ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი
გუშინ კიდევ ერთხელ ჩაგვახედეს სარკეში. მტკივნეულია, რომ ამას უკვე მერამდენედ აკეთებს ჩვენი მეზობელი, რომელიც წმინდა საფეხბურთო რესურსით ჩვენზე უკეთესი არ არის. მაგრამ ეს უკვე არაფერს ცვლის - ქართული ფეხბურთის დონე უკვე ფარერებისას გაუთანაბრდა და ეს გვინდა თუ არა, უნდა ვაღიაროთ.

მოკლედ თამაშზე: მასპინძლებმა ანგარიში სწრაფად გახსნეს. აფრან ისმაილოვის ჯარიმის შემდეგ თურქმა არბიტრმა ჩათვალა, რომ გიორგი დათუნაიშვილმა მახირ მადათოვის წინააღმდეგ წესი დაარღვია და პენალტი დანიშნა. ომარ მიგინეიშვილმა ისმაილოვის დარტყმის მიმართულება კი გამოიცნო, მაგრამ გოლი მაინც გავიდა.

თამაშს მასპინძლები აკონტროლებდნენ და სტუმართა წინააღმდეგობის მიუხედავად, პირველ ტაიმში კიდევ 2 გოლი გაიტანეს. გაუგებარია, სად იყვნენ ამ დროს ჩვენი ჩემპიონის მცველები, კარის წინ მარტო დარჩენილი თავდამსხმელის ნეიტრალიზების გარდა, სხვა რა საქმე უნდა ჰქონოდათ?!

მეორე ნახევარში აზერბაიჯანელებს თავი აღარ მოუკლავთ, ცოტა მოინდომეს და კიდევ 2 გოლი გაგვიტანეს. საბოლოოდ - 5:0!

იხილეთ ვიდეო

იხილეთ ფოტოგალერეა

ამ გამარჯვებით აზერბაიჯანის ჩემპიონმა საპასუხო მატჩი (18 ივლისს, "დინამო არენაზე") ფორმალობად აქცია.

მომავალს მხოლოდ ისტორიაზე დაყრდნობით ვერ შევქმნით, მას ყოველდღიურად სჭირდება საფუძვლის ჩაყრა. საკლუბო ფეხბურთში აზერბაიჯანი ჩვენზე ძლიერია და სანაკრებო დონეზეც საგრძნობლად გაგვისწრო: მეზობლები ფიფას რეიტინგში მე-80 ადგილზე არიან, ჩვენ კი 112-ეზე.

ის ეპიზოდური გამოხდომებიც, რომელსაც მოკრძალებით თუ ვუწოდებთ "სამტრედიის" შეტევებს, მეტოქის მედიდური სიზარმაცის შედეგი იყო - ხვდებოდნენ, რომ არაფერი გამოგვდიოდა და თავს არ იკლავდნენ. ეს არის ყველაზე სამწუხარო!

ასეთი რა უბედურება გვჭირს, რომ გლობალური აღმოჩენებისა და ტექნოლოგიური გადატრიალების ეპოქაში (როცა ინტერნეტით ყველანაირი მასალა ხელმისაწვდომია) ელემენტარულ დონეზე ვერ ვსწავლობთ ფიზიკურად მომზადებას, სირბილს, მოძრაობას... საერთოდ - ფეხბურთის თამაშს! მეტი უკუსვლა წარმოუდგენელია!

დროა, ქართული ფეხბურთის გადასარჩენად კომპლექსური ნაბიჯები გადაიდგას. ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამის ამოქმედება მომაკვდავისთვის აუცილებელი დახმარება იყო და თუ ვინმე ფიქრობს, რომ მისი შეჩერებით ბედნიერება გვეწვევა, ვერ დავეთანხმები.

მისი ამოქმედებიდან ერთ წელიწადში წარმატება-წარუმატებლობაზე ლაპარაკი უადგილოა, მაგრამ ერთი რამ აშკარაა - ამ პროგრამას ინფრასტრუქტურა, უფასო საფეხბურთო სკოლები და თანამედროვე მომზადების მეთოდოლოგია უნდა დაემატოს. ასე თუ არ მოხდა, გავა კიდევ ერთი წელიწადი და კიდევ უფრო შევრცხვებით.

მატჩის შემდეგ

- გია ცეცაძე: საპასუხო მატჩში "სამტრედიას" პრესტიჟისთვის ვითამაშებთ

- "ყარაბაღის" ფეხბურთელები: ბოლომდე მზად არ ვიყავით

ჩემპიონთა ლიგა. II საკვალიფიკაციო ეტაპი. I მატჩი

11.07. ბაქო. "ტოფიკ ბახრამოვი"

ყარაბაღი-სამტრედია 5:0

გოლები: 1:0 ისმაილოვი (10-პენ), ნდლოუ 2:0 (37. აგოლის პასით), 3:0 ნდლოუ (45-პენ), გერერი 4:0 (83. მიჩელის პასით), 5:0 მიჩელი (90+1)

ყარაბაღი (4-2-3-1): შეჰიჩი - მედვედევი, სადიგოვი (31. ჟეზნიჩაკი), ჰუსეინოვი, აგოლი - გარაევი, მიჩელი - ისმაილოვი (76. გერერი), დინიევი (65. ალმეიდა), მადათოვი - ნდლოუ.

სათადარიგოები: კანობოლოცკი, ამირგულიევი, დაშდემიროვი, რამაზანოვი

მწვრთნელი: ყურბან ყურბანოვი

სამტრედია: მიგინეიშვილი - მჭედლიშვილი, სანდოხაძე, კასრაძე, ბალდე - დათუნაიშვილი, მანჯგალაძე - რაჟამაშვილი (69. ბერიაშვილი), მარკოზაშვილი, სამუშია (64. ჯიქია) - საბანაძე.

სათადარიგოები: ი. სტურუა, მთივლიშვილი, ნინუა, გოგიაშვილი, ბურკაძე

მწვრთნელი: გია ცეცაძე

გაფრთხილებები: მანჯგალაძე (5), ბალდე (8), დათუნაიშვილი (10), სამუშია (59)

არბიტრი: მ. კალვაკანი (თურქეთი).

