ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე ცნობილია

ჩემპიონთა ლიგის 2017/18 წლების გათამაშების ჯგუფური ეტაპის ყველა მონაწილე ცნობილია. ბოლო გუნდები, რომლებმაც ფინალური ეტაპის საგზური მოიპოვეს, "ლივერპული", მოსკოვის ცსკა, "ყარაბაღი", ლისაბონის "სპორტინგი" და კვიპროსის აპოელ არიან.

"ლივერპულმა" "ჰოფენჰაიმის" ბარიერი იოლად დასძლია, მაგრამ მაინც გამოჩნდა, რომ იურგენ კლოპის გუნდს დაცვაში საქმე იდეალურად არ აქვს. ამის დასტური გერმანელების მიერ გატანილი ორი გოლია. ინგლისელების მხრიდან მანემ გაიბრწყინვა - საწყის ოც წუთში მის მიერ ქუსლით გაკეთებულ ორ გადაცემას 2 გოლი მოჰყვა. აღვნიშნავთ, რომ ეს მოგება "ლივერპულისთვის", ევროტურნირებზე, მე-200 იყო.

ლისაბონის "სპორტინგსა" და ბუქარესტის "სტიაუას" შორის გამართულმა შეხვედრამ გამარჯვებული ვერ გამოავლინა, განმეორებით მატჩში კი პორტუგალიური კლუბის აშკარა უპირატესობა გამოიკვეთა. ჟორჟე ჟეზუსის გუნდმა მეტოქე, მისსავე მოედანზე, 5:1 გაანადგურა.

ყველაზე დაძაბული თამაში "კოპენჰაგენსა" და ჩვენთვის ნაცნობ "ყარაბაღს" შორის გაიმართა. დანიელებმა 2:1 მოიგეს, მაგრამ სტუმრად გატანილი გოლის წესის წყალობით, მომდევნო ეტაპზე აზერბაიჯანელები გავიდნენ, რომლებიც ჩემპიონთა ლიგის ჯგუფში პირველად ითამაშებენ.

ამრიგად, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე შემდეგი გუნდები მოხვდნენ:

პირველი კალათა: რეალი, ბაიერნი, ჩელსი, იუვენტუსი, ბენფიკა, მონაკო, სპარტაკი, შახტარი

მეორე კალათა: ბარსელონა, ატლეტიკო, პსჟ, დორტმუნდის ბორუსია, სევილია, მანჩესტერ სიტი, პორტუ, მანჩესტერ იუნაიტედი

მესამე კალათა: ნაპოლი, ტოტენჰემი, ბაზელი, ოლიმპიაკოსი, ანდერლეხტი, ლივერპული, რომა, ბეშიქთაში

მეოთხე კალათა: სელტიკი, ცსკა, სპორტინგი, აპოელ, ფეიენორდი, მარიბორი, ყარაბაღი, ლაიპციგი

წილისყრა ხვალ, 20:00 საათზე გაიმართება

2017/18 წლების სეზონის ჯგუფური ეტაპი 12 სექტემბერს დაიწყება და 6 დეკემბერს დასრულდება.

ცსკა - იანგ ბოიზი 2:0 (პირველი მატჩი 1:0)

გოლები: 1:0 შჩენიკოვი 45, 2:0 ძაგოევი 64

ლივერპული - ჰოფენჰაიმი 4:2 (პირველი მატჩი 2:1)

გოლები: 1:0 ჯანი (10), 2:0 სალაჰი (18), 3:0 ჯანი (21), 3:1 უთი (28), 4:1 ფირმინო (63), 4:2 ვაგნერი (79)

ლივერპული (4-3-3): მინოლე - ალექსანდერ-არნოლდი (65. ხ. გომესი), მატიპი, ლოვრენი, მორენო - ჯანი (70. მილნერი), ჰენდერსონი, ვეინალდუმი - სალაჰი, ფირმინო, მანე (88. კლავანი)

