ტროიცკის 100 ათასი აპატიეს
შვედ ჟურნალისტებს შორის დასრულდა გამოკითხვა, რომელსაც უნდა გამოევლინა ქვეყნის ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი. ეს საპატიო ტიტული ერგო ლეგენდარულ ბიორნ ბორგს, რომელმაც კარიერაში "დიდი სლემის" 11 ტურნირი მოიგო.

სულ ბორგს ერთეულთა თანრიგში 77 ტიტული აქვს, ოთხჯერ მოიგო წყვილთა ასპარეზობა. 1975 წელს შვედმა დევისის თასი მოიპოვა, კარიერა კი 1983 წელს დაასრულა.

გამოკითხვაში მეორე ადგილი დაიკავა "დიდი სლემის" ტურნირების ექვსგზის ჩემპიონმა სტეფან ედბერგმა, მესამეზე გავიდა შვიდი "მეიჯორის" მომგები მატს ვილანდერი. ხუთეულში მოხვდნენ როლან გაროსის ორგზის ფინალისტი რობინ სიოდერლინგი და 2002 წლის ავსტრალიის ღიას ჩემპიონი ტომას იოჰანსონი.

როდიკი ჟურნალისტობაშიც მაგარია

მსოფლიოს ყოფილი პირველი ჩოგანი, ამერიკელი ენდი როდიკი წლის საუკეთესო სპორტულ ჟურნალისტებს შორის მოხვდა. როდიკი ტელეარხ Fox Sports One-ზე ერთ-ერთ შოუში მუშაობს, ხოლო საუკეთესოებში ის პორტალ Sports on Earth-ის გამოკითხვის შედეგად მოხვდა.

შეგახსენებთ, რომ 31 წლის როდიკმა გასულ წელს დაასრულა მოთამაშის კარიერა, ამა წლის შემოდგომაზე კი ახალ ამპლუაში ინტერვიუ აიღო შვეიცარიელი როჯერ ფედერერისგან.

ტროიცკის 100 ათასი აპატიეს

სერბი ჩოგბურთელის, ვიქტორ ტროიცკის მწვრთნელმა ჯეკ რიდერმა წერილი გაუგზავნა თავის შეგირდს, რომელიც ამაჟამად დისკვალიფიკაციას იხდის სადოპინგო წესების დარღვევისთვის. რიდერსა და ტროიცკის შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, მწვრთნელს ეკუთვნის 100 ათასი ევრო იმ შემთხვევაში, თუ ჩოგბურთელი გარეული იქნება ჩაწყობილ მატჩებთან დაკავშირებულ მაქინაციებში ან დოპინგ-სკანდალში.

"ვიქტორ, მე ოფიციალურად ვაცხადებ, რომ არ მაქვს პრეტენზია 100 ათას ევროზე, რომელიც ჩვენი კონტრაქტით არის გათვალისწინებული. მიზეზი მარტივია - შენ უდანაშაულო ხარ და აკრძალული პრეპარატი არ მიგიღია!

იმედია, ეს ამბავი ოდნავ მაინც აამაღლებს შენს საბრძოლო ჟინს. მოუთმენლად ველი შესაძლებლობას, როცა დაგეხმარები იმ ადგილზე დაბრუნებაში, სადაც რეალურად უნდა იყო", - ამბობს რიდერი Tennis World-თან კომენტარში.

ავსტრალია რადვანსკას გარეშე

რუსი ჩოგბურთელების - მარია კირილენკოსა და ნადეჟდა პეტროვას შემდეგ, ავსტრალიის ღია პირველობაზე თამაში იუარა პოლონელმა ურსულა რადვანსკამ.

ცნობილი გახდა, რომ 23 წლის ჩოგბურთელმა მხრის ტრავმა მიიღო. სწორედ ამის გამო თქვა მან უარი ავსტრალიის ღიაზე.

ქალთა ძირითად ბადეში ურსულას ხორვატი მირიანა ლუჩიჩი შეცვლის.

გასული სეზონი უმცროსმა რადვანსკამ მსოფლიოს რეიტინგის მე-40 ადგილზე დაასრულა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - ფიჯი
"შავი ლომი" | შეცვლილი შემადგენლობით "სუზუკი გრიქასთან"
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
3 წელი საუდის არაბეთში ყოფნის შემდეგ - კესი სავარაუდოდ, იტალიაში დაბრუნდება
კიდევ 1 სეზონი დარჩა - ჟირუ მომავალ სეზონშიც "ლილში" ითამაშებს
თოფურია "რეალის" მწვრთნელად მოურინიოს დანიშვნას მოუთმენლად ელის
შეთანხმება აქედანვე სურთ - "ბარსელონაში" მომავალ მწვრთნელად ფაბრეგასის ხილვა უნდათ
U21 | მოლდოვა V საქართველო - მატჩისწინა ვარჯიში ბუდაპეშტში
ქართველი მსაჯები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის მატჩს განსჯიან
საქართველო - საბერძნეთი | მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევის დასკვნითი მატჩი
20 წ. | "უმცროსმა ბორჯღალოსნებმა" მსოფლიოსთვის დასკვნითი შეკრება დაიწყეს
Aprilia Tuareg 660-ის გამარჯვება Bajas European Championship-ზე
ახალი კონტრაქტი პაჩოს - ეკვადორელი პსჟ-ში რჩება
“ნაპოლი” “ბენფიკას” ნახევარმცველის ტრანსფერით ინტერესდება
კუკურელიას "ბარსელონაში" დაბრუნება სურს
კვლავ მოკვეთილები არიან - რუსები ევროსარბიელზე არც მომდევნო სეზონში იქნებიან
გადავლენ პსჟ-ს ვარსკვლავები "რეალში"? - რომანომ სიტუაცია განმარტა
რას აპირებს შევალიე - პსჟ-ის მეკარის მომავალზე ახალი ინფორმაცია ვრცელდება
ვლაჰოვიჩის შემცვლელი - "იუვენტუსი" ახალ ფორვარდს იმატებს
"ვინც დაგვცინოდით, ახლა სად ხართ?" - ვილიამ სალიბა
ფრაზები: სუპერმენი ანრი, მოსაწყენი მესი და ყველაზე პოპულარული იბრა
უიმბლდონის 10 დიადი მატჩი: ყველა დროის საუკეთესო ტაიბრეიკი
ისინიც ადამიანები არიან - ცნობილი ჩოგბურთელების სექსსკანდალები
უიმბლდონის 10 ფაქტი: უსახელო კორტები, თეთრი ფორმა და სხვა
როჯერ ფედერერის წაგებები ზურგის ბრალია თუ...
მარია შარაპოვა წაგებით დაბრუნდა
ᓕᓘᓥᓢᓝᓠ ᓢᓠᓝᓘᓪᓙᓘ ᓓᓐᓑᓠᓣᓜᓓᓐ ᓓᓐ ᓛᓝᓘᓒᓝ
ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის მერვედფინალში გავიდა
მარინ ჩილიჩი დოპინგზე ჩავარდა
ზლატან იბრაჰიმოვიჩი განრისხებულია: პირველი მე უნდა ვყოფილიყავი!
დავიდ ფერერიც ლონდონში მიდის
ანა ტატიშვილმა ცინცინატიში მარია კირილენკოსთან 3-საათიანი ორთაბრძოლა დათმო
გაისად, პრაღაში ლეივერის თასი გაიმართება
WTA-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ყველა წყვილი ცნობილია