სხვა მატჩები

ჰიბერნიანსი-ზალცბურგი 0:3

პარტიზანი-ბუდუჩნოსტი 2:0

რიეკა-ნიუ სეინტსი 2:0.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gaza
ფეხბურტელებმა ფეხბურტს მიხედეტ,მინისტრობას და პარლამენტსი დჯდომას ტავი დაანებეტ,ტუ გინდატ საკმე გაკეტდეს,მაგრამ გორები ხარტ და ფულიტ ვერ დზგებიტ
დავიღალე
განმეორებით მატჩზე არც ერთი გულშემატკივარი არ უნდა მივიდეს პროტესტის ნიშნად, პროტესტი ქართულ ფეხბურთის ფედერაციას და არა კონკრეტულად სამტრედიას, ამოვიდა ყელში...
მიშა
ვერ ვხდები და ვერც მივხეები და შეუზლებელია მიხედრა რატომ ვფირობთ რომ უნდა მოვიგოთ რატომ უნდა მოპიგოს ქართულმა კლუბმა ან ნაკრებმა ,ზოგი კომენტარში წერს მოვიგებთ ასე რომ წერენ ან ყველაფერიუ გააკეთეთ რომ მოიგოთ ტუ კარად ვითამაშებთ მოვიგებთ კითხვა მაქვს რატომ უნდა მოივიგოთ:რას აკეთებს ქართული ფეხბურთი იმისთვის რომ მოიგოს რომ იმსახურებდეს მოგებას ანდა ტუნდაც ფრეს

ძველი თაობის ფეხბურთელები დაძუნძულებდნენ და ტეხნიკა ვისაც ქონდა ფონს გადიოდა. დღეს ეგრე აღAრ არის ბიძია. ტემპი ნახეთ აბა როგორია დგეს და როგორი იყო მაშინ. რამდენ კილომეტრს დარბოდა ფეხბურთელი მაშინ და რამდენს დარბის ეხლა. ვინც მაღალ დონეზე თAმაშობს ჩათვალე სამუდამოდ იზიანებს ჯანმრთელობას იმდენ აღმდგენებს და ენერგეტიკებს ასმევენ. ასე რომ დღეს უფულოდ არავინ შეაკლავს თავს ამ სპორტს. მითხარით ერთი ქვეყანა მაინც სადაც უფულოდ განავითარეს და ააღორძინეს ფეხბურთი და გავჩუმდები
გიორგი
რა ფული რის ფული ხალხნო, კალბასი და პური ენატრებოდა ძველ დინამოელებს და უამრავ ლეგენდარულ ფეხბურთელს, მაგრამ ეპოქა შექმნეს.არ დაიწყოთ ახლა სხვა დროა და რა ვქნათ. ღირსება არ აქვთ და ზნეობა არც ფედერაციას არც ფეხბურთელს. მეორე თამაშს ღირსეული კაცი არ ითამაშებდა
დათო-სიმართლე
ამ ხალხს სულ დაუბნელდა გონება ქოცებივით ყველაფერს ნაცებს აბრალებენ ... დაანებეთ წარსულით ცხოვრებას თავი და აწმყოს მიხედეთ . ნაცები კი არ არიან ქვეყნის სათავეში ,მოსთხოვეთ ყველაფერი მათ ვინც მართავს ქვეყანას, თორემ გადაგვჩეხეს ჯურღმულში ...
ika-ს
ჰააა,იკა,ატაფერი შეგეშალოს,მიშამ რომ სტადიონები დაანგრია და კორპუსებიჩადგა ,დაგავიწყდა?იქ გაზრდილი ბიჭები უნდა თამაშობდნენ ახლა,მწვრთნელებად კი სპორტის აკადემიაში გაზრდილი სპეციალისტები უნდა ჰყავდნენ,ისევ მიშამ ტერიტორიის გულისათვის რომ გაანადგურა და ფიზმომზადების სპეციალისტებიც იქ უნდა გაზრდილიყვნენ,ახლა სირბილიც კი რომ აღარ იციან ფეხბურთელებმა. აუწონავია ნაცისტების დანაშაული ქართველი ერის წინაშე და მატ=თ დათესილ შხამს კიდევ კარგა ხანს ვერ გავანეიტრალებთ.ისე დანგრევა გაცილებით ადვილი და იაფია,აშენება კი ძნელი და ძვირი,ეს კარგად აითვისეს ნაცებმა და ანგრიეს განათლება,მეცნიერება,სპორტი,სოფლის მეურნეობა,მშენებლობის ხარისხის კონტროლი,ქალაქ დაგეგმარება,კვების პროდუქტების ხარისხის კონტროლი,გეოლოგიური სამსახური,ეკოლოგია,გააუქმეს 1200 სკოლა,უამრავი საბავშვო ბაღი,საზღვაო ძალები,სამხედრო საჰაერო ძალები და კიდევ რა ვიცი.კი დაიწყო გზების შენება,მაგრამ იქაც არაფერი ჰკითხეს ამ დარგის მეცნიერებს და მათი დაგებული ავტობანები დასავლეთ საქართველოში წყალთან ქიმიური რეაქციის გამო იშლება და ინგრევა,ვითომ გააკეთეს ბაგრატის ტაძარი და იუნესკომ ძეგლების ნუსხიდან ამოაგდო,ისეთი რამე გააკეთეს,მცხეთაც იგივეს ელოდა მაგრამ ქოცებმა შეაჩერეს მათი გეგმები და მისი სტატუსი როგორღაც გადაარჩინეს.ნაომარი ხალხი ,მათი მშიშარობის მოწმე ციხეში ჩაყარეს,ვაჟკაცი ბიჭები ციხეში გააუბედურეს,ხალხს სინამდვილეში ცოცხალი ადამიანების მკვლელობა აღიარებინეს და როცა ის ცოცხალი გამოჩნდა,ახლა ცრუ ჩვენების გულისათვის მიუსაჯეს პატიმრობა.მაგათ ააყვავეს არაა ქვეყანა,მაგ მართლა ნაძირალებმა.ქოცებმა თავიდან ნორმალურად დაიწყეს,მაგრამ კოჰაბიტაციის გამო ნაცები ფაქტიურად მართვის სათავეში დარჩნენ,ჩაინერგნენ ოცნებაში და ახლა ოცნების 50-70 პროცენტი უკვე ნაცები არიან.ამიტომ ისევ უკუღმა მიდის საქმე,რადგან ნაცი თავისი არსით არის დამანგრეველი,ბოროტი საწყისი და ახლა ასეთად აქცია ქოციც.
irakli
sircxvilia ra mcxvenia ro qartveli var yifianis da daraselias qveyanash arcxvenen legedebs ra azerbaijani gvihebs mere albat avxanetic mogvigebs
murtalo
ადმინ რატომ მიბლოკავთ კომენტარს, რა არ მოგეწონათ?
ika
როგორიც მთავრობაა სიეთივეა ფეხბურთიც. ამხსოვს თუნდაც ვიდრე ქართული ოცნება მოვიდოდა, ქართული კლუბები პირწმიდად ჩაგრიდნენ ანორთოსის, ოლბორგს, აეკს და ა.შ დილამ ისედაამარცხა დანიელები რომ დანიელებმა აღიარეს რომ ქართული ეფხბურთი ბევრად სჯობია დანიურსო. 2012 წლის მერე თუ დააკვირდებით ფეხბურთი უკან უკან წავიდა და უარესებს მოელოდეთ. ამ მთავრობსი ხელში. სააკაშვილსი დროს დილა 3-1 ორჰუსს 2-1 უგებდა, ოლბორგს 3-0 და 0-0 ანორთოსის 0-1 და 3-0 ეხლა თათრები გვანადგრუებენ და ეს გაცამტვერებაა უფრო. არ ვარ პოლიტიკოსი მაგრა, ივანიშვილსი რეჟიმი ზედ ეტყობა თუნდაც ფეხბურთს, როგორ შეიძლება ჩემპიონმა პირწმიდად წააგოს 5-0 ან მატჩამდე ფეხბურთელები გაყიდოს, არ მოემზადოს, ხელფასები არ მოუმატოს. ნელ-ნელა სააკაშვილსი ლანძღვაში მარტო ყველაეფრი ნადგურდება, მალე სან მარინოსთან მოგებას ავღნიოშნავთ.
ramazi
სანამ არ დაკანონებენ კველა ფეხბურტელს 3დან 5ცლამდე ხელშეკრულება დაუდონ სანმა ტიტეულ გუნდში 17.18.19ცლის ფეხბურტელი არ იკნება დირიტადადში და 23ცლამდე ფეხბურტელის გაკიდვა არ შედლება გუნდს მანამ შედეგი არ იკნება/კველა გუნდი 6ტვიან ხელსეკრულებებს უდებს და 6ტვიანი გუნდები არსებობენ ახლა საქრტველოში,სამტრედიამ გაკიდა 3დირიტადი ფეხბურტელი და კარში დამრტკმელი ახარავინ დარჩატ რიტ მოუგებდენ აზრების გუნს ვერაფრიტ
გიორგი
რეალობა ძალიან სამწუხაროა,თუმცა პესიმიზმის საფუძველი არ არსებობს. ძალიან კარგია რაც მოხდა, რადგან ყველა კითხვას გაეცა პასუხი. ტირილს და უაზრო პესიმიზმს სჯობს დასკვნები დროულად გაკეთდეს, მოსაკვეთი მოიკვეთოს და საფუძველი ჩაეყაროს მომავალს, მინდა ფეხბურთელი ვიყო საქმეს არ შველის. პროფესიული ზრდა არის აუცილებელი ყველა რგოლში როგორც მინდორზე, ასევე მენეჯმენტში

