თბილისის "დინამოს" პრეზიდენტის მრჩეველი ლევან სალუქვაძე სოსო ფრუიძეს პასუხობს
თბილისის "დინამოს" პრეზიდენტ რომან ფიფიას მრჩეველმა ლევან სალუქვაძემ "ჩიხურას" მთავარი მწვრთნელის, სოსო ფრუიძის, განცხადებას უპასუხა. საქმე ეხება თბილისური გრანდის მიერ საჩხერელთა შემტევის, გიორგი ივანიშვილის, თითქოსდა, არაკეთილსინდისიერი გზით გადაბირების მცდელობას...

- სოსო ფრუიძემ თბილისის "დინამო" ივანიშვილთან ფარულ მოლაპარაკებებში დაადანაშაულა

"ძალიან ნაწყენები და გაოცებულები დავრჩით იმ განცხადებით, რაც "ალტახთან" მატჩისწინა პრესკონფერენციაზე გააკეთა "ჩიხურას" მთავარმა მწვრთნელმა. თბილისის "დინამოსთვის" დაუშვებელია სხვა კლუბისთვის ფეხბურთელის წართმევა ან მისი სხვა, არასწორი მეთოდით გადაბირება...

რადგან ამის თქმის საჭიროება დადგა დღის წესრიგში, ვიტყვი. ჩვენი გუნდის არაერთი ფეხბურთელი ასპარეზობდა სხვადასხვა დროს "ჩიხურაში" - დავით ოდიკაძე, გიორგი რეხვიაშვილი, საბა ლობჟანიძე, ჯაბა ჯიღაური, დავით ვოლკოვი... მათ "დინამო" უხდიდა ხელფასს და თან სოლიდური წვლილი შეჰქონდათ საჩხერული გუნდის წარმატებაში. ანალოგიური მიდგომა აქვს "დინამოს" სხვა გუნდების მიმართაც...

რაც შეეხება კონკრეტულად ივანიშვილის საკითხს, იყო ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ "ჩიხურა" რამდენიმე ფეხბურთელს უშვებდა გუნდიდან, აძლევდა მათ გათავისუფლების ფურცელს, მათ შორის - ივანიშვილსაც. არანაირი მოლაპარაკება არ გვიწარმოებია! ჩვენი პოზიცია იყო ასეთი: თუ ფეხბურთელი გახდებოდა თავისუფალი აგენტი, მაშინ ჩვენ მივესალმებოდით "დინამოში" მის მოსვლას.

არ ყოფილა გადმობირების არავითარი მცდელობა და ფეხბურთელისთვის არც კონკრეტული პირობები შეგვითავაზებია!..

ამის შემდეგ კლუბების პრეზიდენტები შეხვდნენ ერთმანეთს. "ჩიხურას" პრეზიდენტმა აუხსნა ბატონ რომან ფიფიას, რომ მათ სჭირდებათ ივანიშვილი და მის გაშვებას არ აპირებენ. ამის შემდეგ "დინამოს" პრეზიდენტმა მთხოვა, დამერეკა ივანიშვილისთვის და განმემარტა, რომ ჩვენი საუბარი მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნებოდა შესაძლებელი, თუ თავისუფალი აგენტი გახდებოდა...

ახლა ერთ მაგალითს მოვიყვან. თქვენ იცით, "დინამოში" თამაშობდნენ ბეგაშვილი, ჩადუნელი, მესხი, თავაძე... სხვებიც... მე პირადად ვუთხარი მათ, რომ არ იქნებოდა არანაირი პრობლემა, თუ ისინი ახალ კლუბებს მოძებნიდნენ, "დინამოსგან" კი დაუბრკოლებლად მიიღებდნენ გათავისუფლების ფურცელს...

ცნობილია, რომ ბეგაშვილი გადავიდა "დილაში". რა უნდა მექნა მე? - "დილა" რატომ არ დამელაპარაკა, არ გაგიშვებ გორში-მეთქი, ეს უნდა მეთქვა?! იგივე სიტუაცია იყო ივანიშვილთან დაკავშირებითაც. მან იცოდა, რომ გუნდიდან უშვებდნენ.

აგერ, ფრუიძე ყველგან ამბობს - ივანიშვილი საჩხერეში დაბრუნდაო. გამოდის, რომ წასული იყო გუნდიდან. აბა, როგორღა დაბრუნდა, თუ წასული არ იყო? საერთოდ, რას ნიშნავს სიტყვა "დაბრუნება"? თუ არსად წასულა ადამიანი, საიდან უნდა დაბრუნდეს?!

