მსოფლიო ჩემპიონატზე პლეი-ოფის ეტაპზე გადასვლას ყველა კი ელოდა, მაგრამ სათამაშო დროები ჩვენთვის კვლავ რთული ამბავია და არც პირველი 1/16-ფინალი ყოფილა განსაკუთრებული. თუკი აქამდე უფრო განვლილს განვიხილავდით, ახლა მომავალზე მეტი ვთქვათ.

პირველი ზონა

კანადის ნაკრები უკვე მეტოქეს ელოდება. მაროკოს ნაკრები არ გამოდგა გუნდი, რომელსაც დროებითი აღზევება ახასიათებს, როგორც ჩანს, ისინი სტაბილურობას აღწევენ, მინიმუმ, ამ შემადგენლობის პირობებში.

ნიდერლანდებისა და მაროკოს 1/16-ფინალი ერთნაირი გუნდების დაპირისპირებაა, რომლებიც უპირატესობას ბურთის ფლობასა და სისწრაფეს ანიჭებენ. არის პოზიციები, მაგალითად, ნახევარდაცვის, სადაც ევროპელები უკეთ გამოიყურებიან, უფრო მაღალი კლასის ფეხბურთელები ჰყავთ, მაგრამ უფრო კარგი გამტანი პსვ-ში მოთამაშე მაროკელო, საიბარია. მწვრთნელების ბრძოლა საინტერესოა, რომელი აიძულებს მეორეს, სტილი შეცვალოს.

და მაინც, მერვედფინალში კანადას ვერ ჩამოვწერთ, ისინი უკვე იმ კატეგორიაში გადიან, დასაკარგი რომ ბევრი არაფერი აქვთ და ბოლომდე იბრძოლებენ.

ამ ნაკრებების შესაძლო მეოთხედფინალი გაცილებით ძლიერ მეტოქესთან შეიძლება გადაიყაროს. მთელი საფეხბურთო სამყარო საფრანგეთისა და გერმანიის მერვედფინალის მოლოდინშია. თუკი ეს დაპირისპირება შედგება, საფრანგეთის უძლიერესობის მიუხედავად, გერმანელების ჩამოწერა არაფრით შეიძლება, თუნდაც ისტორიიდან გამომდინარე. ამას ბროლისუნარიანობა და საკმაოდ ძლიერი შემადგენლობა უნდა დავამატოთ.

მანამდე, ფრანგებსაც და გერმანელებსაც მეტოქე ჰყავთ. შვედეთის ნაკრები საკმაოდ უცნაური გუნდია, ჩემპიონატზეც ასე გავიდა, მხოლოდ "ერთა ლიგაზე" წარმატებით; მუნდიალამდე ამხანაგურებში დიდად არ ვარგოდა და შემდეგ ტუნისთან დიდებულად დაიწყო. გუნდის საუკეთესო მხარე შეტევაა და ვნახოთ, ეს ფრანგებთან რას მოიტანს. რაც შეეხება დიდიე დეშამის გუნდს, დემბელეს ჰეთ-თრიკის შემდეგ, შესაძლოა, დაბალანსება და ეგოისტური გამოვლინებების მოთოკვა უფრო პრობლემური გახდეს. შემტევ გუმდს გარკვეული პრობლემური პოზიციები აქვს, მაგალითად, მარცხენა მცველის შემთხვევაში. მწვრთნელებს სამუშაო აქვთ, ჯერ მზა პროდუქტი არ არსებობს.

რაც შეეხება გერმანელების მეტოქეს, პარაგვაი მებრძოლი და დაცვაში კარგად მოთამაშე გუნდია. იყო ჩავარდნა აშშ-სთან, მაგრამ შემდეგ გუნდმა თავისი სტილი დაიბრუნა. მიმდინარე ჩემპიონატზე ტენდენციაა, რომ ევროპელებს სამხრეთ ამერიკელებთან უჭირთ(ესპანეთი ურუგვაისთან იყო გამონაკლისი). პარაგვაიმ აქამდე თურქებს აჯობა, 10 ფეხბურთელით დარჩა, მაგრამ მაინც არ წააგო.

გერმანელთა ერთ-ერთი პრობლემა იქნებ ზედმეტად გამოკვეთილი სასტარტო შემადგენლობა და ნაკლები კონკურენცია იყოს. ჯგუფურმა ეტაპმა აჩვენა, რომ გუნდი სტაბილური არაა და პერიოდულად, ჩავარდნები ახასიათებს. ნაგელსმანის გუნდს ის პლუსი აქვს, ვერავინ გაიგებს, ვის შეუძლია თამაშის საკუთარ თავზე აღება და გატანა - ფლანგის მცველს თუ სათადარიგო ფეხბურთელს.

