30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, ლიტვის ქალაქ კაუნასში ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის პირად-გუნდური ჩემპიონატი გაიმართება
30 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით, ლიტვის ქალაქ კაუნასში ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის პირად-გუნდური ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც საქართველოდან ბიჭების ნაკრებიც იასპარეზებს და გოგონებისაც.

წინასწარი მონაცემებით, კაუნასში ევროპის 42 ქვეყნის 400-მდე მოზარდი ძიუდოისტია ჩასული, მათ შორის - საკმაოდ ტიტულოვანებიც. მაგალითად, უკრაინის გოგონების ნაკრებში იჭიდავებს უფროსებში ევროპის წლევანდელი ჩემპიონი დარია ბილოდიდი (48). ახლო წარსულში ევროპის არაერთგზის მედალოსან გენადი ბილოდიდის შვილი კონტინენტის ჩემპიონი ჭაბუკებსა და ახალგაზრდებშიცაა.

ევროპული ძიუდოს საიტი მონაწილეთა შორის ჩვენგან მხოლოდ მძიმეწონოსან სოფიო სომხიშვილზე ამახვილებს ყურადღებას, ვინც ჭაბუკებში ევროპის ფინალისტია.

ბიჭები

ბიჭებში 50 კილოგრამში მონაწილე არ გვეყოლება, 55-ში კი ლუკა კაპანაძე პირველივე ეტაპზე მოლდოველ ადილ ოსმანოვს შეხვდება. ამათში გამარჯვებული მომდევნო პაექრობას უკრაინელ დანილო ტომაშევსკისთან გამართავს.

გიორგი კაპანაძე (60) პირველად პორტუგალიელ ბრუნო ბაროსს დაეჭიდება, ამ წყვილის გამარჯვებულს კი მეტოქედ სომეხ ტიგრან იაგუბიანსა და ჩეხ იან სვობოდას შორის უძლიერესი ეყოლება.

მიხეილ ბახბახაშვილი (66) პირველ წრეში ისვენებს და დანიელი სუნე ლარსენისა და პორტუგალიელი პედრო კოსტას შეხვედრას დაელოდება, სადაც მისი მეტოქე გამოვლინდება.

ლაშა ბექაური (73) პირველ წრეში ლატვიელ რენარს ჰანს ხვდება, მოგების შემთხვევაში კი ესტონელ არმენ მოვსისიანსა და ებრაელ ორენ აზულაის შორის გამარჯვებულს დაეჭიდება.

მომდევნო სამ წონაში ორ-ორი მონაწილე გვეყოლება სწორედ გამოტოვებული 50-ის ხარჯზე. 81-ში ქვეყნის ჩემპიონი გოჩა ღვაჩლიანი პირველი წრის პაექრობას აზერბაიჯანელ ნიალ აზიმოვთან ჩაატარებს, მოგების შემთხვევაში კი გერმანელ იოჰან ლენცს ან უკრაინელ ივან იურესკულს გაეჯიბრება.

ამავე წონაში ილია სულამანიძე ასევე პირველივე წრეში იჭიდავებს ბელგიელ ნიკოლას დეჯაკესთან, შემდეგ ეტაპზე გასვლის შემთხვევაში კი გერმანელ მატოე ჰაბერმანსა და სომეხ მამიკონ ავეტისიანს შორის უმჯობესი შეხვდება.

90 კილოგრამში მიხეილ ბექაური თავიდან კოსოვოელ შპატ ზეკას დაეჭიდება, მეორე ეტაპზე გასვლისას კი ფრანგი ევან კურტი ან გერმანელი ლუის მაი დაუდგება წინ.

გიორგი კარიაული პირველად ბელორუს ალექსეი გრომოვს გაეჯიბრება, ამათში მოგებულს კი მეტოქედ გერმანელი ივო ვიტასეკისა და ჰოლანდიელი კილიან ბილტჰუისის წყვილიდან ერთ-ერთი ეყოლება.

+90-ში ჩვენები პირველ წრეში ისვენებენ, ხოლო ალექსი სვიანაძის მეტოქე ახლავეა ცნობილი - თურქი ომერ აიდინი.