ფრუიძემ ისიც თქვა - ივანიშვილს უჭირს საჩხერეში გაჩერება, შვეიცარიაშია გაზრდილი, თბილისელია, თან შვილი ეყოლა და ღამეები არ სძინავსო. შვილის შეძენა ძალიან ემოციური მომენტია და ზრდასრულმა ადამიანმა უნდა იცოდეს, რომ ასეთ დროს შეიძლება მართლა არ დაგეძინოს. მეც ასე ვიყავი და სხვებისგანაც გამიგია...

არც საჩხერეში არსებული ვითარება, არც ის, რომ ივანიშვილი შვეიცარიაში გაიზარდა და არც ის, რომ მას შვილი შეეძინა, "დინამოს" ბრალი არ არის. თავად ფეხბურთელისგან ვიცოდით, რომ ის აპირებდა გუნდიდან წასვლას.

ლაპარაკი იმაზე, თითქოს მავანმა ივანიშვილს შესთავაზა 7 ათასი ლარით მეტი ხელფასი, ვიდრე ამჟამად აქვს, ასევე სასაცილო და აბსურდულია, რადგან ამხელა ხელფასი "დინამოში" საერთოდ არ არის", - გვითხრა ლევან სალუქვაძემ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gotfree
ლაშა ერთ მაგალით მოგიყვან, მსგავს ფაქტები მიღEბულია და უამრავია თანამედროვე ფეხბუღთში. რეალ მადრიდმა კასემირო გაანათხოვრა 2014-2015 წლებში პორტოში სადაც რათქმაუნდა ხელფასს უხდიდა, მისცა საშუალება სათამაშო პრაქტიკა მიეღო, ჩემპიონატში ლიგაზე და არ ყოლოდა აკადემიაში ან სკმაზე.. დღეს კასემირო რეალ მადრიდის წამყვანი ფიგურაა, შენი აზრით რეალის მიზანი რა იყო? პორტოს დახმარება? განსხვავება ის არის, რომ რეალმა შეინარჩუნა ფეხბურთელი, დინამომ ვერცერთი...
kobiusa
სტატიის სათაურები გასაგებად დაწერეთ ძალიან გთხოვთ, თუ სტატიას არ წაიკითხავს მკითხველი ვერ მიხვდება გიორგი ივანიშვილზე საუბარი თუ ...
lasha
და რახანთ ჩამოყალიბებაში მეტი წვლილიაქ დინამოს მადლობლები არ უნდ აიყვნენ მათ საქმეში ფულს რომ იხდიდა ?
gotfree
ეგ ბიჭები რომლებიც ჩამოთვალე, მათ ფეხბურთლად ჩამოყალიბებაში ჩიხურას უფრო მეტი წვლილი აქვს და მეტად ედგა გვერდით განსხვავებით დინამოსგან, რევიშვილი და ჯიღაური ორჯერ გამოაგდეთ, ლობჟანიძე აქ გაიცნო ხალხმა(მის ფაქტზეც მკაცრი იყავი :დ). ხელფასს იჯარით გაცემულ ფებურთლს ყველა უხდის, რათქმაუნდა ნაწილს, მანდ მესაკუთრე გუნდის ინტერესია და არა სხვისი დახმარების... დინამოს მსგავსი ბევრი ბინძური საქმე აქ, (სხვა გუნდების დასუსტება, წაყვანილი ფეხბურთლების სკამზე დაჯენა) და ასე რო შენი ჟურნალისტური ოინები არ გამოგადგება, ყვეკამ იცის ისედაც რა და როგორ ხდება...
zaza
სალოქვაძესთან ერთად ობოლაძე უნდა დაგემატებიათ,ვაიი ---
lasha
ისიც თავის მართლებაა როომ ფეხბურთელებით ეხმარება დინამო ჩიხურას და სხვა კლუბებს და თვითონ იხდის ხელფას ? რა დაინახე თავის მართლება არ უნდაა ბიჭს საჩხერეში გაჩერება ეს თავის მართლებაა ? ბოღმიანიი უმაქნისები ხართ და მეტი არაფერი
გივი
ტატანაშვილიც წავა, ალბად დედაქალაქში.
ქუთაისელი
სპეციალისტებმა თქვან თავისი სიტყა.ტორპედოს გამოადგებოდა დაცვაში ჩადუნელი.ახლა ის სხვა გუნდშია.სატრანსფერო ფანჯარა ტორპედოსთვის დაიკეტა 6 თვით.
odala
