ყველაფერი ყველაზე პრესტიჟული საჩოგბურთო ტურნირის შესახებ
ყველაზე ძველი ტურნირი, უსახელო კორტები, თეთრი ფორმა, ფედერერისა და ნავრატილოვას რეკორდები - ეს და სხვა ფაქტები უიმბლდონზე, რომელიც ორშაბათს იწყება...

1. უიმბლდონი - ყველაზე ძველი საჩოგბურთო ტურნირია. პირველად ის 1877 წელს გაიმართა - აშშ-ის ეროვნულ ჩემპიონატამდე (მომავალში აშშ-ის ღია პირველობა) ოთხი წლით ადრე. პირველ უიმბლდონზე 22 მონაწილე იყო. ფინალს, რომელიც სპენსერ გორმა მოიგო, დაახლოებით 200 მაყურებელი ჰყავდა. თითოეულმა მატჩის სანახავად ერთი შილინგი გადაიხადა. დღეს მამაკაცთა ერთეულთა თანრიგის ფინალზე ბილეთი რამდენიმე ათასი ფუნტი ღირს.

2. 1922 წლამდე უიმბლდონის ჩემპიონს პრივილეგია ჰქონდა - ის მხოლოდ ფინალში თამაშობდა და ტიტულს იცავდა. თუმცა იმ წლებში ეს გავრცელებული პრაქტიკა იყო. 1922 წელს ეს წესი (მას Challenge Round ერქვა) გააუქმეს, ჩემპიონები სხვებს გაუთანაბრეს და ისინიც პირველი წრიდან იწყებდნენ ტურნირს. იმავე წელს, უიმბლდონი ლონდონში ვიორპლ როუდიდან ჩერჩ როუდზე გადავიდა. დღემდე სწორედ აქ ტარდება ტურნირი.

3. უიმბლდონი ერთადერთი მსხვილი ტურნირია, სადაც არც ერთი კორტისთვის არ მიუნიჭებიათ ვინმეს სახელი. მთავარ კორტს უბრალოდ "ცენტრალური" ჰქვია, დანარჩენები კი დანომრილია მნიშვნელობისა და ტრიბუნების სიდიდის მიხედვით. გარდა ამისა, ეს არის ერთადერთი ტურნირი, სადაც ერთეულთა და წყვილთა თანრიგს ოფიციალურად არ უწოდებენ მამაკაცთა და ქალთა ტურნირებს. უიმბლდონზე იყენებენ სიტყვებს - "ლედი" და "ჯენტლმენი".

4. უიმბლდონს სხვა ტრადიციებიც აქვს და ზოგიერთი აღიზიანებდა მოთამაშეებს. მაგალითად, ანდრე აგასის კარიერის ადრეულ წლებში არ სურდა მთლიანად თეთრი ფორმით გამოსვლა, როგორც ამას წესი ითხოვდა (თუმცა, ამ ახირების გარდა, ამერიკელი თავიდან არადამაჯერებლად გრძნობდა თავს ბალახზე და რამდენჯერმე უბრალოდ არ ჩავიდა უიმბლდონზე). სხვა ტრადიციები უფრო უწყინარია. მაგალითად, მარწყვი ნაღებით, როგორც ყოველდღიური საკვებია მაყურებელთა უმრავლესობისთვის, ან Middle Sunday - კვირა დღე ტურნირის ეკვატორზე, რომელიც თავისუფალია მატჩებისგან. გამონაკლისი მხოლოდ სამჯერ დაუშვეს, როცა ლონდონში ხშირად წვიმდა და ტურნირის მიმდინარეობის გრაფიკი ჩამორჩებოდა წინასწარ განრიგს.

5. სხვათა შორის, წვიმა ყოველთვის იყო უიმბლდონის განუყოფელი ატრიბუტი. იშვიათად, ტურნირი არ შეწყვეტილიყო ბუნების ამ კაპრიზის გამო. ხშირად ყოფილა შემთხვევა, როცა მთელი დღის განმავლობაში არც ერთი მატჩი არ ჩატარებულა. 2009 წლიდან მოყოლებული, ცენტრალურ კორტს მოძრავი სახურავი აქვს. მასთან ერთად გაჩნდა ხელოვნური განათება, რაც მანამდე უიმბლდონზე არასოდეს ყოფილა. ყველა სხვა კორტზე მატჩები წვიმის გამო წყდება.

6. უიმბლდონს მოთამაშეთა განთესვის საკუთარი ფორმულა აქვს, თუმცა მხოლოდ მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში. ეს სისტემა შემდეგში მდგომარეობს - ATP-ის კლასიფიკაციის ქულებს ემატება ბალახის ტურნირებზე ბოლო ორი წლის განმავლობაში მოპოვებული ქულები. ქალების ერთეულთა თანრიგში არანაირი ფორმულა არ მოქმედებს, მაგრამ აქ ორგანიზატორები, "დიდი სლემის" სხვა ტურნირებისგან განსხვავებით, დროდადრო იყენებენ უფლებას - თავად შეცვალონ განთესვის ნომერი საკუთარი ხედვის მიხედვით.