ფული ხალხო ფუუულიიიი. ფული და სწორი მენეჯმენტი წყვეტს ყველაფერს.
გია
ბიზნესმენებს ეშინიათ ფულის ჩადება ფეხბურთში და ეგ არის ერთ-ერთი მიზეზი ჩვენი წარუმატებლობის.
სტ
კალაძე-კობიაშვილის წყვილი რატომ არ თამაშობდა? ტრავმა ხომ არ აქვთ, თუ სხვაგან გადავიდნენ?
murtalo
სამწუხაროდ უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველოში პროფესიონალური ფეხბურთი ფაქტიურად არ არსებობს. ამიტომ საქართველოს ჩემპიონატი ნახევრად პროფესიონალური უნდა გახდეს, სადაც კერძო მეპატრონეების ხელში არსებული კლუბები, რომლებსაც ინფრასტრუქტურაც ექნება ასე თუ ისე აწყობილი დარჩებიან პროფესიონალურად, დანარჩენი კი იქნებიან სამუყვარულო სტატუსით. ეს უკანასკნელნი უმეტესად ახალგაზრდა ფეხბურთელებით დაკომპლექტდება და ისინი მხოლოდ სტიპენდიის სახით მიიღებენ სახელმწიფოსაგან თანხას 200-300 ლარამდე. დაბალ ლიგებში მხოლოდ მოყვარულთა გუნდები იქნებიან და ა.შ. ამ შემთხვევაში მუდმივად პერსპექტიული "პენსიონრები" დიდი ალბათობით დატოვებენ საქართველოს ჩემპიონატს და 16-17 წლის ბავშვებს მიეცემათ წინსვლის და გამოცდილების მიღების საშუალება. სანამ ამ წლებში დაგროვილ ბალასტს არ მოვიშორებთ ამ ორმოდან ვერ ამოვალთ. ამათ ბევრი ფეხბურთს წურბელასავით მიტმასნილი ხალხი გაყვება და ცოტა ამოვისუნთქებთ...იმ თანხით კი სახელმწოფო რომ ხარჯავს უპრაგონოდ ახალი პატარა სტადიონები აშენდეს და უფასო საფეხბურთო სკოლები გაიხსნას. ამ სკოლებში კვალიფიციური პედაგოგები ჩამოიყვანონ, რომლებიც არა მარტო ფეხბურთელების ჩამოყალიბებაში დაგვეხმარებიან, არამედ მათ გვერდზე ჩვენი ახალგაზრდებიც აითვისებენ ბავშვების წვრთნის თანამედროვე მეთოდებს...და ბოლოს, გაუშვით ბავშვები ეზოში, უყიდეთ ბურთი და მათთან ერთად თქვენც ითამაშეთ, ვისაც კიდევ შეუძლია. მოაცილეთ კომპიუტერს და სმარტფონებს, ამაზე კარგს ვერაფერს იზამს რიგითი გულშემატკივარი. ფეხბურთი ჩვენს გენშია-ეს ფრაზა სინამდვილესთან ახლო რომაა განვლილმა 19-წლამდელთა ჩემპიონატმა დაადასტურა და ამ თაობასაც ისე დავკარგავთ, როგორ მაისურაძის ნაკრების ბავშვების უმეტესობას...დროა ხირურგიული ცვლილებები განხორციელდეს, თორემ ნახევარი ნაბიჯიღა დაგვრჩა საფეხბურთო იმპოტენციამდე.
გიგანტი
რისი ბრალია ეს ყველაფერი ... ჩვენი ფეხბურთი რატოა ასე ვინმემ იცის?
zura
სირცხვილია! საერთოდ დასაშლელია ეგ გუნდი.
12
კითხეთ რა ფედერაციის ხელმძღვანელობას: სულ რომ არ არსებობდეს ფდერაცია, უარესი რა შეიძლება მოხდეს?
reso
კარგია კარგი იქნებ რამე შეიცვალოს .შევქმნათ ერთი გუნდი მაგალითად თბილისის დინამო და ვათამაშოთ სადმე ევროპულ ლიგაზე ამ რუსეთში ან იგივე აზერბაიჯანში ან თურქეთში.
maximus
მოკლედ მაგარ ჭაობში ვართ და თანაც გამოსავალი არ ჩანს. სულ უკან და უკან მიდის ჩვენი ფეხბურთი ეს კობიაშვილიც იმ ოპერიდანაა და რისი გამკეთებელია აგერ ჩანს .მაგრად გაამართლა ეროვნულის ახალმა მოდელმა და ამ გერმანულ მოდელზე გადასვლამ ხომ საერთოდ დაგვხატა...
Gio
Es aramarto qartuli fexburtis, aramet mteli qveynistvis misi istoriistvis da acmyostvis tavze lafus dasxmaa!!! Ivanishvili da kalaze arian am yvelaferze pasuxismgeblebi!!!!
aburjga
დაკმაყოფილდით იმ ფეხბურთით რაც არის. დაშალეთ პროფესიონალური კლუბები. იყოს სამოყვარულო საქართველოს ჩემპიონატი. მეტს ჩვენი ქვეყანა ვერ გაქაჩავს ფინანსურად!!! ახლა სხვა დროა, როდის მოვა თქვენნაირი პრეტენზიული გულშემატკივარის დონეზე ეს ამბავი არ ვიცი?!
lasha
კარგად ითამაშეს ყოჩაღ კალაძის ლომებს
gocha123
ფეოლა წავაგეეეტ....გაგიცჰირდებდატ:-)
avtandil
