეტრიანების სერიაში.

- ნოიერმა მსოფლიო ჩემპიონატებზე 23-ე მატჩი ჩაატარა სასტარტოდან და გერმანიის ნაკრების რეკორდი დაამყარა. მან ზედიზედ მე-10 შეხვედრაში გაუშვა გოლი - ეს ტურნირის ანტირეკორდის განმეორებაა.

- გერმანიას 2014 წლის შემდეგ მუნდიალებზე გოლგაუშვებლად მატჩი არ ჩაუტარებია.

დდდ
ვაი არა, ვაი ეკვადორისგან იყო და პარაგვაიმ ვუი დაუმატა... ვააბშეტა, კოტ დივუართანაც მაქსიმუმ ფრეს იმსახურებდნენ და კურასაოს კიდევ, ალბათ, ჩვენი ნაკრებიც მოუგებდა, ოღონდ მხოლოდ ამხანაგურს...
კლოპი უნდა
100% ხარ. თან გასაკვირია ის რომ მე 11 წელია ვერ ხვდებიან რა ტყლაპოში არიან!
ეჰჰ
სამწუხაროდ მასეა,რაღაცას იტყვი ამოიღებ ხმას ამ ფერადკანიანებზე და ეგრევე რასიზმს დაგაბრალებენ.არადა ფაქტია,გერმანული სული აღარაა! ანდაც საფრაგნეთის ნაკრები რომ ავიღოთ, აფრიკის ნაკრებია სუფთა!
მირო
საზიზღრობა ანტიფეხბურთის მოთამაშე გუნდი შემდეგ ეტაპზე გავიდა.საერთოდ მონაწილეობაც უნდა აუკრძალო ასეთ გუნდებს ასეთ ტურნირებზე.4 ტაიმი თავის ნახევარზე ჩაწოლილი გუნდი ლატარიის ხარჯზე გადის მერვედფინალში,სადაც უკვე სხვა გუნდისთვის შეეცდება ნერვების მოშლას.
ამიკო
ამირი, უნდავი, ტაჰ, ლეველინგი, მუსიალა, ბრაუნი, ნმეჩა, ოუედრაოგო, მალიკ ჩაუ.......... გერმანია არა შვანსკი... ვერც ხვდებიან ბლიად რაშია საქმე. პენლებიც წააგეს.... მიმიფურთხებია ეგეთი გერმანიისთვის. მთელი ჩემი ცცოვრწბა გერმანიის გულშემატკივარი ვარ და დღეს პარაგვაისკენ ვიყავი
ანჩელოტიმ განმარტა, რატომ არ ათამაშა ნეიმარი
[VIDEO] მძიმე გამარჯვება - ბრაზილიამ იაპონია 90+5-ე წუთზე გატანილი გოლით დაამარცხა
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
შამანი ჯადოს მოხსნით კეინს დაეხმარა და მსოფლიოს მომავალი ჩემპიონიც დაასახელა
მარინა შალამბერიძემ ნახევარფინალი და საჩემპიონო მატჩი იმსაჯა
"ბარსელონამ" კეინის შესაძენად პირველი ნაბიჯები გადადგა
კვლავ თურქეთში - მარკის რიდის ახალი კლუბი ცნობილია
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
[VIDEO] პირველი მერვედფინალოსანი ცნობილია - კანადამ სამხრეთ აფრიკას სძლია
[VIDEO] გენერალური რეპეტიცია - საქართველოს ნაკრებმა დაძაბულ მატჩში სტუმრად ლატვია დაამარცხა
7-ქალა თასის ნახევარფინალშია
"ბორჯღალოსნები" | სამხრეთული ტურნესთვის 34 შეირჩა
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
ჯგუფიდან ვერგასვლა არ აპატიეს - შოტლანდიამ სტივ კლარკი დაითხოვა
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
"ქართულ ფეხბურთში სტაგნაციას ვაფინანსებთ! მომაკვდავი პაციენტი აპარატზე გვყავს შეერთებული!" - გველესიანმა ფონდის ფულზე, ეროვნულ ჩემპიონატზე და გამოსწორების გეგმაზე ისაუბრა
ორი შემტევი გაუშვეს და შევსებაც მალევე მიიღეს - პსჟ 24 წლის ვინგერით ძლიერდება
[VIDEO] თოფურიამ საავადმყოფო დატოვა - როგორ გამოიყურება ქართველი ბრძოლიდან რამდენიმე დღის შემდეგ
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
[VIDEOS] ვისამ კონგო პლეი-ოფში გაიყვანა - პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდება
სასჯელი სირცხვილისათვის - ურუგვაიმ ნაკრები უკან არ წაიყვანა
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
პარაგვაელმა ფეხბურთელმა მუნდიალისას მოედანზე მსაჯს საათი "მოჰპარა"
[VIDEO] გაძევება პირზე ხელის აფარების გამო - თურქეთი 10-კაციან პარაგვაისთანაც დამარცხდა და ჯგუფში ჩარჩა
პრობლემები და უპირატესობები პლეი-ოფში - შესაძლო მეოთხედფინალები
[VIDEO] ეკვადორმა გერმანიას მოუგო - E ჯგუფიდან 1/16-ფინალში სამი ნაკრები გავიდა
თურქეთი მუნდიალს 98-ე წუთზე მოპოვებული გამარჯვებით დაემშვიდობა - პარაგვაიმ და ავსტრალიამ ფრედ ითამაშეს
შეცვლაზე შესულმა უნდავმა კოტ-დ'ივუართან თამაში შემოატრიალა და გერმანიას გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] კურასაოს ისტორიული გოლი ნოიერის კარში - გერმანიამ შვიდით უპასუხა
[VIDEO] ბალოგუნის შოუ - აშშ-მა პარაგვაი დამაჯერებლად დაამარცხა
ეკვადორში ზეიმია - პრეზიდენტმა დასვენების დღე გამოაცხადა
კოპა ამერიკა. 1/4-ფინალი: ბრაზილია არგენტინის მოლოდინშია [VIDEO]
კოპა ამერიკა: არგენტინის ნაკრები პარაგვაისთან წაგებას გადაურჩა [VIDEO]
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს