ფედერერის ქველმოქმედება 10 წლისაა
მსოფლიოს პირველი ჩოგანი რაფაელ ნადალი მონაწილეობას არ მიიღებს დევისის თასის პირველი ეტაპის მატჩში, რომელშიც ესპანეთი გერმანიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

ესპანელთა კაპიტანმა კარლოს მოიამ ამ მატჩისთვის შემდეგ მოთამაშეებს უხმო: დავიდ ფერერს, ფელისიანო ლოპესს, ფერნანდო ვერდასკოსა და დავიდ მარეროს. შეხვედრა 31 იანვარს -2 თებერვალს გერმანიის ქალაქ ფრანკფურტში გაიმართება.

შეგახსენებთ, რომ ნადალი გასული წლის სექტემბერში დაეხმარა ესპანეთის ნაკრებს უკრაინის დამარცხებაში, რითაც მისმა გუნდმა შეინარჩუნა ადგილი მსოფლიოს ჯგუფში.

ამასობაში, რაფაელმა თავისი კარიერის შორეულ პერსპექტივებზე ილაპარაკა და განაცხადა, რომ მისი ოცნება 2016 წელს, რიო-დე-ჟანეიროს ოლიმპიადაზე წარმატებით გამოსვლაა.

"ჩემი მიზანია - რიოს ოლიმპიურ თამაშებამდე ოპტიმალურ მდგომარეობაში მისვლა. 2016 წელს უკვე 30 წლის ვიქნები, ამიტომაც მართლაც შესანიშნავი იქნება ბრაზილიაში წარმატების მიღწევა", - მოჰყავს ნადალის სიტყვები გაზეთ "მარკას".

"ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რიოში ღირსეულად გამოვიდე და გამარჯვებას მივაღწიო. ჯერ ზუსტად არ შემიძლია კარიერის დასრულების ზუსტი თარიღის დასახელება. ვითამაშებ იქამდე, სანამ ჩოგბურთისგან სიამოვნებას მივიღებ", - დაამატა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა.

ფედერერის ქველმოქმედება 10 წლისაა

მოახლოებული ავსტრალიის ღია პირველობის წინ მელბურნში გაიმართა საქველმოქმედო საღამო, რომელიც შვეიცარიელი ჩოგბურთელის, როჯერ ფედერერის საქველმოქმედო ფონდის დაარსების ათ წლისთავს მიეძღვნა. ავსტრალიის ღია პირველობის მთავარ კორტზე, რომელიც როდ ლეივერის სახელს ატარებს, ერთმანეთს შეხვდნენ ფედერერი და ფრანგი ჟო-ვილფრიდ ცონგა.

მატჩი ფედერერის გამარჯვებით დასრულდა - 6:7(5), 6:3, 7:5. აღვნიშნავთ, რომ საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობას იღებდნენ ავსტრალიელები - პატრიკ რაფტერი, ლეიტონ ჰიუიტი, როდ ლეივერი და ტონი როჩი.

"ამ არენაზე ჩატარებული ნებისმიერი შეხვედრა - უდიდესი პატივია ჩემთვის. განსაკუთრებით მაშინ, თუ მატჩი საქველმოქმედო ხასიათისაა. როდ ლეივერის სახელობის არენაზე ბევრი დასამახსოვრებელი შეხვედრა მითამაშია. ასე რომ, აქ დაბრუნებით განსაკუთრებული ემოციური მუხტი მივიღე. მოვახერხე ცოტა ხნით თვით როდ ლეივერთან თამაში.

მთავარი ის იყო, რომ ამ საღამოს ყველამ იმხიარულა, გავერთე ჟო-ვილფრიდთან ერთად და მასთან კარგი მატჩი გამოვიდა. კარგი განწყობა მივიღე ავსტრალიის ღია პირველობის წინ, რომელშიც ზედიზედ მეთხუთმეტედ ვითამაშებ", - განაცხადა საღამოს შემდეგ ფედერერმა.

როგორც ATP-ის ოფიციალური ვებგვერდი იტყობინება, საღამოს მსვლელობისას შეგროვდა მილიონ დოლარზე მეტი, რომელიც ფედერერის ფონდში გადაირიცხა.