დავანებოთ ამ 1981 წელს თავი,ბოლოსდაბოლოს თასების თასი ბევრ კლუბს სარდაფში უგდია. ვაღიაროთ, რობ ფეხბურთის თამაში არ შეგვიძლია და მოვეშვათ ხალხის ნერვების შლას და უაზროდ ფულის ხარჯვას. ის ფული რომელიც ფეხბურტის „განვიტარებას“ ხმარდება მიეცით რაგბისტებს, კალათბურტელებს ან განავითარეთ სპორტის სხვა სახეობები.
Dato
ქართული ფეხბურთი იცით როდის მოკვდა?როცა ჯიქია გაყიდეს,ირაო გაყიდეს,ავლაბარში სკა გაყიდეს,ვაკის სტუდქალაქში სტადიონი გაყიდეს.რომელი ერთი ჩამოვთვალო?? სასწრაფოდ ააშენეთ ბაზები მაღლივის მიმდებარედ,ფიზკულტურის ინსტიტუტთანიპოდრომს მიხედეთ,თორემ მალ სტადიონი აღარ დარჩება და ვინღა ითამაშებს ფეხბურთს,გადაეცით ეს წერილი კობიაშვილს- სასწრაფოდ დაიწყონ ეს პროექტები სანამ სულ არ დავღუპულვართ
დავით11
სხვა შედეგს რანაირად ელოდით საოცრებაა პირდაპირ.,
BUXRIKA
მართლაც რომ კარგით რა.ეს უკვე ზედმეტია
გია-გივი თუთბერიძე
სანამ ქვეყანას არ ვუშველით-გავანთავისუფლეთ,მანამდე არაფერს ეშველება...არა !
გიორგი ჯანიკაშვილი
ამდენ წარუმატებლობას ერთმნიშვნელოვანი მიზეზი არ შეიძლება ჰქონდეს.ეს არის 25 წლიანი ,,ბუკეტი" უპასუხისმგებლობის,უცოდინრობის,სახსრების დატაცების,ძმაკაც-ნათესავური პროტექციონიზმის ერთობლივი შედეგი.წვრთნიდნენ უვიცები,სჯიდნენ უვიცები დააფასებდნენ მომხვეჭელები.ახალგაზრდებს ჩამოუყალიბეს ზერელე მიდგომა შინაური ფეხბურთისადმი და აქცენტები საზღვარგარეთულ გუნდებზე გადაატანინეს,სადაც მეტს იხდიან.ნიჭიერი ბავშვი ბევრი წავიდა,მაგრამ დამაგრდა ვინმე ძლიერ გუნდში? ვერცერთი.იყიდიან ,,მერსედესს" და მორჩა.მშვენიერი ფეხბურთი ათამაშა ვასილ მაისურაძემ 17 წლიანები,შედეგიც აჩვენა და რა...ადგნენ და გაათავისუფლეს.იმ მცირე რესურსით კახი ცხადაძემაც დააწყებინა ბიჭებს თამაში,მაგრამ...ისიც მოხსნეს.ქვეყანა როცა მავანს ჰკიდია ფეხებზე-ფეხბურთიც ჰკიდია თავისთავად.რაგბში და კალათბურთში უკეთესი მდგომარეობა იმიტომ გვაქვს,რომ ამ ფედერაციებმა მწირი ბიუჯეტით შედარებით პატიოსნად იმუშავეს,ნიჭიერებს შეუწყეს ხელი და დილეტანტები არ შემოუშვეს.თაობაც უკეთესად შენარჩუნდა და შედეგიც დაიდო.ფეხბურთი ეროვნული საქმეა და სანამ საქართველო პატივისცემას არ დაიმსახურებს და დაიბრუნებს-მოგვიწევს ლოდინი.გაბრაზებითა და გინებით მხოლოდ ერთმანეთს მოვუშლით ნერვებს;საქმეს კი არაფერი ეშველება.
tamazino
წინა დრით ვწერდი და იმედი მქონდა, თუ იბრძოლებდნენ, შეიძლება ფრესთვის გამოეკრათ ხელი, რადგან კლასით ბევრად მაღალ გუნდს ვეთამაშებოდით(მგონი საფლავში როგორ ტრიალებენ მესხი, მეტრეველი, ყიფიანი, შენგელია და რომელი ერთი კიდევ სირცხვილისაგან). საერთოდ ვერ ვნახე ბრძოლის ჟინი ჩვენებში, ისე სამარხვინოდ დათმეს თამაში. ფეხბურთის განვითარების ფონდი სათავეშივე მკვდარი იყო. მე ვწერდი, რომ თამაშები დაიძაბება, მაგრამ კლასს ეგ ვერ აამაღლებს, მერე ყველა გუნდი არ დააფინანსეს იმ პროგრამით, კერძო კლუბებს გვითხრეს უარი და ზოგიერთმა ტრადიციულმა გუნდებმა აღადგინეს გუნდები მაგ ფულის იმედად(ან ეგ რა ფულია? )სახელმწიფოს ეგ პროგრამა არასწორია. მაქვს ფეხვბურთის განვითარების პროგრამა(უფრო ფინანსების მოზიდვას შეეხება), მაგრამ რახანია ყურს არ იბერტყავენ. თუ არ მიხედე ბავშვთა ფეხბურთს და რეგიონებს და არ ჩამოიყვანე საშუალო ევროპული დონის ფეხბურთელები, აზრი არ აქვს, ანდორაზე მწარედ ვაგებთ. მივმართავ ისევ ფეხბურთის მაღალჩინოსნებს, დაინტერესდით ჩემი პროექტით და 5-6 წელში საშუალო დონეზე გავალთ. ვარ წრთერთი კლუბის ხელმძღვანელი, ჩემთან ერთად ამ პროექტზე მუშაობდა ცნობილი საფეხბურთო მწვრთნელი
svan
უელსურმა სამოყვარულო გუნდმა ხორვატიულ რიეკასთან 2 გოლი გაუშვა მარტო))) იქნებ რეზი არის რაიმე თანამდებობაზე ფედერაციაში... რამდენჯერ მსმენია ეს ფრაზა - "სანამ არველაძეები იქნებიან ფეხბურთში არაფერი გვეშველება"!
სიმართლე
რაც ქვეყანაა ფარჩაკი, ასევეა ფეხბურთიც

ეს კომენტატორი ხომ მთლად „აგიჟებს“ ფრაზებით: „ნახე რა მაგარია“, „რა მაგარი რამ გააკეთა“, „აუ რა პასი გააკეთა“ და სხვა მარგალიტები
1
1
a talanti
ეს კობიაშვილი და მისი ძმაბიჭები მოაცილეთ სისტემას ან ფეხბურთის თამაშს თავი დაანებთ
ვავა ვავა
კიდე წააგეთ ხო!!!!
Gia
ქართული ფეხბურთი იცით როდის მოკვდა?როცა ჯიქია გაყიდეს,ირაო გაყიდეს,ავლაბარში სკა გაყიდეს,ვაკის სტუდქალაქში სტადიონი გაყიდეს.რომელი ერთი ჩამოვთვალო?? სასწრაფოდ ააშენეთ ბაზები მაღლივის მიმდებარედ,ფიზკულტურის ინსტიტუტთანიპოდრომს მიხედეთ,თორემ მალ სტადიონი აღარ დარჩება და ვინღა ითამაშებს ფეხბურთს,გადაეციტეს წერილი კობიაშვილს სასწრაფოდ დაიწყონ ეს პროექტები სანამ სულ არ დავღუპულვართ
gveshveleba rame?
ფეხბურთი მანამ არ იქნება საქართველოში, სანამ ერთწლიანი გუნდები იქნება ჩვენთან!გუნდი რო დაიშლება მის ხელახალ აშენებას წლები სჭირდებ.ამათთან ამ გუნდის სახელს რო ვახსენებ ფეხბურთის შეურაწყოფაა ალბათ, მაგრამ ვიტყვი წინათ თქმულის გასამყარებელ მაგალითად მანჩესტერ იუნაიტედს, რომელიც წლებია წვალობს და ძვლივს სჰექმნა გრანდებთან მიახლოებული გუნდი, არადა რა თანხები დახარჯა!!!
bavaria
ჩვენი ფეხბურთის გერმანული მოდელი ეს არის?
კაკი
იმ კლუბების ხელმძღვანელების თუ მფლობელების, რომლებიც სამარცხვინოთ გამოვარდნენ ევროტურნირებიდან, ასევე ფეხბურთის ფედერაციის მესვეურთა ადგილზე რომ ვიყო, მართლა შემცხვებოდა. ესენი კი ეძებენ მიზეზებს, თუ რატომ მოხდა ასე. ისეთი კვაზი ქვეყნების კლუბები, როგორიცაა გიბრაკტარი, ანდორა, სან-მარინო და ა.შ, ისინიც კი აღარ აგებენ ასეთი სამარცხვინო ანგარიშებით. კი, ადრეც გამოვარდნილად საწყის ეტაპზე ჩვენი გუნდები, მაგრამ ასე სამარცხვინოდ არასდროს. გრცხვენოდეთ ფეხბურთის მესვეურებო. მე კი გუშინ თამაშის ყურებისას შემრცხვა, რომ ქართველი ვარ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა აზერებისაგან, რომ დაგვინდეს. მეტის გატანაც შეეძლოთ. "ბრავო" კობი შენ და "ბრავო" შენს გუნდს.
გია ცეცაძეს
სამარცხვინოები ხართ ხალხიო, სტადიონზე არ დადიხართო) ყარაბახმა უსუსტესი თამაში ჩაატარა, ოფლიც კი არ გამოსვლიათ ტიპებს და 5-0. ჰოდა, თქვენ სამაცხვინოებიც აღარ ხართ. უფრო დაბლა ხართ, სადაც უკვე არაფერია. უბრალოდ ერთი კითხვა მაქვს, რატომ უნდათ გაფინანსებდეს ეს "სამარცხვინო ხალხი"(როგორც გვიწოდე) თქვენ, ხაზგადასმულ ნულებს?
ნოდი
Gio, ყარაბაღის გუშინდელ სასტარტო შემადგენლობაში არა 2, არამედ 7 აზერბაიჯანელი თამაშობდა (გაეცანი შემადგენლობას-დაგუგლე). ასე რომ!!!! სულ ფულს ნუ დააბრალებ ყველაფერს. ეს ერთი. მეორე. მგონია, რომ შენ ფედერაციის სარდაფში ზიხარ და ფეხბურთის მესვეურების შეკვეთას ასრულებ. ისე მაგარი "აზრიანი" წინადადება კი დააყენეთ (ალბათ მუჯირისგან მოდის ინიციატივა). სცადეთ აბა, შეიძლება აგიბან მხარი ისეთმა ქვეყნებმა როგორიცაა, მალტა, ანდორა, სან-მარინო, გიბრალტარი და ა.შ. ვაა, რამდენი გამოდიხართ ტო!!!
sabauri
ქართულ გეხბურთზე გადამკვდარი ადამიანი 1981 წლიდან ვამბობ, რომ ასეთი რამ არ მინახავს...... რა გვჭირს ძმებო...... კაი 1:0, 2:0, მაგრამ 5:0? ლიხტენშტეინის დონეზეც არ ვართ..... ტორპედო? ერთადერთი კიდევ ჩიხურამ არ გვიღალატატა "ასეა თუ ისეა"..... აი შედეგი 6 თვიანი კონტრაქტების.......
dato
ფეხბურტელს რომ 90 ცუტი სირბილი არ შეუძლია დამთავრებულია ყველაფერზე საუბარი. 20:2 ჯერ ჯერობით ასეთია ჩვენი კულუბების გამოსვლის შედეგი წელს ევროპაზე, და ეს პირველი საკვალიფიკაციო წრეა არ დაგავიწყდეთ. თქვენი არ ვიცი მაგრამ ჩემთვის ქართული საკლუბო ფეხბურთი აღარ არსებობს, ნაკრების ბოლო იმედებიც მეწურება.
ოთარი
სატელევიზიო რეპორტაჟებს მაინც ნუ აკეთებენ,რა საცოდავები და უსუსურები იყვნენ,ყარაბაღს რო მოენდომებინა თხუთმეტ გოლსაცკი გაიტანდა
გიგოია
მცდარი იყო ჩემპიონატის გაზაფხული-შემოდგომად გადაკეთება და არგუმენტები ამის სასარგებლოდ კი უსუსური. ფედერაციის მესვეურები საერთოდ აზრზე არ არიან ფეხბურთის განვითარების ტენდენციებით. ამდენი არაკვალიფიციური ადამიანი ამ სფეროში? ძალიან უნდა მოინდომო რომ მოკრიბო!
ნოდო
მიშას რო უყვროდნენ ფედერაციაში ერევა როცა ფედერაციის პრეზიდენტი მართველი გუნდის პარლამენტის წევრია ეს არაა ჩარევა?
risxva
ისე ხო არ აჯობებს რომსაერთოდ არ გამოცხადდნენ ჩვენი გუნდები სტადიონზე სათამაშოდ კატასტროფული ანგარიშიდ წაგებას 0-3 მაინც სჯობია
kaxa
ესაა უტემპო ფეხბურთის თამაში რო გვიყვარს. მაღალი ტემპში თამაში თუ არ ვისწავლეთ ასე იქნება სულ, ოდნავ მოინდომეს და გოლი, კიდე და კიდე გოლი. ახლა ერთი კიდევ საბანაძე თავით კარგად თამაშობს და რისტვის დაიმატეს თუ ფლანგებიდან არ ვაწვდით ბურთს. რომელი ბარსელონაა ესენი ცენტრს რო შეაკვდნენ ვააა.
