"აიაქსის" 20 წლის ვარსკვლავი აბდელჰაკ ნური განწირულია
8 ივლისს, "აიაქსისა" და "ვერდერის" ამხანაგურ მატჩისას ჰოლანდიური კლუბის ნახევარმცველი აბდელჰაკ ნური მოულოდნელად მოცელილივით დაეცა. 20 წლის ფეხბურთელი სასწრაფოდ ვერტმფრენით გადააფრინეს უახლოეს კლინიკაში. მაშინ ეგონათ, რომ დავარდნის მიზეზი გულის არითმია იყო.

მეორე დღეს მედია სასიხარულო ამბებს ავრცელებდა, რომ ნურის ჯანმრთელობას საფრთხე არ ემუქრებოდა.

11 ივლისის დასკვნით, 20 წლის ფეხბურთელს გულს პრობლემა არ ჰქონია. ითქვა, რომ ის ხელოვნულ კომაშია. მისი ტვინის ფუნქციონირებას კი მას მერე შეამოწმებდნენ, რაც ნურის გონება დაუბრუნდებოდა...

ცუდს, თითქოს, აღარ ელოდნენ, მაგრამ...

ექიმებმა მისი კომიდან ნელ–ნელა გამოყვანა დაგეგმეს, მაგრამ აღმოჩნდა, რომ მის ტვინს ისეთი დაზიანება აქვს, რომლის აღდგენაც უკვე შეუძლებელია.

ნური კომიდან რომც გამოვიდეს, მას არ შეეძლება ფიქრი, ხალხის ცნობა, ჭამა, ლაპარაკი. აღარაფერს ვამბობთ გადაადგილებაზე.

"ეს ყველაზე ცუდი ამბავია, რაც შეგვეძლო გაგვეგო, - განაცხადა ედვინ ვან დერ სარმა. - ის ასეთი ნიჭიერი და კეთილი ბიჭია. ნამდვილი სპორტსმენი, რომელმაც უკვე ბევრჯერ მოხიბლა "აიაქსის" ფანები".

ჰაკიმ ზიეხი, რომელიც მისი კონკურენტი იყო სასტარტო შემადგენლობაში მოსახვედრად, გაოგნებულია, ისინი ერთმანეთის ახლო მეგობრები არიან და ერთ ოთახში ცხოვრობენ ბაზაზე: "ის ჩემი უმცროსი ძმაა".

მაროკოული წარმოშობის ჰოლანდიელი აბდელჰაკ ნური 2015 წელს გადაიყვანეს "აიაქსის" პირველ გუნდში. მან სულ 9 მატჩი ჩაატარა პირველი გუნდის შემადგენლობაში...