ლევან ჭელიძის კონკურენტი ფრანგი ვინსენტ ჰუტინის და უკრაინელი იაროსლავ კნიშის პაექრობაში გაირკვევა.

გუნდური შეჯიბრებისთვის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიზილაშვილმა დამატებით ორი მონაწილეც წაიყვანა: საბა კაპანაძე (60) და გოგა გოგაშვილი (73).

გოგონები

გოგონებში შედარებით მცირე გუნდით გამოვალთ - 8 მონაწილით.

სალომე ბლიაძე (48) პირველ წრეში უკრაინელ ანა ოსტროვსკას გაეჯიბრება.

მარიამ მაზანაშვილი (52) პირველი წრის ორთაბრძოლას ფინელ სუსანა სუნდბერგთან გამართავს, ამაში მოგებულს კი გერმანელი იასმინ ჯავადიანი ელოდება. ამავე წონაში ეკატერინე ტატუნაშვილიც - თავიდან ბელორუს ვალიანტინა ტროშკას ხვდება, მოგების შემთხვევაში კი ლიტველ გაბია რაილაიტესა და უნგრელ ანდრეა კარმანს შორის გამარჯვებულს გაეჯიბრება.

თინათინ რევაზიშვილი (57) პირველ წრეში ისვენებს, მერე კი გერმანელ კაროლინა ფრიტცეს და ჩეხ რენატა ზახოვას შორის მოგებულთან იჭიდავებს.

63 კილოგრამში ჩვენი ორივე მონაწილე პირველ წრეში თავისუფალია. მეორეში ევროპის ბრინჯაოსმედალოსანი მარიამ ჭანტურია ბერძენ იოანა ამარანტიდოუს შეხვდება, ინდირა სილაგაძე - მასპინძელ აიდა ვასილიაუსკაიტეს.

მძიმე წონაში თავიდან სოფიო სომხიშვილიც თავისუფალია, მეორე წრეში კი პოლონელ ალექსანდრა გაჯს დაეჭიდება. სალომე მაყიშვილი პირველ წრეში ლატვიელ დარტა სმილძინას გაეჯიბრება, ამათში მოგებულს კი მომდევნო ეტაპზე უნგრელი პეტრა ფარაგო ელოდება.

გუნდურ ტურნირში გოგონებიც გამოვლენ და მთავარი მწვრთნელი გია თენაძე იმედიანადაცაა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