LIVE
დარჩით მანდ თქვნ ფეხბურთელები არ გამოვა და იქნებ რომელიმე ნავთობის ჭაბურღილზე დაგასაქმონ ესაა ძმაო ვითომ ჩემპოინი და ვითომ გუნდი ჩემპიონი რო ხდება და გუნდს შლის ეს გუნდი კი არა ბოსელია და ზოგ ზოგიერთს თუ არ გინდათ ფეხბურთის ყურება თქვენ თავს აუგრძალეთ და ვისაც გვინდა დაგვანებეთ თავი
Gio
ნავთობდოლარები-სამტრედია 5:0... ჩემს აზრს მოგახსენებთ - ფეხბურთი როგორც სპორტის სახეობა დიდი ხანია, რაც გარდაიცვალა. დარჩა მხოლოდ კომერცია. რაც უფრო მდიდარია ქვეყანა, მით უფრო დიდ შედეგს აღწევს (როგორც წესი; გამონაკლისები ძალიან იშვიათია). რამდენია "ყარაბაღში" ან "ნეფთჩიში" ეთნიკური აზერბაიჯანელი, ანუ ადგილობრივი? 2? 3? სამაგიეროდ ეგზოტიკური ქვეყნების საუკეთესო ფეხბურთელების მთელი ბუკეტია, რომლებიც ძირითადად სირბილისა და "ადნო კასანიეს" ხარჯზე იგებენ (და კარგი კომბინაციური თამაშის, ამას ნუ დავუკარგავთ). ჩვენ, ქართველები, დავრჩით იმ რომანტიულ ხანაში, როცა ინდივიდუალური ოსტატობა იყო მძლავრი იარაღი. თუ უეფას სურს, რომ ეს ევროტურნირები სამართლიან შეჯიბრს დაემსგავსოს, და ჩვენნაირ ღარიბ ქვეყნებს შანსი მისცეს, უნდა აიკრძალოს 3-ზე მეტი ლეგიონერის ყოლა თითოეულ კლუბში. ვნახოთ მერე როგორც გადაგვირბენენ ჩვენი მეზობლები! ეს საკითხი უნდა დაისვას უეფაში უმაღლეს დონეზე, და დარწმუნებული ვარ, საქართველოს ბევრი მხარდამჭერი ეყოლება. თუ ეს არ მოხდა, მინიმუმ 20 წელი მაინც გაგრძელდება ეს მარაზმი და უაზრობა. ამის ობიექტური საფუძველი არსებობს - სწორად აღნიშნა გუშინდელი თამაშის ბოლოს ჩვენმა კომენტატორმა - არ გაქვს ბევრი ფული - ვერაფერს მიაღწევ თანამედროვე ფეხბურთში (მე დავუმატებდი - ე.წ. "ფეხბურთში). მე კი ვიტყოდი, რომ ფინანსები ამდენს არ უნდა წყვეტდნენ ფეხბურთში!
gia
სრულიად ვეთანხმები ზურას მოსაზრებას. ჩვენთან ფეხბურთელებს არ შეიძლება ეწოდოთ პროფესიონალები. ყველა გუნდმა უნდა გაუშვას ფეხბურთელები 21 წლის ზემოთ და ჩავატაროთ ახალგაზრდული ჩემპიონატი. ახალგაზრდა მზარდი მაინც არის და რაღაცას მაინც მიაღწევს. ხომ არ შეიძლება ამას ვუყუროთ სულ, ხომ არ შეიძლება ეს ბალასტი ვინახოთ და ტყვილა ვხარჯოთ ფული. ახალგაზრდული ჩემპიონატის დროს არც ამდენი თანხა დაგვიჯდება კლუბის შენახვა და არც ამხელა ამბიციური ბალასტი არ გვეყოლება ჩემპიონატში.
Dato
დაანებეთ რაა ფეხბურთის თამაშს თავი, ქვეყანას მაინც ნუ არცხვენთ, როდემდე უნდა იძახოთ ეს 1981 წელი, ვაღიაროთ რომ არ შეგვიძლია ფეხბურთის თამაში
dato
აი რაკარგად მუშაობს კალაძე კობიაშვილი ყაველაშვილის თითმის ნახევარმილიარდიანი სახელწიფო პროგრამა... ამათზე რა უნდა ვთქვა ...19- წლიანებს წესიერი მწრთნელი ვერ შეურჩიეს. საიდან... არ კიდიათ ქართული დეხბურთი?! უბადრუკ კარიერაში და ფულში წინსვლა უნდათ
avtandil.
ავტობუსი რომ წაათრიეს სამტრედიიდან, ის მაინც დაეყენებინათ კარის წინ.
largo
თავად ვარ სამტრედიიდან..თამაშს გერმანიიდან ვადევნე თვალი..სამარცვხინო,,საცოდაობა,,ფინანსების შდარება არმგონია დიდად რამე იყოს,მთავარია ფეხბურთის თამაშის სული და გული გქონდეს..მონდომება..სამწუხაროა მაგრამ შორს არის ეს ფეხბურთი დგევანდელობასთან...
ბენი
სანამ ძმაკაცობა, არ მოიშლება ქართულ ფეხბურთს არაფერი ეშველება.
Dato
აი რაკარგად მუშაობს კალაძე კობიაშვილი ყაველაშვილის თითმის ნახევარმილიარდიანი სახელწიფო პროგრამა... ამათზე რა უნდა ვთქვა ...19- წლიანებს წესიერი მწრთნელი ვერ შეურჩიეს. საიდან... არ კიდიათ ქართული დეხბურთი?! უბადრუკ კარიერაში და ფულში წინსვლა უნდათ
tazo
siio-ს ისე კარგი იდეააა:))))
lado.
არაპროფესიონალების ზეიმი.არაფელი ეშველაბა.სირცხვილი კი არა უბედურებააა
chabuka
ადრე,მგონი ასე იყო თუ გუნდი არ გამოცხადდებოდა თამაშზე წაგება ჩაეთვლებოდა 2:0.თუ ეხლაც ასეა გშველებია და ეგ არი.ახლი სერიოზულად.ასეთი უნიათო,უღიმღამო,უსირცხვილო,უნამუსო თამაში არ მინახავს,იმიტომ რომ მოწინააღმდეგე გუნდი არაფერ განსაკუთრებულს ვერ აკეთებდა.ეზოს გუნდი უფრო კარგათ, ჟილკიანათ,გულიანათ ითამაშებდა.მიკვირს ფაქტიურად "მკვდრების"დამატება რად სჭირდებოდა გუნდს!!!!!!!!!!!!!!!!!!
bibi
აქ არც მწვრთნელია არაფერ შუაში და არც ფედერაცია! ჯიგარი არ ააქვთ მოთამაშეებს ჯიგარი!!! ბრძოლა არ შეუძლიათ სირცხვილია აზერებთან უთავმოყვარეოდ დათმეს დაბოდიალობენ და ფორთხალებენ მოედანზე. საქართველოს ღირესბას იცავ ევროტურნირზე შე დალოცვილო და იბრძოლე მაინც ღირსეულად.
bajo
ჯურნალისტების ტანადგომა და სიტამამე აკლია ქარტულ ფეხბურტს არ უნდა გავჰერდეტ გავაკრიტიკოტ პასუხი მოვტხოვოტ.ცეცაზეს რა ანაგვლებს კქრგი ხელფასს კი იგებს.მე ასეტ ფეხბურტელებს 500 ლარზე მეტს არ მივცემდი.
jemali