"რაც შეეხება ჩემს საქველმოქმედო ფონდს, ათწლიანი იუბილე - დიდი მიღწევაა. ბედნიერი ვარ, რომ ამ საქმის კეთება ძალიან ადრე დავიწყე. ამგვარი ფონდის შექმნაზე იდეა დედაჩემმა მომაწოდა. ამ დროის განმავლობაში უკვე 86 ათას ბავშვს დავეხმარეთ. ჩვენი მიზანია, 2018 წლისთვის ეს რიცხვი მილიონამდე ავიყვანოთ", - დაამატა როჯერმა.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ბასილაშვილმა ბალახის სეზონი მარცხით დაიწყო
სინერის 29-ე ტიტული - იტალიელი რომის მასტერსის გამარჯვებულია
სამწუხარო მარცხი - ბასილაშვილი რომის მასტერსს გამოეთიშა
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა გაიმართა
მიულერს მსოფლიო ჩემპიონატზე რონალდოს და მესის წარმატებულად ასპარეზობის არ სჯერა
[VIDEO] NBA-ის ფინალების ისტორიაში ყველაზე დიდი ქამბექი - "ნიქსმა" 29-ქულიანი ჩამორჩენა აღმოფხვრა
"მანჩესტერ სიტიმ" "ნოტინგემს" ნახევარმცველში 121 მილიონი შესთავაზა
სუპერთასი 2026 | მატჩების თარიღები ცნობილია
[VIDEO] SOS. "ჯვაროსნებს" სიფრთხილე მართებთ - უნგრეთში ციდან მოედანზე კამერები ცვივა
"შავი ლომი" | "ქარი ქაფის" ჩემპიონმა გვაჯობა
დავით ბოლღაშვილის "მონაკომ" ფედერალ 1-ში დაბრუნება იზეიმა!
„აი, რატომ მიყვარს FIFA-ს მსოფლიო თასი“ - McDonald’s საქართველომ FIFA World Cup 2026-ის კამპანია დაიწყო
20 წ. | ვარსკვლავთცვენა თბილისისა და ქუთაისის სარაგბო სტადიონებზე
აზარი: ფავორიტად რომ არ მიგვიჩნევენ, უფრო მშვიდად თამაშის საშუალებას მოგვცემს
ანტმანი: შეგვიძლია ვიამაყოთ, რომ კარგი თაობა მოდის
კიდევ ერთი ქართველი UFC-ში - ჩოხელი სადებიუტო ბრძოლას 21 ივნისს გამართავს
"მამარდა" "იუვენტუსში" გამოირიცხა - "ბიანკონერიმ" ემილიანო მარტინესთან კონტრაქტი შეათანხმაა
"ხვიჩას გამო, მსოფლიო ჩემპიონატზე ამ ნაკრებს ვუქომაგებ" - ზაზა ჯანაშია
პერესმა წინასაარჩევნო დაპირება ვერ შეასრულა - "ატლეტიკომ" 150-მილიონიანი წინადადება დაბლოკა
"მოდის სექტემბრის მატჩები და გუნდს ვერ ვხედავ. მხოლოდ ერთი მაგარი მოთამაშე გვყავს" - გუცაევმა ნაკრებზე ისაუბრა
[VIDEO] შენგელიას 14 ქულა - "ბარსელონამ" "ტენერიფე" დიდი ანგარიშით დაამარცხა
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - შოტლანდია
კაზემირო და მესი ერთად - ბრაზილიელი მაიამის "ინტერში" გადადის
"კილიანი მსოფლიოში საუკეთესო გახდება, მას ზურგს შესანიშნავი გუნდი უმაგრებს" - რაფა ნადალმა ფრანგზე ისაუბრა
ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა
როჯერ ფედერერმა ჩოგბურთის უდიადესი დაასახელა
"ბოლოს და ბოლოს, უნდა გაიგოს "რეალი" რას ნიშნავს" - რაფაელ ნადალმა ვინისიუს ჟუნიორს მიმართა
ნოვაკ ჯოკოვიჩი და "პეჟო" დაძმობილდნენ
ავსტრალიის ღია პირველობა: სერენას რეკორდი და რაფტერის დაბრუნება
გაისად, პრაღაში ლეივერის თასი გაიმართება
ვინ არის ყველა დროის საუკეთესო ჩოგბურთელი?
"ბატონო ნადალ, ფოტო შეიძლება?!" - ფედერერმა გულშემატკივრებთან საუბარში სასაცილო ისტორია გაიხსენა
"მგრძნობიარე ადამიანი ვარ, განსაკუთრებით მაშინ, თუ საქმე ეხება პიროვნებას, რომელსაც ძალიან ვაფასებ" - რაფაელ ნადალის ემოციური ინტერვიუ
მაგიური ჯოკოვიჩი - ნოვაკი 2028 წლის ოლიმპიადაზე თამაშს გეგმავს
ნადალი: "რეალის" ფანი ვარ, მაგრამ მესი რონალდოზე უკეთესია [VIDEO]
"როჯერ, ახლახან ჩამოვფრინდი ბაზელში, საიდანაც..." - როგორ გაეხუმრა მარი ფედერერს
ყველა დროის ყველაზე ხანგრძლივი პირველობა მამაკაცებსა და ქალებშიც - ჯოკოვიჩმა ისტორიული მიღწევა დააფიქსირა
ფედერერის შემდეგ ნადალიც - ჩოგბურთიდან რაფაც მიდის
რაფაელ ნადალი: ყველა დროის საუკეთესო? ლეივერი ან ფედერერი!
უიმბლდონის 10 ფაქტი: უსახელო კორტები, თეთრი ფორმა და სხვა
ფერდინანდმა ყველა დროის საუკეთესო ოთხ სპორტსმენში არცერთი ფეხბურთელი არ შეიყვანა
უიმბლდონის 10 დიადი მატჩი: ლამაზი ჯადოსნური ზღაპარი