"წინასწარ მაფრთხილებდნენ: "ხომ მართლა იქნები ბაკურიანში შეკრებაზე?". დავეჭვდი, ასე რატომ მაფრთხილებენ-თქო" - ბექა ღვინიაშვილმა ძიუდოს კარიერის დასრულების მიზეზზე ისაუბრა
[VIDEO] შავდათუაშვილი და დვალაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის ბრძოლაში დამარცხდნენ - ტოკიოს გრანდ სლემის მეორე დღე
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
ხამეს როდრიგესი კარიერას MLS-ში გააგრძელებს
U22 | რუსთავმა ზედიზედ მე-15 მატჩი ჰიუნდაისთან, დაძაბულ ბრძოლაში მოიგო
დიდი ალბათობით, სეზონის ბოლოს სიმეონე "ატლეტიკოს" დატოვებს
კვარაცხელიამ ვარჯიში დაიწყო - რას გადაწყვეტს ლუის ენრიკე?
ოფიციალურად - გუგეშაშვილი "ატრომიტოსის" ფეხბურთელია
ჯოვანი: ვინისიუსი შეზღუდული შესაძლებლობების ფეხბურთელია
[VIDEO] ფიგურული ციგურაობა | ოლიმპიურ თამაშებზე მოკლე პროგრამით ანასტასია გუბანოვა წარსდგა
[VIDEO] ოლიმპიური თამაშების გუნდურ ასპარეზობაში მოკლე პროგრამით ბერულავასა და მეტელკინას წყვილი წარსდგა
ალექს ოქსლეიდ-ჩემბერლენი კარიერას "სელტიკში" გააგრძელებს
მადრიდის "რეალი" ფილ ფოდენის სანაცვლოდ 180 მილიონი ევროს გადახდას გეგმავს
"მათ ჩემი ოჯახის ფოტოებიც კი მაჩვენეს" - კალაფიორიმ "არსენალში" გადასვლის მიზეზი განმარტა
22-წლამდელთა ჩემპიონატში დღეს 7 მატჩი გაიმართა
"ბარსელონა" ლევანდოვსკის ახალ კონტრაქტს მხოლოდ ამ შემთხვევაში შესთავაზებს" - ESPN-ი პოლონელის მომავალზე წერს
ილია თოფურიას სასამართლო დავა დასრულდა - რა გადაწყვეტილება მიიღეს მხარეებმა?
ჭადრაკი| ბაადურ ჯობავა საქართველოს ჩემპიონი მეხუთედ გახდა
[VIDEO] მამუკელაშვილი კვლავ შედეგიანია - "ტორონტომ" "ჩიკაგო" დიდი ანგარიშით დაამარცხა
ახლა სტერლინგი? - კონტე "ნაპოლის" პრემიერლიგის ყოფილი ფეხბურთელებით აკომპლექტებს
წილისყრა ფიბა-ში | საქართველოს ასაკობრივი ნაკრებების მეტოქეები გაირკვნენ
გულშემატკივარს ვინისიუსისთვის ბანანის ქერქის სროლა 5 ათასი დაუჯდება
ევრიკა - "ბარსელონამ" სამუშაოზე ძილის სპეციალისტი აიყვანა
ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები დიორში გადახალისებული გუნდით გამოვა
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: გოგონები ბიჭებს უთანაბრდებიან [VIDEO]
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: ვერცხლს წაგებები მოჰყვა
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: მარათონი ჩილეში სრულდება
ბექაური და თუშიშვილი ტოკიოს გრანდ სლემს ჩაეხსნენ
საქართველოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: საიმედო ცვლა მოდის
ახალგაზრდა ძიუდოისტებმა უნგრეთი დაიპყრეს - 4 ოქრო, 1 ბრინჯაო, 2 ვერცხლი
პოლონეთის ტურნირმა ჭაბუკები დაგვიხარისხა
ჭაბუკ ძიუდოისტთა ნაკრები: ბექაურების ტრიუმფი ტულაში
დასრულდება 6-წლიანი მშრალი სერია? - სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის ფინალშია! ლიპარტელიანი და ჯაბნიაშვილი ბრინჯაოს მედლებისთვის იბრძოლებენ
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: შორეულ ჩილეში, ნაცნობი მეტოქეები
[VIDEO] მასპინძელი იაპონელი იპონით დაამარცხა! - ილია სულამანიძე ტოკიოს გრანდ სლემის გამარჯვებულია
ახალგაზრდული მსოფლიოს ჩემპიონატი: 4 ქართველი მედლებისთვის იბრძოლებს!
ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
[VIDEO] ბექაურმა რუსი ძიუდოისტი დაამარცხა და საქართველოს დროშა უჩვენა
ბექაური ოქროსთვის, დემეტრაშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე დღე
[VIDEO] დომინანტურად - ლაშა ბექაური აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონია!
აბუ-დაბის გრანდ სლემზე საქართველოს ნაკრების ძიუდოისტთა შემადგენლობა ცნობილია
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ევროპის ჩემპიონატი. III დღე: ტრიუმფი - კიდევ 3 ოქრო, 1 ბრინჯაო და გუნდური პირველი ადგილი [VIDEO]
სულამანიძის ურთულესი ბადე ბუდაპეშტში - მესამე წრიდან წონის ფავორიტებთან...
სულამანიძე შერაზადიშვილთან დამარცხდა და ასპარეზობას გამოეთიშა
ძიუდო. მსოფლიოს ჩემპიონატი ჭაბუკებში: კაპანაძის ვერცხლით დავიწყეთ
[VIDEO] რევანში შედგა - სულამანიძემ კოცოიევი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა
თელ-ავივის გრან-სლემზე საქართველოს სახელით 6 ძიუდოისტი იჭიდავებს
ფესტივალი 2017: დიდი ძიუდოს პატარა რაინდები
მიხეილ ბექაური ახალგაზრდებს შორის ევროპის თასის გამარჯვებული გახდა
სულამანიძემ ფინალში იპონით იმარჯვა და ევროპის ჩემპიონი გახდა [VIDEO]