1 იმიტომა ვართ ამ დგეში რომ,6თვიან და 1წლიან გუნდებს ვაკეთებთ.2ის რომ,უკეთეს გუნდში წასულები რო იქაც ვერთამაშობენ და 6თვეში ბრუნდებიან და ქართული კლუბებიც იმატებენ იქამდე სანამ,ახალ კლუბს არ ნახავენ,აზერბაიჯანი,უზბეკეთის,ალბანეთი,სომხეთი (და,ან) რომელიმე მე2რე ხარისხოვანი(საფეხბურთო თვალსაზრისით)ქვეყნებს და ასე დაუსრულებლად. ერთი გამოსავალი მესახება რომ ასეთი ფეხბურთელები აგარ უნდა მიიგონ უკან,2თვით! და ერთიც, 21-22წლამდე ფეხბურთელები არუნდა გაუშვათ ქვეყნიდან,მანამ სანამ აქ არ ითამაშებენ და დადებენ შედეგს! ეხლა წავიდა არაბული სადგაც დიმპიტაურ გუნდში და ვნახოთ 1წლის მერე სად იქნება! სირცხვილია..
murtaz
კობიაშვილო სანამ დროა მიხედე მწვრთნელთა მომზადების კურსებს,ისე არაფერი გამოვა.ხომ არ შეიძლება ადამიანთა ერთი და იგივე ჯგუფი მუდმივად ხელმძღვანელობდეს ამ სამსახურს.რა გაქანებაც აქვთ,მათ დაგვანახეს თავიანთი მწვრთნეკობის დროს პატარა ახალკაცის პრეზიდენტობის დროს.მას შემდეგ ათი წელი გავიდა,პრეზიდენტები შეიცვალა,ეს ბიჭები კი არხეინად განაგრძობენ უვიცი მწვრთნელების შტამპვას.
siio
თბილისში დანიშნონ სომეხი მსაჯი და მერე ვნახოთ.
giorgi
ეს არის გაფარჩაკება როგორ უნდა ამოიღონ ხმა ან მწვრტმელმა ან ბეხბურტელებმა. ასეტი სირცხვილი გუნდები ტამაშის დროს ბარსას და რეალის კარშიც კი ურტყავენ 2 სამჯელ მაინც ეს მკვდრები მოედანზე დახოხავენ. სირბილი მაინც ასწავლოს ვინმემ. ამატ ტუ ნამუსი აქვტ მეორე ტამაშზე ტბილისსი არ უნდა გავიდნენ.
ჯონდო
სამწუხარო რეალობაა, მაგრამ საქართველოში 20-წლამდელების ზევით უნდა აიკრძალოს ფეხბურთი, როგორც სანაკრებო, ასევე საკლუბო დონეზე!
tazo
სამტრედიამ 50-იანი წლების ფეხბურთი ითამაშა,ყარაბახმა 60-იანების.მოგვიგებდნენ,აბა რას იზამდნენ...
bajo
ჯურნალისტების ტანადგომა და სიტამამე აკლია ქარტულ ფეხბურტს არ უნდა გავჰერდეტ გავაკრიტიკოტ პასუხი მოვტხოვოტ.ცეცაზეს რა ანაგვლებს კქრგი ხელფასს კი იგებს.მე ასეტ ფეხბურტელებს 500 ლარზე მეტს არ მივცემდი.
3.141592
"საფეხბურთო რესურსით ჩვენზე უკეთესი არ არის"!!!! ეს ვითომ რატომ და საიდან? ასე გვგონია, ასე გვინდა და ამიტომ? "საქართველო გაბრწყინდებაო"-თქვა ერთმა საერთო ნაცნობმა ხალხის ტაშის გრიალში. ჩვენც გვჯერა. ასე გვირჩევნია და ამიტომ!!! ასეთები ვართ და ამიტომ!
guka
ყარაბაღის ფეხბურტელის ხელფასი სამტრედიის გამგეობის ბიუჯეტის ტოლია აქედან გამომდინარე ვინმეს ქონდა ილუზია რო სამტრედია მოიგებდა.
gio
ინტერნაციონალური ჩემპიონატის გარდა არაფერი გვიშველის. უნდა ვაწარმოოთ მოლაპარაკება მეზობელ ქვეყნებთან და ერთობლივი ჩემპიონატი უნდა ჩავატაროთ..
MMM
აქამდე დასვა ბევრმა გულშემატკივარმა კითხვა - რატომ უხდიან ქართულ კლუბებს ამდენ ფულს? უაღრესად სამარცხვინო სეზონი აქვთ ქართულ კლუბებს. ისინი მარტო შიდა ჩემპიონატით უნდა დაკმაყოფილდნენ. ევროტურნირებზე მათი ამბიციები სასაცილოა უკვე
grigori
საერთოდ რა ვთქვა არ ვიცი,გული მწყდება ასეთ ქართულ ფეხბურთს რომ ვუყურებ... ვის უნდა დააბრალო? რას უნდა დააბრალო? ეს მართლა სირცხვილია...
ჯამლეტი
არ მესმის ჩემი გადახდილი გადასახებიდან ამ მუქთახორებს რატო უნდა უხადონ ხელფასი!!!!!!!!!!!!! დანაშაულია ჩვეულბრივიიიიიიიიი!!!!
დინამო
რა კარგით რა! ზუსტად ვიცოდი რომ ასე მოხდებოდა,დავწერე კიდევაც გუშინ და დამიწყეს შენო არ არ დადიხარ ფეხბურთზეო და.... ამათ ჩემმა მტერმა უყურა, ცნობილი გამოთქმის არ იყოს ამაათ ყურებას სვარკის ყურება მირჩევნია. რაც შეეხება იმათ ვისაც გუშინ მრაის იმედები გქონდათ, ვფიქრობ რომ სერიოზული პრობლემები გაქვთ, საერთოდ მოწყვეტილი ხართ რეალობას, სამწუხაროდ
tazo
სამტრედიამ 60-იანი წლების ფეხბურთი ითამაშა, ყარაბახმა 70-იანი წლების,მოგვიგებდნენ აბა რას იზამდნენ...
zaza
ახდა, ასრულდა ოცნება!
vava
-ცეცაძე ნაკრებში!
Zura
Gaushvit saqartvelos pexburtelebis 70% moyvarulebshi da daawinauret axalgazrdebi. Sircxvilia xalxno es ra xdeba. Germaniashi vcxovrob da aqedan vadevneb titqmis yovel tamashss tvals,esaa rbilad rom vtqvat katastrofa. Me tviton vtamashob moyvarulebshi da mcxvenia mat rogor sheidzleba ewedot profesionalebi. Saqartvelos umaglesi ligis motamasheebis 70%.s dadet komentari gtxovt.
dave
მსაჯზე რომ ბევრი არ ვილაპარაკოთ, დავეთანხმები ავტორს, კიდევ ერთხელ გამოჩნდა გუნდის დაბალი ფიზ.მომზადება. გასაგებია რომ კლუბებს ამ ეტაპზე არ აქვსიმის ფუფუნება რომ სპორტ.დარბაზები მოაწყონ, მაგრამ ლამის ყველა ქალქშია ე.წ. "ფიტნეს კლუბები", თავის მწვრთნელებით, აუღე რა გუნდა აბონიმენტი და კვირაში ორჯერ ჩაატარე ფიზმომზადება, მაქსიმუმ თვეში 1000 არი დაჯდეს ეგ ამბავი. სხვა თუ არაფერი, დაიკუნთებით მაინც !!!