სავარაუდო მეოთხედფინალი: საფრანგეთი - ნიდერლანდები;

ნაკლებად მოსალოდნელი მეოთხედფინალი: გერმანია - მაროკო.

მეორე ზონა

მეორე ზონის "ყოჩი" ესპანეთის ნაკრები უნდა ყოფილიყო, მაგრამ პორტუგალიელთა მეორე ადგილზე გასვლამ და ევროპულ ზონაში მოხვედრამ ბევრი რამ შეცვალა.

"ფურია როხას" ავსტრიასთან არ უნდა გაუჭირდეს. ესპანელთა ლიდერები ფორმას ნელ-ნელა აკრეფენ, გუნდი საკუთარ ხელწერას, ძლიერ ფლანგებსა და ბურთის კონტროლს კარგად უთავსებს, გააქვს სხვადასხვა ფეხბურთელებს. მთავარი მაინც ლამინ იამალის ფაქტორი იქნება.

პორტუგალიელებმა კი საკმაოდ რთული გზა აირჩიეს. რონალდო ამ ნაკრების კვლავ დიდი ძალა და ამავდროულად, პრობლემაა. მწვრთნელ მარტინესს რამდენიმე წუთითაც უჭირს მისი მოედნიდან გაყვანა და გონსალო რამოშისთვის შანსის მიცემა. უზბეკეთთან, როცა გუნდმა მთლიანად "შვიდიანზე" ითამაშა, კარგი შედეგი დადო, მაგრამ მეტოქე სუსტი იყო. ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში მათ იქნებ თამაში ცოტა "დამალეს" კიდეც, ხორვატიასთან კი მთელი ძალისხმევა დასჭირდებათ. პორტუგალიელთა ნახევარდაცვას მეტოქესთან საშუალო ასაკში სხვაობა ექნება და იქნებ ეს სათავისოდ გამოიყენონ, მაგრამ მეორე მხარეს ლუკა მოდრიჩია, ვისაც შეუძლებელი შეუძლია.

ამ ზონის მეორე მხარე ერთი შეხედვით, საკმაოდ სუსტი გამოვიდა და ბოლომდე პროგნოზების გაკეთება რთულია.

აშშ-ის ნაკრები ის გუნდი არაა, მებრძოლ ბოსნიასთან ზურგს იტალიის დამარცხება რომ უმაგრებს, აუცილებელ ფავორიტად შერაცხო. მასპინძლებს დაცვაში ძლიერ მეტოქესთან შეტევების გამრავალფეროვნება მოუწევს. ბელგია კი, თუკი მკვეთრად არ მოუმატებს, სენეგალთან გაუჭირდება. აფრიკელები ძლიერ ჯგუფში მოხვდნენ, თორემ არც კლასი აკლიათ და არც შესაძლებლობები.

სავარაუდო მეოთხედფინალი: ესპანეთი - ბელგია.

ნაკლებად მოსალოდნელი მეოთხედფინალი: პორტუგალია - აშშ.

მესამე ზონა

ბრაზილიისა და ინგლისის ნაკრებები საჭიროზე მეტი პრაგმატიზმით ამ ზონის ლიდერები ჩანან, მაგრამ იოლი გზა გამორიცხულია.

იაპონიის ნაკრები რაღაც მონაკვეთებში მაინც საკუთარ თამაშს პოულობს და მაშინ მათი შეჩერება შეუძლებელი ხდება. ვნახოთ, ბრაზილიასთან ეს რამდენად ხშირი იქნება.

ერლინგ ჰოლანდი ის კაცია, ნებისმიერი გუნდის კარში გატანა რომ შეუძლია და ეს კოტ-დ'ივუართანაც ასე იქნება. ვნახოთ, ბოლო ტურში დასვენება მათზე რამდენად კარგად ან ცუდად იმოქმედებს.

მექსიკის ნაკრებს ჯერ გოლიც კი არ გაუშვია და ჯერ არც კი ვიცით როგორ მოქმედებს გუნდი, როცა უჭირს. ვნახოთ, ამ საქმეში ეკვადორი თუ გამოდგება. მექსიკელები საკუთარი უპირატესობის გამოვლენას შინაურ კედლებში, ინგლისთანაც შეეცდებიან.

სავარაუდო მეოთხედფინალი: ბრაზილია - ინგლისი.

ნაკლებად მოსალოდნელი მეოთხედფინალი: ნორვეგია - მექსიკა.