ჰოფენჰაიმი (5-2-3): ბაუმანი - კადერჟაბეკი (64. ტოლიანი), ნორდტვეიტი (24. უთი), ვოიტი, ჰუბნერი, ცუბერი - გაიგერი, დემირბაი - კრამარიჩი, ვაგნერი, გნაბრი (56. სალაი)

სლავია (ჩეხეთი)-აპოელ (კვიპროსი) 0:0 (0:2)

კოპენჰაგენი - ყარაბაღი 2:1 (პირველი მატჩი 0:1)

გოლები: 1:0 სანტანდერი 45, 1:1 ნდლოვუ 63, 2:1 პავლოვიი 66

სტიაუა - სპორტინგი 1:5 (პირველი მატჩი 0:0)

გოლები: 0:1 დუმბია 13, 1:1 მარანაო 20, 1:2 აკუნა 60, 1:3 მარტინსი 64, 1:4 დოსტი 85, 1:5 ბატალია 88

სლავია - აპოელ 0:0 (პირველი მატჩი 0:2)

g.v.g.
ჩემო მეგობარო ! სომხეთში უარესადაა საქმე ვიდრე აქ ჩვენტან. ეს მართალია შეღავათი არაა ჩვენთვის, მაგრამ ის ვთვათ, მაინც.
დათი
სირცხვილი საქართველოს ფეხბურთს, სირცხვილი საქართველოს ფეხბურთის ფედარაციას (ეხლანდელს და წინებსაც), იმისათვის, რომ 20 წლის განმავლობაში ლიგაზე ვერ მოვხვდით, პაიჭაძის, ღოღობერიძის, მეტრეველის, მესხის, ხურცილავას, ყიფიანის, გუცაევის ქვეყანაში, ის ვერ მოვახერხეთ, რომ ყველა: მთავრობა, ფედერაცია, ქვეყნის წარმატებული, ფინანსურთად ძლიერი ბიზნესმენები, ოლიგარქები ერთად დარაზმულიყვნენ და ერთი ქართული ძლიერი გუნდი გაეკეთებინათ, არველაძეეების, ქეცბაიას, ქინქლაძის, ჯამარაულის, ცხადაძის დროს დაგვემატებინა 3-4 ძლიერი ლეგიონერი ვარსკვლავი და გაგვეხარებინა სრულიად ქვეყანა,
sg
სომხური გუნდიც უნდა გასულიყო რა. ჩვენს გუნდებს ღირსეული მოწინააღმდეგე და მისაბაძი მაგალითი გაუჩნდებოდა )) თორემ ახლა ფიქრობენ ალბათ, სომხურ კლუბებს ხომ ვჯობივართო. რაღა გვიჭირსო D
ვდ
კარგი იქნებოდა სომხეთის გუნდიც მოხვედრილიკო!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
[VIDEO] "იბერია 1999" ბრატისლავაში "სლოვანს" ფრედ ეთამაშა და ევროპა ლიგაზე გადაერთვება
[VIDEO] ორი გაუქმებული გოლი, არდანიშნული პენალტი - "სლოვანმა" "იბერია 1999"-ს უფრო გამოცდილების ხარჯზე მოუგო
ევროტურნირების მესამე შესარჩევ ეტაპზე "იბერია 1999"-ის სავარაუდო მეტოქეები ცნობილია
ქორწილის წინ რონალდოს საცოლეს სქელი უწოდეს - ის კრიშტიანომ დაამშვიდა და მორგანიც გამოექომაგა
"რეალმა" სათამაშო პრაქტიკის მისაღებად მასტანტუონო იტალიაში გაანათხოვრა
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
ერექციული დისფუნქცია მამაკაცებში - რა უნდა ვიცოდეთ?
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
ამ ზაფხულს მიქაუტაძის "ბარსელონაში" გადასვლა შესაძლებელია? - ვინ უჭერს მხარს ქართველის ტრანსფერს კატალონიურ გრანდში