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ზასტაველი
ფეხბურთის მამებო!უარი თქვით გლადიატორულ ფეხბურთზე თორემ მომავალში ასეთი შემთხვევები კიდევ უფრო გახშირდება,რადგან ადამიანის შესაძლებლობები ამოუწურავი არ არის,როცა ფიზიკური დატვირთები შესაძლებლობების ზღვარს ცდება ფატალური შედეგებიც არ აყოვნებს,ამ დროისთვის სხეულის ყველა ორგანო გადამწვარია,განსაკუთრებით გულსისხლძარღვთა სისტემა,რაც იწვევს გულის კუნთის მუშაობის შეწყვეტას.სწორედ ამ მიზეზით მოედანზე გარდაიცვალა კენიელი ფეხბურთელი და არა მარტო კენიელი,თუ არ ვცდები ქართველი ფეხბურთელი ქუთაისის ტორპედოდან იყო,ჭელიძეც ამის გამო გარდაიცვალა.ყველა ადამიანი ერთნაირი არ არის,ყველა ერთნაირად ვერ უძლებს ფიზიკურ დატვირთვას. ფეხბურთის ბოსებო ფეხბურთის დასამარებას ჯობს თქვენი ჯიბეები შეათხელოთ,რომ ნამდვილი ფეხბურთი გადარჩეს.
nodo
ზასტაველი-ო. სადაც დიდი ფული ტრიალებს, იქ ყველაფერი მოსულია. ეს არა მარტო სპორტში, არამედ ცხოვრების ყველა სფეროში ასეა. ამას უკვე ვეღარაფერი შეაჩერებს მეორედ მოსვლის გარდა, რომელიც არც ისე შორსაა. რაღა დროს ლამაზ ფეხბურთზე საუბარია!!! სამწუხაროდ, ახლა მთავარია შედეგია.
ზასტაველი
ეს პირველი შემთხვევა არაა,უკვე რამდენი დაიღუპა საფეხბურთო მინდორზე,დაანებეთ ძალისმიერ და ტოტალურ ფეხბურთს თავი,ფეხბურთი უფრო ლამაზი და მიმზიდველი გახდება და ფეხბურთელებიც შეინარჩუნებენ ჯანმრთელობას. ტოტალურმა და ძალისმიერმა ფეხბურთმა,ლამაზი შემოქმედებითი,იმპროვიზირებული ფეხბურთი შეჭამა და საფეხბურთო მინდვრები გაივსო უნიჭო,წინ და უკან ცხენებივით მორბენალი,ძალისმიერი ე,წ.ფეხბურთელებით,რომლებიც ყველანაირი ხერხით ჩეხავენ,ფეხებში შეგნებულად ურტყამენ,რომ მწყობრიდან გამოიყვანონ ტექნიკური და მათზე ასი თავით მაღლა მდგომი ფეხბურთელები.ასეთი უხეში და მჩეხავი ფეხბურთელები არც ისე ცოტა ყავს გერმანიის ნასკრებს,როცა გაუჭირდებათ განსაკუთრებით მაშინ უხეშობენ,მათ ასეთი უხეშობით წარმატებისთვისაც მიუღწევიათ,ასევე უხეშობენ ინგლისელები და ა.შ.დასჯადი გახადეთ უხეშობები და ასეთი ფეხბურთელების ადგილ საფეხბურთო სამყაროში აღარ იქნება და ფეხბურთიც მოიგებს.
ირაკლი
არც ფეხბურთი ღირს სიცოცხლის ფასად
ზაზა
ძალიან ვწუხვარ.ღმერთმა გამოხედოს. მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა,რომ რაც წინ მიდის ფეხბურთი და ვითარდება,ეს რა თქმა უნდა ფეხბურთელების ენერგიის ხარჯზე ხდება,მით უფრო მატულობს ასეთი შემთხვევები.ადამიანი არ შეიძლება იყოს ამომწურავი ენერგიის.ძალიან მოიმატა ფიიკურმა დატვირთვებმა. ეს დასაფიქრებელია.
"რონალდო ისტორიაში საუკეთესოა, მესი თავის ქვეყანაშიც კი არაა საუკეთესო" - ბრიტანელი ჟურნალისტი
"პროფესიონალები ასე არ იქცევიან" - კინმა ალვარესი გააკრიტიკა
ჯიქია დეპოშია. "ის არაფერს წარმოადგენს" - ყოფილი რუსი ფეხბურთელი მას აკრიტიკებს
"მილანმა" პსჟ-ს თავდამსხმელის ტრანსფერზე მიმართა
20 წ. | გამარჯვებული შემადგენლობით უელსთან
ესპანური ვერცხლი შენგელიას | საქართველოს ნაკრების კაპიტანმა საკლუბო სეზონი დაასრულა
20 წ. | ლუკა ნარსია: ჩვენი მიზანი ისტორიის დაწერაა
პსჟ-ს ნახევარმცველი ატლეტიკოში გადასვლაზე დათანხმდა
აფრიკელებიდან ყველა დროის რეკორდი მოხსნა - "ბაიერნის" ახალწვეულის მიღწევა მსოფლიო ჩემპიონატზე
მეკარეთა გადაადგილება "ტოტენჰემში" - ვიკარიო მიდის, კინსკის დუბლიორი დუბრავკა იქნება
"მოურინიომ პირადად დამირეკა, ამაყი ვიყავი" - კუკურელია "რეალში" გადასვლაზე
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
[VIDEO] სულ სხვა ბრაზილია ვინისიუსის წინამძღოლობით და ნეიმარის დაბრუნება - შემდეგ ეტაპზე სელესაოსთან ერთად მაროკო გავიდა
საქართველოს ნაკრები აფრიკის ჩემპიონთან დამარცხდა
[VIDEO] B ჯგუფი: შვეიცარია და კანადა პლეი-ოფში გავიდნენ
20 წ. | ვინ მოდის საქართველოში - სამხრეთ აფრიკა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 0-0 სამგურალი. რომ არა ეს, მატჩის სცენარიც და საბოლოო შედეგიც იქნებ სულ სხვა ყოფილიყო...
აი, რატომ ვერ ივარგა კეინმა - თურმე, შამანს შეულოცია
ტაბიძე გუნდში გადადის, რომელმაც უკეთესი პირობები შესთავაზა
ნეიმარი ბრუნდება და ვნახოთ, რამდენად დაეხმარება ბრაზილიის ნაკრებს
"ეროვნული სიამაყის შთაგონების წყაროს წარმოადგენ" - მესის დაბადების დღეს ულოცავენ
"ბეშიქთაშს" დიდი გეგმები და დავითაშვილთან სერიოზული წინადადება აქვს
"ჩელსიმ" "ინტერს" ფეხბურთელი წაართვა - პალესტრა პრემიერლიგაში ითამაშებს
"აიაქსის" ახალგაზრდა ფეხბურთელს ტვინის უკურნებელი დაავადება დაუდგინეს
"დე ბურის კაბინეტში შევდივარ და ვხედავ, რომ..." - შოთა არველაძე განვლილ კარიერაზე და მომავალზე
"აიაქსის" ფეხბურთელი კომიდან 2 წლისა და 8 თვის შემდეგ გამოვიდა
22.5 მილიონი ევრო გადაიხადეს და განაცხადში შეყვანა დაავიწყდათ
"მანჩესტერი" და "არსენალი" ერთხელაც დაეჯახნენ - ვის დარჩება აბდელჰაკ ნური?
"აიაქსმა" კომიდან გამოსულ ფეხბურთელს კონტრაქტი შეუწყვიტა
აბდელჰაკ ნური ხელოვნური სუნთქვის აპარატიდან გამორთეს
კომიდან გამოსული აიაქსელი, რომელიც დე იონგს "ბარსაში" გადასვლაში დაეხმარა და ოჯახს ახლა მისი ღიმილიც ახარებს
"აიაქსმა" ახალი ფორმა ბობ მარლის მიუძღვნა [PHOTO]
37 წლის ჰუნტელაარი მოედანზე 89-ე წუთზე გამოვიდა, დუბლი შეასრულა და "აიაქსს" მოაგებინა [VIDEO]
"აიაქსის" 16 წლის ფეხბურთელი 18 წლის ძმასთან ერთად დაიღუპა
კვარაცხელიას აგენტი "აიაქსის" დირექტორს უახლოეს დღეებში შეხვდება