7. უიმბლდონი - ერთადერთი ტურნირია, სადაც მამაკაცთა საკვალიფიკაციო ეტაპის ბოლო გადამწყვეტ რაუნდში მატჩები ხუთსეტიანი ფორმატით ტარდება. გარდა ამისა, არსად (გამონაკლისია დევისის თასი) არ თამაშობენ მამაკაცთა წყვილებში ხუთ სეტს. და კიდევ, "დიდი სლემის" არც ერთ სხვა ტურნირზე მიქსტში არ ტარდება სრულფასოვანი მესამე სეტი. ყველგან ის შეცვლილია საჩემპიონო ტაი-ბრეიკით, სადაც 10 ქულამდე მიდის თამაში.

8. 2001 წელს გორან ივანიშევიჩი გახდა პირველი ჩოგბურთელი ისტორიაში, ვინც უაილდ-ქარდის მფლობელის რანგში მოიგო "დიდი სლემის" ტურნირი. ხორვატი მანამდე სამჯერ იყო უიმბლდონის ფინალში და ორჯერ წააგო პიტ სამპრასთან და ერთხელ - ანდრე აგასისთან. 2001 წლის უიმბლდონის წინ გორანი ტრავმირებული იყო და რეიტინგში 125-ე ადგილამდე დაეშვა. რა თქმა უნდა, ტურნირის დაწყებამდე არავის სჯეროდა მისი გამარჯვების, მაგრამ მოხდა სასწაული. ივანიშევიჩმა ფინალამდე მიაღწია, სადაც პატრიკ რაფტერს გადამწყვეტი სეტი 9:7 მოუგო.

9. მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში გამარჯვებების რაოდენობით რეკორდს იყოფს სამი ჩოგბურთელი. თუმცა უილიამ რენშოუ აქ შვიდგზის ჩემპიონი ჯერ კიდევ XIX საუკუნეში გახდა. უფრო თანამედროვე ისტორიაში შვიდი მოგება მსოფლიო ჩოგბურთის ორ ლეგენდას აქვს: პიტ სამპრასი 1993-დან 2000 წლამდე ყოველ სეზონში იგებდა, გარდა 1996 წლისა; როჯერ ფედერერი პირველი იყო 2003-07 წლებში და კიდევ 2009 და 2012 წლებში. ამასთან, ზედიზედ მოპოვებული ტიტულების რაოდენობით შვეიცარიელი "ღია ერაში" რეკორდს იყოფს ბიორნ ბორგთან, რომელიც 1976-80 წლებში იმარჯვებდა. საერთო რეკორდი კი იმავე რენშოუს ეკუთვნის - ის ზედიზედ ექვსი წელი არავის უთმობდა პირველობას. ქალთა ტურნირში ორივე რეკორდი ეკუთვნის კიდევ ერთ ლეგენდას, ამერიკელ მარტინა ნავრატილოვას. მას აქ ცხრა გამარჯვება აქვს, მათ შორის, ექვსჯერ ზედიზედ - 1982-87 წლებში.