მეოთხე ზონა

მივადექით ზონას, რომელიც ყველაზე მეტი და თანაც, სპორტულად ნაკლები კითხვის ნიშნითაა. ურუგვაიმ და თურქეთმა ჯგუფში მეორე ადგილიც ვერ დაიკავეს, პორტუგალია პირველობას ვერ შეწვდა და გამოვიდა, მესისა და არგენტინას, როგორც ბოროტი ენები ამბობენ, ნახევარფინალამდე წითელი ხალიჩა დაუფინეს.

საქმე წმინდა საფეხბურთო კუთხით მარტივი არაა. არგენტინელები ყველა მატჩში უპირობო ფავორიტები არიან და ეს წნეხია. წნეხია მათ ლიდერზე, მესიზეც(მეტი რაღა უნდა გააკეთოს, მაგრამ მაინც). დანარჩენს ერთად ვნახავთ!..

სავარაუდო მეოთხედფინალი: არგენტინა - კოლუმბია.

ნაკლებად სავარაუდო მეოთხედფინალი: კაბო-ვერდე - შვეიცარია.

"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
ეუშტაკიუ: მაროკოს ან ნიდერლანდებს ყველაზე რთული მატჩი ელოდებათ
[VIDEO] პირველი მერვედფინალოსანი ცნობილია - კანადამ სამხრეთ აფრიკას სძლია
მნიშვნელოვნად შეცვლილი შეტევითი ხაზი - მომდევნო სეზონისთვის პსჟ-ში დიდი ცვლილებებია
"ტორპედო" ევროთასებისთვის ძლიერდება - ლაცაბიძე საქართველოში დაბრუნდა
როგორ ჰყვარებია ფული - სპერციანის ახალი კლუბი ცნობილია
7-ქალა თასის ნახევარფინალშია
პირველად ისტორიაში - აფრიკელების დიდი მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
კვლავ ნიდერლანდებში, თუმცა სხვა კლუბში - ვეგჰორსტი "ტვენტეში" გადაბარგდა
ყოფილ მწვრთნელთან - გრანიტ ჯაკა კარიერას სავარაუდოდ, "ჩელსიში" განაგრძობს
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
[VIDEOS] ვისამ კონგო პლეი-ოფში გაიყვანა - პორტუგალია ხორვატიას დაუპირისპირდება
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | დილა 0-1 ტორპედო. რომ არა 73-ე წუთი...
VIDEO | სლავა მეტრეველის სახელობის სუპერთასი | იბერია 1999 1-0 დინამო (თბ). ფინალისტის ბედი ბედოშვილის გოლმა გადაწყვიტა
ფულის გამო სულ გაგიჟდნენ - მუნდიალზე და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ
კვარაცხელიას პსჟ-მ მომავალი სეზონისთვის ახალი ფორმა წარმოადგინა
კარაგერს ესპანეთის ნაკრები არ მოსწონს
რა ახლოს ვიყავით მოგებასთან - მსოფლიო ჩემპიონატის პირველ ტურში საქართველოს ნაკრები უელსთან დამარცხდა
საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასის 1/16-ფინალისტების ვინაობა ცნობილია
ჰაიკ ჰოვაკიმიანი ბათუმის "დინამოს" სპორტული დირექტორია
პსჟ მეკარეს პორტუგალიურ გუნდში გაუშვებს
დემბელემ გოლის აღნიშვნისას "კვარას" მიბაძა და განცხადება გააკეთა
[VIDEOS] დემბელეს ჰეთ-თრიკი - საფრანგეთმა გადახალისებულ ნორვეგიას სძლია და ჯგუფიდან ქულათა მაქსიმუმით გავიდა
"იამალს ცოცხლად შევჭამდი. მესის ან რონალდოს ჰკითხეთ" - პატრის ევრა
"უმადურები და აღუზრდელები" - რონალდოს დები ბობოქრობენ, ჯორჯინაც
რაფინია შეცვალეს - მისი ტრავმა ქრონიკულია
ფულის გამო სულ გაგიჟდნენ - მუნდიალზე და მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატზე მონაწილეთა რაოდენობის კიდევ უფრო გაზრდას გეგმავენ
[VIDEOS] L ჯგუფი: ინგლისი, ხორვატია და განა პლეი-ოფში გავიდნენ