რ.დ.
აღარც გრცხვენიათ? სულ ცოტა პატრიოტიზმის მინავლებული მბჟუტავი ნაპერწკალიც აღარ შეგრჩათ ფედერაციის მესვეურებო? ვაი თქვენს(უფრო სწორად ჩვენს) პატრონშ
zurab
კობიაშვილი კიდევ პარლამენტშია გამოჯგიმული!!!
samori
ყარაბაღის ბიუჯეტით სამტრედიის მთლიანად ყიდვა შეიძლება აუქციონზე ეხლა ისმის კითხვა რატომ უნდა გაიაროს ყარაბაღი სამტრედიამ? გააქვთ ამ კითხვაზე ვინმეს პასუხი თავი ცოტა მიურახუნეთ კედელს იქნებ ტვინი გაქანდეს.
ledi
საასწრაპოდ სექმენიტ უპასო პეხბურტის სკოლები და ნახვტ პანტასტიკურ პეხბურტელებს რა ვერ გააიგეტ პეხბურტის მესვეურებო უნიწიერესი ტაობები იკარგება არ აქვტ პული გადაასახდელი ტაანც სია საწმელი ბავს ვისაც პული ააქვს პეხბურტელობა უნდატ მაგრამ ტამასი არ სეუზლიააატ საამააარცხვინო ცვენი კლუბების გამოსვლააა
gia
გარდაიცვალა კარტული ფეხბურტი 1991-2017.გამოსვენება ფეხბურტის ფედერაციიდან.სირცხვილო
status quo
კობიაშვილს აზროვნება არ შეუძლია,ის მხოლოდ მწვრთნელის ანუ ბიძოს დირექტივების შემსრულებელია..
საქართველოს ამერიკული ფეხბურთის ნაკრების წარმატება
"ლივერპულს" კვლავ განადგურების შეეშინდა - უცხოური მედია "დინამოს" ტრიუმფს იხსენებს
მიზანი ერთია, დიადი ნათელი - ცნობილი გახდა ანჩელოტის ამოცანა და ხელფასი
20 წ. | მსოფლიომდე ინგლისთან
თოფურია vs ოლივეირა: დიდ დაპირისპირებამდე – წინასწარი ანალიზი და მოლოდინები
"მათ კომპლექსები არ გააჩნიათ" - ლაპორტა "ბარსელონას" ფეხბურთელებზე
ხვიჩას დაჯილდოება, მიქაუტაძისა და დავითაშვილის გადამწყვეტი მატჩი და სხვა ამბები
[VIDEO] ბრწყინვალე იამალის გოლი და საგოლე პასი - "ბარსელონა" ვადამდე გახდა ჩემპიონი
[VIDEO] უმძიმესი კადრები "ელ პრატიდან" - "ესპანიოლი" "ბარსელონას" მატჩი რამდენიმე წუთით შეჩერდა
ლეგენდა მიდის - "ლიონის" მთავარი თავდამსხმელი მიქაუტაძე გახდება
ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები ცნობილია
Ballon d'Or 2025: კვარაცხელია რეიტინგში კიდევ უფრო დაწინაურდა
მოურინიოს პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელად არ დანიშნავენ
მარადიშვილი საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი უნდა გამხდარიყო, ახლა კი შეიძლება კარიერის დასრულება მოუწიოს
"ესპანელი ბიჭუნა ხარ" - მახაჩევმა თოფურიას მიმართა
პსჟ გოლების მანქანის შეძენას გეგმავს
"რეალისთვის" ყველაფერი გავაკეთე" - კარლო ანჩელოტი
სუპერლიგის ფინალურ სერიაში "ქუთაისი" და თსუ შეერკინებიან
ფეხბურთელი, რომელმაც კვარასთან ერთად სკუდეტო მოიგო, სერია C-ში ითამაშებს
"დე ბრუინს "ნაპოლის" შესახებ ეს უთხრეს" - ცნობილმა იტალიელმა ჟურნალისტმა ბელგიელზე ისაუბრა
"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ
"იცით, "ალავესის" ფეხბურთელმა რა მითხრა?" - მამარდაშვილი
უარი "ლივერპულს" და "ჩელსის" - ალონსოს ინიციატივით "რეალმა" პირველი ტრანსფერი შეათანხმა
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"ტორპედომ" ცეცაძის გადადგომის შესახებ დაწერილი განცხადება არ დააკმაყოფილა
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
თბილისის "საბურთალომ" გამოცდილი მეკარე დაიმატა
"ყარაბაღის" თავკაცი: ეს ის "სამტრედია" არაა, შარშან "გაბალასთან" 1:5 რომ წააგო
გია ცეცაძე: "ყარაბაღთან" დაპირისპირებისთვის ბოლომდე მზად ვართ
გია ცეცაძე "თელავის" მწვრთნელად დანიშნეს
თბილისის "საბურთალო" 6-მა ფეხბურთელმა დატოვა
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
"ტორპედოს" ცეცაძე აღარ გაწვრთნის, "დილასთან" გუნდს ანალიტიკოსი გაიყვანს
ომარ მიგინეიშვილი: პირველი თამაში იყო და თავისებურად ცოტას ვნერვიულობდი
"ფეხბურთი არ არის ის სპორტი, სადაც ერთმანეთს გინებაში ეჯიბრებიან" - კერესელიძემ ცეცაძესა და ფანებს შორის მომხდარ კონფლიქტზე ვრცლად ისაუბრა
ყარაბაღი VS სამტრედია - კავკასიური ფეხბურთის წრე
ვინაა "ჩელსი"-"ყარაბაღის" მატჩის მონაწილე "უცნობი ქართველი"
პრობლემა: ალიევის, "ყარაბაღის" დოლარებისა და ჩამორჩენის ფონზე...
გია ცეცაძე: საპასუხო მატჩში "სამტრედიას" პრესტიჟისთვის ვითამაშებთ
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
"ვის აგინებ, შე ნაბო***რო" - "ტორპედოს" თამაშის მიმდინარეობისას, ცეცაძესა და გულშემატკივრებს შორის დაპირისპირება მოხდა [VIDEO]
მიგინეიშვილი და კუცია თბილისის "დინამოში" დაბრუნდნენ
10-ბალიანი სისტემა - "საბურთალოს" ფეხბურთელების შეფასება "შერიფთან" მატჩში
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
"პროტესტი იქამდე გაგრძელდება სანამ ცეცაძე გუნდს არ დატოვებს" - "ტორპედოს" ფან-კლუბი "ჯუნგლები" განცხადებას ავრცელებს
"რუსთავმა" რუსი ლეგიონერი დაიმატა