10. რა თქმა უნდა, უიმბლდონზე საუბრისას არ შეიძლება არ გავიხსენოთ 2010 წელი. სახელგანთქმული სამდღიანი ბრძოლა ჯონ ისნერსა და ნიკოლა მაუს შორის, ჯამში 11 საათი და 5 წუთი გაგრძელდა და ორჯერ გადაიტანეს მომდევნო დღისთვის ცუდი ხილვადობის გამო - პირველად მეხუთე სეტის დაწყების წინ, მეორედ 59:59-ზე. საბოლოოდ, გადამწყვეტ სეტში ამერიკელმა 70:68 მოიგო და ჩოგბურთელებმა დაამყარეს არა მხოლოდ ყველაზე ხანგრძლივი მატჩის რეკორდი, არამედ გათამაშებული გეიმების რაოდენობით რეკორდი. გარდა ამისა, ორივე ჩოგბურთელმა მატჩში ასზე მეტი ეისი ჩააწოდა - 103 მაუმ და 113 ისნერმა. მთელი მატჩის განმავლობაში ნიკოლამ მხოლოდ ერთი ბრეიკი შეასრულა, ჯონმა - ორი. რთული წარმოსადგენია, რომ ამგვარი სცენარის მატჩი კიდევ ოდესმე გაიმართოს. ასე რომ, მაუ და ისნერი სამუდამოდ შევიდნენ ჩოგბურთის ისტორიაში.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილი როლან გაროსზე პირველივე წრეში დამარცხდა
რამდენი გამოიმუშავა "როლან გაროსის" ძირითად ბადეში შესვლით ბასილაშვილმა და კიდევ რა თანხის შოვნა შეუძლია - ყველაფერი წლის მეორე დიდ სლემზე
[VIDEO] ბასილაშვილს 10 000-ზე მეტი გულშემატკივარი და მოწინააღმდეგეც ტაშს უკრავდა - რა ბრწყინვალე სპორტული საქციელი ჩაიდინა ქართველმა კვალიფიკაციის ბოლო მატჩში
7-კაცა | მაკარსკაში კლოდ სორელის ხსოვნის პატივსაცემად
რეგიონების განვითარების პროექტის ფარგლებში თანამედროვე ტაბლოები თელავისა და ლაგოდეხის დარბაზებმაც მიიღეს
სომხეთის ნაკრები ისევ დიდი ანგარიშით დამარცხდა
ზედიზედ მესამედ - ვახტანგ ახობაძე ევროპის ჩემპიონია!
ისტორიული ოქრო პარაკაიაკის ევროპის ჩემპიონატზე
კიმი შეიძლება იტალიაში დაბრუნდეს
საბო: რა ჯანდაბა უნდოდა შევჩენკოს უკრაინის ფეხბურთის ასოციაციაში?
ანშლაგი ქუთაისში - საქართველო - კაბო-ვერდე | 7 ივნისის განრიგი
უარი "სიტის" - მიქაუტაძის თანაგუნდელის გოლი და საგოლე პასი ესპანეთთან
ევრობასკეტისთვის მოსამზადებელ პერიოდში საქართველოს ნაკრები 6 ამხანაგურ მატჩს გამართავს
საქართველოს რაგბის ეროვნული ნაკრები, სულ რაღაც, ერთ თვეში თბილისში ირლანდიის ნაკრებს ხვდება!
როგორია ნაკრები ხვიჩას და ლიდერების გარეშე და რა დავინახეთ სექტემბრისთვის?
"ვერ ვხვდები, ჩემგან უპატივცემულობა სად დაინახა" - სპალეტიმ აჩერბის უპასუხა
"მბაპე ცენტრფორვარდია და ამ პოზიციაზე თამაშს გააგრძელებს" - დეშამი ესპანეთთან მარცხის შემდეგ
უარი "ალ ჰილალს" - ოსიმენისთვის ბრძოლაში ახალი კლუბი ჩაერთო
ცნობილია ის ოთხი ფეხბურთელი, რომელთა შეძენაც კონტემ დე ლაურენტისს მოსთხოვა
"მესი თუ რონალდო?" - იგუაინმა უცნაური არჩევანი გააკეთა
"არც მესია, არც რონალდო და არც მარადონა, მაგრამ..." - არშავინმა კვარაცხელიაზე ისაუბრა
[VIDEO] ჰალიბარტონის და "ინდიანას" მორიგი სასწაული - "ოკლაჰომა" სუპერფინალის პირველ მატჩში დამარცხდა
შენგელიას ლიდერობით "ვირტუსმა" მილანში იმარჯვა და სერია A-ს ფინალამდე 1 მოგება აშორებს
ფრაზები: სუპერმენი ანრი, მოსაწყენი მესი და ყველაზე პოპულარული იბრა
ესეც პირველი ვარჯიში: ნოვაკი და ანდრე საქმეს შეუდგნენ
უიმბლდონის 10 ფაქტი: რა უნდა ვიცოდეთ "დიდი სლემის" ყველაზე ძველი ტურნირის შესახებ
უიმბლდონის 10 დიადი მატჩი: ყველა დროის საუკეთესო ტაიბრეიკი
ქალებთან ხუმრობა არ შეიძლება
ანდრე აგასი კვლავ ნოვაკ ჯოკოვიჩის მწვრთნელი იქნება
როჯერი საჩოგბურთო სამყაროს დაემშვიდობა - ატირებული ნადალი და ჯოკოვიჩი... ემოციური საღამო ლონდონში [VIDEO]
ანდრე და ნოვაკი იწყებენ: სერბს ამერიკელი ლეგენდა გაწვრთნის
ნოვაკ ჯოკოვიჩი და "პეჟო" დაძმობილდნენ
ბიორნ ბორგი - ყველა დროის საუკეთესო შვედი
რაფაელ ნადალის უარი დევისის თასს
ავსტრალიის ღია პირველობა: სამი ნაბიჯი შტეფიმდე
აგასი ჩემი კერპი იყო, მასთან გამარჯვება არ დამავიწყდება - ინტერვიუ ირაკლი ლაბაძესთან
გაისად, პრაღაში ლეივერის თასი გაიმართება
ავსტრალიის ღია პირველობა: სერენას რეკორდი და რაფტერის დაბრუნება
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
ჯოკოვიჩს ისევ აგასი გაწვრთნის
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
მარტინა ნავრატილოვამ BBC სექსიზმში დაადანაშაულა
მარტინა ნავრატილოვა აგნიეშკას გუნდში
ისინიც ადამიანები არიან - ცნობილი ჩოგბურთელების სექსსკანდალები
სერბეთის ნაკრების ყოფილი კაპიტანი: აგასიმ არ იცოდა, რა ერჩია ჯოკოვიჩისთვის
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
ზლატან იბრაჰიმოვიჩი განრისხებულია: პირველი მე უნდა ვყოფილიყავი!
უიმბლდონის 10 დიადი მატჩი: ლამაზი ჯადოსნური ზღაპარი