შეცვლაზე შესულმა უნდავმა კოტ-დ'ივუართან თამაში შემოატრიალა და გერმანიას გამარჯვება მოუპოვა
[VIDEO] კურასაოს ისტორიული გოლი ნოიერის კარში - გერმანიამ შვიდით უპასუხა
[VIDEOS] მესიმ კვლავ გაიტანა, ალჟირმა და ავსტრიამ ფრედ ითამაშეს
ყველაფერი მსოფლიოზე: ფავორიტები, დრო, სენსაციის მოლოდინი და პსჟ-ის ფეხბურთელები
"მის გამო, რუსეთში მატარებლითაც კი წავიდოდი" - იამალი ნეიმარზე
"რაფინიასთვის მუნდიალი დასრულდა" - ესპანელი ჟურნალისტი
[VIDEO] დრო იყო, ასე აღნიშნავდა იამალი ესპანეთის მარცხს
"საფრანგეთის პრეზიდენტობა? - ისედაც ვერ მიტანენ" - მბაპემ კითხვაზე უპასუხა
"მათი დამარცხება მხოლოდ ერთ შემთხვევაშია შესაძლებელი" - იბრაჰიმოვიჩმა მუნდიალის ფავორიტი დაასახელა
ოლისეს ჰეთ-თრიკი - საფრანგეთმა საქართველოს მომავალ მეტოქეს მოუგო
"ეს ბევრჯერ მომხდარა, შემდეგ კი კრიტიკოსები გაუჩუმებია" - ოუენს რონალდოს იმედი აქვს
[VIDEO] უამინდობით გამოწვეული ორსაათიანი შესვენება, მბაპეს დუბლი და საფრანგეთის ადვილი გამარჯვება ერაყთან
რონალდო: მესიმ ყველა დანარჩენს აჯობა
[VIDEO] დიდი ფეხბურთი დაიწყო. შეუჩერებელი მბაპე - პასიური საფრანგეთი გარდაისახა და სენეგალს სძლია
გეგმა მესის შესაჩერებლად - იმუშავებს "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის შემუშავებული ტაქტიკა?
[VIDEO] განამ ინგლისს ფრე გაუგორა
"მე ვხედავ მოხუც კაცს ყავარჯნებით, რომელსაც..." - რონალდოს დის ირონიული კომენტარი პორტუგალიის გამარჯვების შემდეგ
[VIDEO] სკანდალური მომენტი ინგლისისა და განას მატჩიდან, რომელიც ყველას გამორჩა
მე-2 ტურის ამბები და შესაძლო პლეი-ოფი: იმედგაცრუება და აღმაფრენა
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ნახევრადშიშველი ხორვატი ლამაზმანი ინგლისს გაბრდღვნით დაემუქრა - ვინ გამოვიდა გაბრდღვნილი?
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
[VIDEO] გოლი აუტიდან, ინ ჰვუნგ ბეომის შედევრი და ქამბექი - სამხრეთ კორეამ ჩეხეთი დაამარცხა
მუნდიალის 1-ლი ტური: მესის დიდება, რონალდოს ბრალეულობა და დემბელეს უკან დახევა
[VIDEO] სიცილის შეკავება შეუძლებელია - სამხრეთ აფრიკის ნაკრების ლეგენდების რეაქცია მექსიკასთან მარცხის შემდეგ
მანუელ ნოიერმა სანაკრებო კარიერა დაასრულა
დასცინის თუ ხუმრობს - ინფანტინოს თქმით, იტალიას 208-გუნდიან მსოფლიო ჩემპიონატზე მოხვედრის შანსი აქვს
[VIDEO] ეკვადორმა გერმანიას მოუგო - E ჯგუფიდან 1/16-ფინალში სამი ნაკრები გავიდა
"ჩემს თავს მხოლოდ ერთი ახალგაზრდა ფეხბურთელი მახსენებს" - ლიონელ მესი
"მათ ფეხბურთის თამაში არ უყვართ" - სამხრეთ აფრიკის ნაკრების მწვრთნელი ჩეხეთის ნაკრებზე
"რონალდო ისტორიაში საუკეთესოა, მესი თავის ქვეყანაშიც კი არაა საუკეთესო" - ბრიტანელი ჟურნალისტი
"გუნდური მოთამაშე რომ იყოს, გვერდზე გადგებოდა და ახალგაზრდებს თავის გამოჩენის საშუალებას მისცემდა" - ბოატენგმა რონალდო გააკრიტიკა
იაპონელთა მწვრთნელი: ბრაზილიის ისევ დამარცხების იმედი გვაქვს
ეკვადორში ზეიმია - პრეზიდენტმა დასვენების დღე გამოაცხადა
ტერ შტეგენი შეიძლება თურქულ კლუბში გადავიდეს