უსუსურ თავის მართლებას ჰგავს ეს უფრო.
დათო რუსთავიდან
სასაცილოა ,7 ათასით მეტიო და მაგხელა ხელფასი დინამოში საერთოდ არაოო :-) . მერე კიდე უკვირთ რატომ გარბიან ფეხბურთელები დინამოდანო . ფულებს მოუფრთხილდი ფიფიავ .....
Lasha
რაღაც იდიოტობებზე კამათს, ურჩევნიათ შედეგებს მიხედონ. თავს რომ ვირცხვენთ ყოველ ზაფხულს ევროთასებზე...
"სამგურალის" ზედიზედ მეხუთე მოგება
"დინამო თბილისმა" ფოთელებს მოუგო; "თელავი"-"ტორპედო" ფრედ დასრულდა
"იბერია 1999" პირველ ადგილზე დაბრუნდა, "გაგრამ" "დინამო ბათუმს" მოუგო
"კვარაცხელიას მარჯვენა ფლანგზე დაყენება ლუის ენრიკეს პრობლემური სიჯიუტეა" - ფრანგი ჟურნალისტი
"ვალენსიამ" შეიძლება "რეალის" ყოფილი ვარსკვლავი უფასოდ დაიმატოს
დე ბრუინს ბელგიაში ოპერაცია გაუკეთეს
"რეალს" "ტოტენჰემის" მცველის დამატება სურს
სპალეტი "იუვენტუსს" უახლოვდება - "ნაპოლის" ყოფილი მწვრთნელი საქმეში მალე დაბრუნდება
"ნაპოლიმ" "ლეჩესთან" მძიმე გამარჯვება მოიპოვა
ოდიკაძე ევროპის ჩემპიონ-პრიზიორია - მან სამივე სინჯის მედალი მოიპოვა
"ზაბარნი იხრჩობა და თავდაჯერებულობას კარგავს" - ფრანგული მედია უკრაინელს აკრიტიკებს
"ნაპოლი" ლეონარდო სპინაცოლას ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
"ბაიერნი" 23 წლის კოსოვოელი ფორვარდის დამატებას აპირებს
კიდევ ერთი ვარიანტი - "იუვენტუსი" შესაძლოა, ლორან ბლანმა ჩაიბაროს
უმკურნალეთ აკნეს, თმის ცვენასა და შავ წერტილებს Recipe for men-ის დახმარებით - ბრენდი სპეციალურად მამაკაცებისთვის
კიმი შესაძლოა, სერია A-ში დაბრუნდეს - "ნაპოლის" ყოფილი ფეხბურთელი გრანდების სამიზნეა
მინიმუმ 100 მილიონი ფუნტი სურთ - ელიოტ ანდერსონი გრანდების სამიზნეა
ბრენდან როჯერსმა "სელტიკის" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
რუსეთის ევრო 2032-ის თანამასპინძლობა სურს - იტალიაში ინფრასტრუქტურული პრობლემებია
მესი: ჯერ არვიცი ვითამაშებ თუ არა მუნდიალზე, გადაწყვეტილებას ამის შემდეგ მივიღებ
"როდესაც დავინახე რომ ეს გააკეთა, თვალებს ვერ ვუჯერებდი" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა მამარდაშვილი გააკრიტიკა
გიორგი შერმადინი ესპანეთის თვის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა
[VIDEOS] მამუკელაშვილი ყოფილ გუნდს დაუპირისპირდა - ბითაძის "ორლანდო" "ფილადელფიასთან" დამარცხდა
ირაკლი სიხარულიძე: "სლოვაცკოში" გადასვლა ვლადიმირ ვაისმა მირჩია
ტატანაშვილი, თარგამაძე და იაშვილი "საბურთალოს" დაემშვიდობნენ
"ბაიერნს" გიორგის შეძენა ძალიან უნდოდა, კონტრაქტი დამიდეს და ამ თანხებს გვიხდიდნენ, რუმენიგემ კი პირადად მითხრა, რომ..." - სალუქვაძემ ახსნა, რატომ არ გადავიდა ჩაკვეტაძე მიუნხენურ გრანდში
"ნიუკასლის" ფეხბურთელი ლობჟანიძის თანაგუნდელი გახდება
"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
"გურიიდან" გათავისუფლებული თემურ მახარაძე "საპოვნელაში" იმუშავებს