ცსკა-ს მწვრთნელი: შენგელიას ჩვენთან თამაში ძალიან უნდოდა და როგორც იქნა, ხელში ჩავიგდეთ
ჩემპიონთა ლიგა. პლეი-ოფი: "აიაქსს" მცველი გაუგდეს, "სლავიამ" საოცარი გოლი გაიტანა [VIDEO]
[VIDEO] ნორვეგიული ზღაპარი გრძელდება - "ბოდო გლიმტმა" "ინტერს" სტუმრადაც სძლია
სუპერთასების "სერია" ხვიჩას და "ჩაკვე" "ბარსას" წინააღმდეგ - რას ვნახავთ აგვისტოში
"უნდა წავიდეს, ისე თამაშობს, თითქოს 150 სმ-იანი იყოს" - The Sun "ლიდსთან" მატჩის მერე, მამარდაშვილის მიმართ "ლივერპულის" გულშემატკივრების კომენტარებს აქვეყნებს
თავისი მაინც გაიტანა - დიოკერეში უახლოეს საათებში "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
ოფიციალურად - ქოჩორაშვილმა პორტუგალიურ გრანდთან კონტრაქტი გააფორმა
[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
კანავარომ შესაძლოა, რუსული კლუბი გაწვრთნას
"ლივერპულმა" ბრედლი ბარკოლას შეძენის თაობაზე პირველი ნაბიჯი გადადგა
[VIDEO] "ნიუკასლმა" "ყარაბაღს" პირველივე ტაიმში მოუთავა საქმე
ახალგაზრდა ქართველი ნახევარმცველი მოსკოვის "ლოკომოტივში" გადავიდა
"ამ ასპექტებში მომატება სჭირდება" - "ლიდსთან" მატჩის შემდეგ, ირაოლამ მამარდაშვილზე ისაუბრა
"ლივერპულს" ასე გაუჭირდება - რა წინადადებით მიმართა ბარკოლას თაობაზე ინგლისურმა გრანდმა პსჟ-ის
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ქართველებს რონალდოს ექსდამრიგებელი უთავკაცებს
რატომ დაჩქარდა ქოჩორაშვილის ტრანსფერი "სპორტინგში" და რის გამო აიწია მისმა ფასმა - ცნობილია, რომელ კლუბს მოუგეს ლისაბონელებმა ქართველისთვის ბრძოლა
"კაპიტანი ამერიკა ჩამოვიდა" - "სპორტინგმა" ქოჩორაშვილი წარადგინა
ფიფამ რუსეთის არმიის საფეხბურთო კლუბს სატრანსფერო ბანი დაადო
თემურ ქეცბაია კვიპროსული აპოელ-ის მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
"სამტრედიის" სავარაუდო მეტოქეები ჩემპიონთა ლიგაზე
კონტე: "ყარაბაღთან" გამარჯვების მოსაპოვებლად დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება
"2008 წელს ცსკა-ს ჩემპიონთა ლიგის მოგების მაგარი შანსი ჰქონდა" - ვაგნერ ლავი
აპოელ-ის ბოსს თემურ ქეცბაია იდეალურ კანდიდატად ესახება
"გალათასარაიმ" და "ატლეტიკომ" ფრედ ითამაშეს - "ყარაბაღმა" "აინტრახტს" სძლია
[VIDEO] "ჩელსიმ" "ბარსელონა" გაანადგურა, "ბაიერმა" "სიტის" მოუგო - ჩემპიონთა ლიგაზე დაძაბული მატჩები გაიმართა
კიტეიშვილის საგოლე პასი - "სპორტინგმა" "შტურმს" თამაში შემოუტრიალა [VIDEO]
"ბედნიერი ვარ აქ გადმოსვლით" - თორნიკე შენგელია ცსკა-ს კალათბურთელია!