ფრუიძე: ეს იქნება ერთგვარი ილუსტრაცია იმ რეალობის, რომელიც დღეს საქართველოში დგას
ბათუმის "დინამომ" ჯიღაურისა და კუჩინსკის პრეზენტაცია მოაწყო
ზედიზედ სამჯერ! - ვაკო გვილია საგოლე გადაცემების დიდოსტატია
ვოლკოვის ზღაპრული გოლი 90-ე წუთზე - მისი გუნდი პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]
ეროვნული ლიგა. XVII ტური. "ჩიხურა"-"დინამო თბ" [LIVE]
"დღეს როგორც არასდროს ამაყი ვარ" - რომან ფიფიამ ხვიჩა კვარაცხელიას ჩემპიონთა ლიგის მოგება მიულოცა
"უოტფორდმა" ჩიქოვანი "შარლერუაში" გაანათხოვრა
"საბურთალოს" მცველმა "შერიფის" ფეხბურთელებს თავბრუ დაახვია [VIDEO]
ჯიღაურის დუბლი აზიის ჩემპიონთა ლიგაზე - ორი ქართველის გუნდი პლეი-ოფში გავიდა, მესამეს კარგი შანსი აქვს [VIDEO]
"მომავალი წლიდან ძირითადი აქცენტი აკადემიის აღზრდილებზე გაკეთდება, მწვრთნელი კი ეს ადამიანი იქნება..." - რომან ფიფია განცხადებას ავრცელებს
დიმიტრი ტატანაშვილი კარიერას "თელავის" რიგებში გააგრძელებს
თბილისის "დინამოს" ახალგაზრდულმა გუნდმა ჩემპიონთა ლიგაზე ისევ გაიმარჯვა
"სოსნოვიეცი" მეორე ქართველმაც დატოვა - გიორგი ივანიშვილი "სიონში" ჩაირიცხა
"ქართულ კლუბებში უმეტესად ბაყაყები მუშაობენ, რომლებსაც უნდათ ჭაობში სხდომა" - ლევან სალუქვაძემ ქართულ საკლუბო ფეხბურთზე ისაუბრა
"როგორც ფეხბურთში ერკვევა, ისე ერკვევა პოლიტიკაშიც" - რას აცხადებს ირაკლი კობახიძე რომან ფიფიაზე?
[მკითხველთა ფორუმი] ნაკრების პრობლემა - ვინ დაგვიცავს მარჯვენა ფლანგზე?
თბილისის "დინამო" სახალხო კლუბია, რომელიც მუდმივად დგას ქართველ ხალხთან ერთად" - ფიფიას პასუხი კობახიძეს
გიორგი რეხვიაშვილმა თბილისის "საბურთალო" დატოვა
ოთარ ტატიშვილი "შევარდენი 1906"-ის საპატიო პრეზიდენტი გახდა
მხოლოდ 2 მატჩი გუნდის სათავეში - სოსო ფრუიძემ "ლოკომოტივი" დატოვა
[VIDEO] საბას დროა - ლობჟანიძის ბრწყინვალე გოლი MLS-ში
არასაკმარისი ხალხი ქართულ ფეხბურთში, ცოდნის არასწორად გადაცემა და რესურსი, რომელიც იკარგება...
2023 წლის შემდეგ პირველად - სანიოლმა ეროვნულ ნაკრებში ვოლკოვს უხმო
სოსო ფრუიძე ფეხბურთში დაბრუნდა და უმაღლესი ლიგის გუნდს ჩაიბარებს
ლეგენდების მატჩი | დინამო V აიაქსი
ტაბატაძემ გაიტანა, ნეიმარი მსაჯმა დაინდო - გველესიანი რონალდოს დაუპირისპირდება [VIDEO]
დიმიტრი ტატანაშვილი "საბურთალოს" ფეხბურთელი გახდა
გიორგი გაბედავამ ვატო არველაძის "კორონას" გაუტანა [VIDEO]
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
[VIDEO] ლობჟანიძემ MLS-ში საგოლე პასი შეასრულა
"საქართველო არაჩვეულებრივი ქვეყანაა" - ჰამზიჩი ეროვნულ ლიგას უბრუნდება
დავით ოდიკაძე: კარიერის დასრულება ამ გუნდში მსურს
სოსო ფრუიძე: 6 ქულა კარგია, მაგრამ ყველაფერი თავიდან დასაწყებია
გიორგი რეხვიაშვილი: თამაშიდან გამომდინარე თუ ვიმსჯელებთ, ლოგიკური შედეგია
"სოსო ფრუიძის მწვრთნელად მოსვლას არ დავუშვებთ" - "ტორპედოს" გულშემატკივრის განცხადება
კოხრეიძე საფრანგეთის ლიგა 2-ში? გიორგი ერთ-ერთ ლიდერს აინტერესებს
ლუკა ზარანდიამ პოლონეთში თანამემამულეები არ დაინდო [VIDEO]
გოლი, რომელიც "საბურთალოს" არ ჩაუთვალეს - იყო თუ არა თამაშგარე? [VIDEO]
ვოლკოვი ნაკრებში ჰეთ-თრიქით მოდის - ქართველის სუპერ მატჩი აზერბაიჯანის ჩემპიონატში [VIDEO]
"მოვიდა დრო, ჩვენს გმირ მწვრთნელს დავემშვიდობოთ " - ლევან სალუქვაძემ ვილი სანიოლზე ისაუბრა
"სიონი" გიორგი ივანიშვილით გაძლიერდა
ეროვნული ლიგა. პლეი-ოფი: "ჩიხურა" - "სამგურალი" [LIVE]
"სირცხვილია! კუპატაძის ბრალია ყველაფერი?! 30 წელია რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, სანამ არ დავიწყებთ ჩვენს შეცდომებზე საუბარს..." - ლევან სალუქვაძე ქართული გუნდების ევროტურნირებზე გამოსვლას ეხმაურება
ეროვნული ლიგა. XVI ტური. "მერანი" - "ჩიხურა" [LIVE]
"ტორპედომ" ეროვნულ ლიგაში დასარჩენად დიდი ნაბიჯი გადადგა [VIDEO]
გიორგი ჩიტაური: "საპოვნელა" უმაღლეს ლიგაში დაბრუნებისთვის იბრძოლებს!
ლობჟანიძის საგოლე პასი - საბა MLS-ის ახალ სეზონს შედეგიანად იწყებს [VIDEO]
"არ შეიძლება ყველაფერი მწვრთნელს დავაბრალოთ, კაცმა დაგაყენა „ალმერესთან“ 10 ნომერზე, მთელი პირველი ტაიმი კარში არ დაურტყამს, მწვავე პასი არ გაუკეთებია..." - ლევან სალუქვაძემ გიორგი მიქაუტაძეზე ისაუბრა
"ჩიხურამ" ძალიან ლამაზი გოლითა და მეკარის სასწაული "სეივებით" მოიგო [VIDEO]
ეროვნული ლიგა 2. VII ტური: "ვიტ ჯორჯიამ" "შევარდენი" დაამარცხა და ერთპიროვნულად გალიდერდა
სანიოლი შემადგენლობას მალე დაასახელებს - დაცვაში უკეთეს რეზერვს ველოდით, იქნებიან აზაროვი და ამჟამად უკლუბოები?
ლამის ტრავმა მიიღო - კურიოზი "საბურთალოს" გოლის აღნიშვნის დროს [VIDEO]
ლობჟანიძის საგოლე პასი - "ატლანტამ" და "ცინცინატიმ" ფრედ ითამაშეს [VIDEO]
საჩხერის "ჩიხურას" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს!
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
"შოთა არველაძის სამშობლოში ვართ და სამწუხაროა, რომ ის ვერ ითამაშებს" - ფრანკ დე ბური ლეგენდების მატჩის წინ
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
"2026 წლიდან, 10 წლის თავზე, დიდი ძალისხმევის შედეგად, სამართლიანობა იზეიმებს და "დინამო თბილისს" ექნება დაფინანსების სხვადასხვა წყარო" - რომან ფიფიას განცხადება
დავით ოდიკაძე "შევარდენში" ითამაშებს - მეორე ლიგაში უმაღლესის შემადგენლობით
ლეგენდების მატჩში თბილისის "დინამომ" "აიაქსი" 5:2 დაამარცხა
თემურ შალამბერიძე: ყველას არ შეუძლია, ფული გადაიხადოს და ფეხბურთზე იაროს
ლობჟანიძის გუნდის უდიდესი სენსაცია - "ატლანტამ" ლიონელ მესის მაიამის "ინტერი" პლეი-ოფიდან გამოთიშა [VIDEO]
სოსო ფრუიძე: მოსაგებად ძალა აღარ გვეყო
მარუსიჩმა თბილისის "დინამო" დატოვა და უკვე ახალ გუნდშიც წარადგინეს
დიმიტრი ტატანაშვილი "სიონისთვის" გაიტანს